Page 7 of 7

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 01 ნოე 2010, 21:48
by Archil
გუდაურის სასტუმროების ნომრები თუ გაქვთ

საახალწლოდ მასკალები ჩამოდიან, უკრაინიდან ვიცნობ და ყველა ნომერი დაჯავშნულიაო და რამე მიშველეო... ანუ იანვრის დასაწყისისათვის მინდა გუდაურში სასტუმროს ნომრები და როგორ ვქნა, მირჩიეთ.

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 03 ნოე 2010, 11:17
by გვალდა
Archil
ტრულალა იყო წასული სპეციალურად გუდაურში ღამისსათევების თაობაზე. როგორც მისგან ვიცი, იანვრის დასაწყისში და საერთოდ იანვარში დაივიწყეთო სასტუმროებიო. ოქტომბრიდან არის დაჯავშნილიო.

მაინც შეეხმიანე ტრულის. ეხლა სვანეთშია.

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 04 იან 2011, 15:52
by აცაბაცა
ცემში თუ მოგინდათ წასვლა ჯიგრებო!

თინა

899207396 ან 890207396, სამჯერადი კვებით 40 ლ. საშუალო დონის რემონტი , სუფთა სახლი, 6 სამადგილიანი და 1 ექვსადგილიანი ნომერი, არაცენტრალური გათბობა (პირადად მე ძალიანაც კი მცხელოდა) სველი წერტილები 2 სამადგილიანს და ექვსადგილიანს შიგნით , დარჩენილ სამადგილიან ნომრებს ორი სველი წერტილი. სასადილო ბუხრით... ძალიან გემრიელი საკვები!!!


სახლი #1 ნიკო 893132080
ახალი რემონტი
აბაზანა და ტუალეტი ყველა ოთახს
ცენტრალური გათბობა
მეტი დანაწევრება (2 ორადგილიანი, 3 სამადგილიანი, 1 ოთხადგილიანი)
დიდი ეზო სახტუნაოდ და საღლაბუცოდ
ძალიან პატარა სასადილო ოთახი
ფასი 50 ლ სამჯერადი კვებით

სახლი #2 თინა 899207396 ან 890207396

დიდი სამზარეულო სასადილო ბუხრით... ძალიან გემრიელი საკვები!!!
ცენტრალური გათბობა არ აქვს, მაგრამ ყველა ოთახი თბება ინდივიდუალურად, მოკლედ კარგი ღუღუნა ოთახებია
ნაკლები დანაწევრება (6 სამადგილიანი, 1 ექვსადგილიანი) სველი წერტილები 2 სამადგილიანს და ექვსადგილიანს შიგნით , დარჩენილ სამადგილიან ნომრებს ორი სველი წერტილი აივანზე.
ძალიან მაგარი ხედები აივნებიდან
ფასი 40 ლ სამჯერადი კვებით




ეხლა ფოტოები!!!!

სახლი #1
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ეს სასადილო ოთახია ეტევა 18 ადამიანი ცეკვა თამაში გარეთ!!!!
Image

Image




სახლი #2
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 04 იან 2011, 19:33
by ლეონტი
SL - ია?

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 01 ივლ 2011, 20:14
by ARCHILI
სასტუმრო არა, მაგრამ ახტალის შესახებ ინფორმაციაა და ვდებ

:)

http://ick.ge/ka/photogalleries/6799-------r.html


ახტალა, საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს.

ახტალის კურორტზე ერთი დღე საგზური სულ რაღაც 45-52 ლარი ჯდება. მომსახურებაში შედის: კვება, ლაბორატორიული გამოკვლევა, ექიმის კონსულტაცია, ტალახით მკურნალობა და მასაჟი. სამკურნალო სეზონი ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება.

ახტალა, თბილისიდან 120 კილომეტრში, ქალაქ გურჯაანში მდებარეობს. ახტალის ტალახი გამოიყენება აბაზანებისა და აპლიკაციის სახით. ასევე დანერგილია ელექტრო ტალახი. პარალელურად ტარდება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპიული პროცედურები. ახტალის ტალახი გამოიყენება პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა რადიკულიტი, საჯდომი ნერვის ანთება, ფლექსიტები. პოლიომელიტის ნარჩენი მოვლენები, ბავშვთა ცერებრალური დაავადებით გამოწვეული პარეზები.

„ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები, რომლებსაც სხვადასხვა ადგილზე ჩატარებული აქვთ მკურნალობა, სწორედ ჩვენთან მკურნალობის შემდეგ იწყებენ პირველი ნაბიჯების გადადგმას“, - აღნიშნა „კურორტ ახტალის“ დირექტორმა გოგა უტიაშვილმა.

