ჟოლო

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

User avatar
iverson
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 14 იან 2006, 19:29
ჟოლო

Post by iverson » 05 ოქტ 2007, 23:55

გამარჯობა,

ახლა ვიფიქრე იქნებ შესაძლებელია ამ კვირას წავიდე სადმე და დავკრიფო მაყვალი და ჟოლო.

მაგრამ საკითხავია სად არის მათი ბუჩქები და ვინმეს ხომ არ გავუფუჭებ ამით საქმეს. ანუ ხომ არის ხალხი ვინც კენკრით ვაჭრობს და ამით ცხოვრობს და თუ დეფიციტია..

მოკლედ მირჩიეთ რამე, ნუ თუ დედაქალაქთან ახლოს იქნება მთლად კარგი :)

P.S. ისე "სმაროძინა" ჯერ არ არის ხო მზად?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჟოლო

Post by ლეონტი » 06 ოქტ 2007, 09:49

ეგენი უკვე გვიანაა.
ამის გარდა არის ცნობები რომ დააჯარიმეს მაყვლის კრეფაზე, იმიტომ რომ ქვითარი არ ქონდათ.
არ ვიცი ჭორია თუ ნამდვილი.
ჟოლო და მოცვი მაღლა მთაშია.
მოკლედ ასკილი დარჩა რა.

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ჟოლო

Post by popins » 06 ოქტ 2007, 10:18

ლეონტი wrote:ეგენი უკვე გვიანაა.
ამის გარდა არის ცნობები რომ დააჯარიმეს მაყვლის კრეფაზე, იმიტომ რომ ქვითარი არ ქონდათ.
არ ვიცი ჭორია თუ ნამდვილი.
ჟოლო და მოცვი მაღლა მთაშია.
მოკლედ ასკილი დარჩა რა.
ეუფ :roll:

და სოკოს კრეფაზეც ჯარიმებია?

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ჟოლო

Post by Naia » 06 ოქტ 2007, 18:16

popins
ეუფ

და სოკოს კრეფაზეც ჯარიმებია?
მეც გავიგე ეგ ამბავი.

მაყვალი, ჟოლო, სოკო... ყველაფერი რაც ტყეში ხარობს. თუ გარემოს დაცვამ წაგასწროოო, ჯარიმებიაო :(

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჟოლო

Post by ლეონტი » 13 ოქტ 2007, 11:35

დღეს ვფიქრობდი სადმე ასკილის საკრეფად ხომ არ წავსულიყავი შემოდგომის ნისლიან და მოღრუბლულ დღეს?
ბაზარში კი არის და იაფია, მაგრამ მუღამი ისაა რო კრიფავ და ეკალი გერჭობა,
თან სად ვინიცის სად დაკრეფილი და სად შენი ხელით დაკრეფილი.

ასკილი გამოიყენება ნაყენის სახით, ქიმიური ლუდის, რადიაქტიური ჩაის, სინტეტურკოფეინიანი ყავის, კოკა კოლა-ფანტას და სხვა მომწამვლელ ნივთიერებათა შემცვლელად.

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ჟოლო

Post by popins » 13 ოქტ 2007, 12:11

ლეონტი
:lol: :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ჟოლო

Post by Gvalva » 13 ოქტ 2007, 12:16

ლეონტი

ზუსტად მაგ თეორიით დავკრიფე, უფრო სწორედ დავამტვრიე ქაცვის ტოტები დარიალში, სექტემბრის დასაწყისში...

