რუკები, მარშრუტები

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
რუკები, მარშრუტები

Post by ZVIOSULI » 29 მაი 2007, 14:20

Nika
მატარებლით წასვლის იდეაა და შესაბამისად ფეხიტ მოხერხდების ეგ გადასვლა?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
რუკები, მარშრუტები

Post by Nika » 29 მაი 2007, 14:31

ასე ზუსტად არ ვიცი ეგ მიდამოები.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
რუკები, მარშრუტები

Post by Mrs. Robinson » 29 მაი 2007, 19:54

zviorgatori
მე ვიყავი მატარებლით ოღონდ ადრე...
ჩვენ ქვახვრელში ჩამოვედით, ანუ მტკვრის მარჯვენა მხარეს, მერე ფეხით გადავედით უფლისციხეში, ცხადია ხიდი გადავიარეთ.
ქვახვრელიდან უფლისციხემდე მგონი ერთი კილომეტრი ან ოდნავ მეტი თუ იქნება.
დაბანაკების რიტუალი კი ძალიან მცირეხნიანი იყო და სად და როგორ, სამწუხაროდ აღარც მახსოვს ....... :(
აბა თქვენ იცით! საინტერესო დღეს გისურვებთ! :D

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
რუკები, მარშრუტები

Post by Kakha » 30 მაი 2007, 09:50

zviorgatori
უფლისციხეთან ტყეები არ არის. ხეები მხოლოდ მტკვრის პირას ჭალებშია, უფლისციხის მუზემუთან. წყალიც მხოლოდ იქ მოიპოვება. საერთოდ უფლისციხე პრაქტიკულად ნახევარუდაბნოა.

მს რობინსონის სწორია - მატარებლით თუ წახვალთ უნდა ჩამოხვიდეთ სადგურ ქვახვრლში (და არა სადგურ უფლისციხეში). ქვახვრელიდან ასე 2-3 კმ იქნება ძეგლამდე.

თუ გინდათ რომ მარშრუტი გაართულოდ და სიცხისა და მოტიტვლებულ ლანდშაფტში სიარულის არ გეშინიათ ამ თაკარა მზეში უფლისციხიდან შეგიძლიათ გადახვიდეთ ფეხით გორში. აუყვებით მტკვრის მარცხენა ნაპირს - დაახლოებით 12 კმ-ია და გახვალთ დაახლოებით გორის სასაფლაოსთან.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
რუკები, მარშრუტები

Post by Kakha » 30 მაი 2007, 09:56

caucasica
ახლაციხიდან ვარძიამდე დაახლოებით 70-75 კმ-ია. ახალციხემდე რამდნია ეგრე ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ ნებისმიერ საქართველოს ატლასში იქნება ალბათ.

რაც შეეხება ფასს - ძენლი სათქმელია. ამ ერთი თვის წინ ვარძიაში იყვენენ ჩემი ნაცნობები ორ დღიანზე. დიდი მერსედერსის ავტობუსი იქირავეს, 45 კაციანი, თბილისიდან თბილისამდე 1500 ლარი გამოართვა. რადგან ბევრი იყვენენ კაცზე 30 ლარზე ცოტა მეტი დაუჯდათ. მგონია, რომ კაცზე ალბათ დაახლოებით ასე უნდა იანგარიშო.

ჰო, მართლა თუ ასეთი დიდი ავტობუსით წახვალთ საფარის მონასტერში ვერ ახვლათ. მანდ მხოლოდ შედარებით პატარა ავტობუსები და მარშრუტკები ადიან.

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
რუკები, მარშრუტები

Post by caucasica » 30 მაი 2007, 10:06

Kakha მადლობას გადაგიხდი ამ ინფორმაციისთვის
მერსედესის მიკროავტობუს შევუთანხმდით 350ლარად (ივლისში ვაპირებთ ), იმედი მაქვს ყველა საინტერესო ობიექტს მოვინახულებთ.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
რუკები, მარშრუტები

Post by lama » 30 მაი 2007, 10:07

Kakha wrote:caucasica


ჰო, მართლა თუ ასეთი დიდი ავტობუსით წახვალთ საფარის მონასტერში ვერ ახვლათ. მანდ მხოლოდ შედარებით პატარა ავტობუსები და მარშრუტკები ადიან.
და ჩემი აზრით კი თუ საფარა არ ნახე ახალციხეში ჩასულმა არ იქნება კაი და ბევრი რამ დაგაკლდება :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
რუკები, მარშრუტები

Post by ZVIOSULI » 30 მაი 2007, 10:51

Mrs. Robinson
Kakha
გმადლობთ და გაიხარენით!
ისე კი 9-10 ივნისისთვის ვაპირებთ წამოსვლის მსურველები თუ ვინე იქნება, ან იქნებით
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
რუკები, მარშრუტები

Post by Mao » 30 მაი 2007, 10:52

caucasica
zarzmats!
together on the top!!

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
რუკები, მარშრუტები

Post by Kakha » 30 მაი 2007, 13:40

caucasica
ზარზმა მართლა კარგი სანახავია, მაო მართალია, მაგრამ თუ ორი დღით მიდიხართ ალბათ ვერ მოასწრებთ. ისე თუ დრო გექნებათ ერთი "ნაკლებად გაცვეთილი" ძეგლი შემოძლია გითხრა მაქეთ მხარეში - ჭულე სადაც საუცხოო მხატვრობაა. ადიგენის რაინშია და მის მონახულებასაც სულ ცოტა ნახევარ დღე ანდა შეიძლება მეტიც დაჭირდეს.

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
რუკები, მარშრუტები

Post by ZVIOSULI » 31 მაი 2007, 10:42

ზარზმის და საფარას ერთ დღეში მონახულება თუ არსი შესაძლებელი (უფრო სწორედ აბასთუმანი ზარზმა, და საფარა ორ დღეში)?
წინასწარ გმადლობთ კომპეტენტური პასუხებისთვის!!!
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
რუკები, მარშრუტები

Post by Kakha » 31 მაი 2007, 13:39

zviorgatori
თავისუფლად - თბილისი-ახლაციხე-საფარა - დაახლოებით 3 საათი შეიძლება ცოტა მეტი დაგჭირდეს.

საფარიდან გადახვალ აბასთუმანში - ამაზე დაგჭირდება ალბათ 1.5 საათი

ღამეს აღევ აბასთუმანში და დილას მიდიხარ ადიგენის გავლით ზარზმაში ისევ 1.5-2 საათი. იქიდან თბილისში. თუ ადრიანად ადგებით შეიძლება ადიგანთან ჭულეც მოასწრო. ძალიან გირჩევ ნახვას. ადიგენში ან აბასთუმანში გაიკითხე როგორ მიხვიდე და მიგასწავლიან.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
რუკები, მარშრუტები

Post by lama » 31 მაი 2007, 13:54

zviorgatori
Kakha
და მე მგონი მაგაში მოესწრება ასევე "ოქროს ციხე" თუ არ ვცდები


ასეა???
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
რუკები, მარშრუტები

Post by ZVIOSULI » 31 მაი 2007, 14:37

lama
"ოქროს ციხე"?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
რუკები, მარშრუტები

Post by lama » 31 მაი 2007, 15:13

zviorgatori wrote:lama
"ოქროს ციხე"?
კი ოქროს ციხე


არ გაგიგია

ულამაზესია

და მასზე ამბობენ ქაჯეთის ციხეზე რომ წერდა რუსთაველი ეგ ციხე ჰქონდა მხედველობაშიო

მესხეთში დგას და მანდედან ჩანს ზარზმის მონასტერიც :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]