Page 11 of 12

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 29 ივნ 2010, 13:49
by Wanderer
navigator
საინტერესოა. სახელი და გვარი არ აწერია ზედ რამე?

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 29 ივნ 2010, 14:51
by navigator
Wanderer
მე ვაპირებ ყიდვას როცა იქეთ მოვხხვდები და დეტალებს მერე გეტყვით :)

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 04 ივლ 2010, 10:16
by navigator
Wanderer
გუშინ ვიყიდე.
აგერ სურათიც, მარცხნივაა ის რაც ლილოში ვიყიდე, წყვილი 60 ლარი.
პასპორტში უწერია PMR, ანუ ევროპაში ნებადართული სტანდარტი (თუმცა საქართველოში ამ სიხშირეზე ჯერ მაინც თეთრი ლაქაა, ეს ის სტანდარტია რაც გოგამ იყიდა და ბევრ მაღაზიას განგებ შეცდომაში შეყავს მყიდველი როცა ეუბნებიან რომ ლიცენზია არაა საჭირო, იმედი მაქვს მომავალში ეს საკითხი დარეგულისრდება კანონმდებლობაში)
მარჯვნივ არის ამაზონზე ნაყიდი მოტოროლა (წყვილი 70$ ღირდა) FRS/GMRS (ამერიკული სტანდარტი)
გუშინ დავტესტე ორივე, როგორც მოსალოდნელი იყო მცირედი დაბრკლობეა პრობლემას უქმნის ამ სიხშირეს (მთა, შენობა და მისთ.), თუმცა გაშლილ ადგილებში ოროვემ მშვნევირად იმუშავე, ვერ გავარჩიე რომელი ჯობდა, ერთადერთი მოტოროლას ცოტა უკეთესი ფილტრი აქვს მიღებაზე მაგრამ ლილოს ვარიანტს ოდნავ ძლიერი გადამცემი აქვს.

Image

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 12 ივლ 2010, 10:19
by navigator
მოკლედ რამდენჯერმე დავატესტირე, მშვენივრად მუშაობს, ვურჩევ ყველას. იაფი და პრაქტიკულია.

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 12 ივლ 2010, 12:02
by Wanderer
navigator
ძალიან საინტერესოა. ცოტა სტანდატზე/ლიცენზიაზე ვერ გავიგე კარგად. ანუ მაგ ლილოში ნაყიდს ლიცენზია სჭირდება თუ არა?

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 13 ივლ 2010, 10:32
by navigator
Wanderer
მოკლედ ეგ საკითხი კარგად შევისწავლე და სიტუაცია ასეთია, არის დიდი ქაოსი და გაუგებრობები კანონში. ბევრი მაღაზია ყიდის PMR რაციებს და იძახიან ნებადართულიაო, არადა არაა ასე, ევროკავშირის ქვეყნებში ნებადართულია მარა საქართველოში ჯერ კიდე დაუხვეწავია კანონი. ამ დიაპაზონზე პირდაპირ წერია ასე - "პერსპექტივაში".
ველაპარაკე ბევრ სტაჟიან რადიომოყვარულს და სიტუაცია ასეთია. თუ ყიდულობთ 0.5 ვატამდე რაციას, არავინ არ აქცევს ამას ყურადღებას დღეს. გინდა PMR (ევროპული სტანდარტი) იყოს , გინდაც FRS/GMRS (ამერიკული სტანდარტები). მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ 0.5 ვატი ამ ორივე დიაპაზონში ნიშნავს რომ უბრალო გორაკს მიღმაც კი არ იმუშავებს, თუნდაც 200 მეტრი იყოს დაშორება.
არის ერთი გამოსავალი, რადიომოყვარულის ლიცენზიის აღება. შემდეგ ბევრად დიდი სიმძლავრის გამოყენება შეიძლება. ასევე რაიმე კლუბში თუა რადიომოყვარული მან თავის სახელზე შეიძლება იყიდოს რადიმოწყობილობები. მე პირადად ვფიქრობ ჩავაბარო გამოცა, აგვიტოში იქნება და მესამე კატეგორიის რადიომოყვარული მოწმობა ავიღო. თუ გამოვიდა, უფრო მძლავრი რაციების ყიდვა იქნება შესაძლებელი.
ის რაც ლილოში იყიდება ეგ არის GMRS სტანდარტი (თუმცა პასპორტში PMR უწერია :) ) 0.5 ვატამდე. სუსტია მარა მაგრამ ფასიც შესაბამისია, ღირს მაგ ფასად. პირდაპირი ხედვისას 5 კილომეტრზე შეიძლება გაქაჩოს.

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 13 ივლ 2010, 10:36
by Hereti
navigator
წარმატებები გამოცდაზეე

ხოოოოოოოდა ლიცენზია რო აიღოს მაგალითად კარავმა, არ შეიძლება? და რა ჯდებაო?

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 13 ივლ 2010, 10:41
by navigator
Hereti
თუ არ ვცდები ასეთი პროცედურაა, პირველ რიგში რეგისტრირდება ორგანიზაცია, ანუ კარავი უნდა დარეგისტრირდეს როგორც კლუბი ან რამე ორგანიზაცია. შემდეგ ამ კლუბის წევრი აბარებს გამოცდას და კლუბისთვის ყიდულობს აპარატურას.

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 13 ივლ 2010, 11:24
by Wanderer
navigator
ახლა გასაგებია. მადლობა. რადიომყვარულობაზე შანსები არა მაქვს. ასე რომ ან ლილო ან ძველებურად რაციის გარეშე...


Hereti
მართალია კახა. კარავი, როგორც ორგანიზაცია უნდა დარეგისტრირდეს ოფიციალურად.

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 13 ივლ 2010, 11:31
by Hereti
Wanderer
navigator
მერე რა პრობლემაა დარეგისტრირდეს არა მგონია რაიმე უსაშველო იყოს
შენ გამოცდა ცააბარე და გვალვას ვტხოვოთ დაარეგისტრიროს და ეგ არის რა :wink:

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 13 ივლ 2010, 11:39
by tulkuna
Wanderer wrote:navigator
რადიომყვარულობაზე შანსები არა მაქვს.
http://www.aisiforce.org/forum/viewforum.php?f=45

იქნებ რამეში გამოგადგეთ

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 28 ივლ 2010, 10:41
by navigator
CB რადიო მაგრა გაიაფებულა
http://www.amazon.com/Midland-75-785-Ha ... rhf_shvl_4

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 06 აგვ 2010, 09:54
by navigator
ეს ნახეთ
http://www.dealextreme.com/details.dx/sku.42139

Image
Image
Image
Image

ესე იგი ეს არის აკუმლატორი რომელიც იმუხტება როგორც ელექტროქსელიდან, ასევე მზის ენერგიით, არის ფანარი და არის სხვა მოწყობილობების დამტენი (მობილურები, ფოტოაპარატები, პლეერები და ა.შ.)

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 06 აგვ 2010, 10:23
by navigator
ცოტა გაუმჯობესებული ვერსია, ოდნავ ძვირად:
http://www.dealextreme.com/details.dx/sku.4923

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 06 აგვ 2010, 11:20
by Archil
navigator

ზედა ამერიკული ვარიანტია? ანუ 110 ვოლტზე?

ქვედა მგონი ევროპული. ჯიპიესის დასატენად მინდა მასეთი რამე, ანდა ხელის დინამოზე რომ იყოს.