კიდევ მაგ თეორიას ის დაემატა რომ მსხმოიარე ქაცვის ბუჩქი მგონი პირველად ვნახე... :) ძალიან სახალისო სანახავია, ამდენი ბურთები რომაა პატარა ტოტზე :)

არ ვიცი ადრე იყო ქაცვისთვის დაკრეფა თუ რაში იყო საქმე, მარცვლები ორ დღეში დარბილდა და ხელის შეხებისას ისრისებიან... არადა, დადე დამწიფდება და დაბერტყეო მითხრეს... გადაყრა მენანება, არადა არც იკრიფება და დღესაც ასე მილაგია :(

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჟოლო

Post by ლეონტი » 13 ოქტ 2007, 17:18

მაღალ მთაში ქაცვის სექტ. დასაწყისში დაკრეფა , ნაადრევია.
უმწიფარია.
შეიძლება გადაყრა.
ქაცვის სეზონი კი მალე დაიწყება.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჟოლო

Post by guruli » 13 ოქტ 2007, 17:41

ხალხნო, არ გამაგიჟოთ - რაღა დროს ჟოლოა ამ შემოდგომაზე? :roll: :roll: ქაცვი მესმის, მაგრამ ჟოლო? :roll: ნამეტანი გვიანი მგონია, თვარა რა ვიცი...
და ქაცვი რომელია, მითხარით რა ერთი? დასავლეთში ქაცვს "აპლიპიხას" ეძახიან, მაგრამ არა მგონია, ადმინს მთაში ეგ შეხვედროდა... :roll:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჟოლო

Post by ლეონტი » 13 ოქტ 2007, 19:00

ეგარი ეგა, მთაშიც იცის აპლეპიხაი და ციმბირშიც.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჟოლო

Post by guruli » 14 ოქტ 2007, 23:42

ლეონტი
ეგარი ეგა, მთაშიც იცის აპლეპიხაი
ვააა... და მთაში არ მინახავს... :roll: :roll: აპლიპიხა ანუ, კოწახური? :roll: :roll: დასავლეთში კოწახურსაც ეძახიან. ეგაა?

User avatar
iverson
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 14 იან 2006, 19:29
ჟოლო

Post by iverson » 22 ოქტ 2007, 14:03

ვა ვერ წარმოვიდგენდი მაგაზე თუ ჯარიმა იყო..

ალბათ ასკილზე არაა პრობლემა, ასკილი ხომ ძალიან გავრცელებულია..


სკოლის დროს ერთ ექსკურსიაზე რაღAც პატარა ქლიავივით ნაყოფი იყო ტყეში, მაგარი გემრიელი, დავკრიფე და "პლაშოვკის" ჯიბეში ჩავიდე და სახლშI რომ მოვედი კურკები იყო მარტო :( ნაყოფი შეეზილა ნაჭერს ჰეჰეჰეჰე :lol: ბედნიერი დედაჩემი

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჟოლო

Post by ლეონტი » 22 ოქტ 2007, 14:08

ამ კვირას ცოტა ასკილი დავკრიფე, მაგრამ ისეთი ეკლები წქონდა, მოკაუჭებული და უკან მიმართული , რომ გამოგედებოდა , მთელ ტოტს ვერ ვერ მოიცილებდი, სანამ ხორცს არ ამოგლიჯავდა.
აი ესეთი ასკილია სასარგებლო.

User avatar
iverson
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 14 იან 2006, 19:29
ჟოლო

Post by iverson » 22 ოქტ 2007, 14:13

ლეონტი
va me arc SemimCnevia rom askils eklebi aqvs :roll:

ablipixa dagikrefiaT vinmes? qarTulad rogoraa? raRac Zneli dasakrefia mgoni, iwyliteba mowyvetisas

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჟოლო

Post by ლეონტი » 22 ოქტ 2007, 19:34

ოოო ასკილი ხო არი მარა აპლიპიხაი, ქართულად ქაცვი, უარესია.
ვერტიკალურად ჩხვლიტავს და დიდ ნახვრეტს ტოვებს.
მე ნაჩხვლეტიდან სისხლს ვიდენ რო გამოვიდეს თუ რამე ცუდია, მერე საპნით ხელების დაბანა ტეხამს, მარა იას იზამ ვარდი უეკლოთო ხო გაგიგია?
ისე ბრაკონიერები ძირში ჭრიან ხეს და მერე სეკატორით უმტკივნეულოდ დაუვლიან ხოლმე, მარა სინდისის ხარჯზე რა უნდა შეირგონ, ვერ ვიცი.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]