რუკები, მარშრუტები

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
რუკები, მარშრუტები

Post by Kakha » 23 ივნ 2005, 09:58

გთავაზობთ აქ რუკებისა და მარშრუტების ბმულები განვათავსოთ, რომლებიც საინტერესო იქნება ჩვენი ფორუმის მონაწილეთათვის

დასაწყისისთვის რამდენიმე ბმულს გთავაზობთ - საქართველოს რეგიონები და მარშრუტები (ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი; ბაკურაინი-წაღვერი; ბაკურაინი-წეროს ტბა; ხევი-ხევსურეთი), რომლებიც სპელეოლოგთა ასოციაციამ გააკეთა

http://www.speleo.ge/regional.html
http://www.speleo.ge/meskheti.html
http://www.speleo.ge/bakuriani.html
http://www.speleo.ge/borjom_kharagauli.html

გარდა ამისა, ვიმეორებ კავშირ სუნტნის ვებ-გვერის ბმულს (მარშრუტები: ჯუთა-როშკა, ძეგვი-მცხეთა, მანგლისი-წინარეხი)
http://www.osgf.ge/suntni/

დროთა განმვალობაში ვიფიქროთ ჩვენი ლაშქრობების მარშრუტების აღწერაზეც და GPS-ით აღებული ტრეკების ჩვენს ფორუმზე დაკიდების თაობაზეც.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5041
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
რუკები, მარშრუტები

Post by Nika » 23 ივნ 2005, 14:50

ხო ნუ მე უკვე დავდე 100-ანი ტოპოგრაფიული რუკები და აგერ მთელი არქივის ბმული http://mapy.mk.cvut.cz/data/Gruzie-Geor ... 100k/K-38/
სახლში მაქ 50-იანებიც მარა იმათ ვერ დავდებ ვერსად. ვინც მომცა ასე მთხოვა და პირობას ვერ დავარღვევ.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5041
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
რუკები, მარშრუტები

Post by Nika » 23 ივნ 2005, 14:53

ხო დამავიწყდა დამატება რო მაქ Ozi 3D პროგრამა რომელიც სამგანზომილებიან რუკებს აკეთებს. საქართველოს ტერიტორიის სიმაღლეების მონაცემები ინტერნეტში ვიპოვე 100 მეტრი სიზუსტით. საკმაოდ კაი რამეა. მთიან ადგილებშია მერტო დაბრედილი ცოტა. სამწუხაროდ ვერ გავიგე ეგ ფაილები როგორ დავარედაქტირო თორე გამოსწორებადია ეგ პრობლემაც.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
რუკები, მარშრუტები

Post by Kakha » 23 ივნ 2005, 15:15

ნიკას მეირ მითითებული ტოპოგრაფიული რუკების ალტერნატიული ვარიანტი, უფრო სწორედ იგივე რუკები - 1:100 000, ოღონდ სხვა საიტზე ნახეთ

http://www.lib.berkeley.edu/EART/x-ussr/georgia3.html

უფრო ადვილი სახმარია, რადგან პლანშეტს აირჩევთ ძირითადი რუკიდან.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
რუკები, მარშრუტები

Post by Kakha » 30 ივნ 2005, 09:39

ესაა სუნტნის კავშირის მიერ დამუშავებული მარშრუტი.