ახტალის ტალახი გამოიყენება შეხორცებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ჭრილობების და დამწვრობის შემდგომი კელოიდური ნაწიბურები, მაობლიტირებელი ენდარტერიტები. ასევე გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც ხშირად მიზეზია უშვილობის, დანამატებისა და საშვილოსნოს ქრონიკული ანთებების. ახტალის ტალახით მკურნალობენ საშვილოსნოს ქრონიკულ ანთებებს, განუვითარებლობას, ფუნქციის დაქვეითებას, შეხორცებებს მცირე მენჯის ღრუში, ფალოპის მილების გაუვალობას ან დაქვეითებას.

„ხშირია შემთხვევები, როდესაც გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის სრული კურსის გავლის შემდეგ პაციენტებს უბრუნდებათ შვილოსნობის უნარი,“ - განაცხადა „ახტალის“ დირექტორმა გოგა უტიაშვილმა.

ახტალის ტალახი ფართოდ გამოიყენება მამაკაცთა სასქესო ორგანოების დაავადებებისას, როგორიცაა: წინამდებარე ჯირკვლის ქრონიკული ანთება-პროსტატი და სათესლე ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება. ახტალის ტალახს იყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ფსორიოზი, ეგზემა, ნეიროდერმიტები და სხვა. ახტალის ტალახი წარმატებით გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: რევმატიული ართრიტები და პოლიართრიტები, სპეციფიური და არასპეციფიური ართრიტები, მადეფორმირებული ოსტეოართროზები, მარილოვანი წანაზარდები სასახსრე ზედაპირებზე; პოდაგრა ამოვარდნილობების და მოტეხილობების შემდგომ პერიოდში. ძვლის, სახსრების, კუნთების დაავადებებისას სპონდილო ართრიტების და სპონდილოართროზების სამკურნალოდ. ბიუსტი, სინოვიტი, ტენდოვაგინიტი, სახსრების კონტრაქტურა, მიოზიტი.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 10-12 პროცედურისგან შედგება. მომსახურეობაში შედის: ტალახის პროცედურა, მასაჟი, ფიზიოტერაპია, ბინით განთავსება და დღეში სამჯერადი კვება. სამედიცინო-საკურორტო მომსახურებაზე დადგენილია შემდეგი ფასები:

საკურსე მკურნალობა 1 დღის ღირებულება - 24 ლარი. მათ შორის: ტალახის პროცედურა - 15 ლარი. ფიზიო პროცედურა - 4 ლარი. მასაჟის პროცედურა - 5 ლარი.

ექიმის კონსულტაცია, ლაბორატორიული გამოკვლევა - 15 ლარი. მათ შორის: ექიმის კონსულტაცია - 8 ლარი. ლაბორატორიული გამოკვლევა - 7 ლარი.

შარდის ანალიზი სისხლში - 3 ლარი.

კარდიოგრამის გადაღება, კონსულტაცია - 10 ლარი.

გინეკოლოგიური ტამპონები - 3 ლარი.

რექტალური ტამპონები - 3 ლარი.

ავადმყოფის ბინაში განთავსება 1 დღით - 7 ლარი.

კვება დღეში სამჯერადი - 13 ლარი.

მისამართი: გურჯაანი, თამარ მეფის ქუჩა N9 ს/ს „კურორტ ახტალის“ ადმინისტრაცია

ტელეფონები: 599 23 17 74 / 8(353) 22 39 48 / 599 45 34 96 / 8(353) 22 08 03

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 27 თებ 2012, 11:42
by saskva
ვინმემ ხომ არ იცით ნორმალური სასტუმრო,საოჯახო სახლი,კოტეჯი ბაკურიანში შეღავათიან ფასად? ორი დღით გვინდა ასვლა

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 27 თებ 2012, 15:13
by ცაბო
saskva
http://premierhouse.ge/hotel.html პრემიერჰაუსი,საოჯახო ტიპის სასტუმრო,'ვიქტორიასთან'.30 ლარი იყო კვების გარეშე და ეხლა როგორაა ფასები,არ ვიცი ნამდვილად.
597 171770 გიორგი

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 24 აპრ 2012, 16:32
by saskva
სვანეთის საოჯახო სასტუმროების შესახებ ვინ რა იცით? მესტია და უშგული მაინტერესებს...
მადლობა

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 28 აპრ 2012, 21:23
by hillside
გამარჯობათ.
ტყიბულში ან ახლომდებარე სოფლებში არის სადმე სახლი, ბინა ან საოჯახო სასტუმრო ერთი ღამით თავის შეფარება რომ შევძლო?

თუ არ არის, მაშინ მატარებლის სადგურზე თუა შესაძლებელი რამდენიმე საათი რომ წავუძინო, ხომ მომცემენ უფლებას? :)

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 24 მაი 2012, 21:11
by iguana
ზუგდიდში არ იცით რამე ჰოსტელი? ან იაფი სასტუმრო :?: