ჯუთა-როშკა

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ჯუთა-როშკა

Post by Gvalva » 03 მაი 2004, 09:36

ვინმემ ხომ არ იცის ჯუთადან როშკაში გადასვლისას, უკვე უღელტეხილზე რომ ახვალ და აბუდელაურის ტბებისკენ უნდა დაეშვა, ნაშალზე რომ არ ჩაიარო სხვა გზა არის?

luka-mzia
ჯუთა-როშკა

Post by luka-mzia » 20 მაი 2004, 18:20

ვაშააა.რა კარგია რომ აბუდელაურის ტბის არსებობა კიდევ ვიღაცამ იცის."პერევალზე" რომ გადმოხვალ მარცხნივ-მარცხნივ უნდა იარო,რომ როშკაში ჩახვიდე,მაგრამ მაინც ნაშალზე მოგიცევს სრიალი.ისე რა გინდა,მაგ მთაზე და კერძოდ მაგ ნაშალზე ჩამოსვლით უაღრესად დიდი სიამოვნება განვიცადე.ყველას გირჩევთ.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ჯუთა-როშკა

Post by Gvalva » 21 მაი 2004, 09:08

აბუდელაურის ტბების არსებობა ვიცი და მოხიბლულიც ვარ. ტბებიდან როშკამდე ჩამოსვლაც მარცხნივ არის თუ მარჯვნივ მოხერხდა, აი ნაშალზე ჩამოსვლის სიამოვნება კი რა გითხრა აბა?!

იქნებ რამე მეთოდი იცი ნაშალზე ჩამოსვლის, გვითხარი და მერე იქნებ ჩვენც ვისიამოვნოთ.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ჯუთა-როშკა

Post by Gvalva » 21 მაი 2004, 17:22

აი, დაპირებული აბუდელაურის ტბების სურათები. ისე ამბობენ ადრე უფრო დიდ იყო, დაშრობის საშიშროებააო, ასე რომ ვისაც ნახვა მოგინდათ, ცოტა მალე ქენით. :)

Image

Image

Image

User avatar
lukrecia
ბილიკზე მოარული
Posts: 57
Joined: 18 მაი 2004, 19:32
Location: tbilisi
ჯუთა-როშკა

Post by lukrecia » 23 მაი 2004, 14:04

ნაშალზე ჩამოსვლასა რა სჯობს...მთავარია შლოპანცები არ გეცვას,ან ქუსლიანი ბოტასები.კიდევ კარგია,თუ მენისკი არ გჭირს.დააწვები და სულ სრიალ-სრიალით ჩამოცუნცულდები.თუ ვუნმე ადვილად დაღლადი პიროვნება გახლავთ,შესაძლოა ზურგჩანთა მოისროლოს და გვერდით ჩაგიწუწუნოს.(ასე მოხდა ჩვენთან). მთავარია ტეხვადი არაფერი ედოს შიგ,თორემ ეგეც მოსულა.ჩახვალ და ზურგჩანთა ქვევით დაგხვდება.(მე შენ გეტყვი ვინმე წაიღებს)....

User avatar
lukrecia
ბილიკზე მოარული
Posts: 57
Joined: 18 მაი 2004, 19:32
Location: tbilisi
ჯუთა-როშკა

Post by lukrecia » 23 მაი 2004, 14:08

ყველაზე მაგარი ისაა,დაქანცული რომ ჩახლვალ და სერზე გადადგები თუ არა ტბას დაინახავ....აუუუუუ ეგ ყველაზე მაგარია.ოგონდ დასიცხულმა რომ ვისკუპე და ტბაში ჩავხტი,კინაღამ შთამომავლობის დატოვების ყველა შანსი დავკარგე.ეგრევე გავქვავდი და ძარღვებში სისხლი გამეყინა.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ჯუთა-როშკა

Post by Gvalva » 24 მაი 2004, 09:49

შენ ალბათ "მწვანე" ტბაში ჩახტი, ისე როგორ იყავი დაღლილი რომ ჯერ არ დალიე და პირდაპირ ჩახტი, მეც ბევრი მსმენოდა მაგ ტბის წყლის სიცივეზე და მჯიღს მაგრად ვიბრაგუნებდი, მაინც ვიბანავებ მეთქი, მაგრამ ერთი მუჭა რომ დავლიე და მეორე პირამდე ვერ მივიტანე ისე წამეყინა ხელები, მივხვდი რომ მხოლოდ ფეხების ბანაობას უნდა დავჯერებოდი. :)

User avatar
lukrecia
ბილიკზე მოარული
Posts: 57
Joined: 18 მაი 2004, 19:32
Location: tbilisi
ჯუთა-როშკა

Post by lukrecia » 24 მაი 2004, 13:03

ოოოოო,შენ რაღაც ძაან შეუშინებიხარ მაგ წყლის სიცივეს.მე კიდევ დღეში სამჯერ ვბანაობდი.აქეთ ტბაში ვბანაობდით (გმირები) და იქით ტბიდან წყალს ვსვამდით.თან ერთი მეგობარი ავად გაგვიხდა და 3 დღე დავრჩით მანდ.დეკას ვკრეფდით,ჩაის ვადუღებდით და რამე.....კიდევ მანდვე ძაან მაგარი ქვებია.დღისით რომ ჩამოცხება შეგიძლია შიგ შეძვრე და წაუძინო.ვოტ.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ჯუთა-როშკა

Post by Gvalva » 24 მაი 2004, 22:10

კი, მაგ ქვების პატივისცემა არასოდეს დამავიწყდება, წაძინება არა, მარა, დასვენება ძალიან სასიამოვნო იყო. ჩემს სურათს თუ კარგად დააკვირდები აღბეჭდიალია ეგ პროცესი :)

Guest
ჯუთა-როშკა

Post by Guest » 06 აპრ 2005, 18:11

Gvalva wrote:კი, მაგ ქვების პატივისცემა არასოდეს დამავიწყდება, წაძინება არა, მარა, დასვენება ძალიან სასიამოვნო იყო. ჩემს სურათს თუ კარგად დააკვირდები აღბეჭდიალია ეგ პროცესი :)

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ჯუთა-როშკა

Post by გვალდა » 07 აპრ 2005, 14:51

სუნთქვა შემეკრა :shock:
სვანეთოლოგი

mcnamara
Posts: 3
Joined: 17 ივლ 2005, 23:11
ჯუთა-როშკა

Post by mcnamara » 17 ივლ 2005, 23:23

Gvalva
exlaxans viyavi mwverval vaja-fshavelaze. mandaurobis suratebi tu gaqvs Segidzlia momawodo?

Guest
ჯუთა-როშკა

Post by Guest » 18 ივლ 2005, 08:56

mandedan roshkashi saatnaxevarshi chaxval. nashali gza ar aris.

Barry
ჯუთა-როშკა

Post by Barry » 21 ივლ 2005, 11:32

რა მაგარია აბუდელაურის ტბები,ნეტა კიდე როდის მოვხვდები მანდ

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ჯუთა-როშკა

Post by ilia » 21 ივლ 2005, 21:51

Gvalva
შემდეგში რომ წახვალთ აუცილებლად წამოვალ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]