Page 6 of 7

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 14 ივნ 2010, 22:10
by Mrs. Robinson
ARCHILI
პმ ნახე...............

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 14 ივნ 2010, 22:42
by Truli
ARCHILI
თმოგვს ღალატობ? :)

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 14 ივნ 2010, 22:43
by Truli
გჭირდებათ ახალციხე, ვარძია, ამბროლაური, მესტია სიღნაღი, დედოფლისწყარო?

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 14 ივნ 2010, 22:43
by ARCHILI
Truli wrote:გჭირდებათ ახალციხე, ვარძია, ამბროლაური, მესტია სიღნაღი, დედოფლისწყარო?
ლიჩნად ბორჯომი მინდა...

:)

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 14 ივნ 2010, 22:45
by Truli
ARCHILI
მანდ არ ვიცი, კავკასიკასთან ლუდის სმის გარდა არაფერი მიკეთებია მანდ :)))

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 15 ივნ 2010, 00:54
by guruli
სასტუმრო ავენისი (მდებარეობას ყველა მიხვდებით :wink:). 877. 71-74-30 გულბაათ ქარცივაძე და მისი მეუღლე ელენე მელიქიშვილი: 877.41-03-46.
სასტუმროში არის ოთახებიც ძირითად სახლში და კოტეჯებიც. ოთახებში ნორმალური საწოლ-მატრასებია (გოგა, არ ვიცი ამის ქართული შესატყვისი :) ), კოტეჯებში კი არ მინახავს. ოღონდ თეთრეული თქვენია. სასტუმროში კვებაც თქვენია, აქვთ კეთილმოწყობილი სამზარეულო, გაზით, წყალით და ამბებით. ფასები არ მითხრეს, მაგრამ იაფად ვაქირავებთ, მოვილაპარაკებთო, ნაავენისარმა კარაველებმა კი აგენტურული ქსელით დაადგინეს, რომ კოტეჯებს 10 ლარად აქირავებენო.

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 18 ივნ 2010, 13:52
by Nephros
ARCHILI
ტიმოთესუბანი არ გინდათ? კოტეჯებით და კააარგი დიასახლისით :)

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 21 ივნ 2010, 10:42
by ARCHILI
Nephros wrote:ARCHILI
ტიმოთესუბანი არ გინდათ? კოტეჯებით და კააარგი დიასახლისით :)
პირობებს თუ მომწერ, მადლობელი დაგრჩები... დავინტერესდი...

:)

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 21 ივნ 2010, 10:52
by Nephros
ARCHILI

ტიმოთესუბანი
ბორჯომის რნ. სოფელი ტიმოთესუბანი
ტელ. 890 800 608; 896 10 64 49
E-mail: makauna@yahoo.de

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 31 ივლ 2010, 17:32
by Druides
ვინმემ ხომ არ იცით ქუთაისში იაფიანი სასტუმრო ან ჰოსტელი ან გესთჰაუსი??

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 18 აგვ 2010, 18:45
by Mrs. Robinson
Nephros wrote: ტიმოთესუბანი
ბორჯომის რნ. სოფელი ტიმოთესუბანი
ტელ. 890 800 608; 896 10 64 49
E-mail: makauna@yahoo.de
ადგილი თუ გაწყობთ, მშვენიერია.....
ორსართულიანი კოტეჯებია, პირველ სართულზეა სამზარეულო მთელი თავის მოწყობილობით, სასადილო ოთახი, დუში-ტუალეტი.
მეორე სართულზე საძინებელი 4-5 ადამიანისათვის და პატარა აივანი.
ყველაფერი ახალი, წიკწიკა და კრიალააა, იდეალური სისუფთავე დაგვხვდა.
ქირავდება მთლიანი კოტეჯი, ერთი ღამე - 80 ლარი. საძილეებით წასვლის შემთხვევაში გაცილებით მეტი ადამიანი მოთავსდება და ფასიც ძვირი არ გამოვა....
ამჯერად საქვაბის მშენებლობა ქონდათ დაწყებული ზამთარში სტუმრების მისაღებად. შარშან ელექტროგამათბობლებითაც კარგად თბებოდაო.....
ჩვენც საზამთროდ მოგვეწონა....

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 18 აგვ 2010, 19:31
by Mrs. Robinson
თუ ბევრნი მიდიხართ სტეფანწმინდაში ძალიან ბევრ საწოლიან საოჯახო სასტუმროს მიგასწავლით, 50 საწოლია.
თეთრეულიც თვითონ აქვს. ღამისთევა ღირს 10 ლარი.
სახლი გერგეტისკენ რომ მიდიხართ, ხიდს გადახვალთ და მარცხენა მხარესაა. მასპინძელი კი ძალიან-ძალიან თბილი და გულისხმიერი ახალგაზრდა ფიქრია ფიცხელაურია. კვება ფასში არ შედიოდა, თუმცა.....
არ ვიცი რითი დავიმსახურეთ მასპინძლების სიმპათია, ცხელი ხინკლითა და რძის პორდუქტებით გვიმასპინძლდებოდნენ.... ზურა-wandererer-ს სახლის ფოტოებიც უნდა ქონეს :wink:

899 174189 ფიქრია ფიცხელაური.
მადლობა ფიქრია მასპინძლობისთვის..............
ამ ზამთარს წავალ, თოვლიანი სამება უნდა ვნახო.............................

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 18 აგვ 2010, 21:08
by Wanderer
ისევ ფიქრიას შესახებ: იმდენად მზრუნველი დიასახლისია, რომ ყაზბეგში რომ ჩავალ ალბათ შემრცხვება გვერდი რომ ავუარო და სხვასთან დავრჩე. :D

სახლი უფრო დიდ ჯგუფებზეა მორგებული, მაგრამ პატარა ჯგუფიც შეიძლება რომ დარჩეს.

მისი სახლის მისაგნებად უნდა გადახვიდეთ ხიდზე და წახვიდეთ მარცხნივ სოფელ გერგეთისკენ. გაივლით 100-იოდე მეტრს და შეგხვდებათ ძველი და მიგდებული ავტობუსი. აი მაგ ავტობუსთან პირველი სახლი არის ფიქრიასი. შემპირდა ავტობუსს ხელს არ ვახლებო. ასე რომ საორიენტიროდ გამოდგება. :D

ესეც ფოტოები:

ეს ერთ-ერთი ოთახის ინტერიერის ნაწილი:
Image

ეს ფიქრიას ჭიშკარი:
Image

ესეც საწყალი ავტობუსი(სავარაუდოდ ღორები აწუხებენ ხოლმე :D ):
Image

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 08 ოქტ 2010, 19:23
by tulkuna
აბა სიღნაღის სასტუმროები ვინ იცის ნორმანული და იაფი

სასტუმროები რეგიონებში

Posted: 27 ოქტ 2010, 09:27
by Tamari-ch.