სასტუმრო არა, მაგრამ ახტალის შესახებ ინფორმაციაა და ვდებ
http://ick.ge/ka/photogalleries/6799-------r.html
ახტალა, საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს.
ახტალის კურორტზე ერთი დღე საგზური სულ რაღაც 45-52 ლარი ჯდება. მომსახურებაში შედის: კვება, ლაბორატორიული გამოკვლევა, ექიმის კონსულტაცია, ტალახით მკურნალობა და მასაჟი. სამკურნალო სეზონი ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება.
ახტალა, თბილისიდან 120 კილომეტრში, ქალაქ გურჯაანში მდებარეობს. ახტალის ტალახი გამოიყენება აბაზანებისა და აპლიკაციის სახით. ასევე დანერგილია ელექტრო ტალახი. პარალელურად ტარდება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპიული პროცედურები. ახტალის ტალახი გამოიყენება პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა რადიკულიტი, საჯდომი ნერვის ანთება, ფლექსიტები. პოლიომელიტის ნარჩენი მოვლენები, ბავშვთა ცერებრალური დაავადებით გამოწვეული პარეზები.
„ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები, რომლებსაც სხვადასხვა ადგილზე ჩატარებული აქვთ მკურნალობა, სწორედ ჩვენთან მკურნალობის შემდეგ იწყებენ პირველი ნაბიჯების გადადგმას“, - აღნიშნა „კურორტ ახტალის“ დირექტორმა გოგა უტიაშვილმა.
ახტალის ტალახი გამოიყენება შეხორცებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ჭრილობების და დამწვრობის შემდგომი კელოიდური ნაწიბურები, მაობლიტირებელი ენდარტერიტები. ასევე გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც ხშირად მიზეზია უშვილობის, დანამატებისა და საშვილოსნოს ქრონიკული ანთებების. ახტალის ტალახით მკურნალობენ საშვილოსნოს ქრონიკულ ანთებებს, განუვითარებლობას, ფუნქციის დაქვეითებას, შეხორცებებს მცირე მენჯის ღრუში, ფალოპის მილების გაუვალობას ან დაქვეითებას.
„ხშირია შემთხვევები, როდესაც გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის სრული კურსის გავლის შემდეგ პაციენტებს უბრუნდებათ შვილოსნობის უნარი,“ - განაცხადა „ახტალის“ დირექტორმა გოგა უტიაშვილმა.
ახტალის ტალახი ფართოდ გამოიყენება მამაკაცთა სასქესო ორგანოების დაავადებებისას, როგორიცაა: წინამდებარე ჯირკვლის ქრონიკული ანთება-პროსტატი და სათესლე ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება. ახტალის ტალახს იყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ფსორიოზი, ეგზემა, ნეიროდერმიტები და სხვა. ახტალის ტალახი წარმატებით გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: რევმატიული ართრიტები და პოლიართრიტები, სპეციფიური და არასპეციფიური ართრიტები, მადეფორმირებული ოსტეოართროზები, მარილოვანი წანაზარდები სასახსრე ზედაპირებზე; პოდაგრა ამოვარდნილობების და მოტეხილობების შემდგომ პერიოდში. ძვლის, სახსრების, კუნთების დაავადებებისას სპონდილო ართრიტების და სპონდილოართროზების სამკურნალოდ. ბიუსტი, სინოვიტი, ტენდოვაგინიტი, სახსრების კონტრაქტურა, მიოზიტი.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 10-12 პროცედურისგან შედგება. მომსახურეობაში შედის: ტალახის პროცედურა, მასაჟი, ფიზიოტერაპია, ბინით განთავსება და დღეში სამჯერადი კვება. სამედიცინო-საკურორტო მომსახურებაზე დადგენილია შემდეგი ფასები:
საკურსე მკურნალობა 1 დღის ღირებულება - 24 ლარი. მათ შორის: ტალახის პროცედურა - 15 ლარი. ფიზიო პროცედურა - 4 ლარი. მასაჟის პროცედურა - 5 ლარი.
ექიმის კონსულტაცია, ლაბორატორიული გამოკვლევა - 15 ლარი. მათ შორის: ექიმის კონსულტაცია - 8 ლარი. ლაბორატორიული გამოკვლევა - 7 ლარი.
შარდის ანალიზი სისხლში - 3 ლარი.
კარდიოგრამის გადაღება, კონსულტაცია - 10 ლარი.
გინეკოლოგიური ტამპონები - 3 ლარი.
რექტალური ტამპონები - 3 ლარი.
ავადმყოფის ბინაში განთავსება 1 დღით - 7 ლარი.
კვება დღეში სამჯერადი - 13 ლარი.
მისამართი: გურჯაანი, თამარ მეფის ქუჩა N9 ს/ს „კურორტ ახტალის“ ადმინისტრაცია
ტელეფონები: 599 23 17 74 / 8(353) 22 39 48 / 599 45 34 96 / 8(353) 22 08 03