შესაბამისი რუკა შეგიძლიათ ნახოთ http://www.osgf.ge/suntni/TsinarekhiEng.htm


ერთაწმინდა – რკონი- მანგლისი

მარშრუტი სოფელ ერთაწმინდიდან იწყება, სადაც სარეისო ავტობუსით შეიძლება მოხვედრა ან ახალქალაქიდან ფეხით ამოსვლა, რომელიც მისგან 2 კმ-შია. ამ გზაზე თქვენ გარიყულას წმ. გიორგის ეკლესიის ნახვასაც შესძლებთ, რომელიც თავისი ფრესკებითაა ცნობილი.
ერთაწმინდიდან, რომელიც თეძმის ხეობაში ბოლო დიდი სოფელია გზა სამხრეთ-დასავლეთისკენ, მდინარის პარალელურად, ხეობის სიღრმისკენ, მთის ფერზე მიდის; სოფელ ჩაჩუბეთთან გზა თეძმის ჭალისაკენ ეშვება და სოფელ რკონამდე გრძელდება. ამ მიდამოებში თქვენ ღამის სათევად ორ ვარიანტს გთავაზობთ. ან სოფელ რკონამდე 700-800 მ-ში თეძმის მარჯვენა შენაკადს აუყვეთ, სადაც 1 კმ-ში იკვის წმ. გიორგის გუმბათოვან ეკლესიასთან, ჭალაში დასცეთ კარავი; ანდა სოფელ რკონთან საცალფეხო ხიდზე გადასვლით და რკონის სამონასტრო კომპლექსის სახლოვეს, ისტორიულ ხიდზე გადასვლის შემდეგ, მდელოზე დაბანაკდეთ. აქედან, რკონის მონასტრის გარდა, სვიმონ მესვეტის სავანის დათვალიერებასაც შესძლებთ.
მეორე დღეს სოფელ რკონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით შემავალ სამაჭალოს წყლის ხეობაში უნდა შევიდეთ და თრიალეთის ქედისკენ გავწიოთ. ბილიკი მდინარის ხან ერთ მხარეს გასდევს, ხან მეორეს; რის გამოც, თუ წყლის დონე დაბალია, ეს რთული პროცესი არ არის, ხოლო თუ წყალი მომატებულია ოდნავ დასველება მოგიწევთ. დაახლოებით 3 კმ.-ში სამაჭალოს ნასოფლარ და ეკლესიას ჩაუვლით, რის შემდეგაც ხეობა ვიწროვდება და 2 კმ-ში მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, ფერდზე ამავალ ბილიკს უნდა აუყვეთ. სიმაღლის აღების შემდეგ, თქვენ ნასოფლარ გოგოთს დაინახავთ, სადაც ღამის გათევას გირჩევთ. შემდეგ დღეს ბილიკი ჯერ აღმოსავლეთისკენ, შემდეგ კი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადის. თწვენ აშკარად დაინახავთ უღელტეხილს, სადაც მეყემსის ბინებია განლაგებული. უღელტეხილიდან ნამტვრიანას წყლის ხეობაში ჩადიხართ და 2 კმ.-ში ნასოფლარ უხმარაში გაივლით, საიდანაც ხეობის მარცხენა ფერდს უნდა აუყვეთ სამხრეთისკენ და პარალელურ ხეობაში, მანგლისისკენ გასწიოთ, სადამდეც უხმარადან დაახლოებით 8-9 კმ.-ია. მანგლისიდან თბილისში კი ავტობუსის გარდა მიკროავტობუსებითაც შეძლებთ მოხვედრას.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
რუკები, მარშრუტები

Post by Kakha » 30 ივნ 2005, 09:46

ეს მარშრუტიც კავშირ სუნტნის მიერ არის დამუშავებული (თუმცა, როგორც მირად საუბარში მითხრეს, ესეც და წინა მაღშრუტიც 2-3 დღეში თავისუფლად მოსწრებადია)

შესაბამისი რუკა იგივეა რაც წინა მარშრუტის:
http://www.osgf.ge/suntni/TsinarekhiEng.htm


მანგლისი – წინარეხი

მარშრუტის ხანგრძლივობა 4 – 5 დღეს შეადგენს და ნაწილობრივ თქვენზეა დამოკიდებული თუ რამდენ ხანს მოანდომებთ ყოფნას მშვენიერი ბუნების და არქიტექტურული ძეგლების გარემოცვაში.
მანგლისში ჩასვლისას დაბის დასავლეთ კიდეში მდებარე ღვთისმშობლის ეკლესიის მონახულების შემდეგ თუ ჯერ 1200 სთ-ი არ იქნება, შეგიძლიათ შეუდგეთ მარშრუტს; ხოლო თუ გვიან მოგიწიათ გასვლა, გირჩევთ ეკლესიიდან ჩრდილო-დასავლეთით ხევში, მდინარესთან გაშალოთ კარავი და შემდეგ დღეს მდინარის მარცხენა ფერდს ნელ-ნელა მაღლა აუყვეთ; მარშრუტი მთა შიხანის წვერის ოდნავ დასავლეთით ჩაივლის რის შემდეგაც ძირითადად დაღმართში გიწევთ მოძრაობა. ეს მთა ქართლის ქედის უმაღლესი მწვერვალია საიდანაც ბილიკი მალე კავთურის ხეობისკენ დაეშვება და აღმოსავლეთისკენ, ნასოფლარ შუბათისკენ გადაუხვევს. ნასოფლარის სიახლოვეს გირჩევთ მდინარის პირას ბანაკის მოწყობას და შემდეგი დღისთვის მომზადებას. დილას მდინარე კავთურას მარცხენა ფერდის ჩაყოლებაზე გაუყვებით და 3 კმ-ში ნასოფლარ ბოტისში აღმოჩნდებით. აქედან თავკავთაზე რომ ავღმოჩნდეთ მდ. კავთურას მარჯვენა ფერდზე უნდა გადავიდეთ და დაახლოებით 2 კმ-ში თავკავთის კომპლექსთან ავღმოჩნდებით, სადაც ციხის და ეკლესიის ოდნავ მაღლა, დაახლოებით 100 მეტრში ბანაკის მოწყობაა შესაძლებელი. გაითვალისწინეთ, რომ ახლომახლო წყალი არ არის და წყალი ან მდ. კავთურას გადასვლისას უნდა აიღოთ, ან მისი მარჯვენა შენაკადიდან. შემდეგ დღეს გრძელი სერპანტინით მდინარე კავთურისკენ დაეშვებით და მის მარცხენა ფერდზე გადასვლის შემდეგ ბილიკი მდინარეს ოდნავ მოშორდება და 3 კმ-ში ნასოფლარ პარეტისში აღმოჩნდებით. აქედან ძველი საავტომობილო გზით 1,5 კმ-ში ქვათახევი-წინარეხის გზაზე გახვალთ საიდანაც ქვათახევისკენ, აღმოსავლეთით გირჩევთ გაუხვიოთ და 1,5 კმ-ის გავლის შემდეგ ცნობილი სამონასტრო კომპლექსიც მიმოიხილოთ; შემდეგ, ისევ უკან გაბრუნდეთ და ბოლო ბანაკი მაღალაანთ ეკლესიასთან გაშალოთ. დილით ეკლესიის და კოშკის მონახულების შემდეგ წინარეხამდე ორიოდ კილომეტრის გავლა დაგჭირდებათ, საიდანაც ავტობუსით თბილისში შეგიძლიათ დაბრუნდეთ.
აქვეა კავთისხევის სოფელი თვალადიც, საიდანაც ასევე შეგიძლიათ თბილისში დაბრუნება. ამ მარშრუტის გავლა საწინააღმდეგო მიმართულებითაც შეიძლება, მაგრამ სანაცვლოდ ბევრად მეტი აღმართის აბლა მოგიწევთ.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
რუკები, მარშრუტები

Post by Kakha » 06 ივლ 2005, 09:08

ადრეც სადღაც დავწერე, რომ სუნტნის კავშირის წევრებს კარგად ვიცნობ. ჰოდა, ამ რემდენიმე დღის წინ ველაპარაკე, მოვუყევი კარვის თაობაზეც და რომ მათ ვებ-გვერდზე დიდი მოთხოვნაა. რა თქმა უნდა, კმაყოფილები დარჩნენ.

ამასთან მითხრეს და მაჩუქეს კიდევაც რუკა რომელიც სოროსის ფონდის მეშვეობით გამოუციათ და ახლა წინგნის მაღაზიებში იყიდება.

რუკას ჰქვია: GEORGIA Monuments and Tourist Routs.

ცალ გვერდზე საქართველოს რუკაა ძირითადი ძეგლებით და ასევე თბილისი და მცხეთა (მაგრამ ეს ნაკლებად საინტერესოა, მსგავსი რამ სხვაგანაც შეიძლება ნახოთ).

მეორე გვერდზე ოთხი მარშრუტია მსხვილ მასშტაბში დატანილი და ფოტოები იმ ადგილებისა რასაც ამ მარშრუტეზე ნახავთ. მითითებულია საბანაკე ადგილებიც.

შემდეგი მარშრუტებია:
1. Truso-Lake Keli-Mleta (თრუსო-ყელის ტბა-მლეთა)
2. Khevi-Chaukhi-Khevsureti (ეს იგივეა, რაც ვებ-გვერდზეა გამოდებული ჯუთა-როშკა)
3. Khada
4. Ananuri-Khorkhi-Tsimrani.


მართალი გითხრათ, ფასი არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ღირს ყიდვად ვინც ამ მარშრუტებზე სერიოზულად დაფიქრდებით.

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
რუკები, მარშრუტები

Post by mika » 06 ივლ 2005, 10:06

Kakha

კარგია გამზადებული მარშიტები ..ძალიან კარგია.... თვინის მტვრევ აღარ გიწევს სად დაბანაკდე და სად წყალია და სად კიდევ ჯაკუზი :lol:

ასე რომ ეგრა დაგვრჩენია ავდგეთ და წავიდეთ.....................................
medical student

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
რუკები, მარშრუტები

Post by Druides » 06 ივლ 2005, 17:01

რუკები მთამსვლელებისთვის http://www.ewpnet.com/bucegmap.htm

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5041
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
რუკები, მარშრუტები

Post by Nika » 13 ივლ 2005, 22:41


User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
რუკები, მარშრუტები

Post by Wanderer » 14 ივლ 2005, 13:45

Nika
მაქედან მე ვერაფერი ხეირი ვერ ვნახე და. :) საქართველო არ აინტერესებთ მაგათ ჯერჯერობით ! :(

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5041
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
რუკები, მარშრუტები

Post by Nika » 14 ივლ 2005, 14:57

Wanderer
მე რო ვნახე მანდ საქართველო. სერჩში მიეცი Tbilisi, Georgia და ნახე თუ არ დაგიხატავს. ახლა მთლა ნიუიორკივით რო არ იქნება ეგ ცხადია მარა ნორმალია რა.

Tabuk
ბოდიალა
Posts: 119
Joined: 10 ივნ 2005, 14:11
Location: Tbilisi
Contact:
რუკები, მარშრუტები

Post by Tabuk » 05 სექ 2005, 12:55

Nika

ki sakaifoa, tan agnishvnac shegidzlia sad xar namkofi dzaan magraia
ზღარბი დინჯი ფრინველია, სანამ პანღურს არ ამოარტყავ არ გაფრინდება

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
რუკები, მარშრუტები

Post by Kakha » 08 სექ 2005, 09:06

დავასკანერე ერთ-ერთი რუკა, რომელიც ჩემს მიერ არაერთხელ ნახსენებმა სუნტნის კავშირმა გამოაქვეყნა 2003 წელს. რუკას ჰქვია Georgia: Monuments and Tourist Routs. ამ რუკაზე ცალ გვერდზე საქართველოს რუკაა ზედ ყველაზე ცნობილი ძეგლებითა და თბილისისა და მცხეთის სქემებით. მეორე გვერდზე კი ოთხი დეტალური მარშრუტია (უფრო დეტალურიად ნახეთ ზემოთ ჩემს 6 ივლისის პოსტინგში).

ამ მარშრუტს ჰქვია ანანური-ხორხი-წიფრანი



თუ ინტერესი იქნება შემიძლია დანაჩენი მარშრუტებიც დავასკანერო და აქ გამოვდო

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
რუკები, მარშრუტები

Post by toga » 09 სექ 2005, 09:26

შენ წარმოიდგინე მეც მაქვს ეგ რუკა ეგ ყაზბეგი ყლის ტბის და კიდე რაგაც არის მეოთხეც და მეორე მხარეს საქართველოს რუკააKakha

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]