Page 7 of 14

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 17 აგვ 2010, 09:27
by Archil
Wanderer

არა, ახლებს ხარჯი საწვავის ნაკლები აქვთ.

გამავლობა გაუარესებული, ანუ ძველებს უფრო მარტივად ჰქონდათ რაღაცეები გადაწყვეტილი და მეტი გამავლობით ხასიათდებიან. ძველი პაჟერო მაგალითად სჯობია ახალს. მერე მიხვდნენ რომ მასეთი გამავლობა პრაქტიკაში ნაკლებად სჭირდებოდათ და შეამცირეს მაგაზე ხარჯი.

ახალ მანქანას თავისი რესურსი გამოყენებული არა აქვს და კიდევ დიდხანს გაძლებს, ძველს კი ამოწურული აქვს და როდის დასჭირდება დეტალს შეცვლა,არ იცი. ამდენად ახალი სჯობია.

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 17 აგვ 2010, 12:29
by Monadire
anano
მანქანის ფასის,ასაკის , კომფორტის, გამავლობის გათვალისწინებით მე MAZDA Tribute-ს გირჩევ. იგივეა FORD Escape -ც .
ფორდი შედარებით მეტს წვავს როგორც ვიცი

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 17 აგვ 2010, 16:11
by Makena
Wanderer
ასაკს იმდენი მნიშვნელობა არა აქვს რამდენიც მანქანის მიერ გავლილ მანძილს, ანუ მანქანას რესურსი უფრო მეტი აქვს რაც უფრო ახალია, თუმცა მანქანასაც გააჩნია, ყველას განსხვავებული რესურსი აქვს.
თუმცა ისიც აღსანისნავია რომ 2000-2003 წლის ზემოთ გამოშვებულ მოდელებს უფრო დახვეწილი და ტექნიკურად გამართული სისტემები აქვთ გამოყენებული, მაგალითისთვის ნისან პატფაინდერს მოვიყვან 2001 წლიდან ნისან პატფაინდერმა მთლიანად განაახლა ავტომანქანა ტექნიკურად, ახალი VQ ტიპის 240-260 ცხენისძალიანი ძრავი, ახალი ელექტროსისტემა, ბლოკირების გაუმჯობესებული ვარიანტი... 2005 წელში კი უკვე საერთოდ შეცვლილი ახალი დიზაინის მოდელი გამოუშვა, ბუნებრივია ახალი სისტემა უკეთესია ვიდრე 1998 წელში გამოშვებული VG ტიპის ძრავი და ელექტროსისტემა.
1998 წლის მანქანა უკვე ყიდვის დროს არის ძველი, რამდენიმე წელში კი ბუნებრივია კიდევ უფრო ძველი იქნება.
ახალ ჯიპებს ერთი დიდი პრობლემა აქვთ, ძალიან ძვირფასები არიან, გარეგნულადაც ისე გამოიყურებიან რომ ტყეღრეში სასიარულოდ ძნელად თუ გაიმეტებს კაცი, ძალიან გაალამაზეს და ზედმეტად გაპრანჭეს.

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 17 აგვ 2010, 16:26
by Makena
anano
რეალურად 2 ვარიანტია:
მცირე ჯიპი 10-12 ლიტრი ხარჯით - იო, რავ 4, გრანდვიტარა, ცრვ = ეკონომიურობა, საშუალო გამავლობა, მცირე გაბარიტები ანუ მანქნაში უნდა ჩაეტენო, დაბალი კლასი...
საშუალო ჯიპი 16-18 ლიტრი ხარჯით - პატფაინდერი, 4 რანერი, პაჯერო, მონტერო, პრადო = არაეკონომიურობა, მაღალი გამავლობა, დიდი ტევადობა და კომფორტი, მაღალი კლასი...
მერე დანარჩენები.. აქსიომი, ტრიბუტი, ჩეროკი და ძმანი მისნი :wink:
მსხვილ ჯიპებზე არ ვსაუბრობ.

საშუალო სიდიდის ჯიპებს 2-ჯერ მეტი რესურსი აქვს, რაც გასათვალისწინებელია, უფრო დიდია და ტევადი, კლირენსი უფრო დიდი, ძრავის სიმძლავრეც ფაქტიურად 2-ჯერ მეტი.

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 17 აგვ 2010, 21:40
by Archil
საშუალო ჯიპს არ გირჩევ - თავად მყავს და იმდენს ხვრიპავს, ლაშქრობაში ვერ წავსულვარ, რომ დავიანგარიშებთ ხოლმე,სჯობია მიკროავტობუსი ვიქირავოთ ხოლმე :lol:

ავტობანზე 110-120-ით რომ ვიარე (მინიმალური ხარჯი ზოგადად 60-80 კმ/სთ-ს ფარგლებშია) 18 ლიტრამდე გამომივიდა ხარჯი. ქალაქში 15ლიტრას მიწვავს და ... ანუ ზედმეტი ხარჯი აქვს საშუალო ჯიპს და მაგიტომ არ გირჩევ.

სიდიდეზე, გამავლობაზე და დანარჩენებზე მაკენას ცალსახად ვეთანხმები. გრძნობ რომ მანქანაში ზიხარ.

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 18 აგვ 2010, 18:45
by Wanderer
Archil
Makena
მადლობა. :)

ახალ ჯიპებს ერთი დიდი პრობლემა აქვთ, ძალიან ძვირფასები არიან, გარეგნულადაც ისე გამოიყურებიან რომ ტყეღრეში სასიარულოდ ძნელად თუ გაიმეტებს კაცი, ძალიან გაალამაზეს და ზედმეტად გაპრანჭეს.
კი, რომ ვუყურებ რაღაც ძალიან "კუკლებივით" გამოიყურებიან ხოლმე და სიმართლე რომ გითხრათ არ მსიამოვნებს... ცოტა მოუხეშო ან ნეიტრალური მირჩევნია.

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 19 აგვ 2010, 12:03
by navigator
ძრავის სიმძლავრე უნდა შეაფარდოთ მანქანის წონასთან და მერე ხდება ცხადი მანქანის "მართვადობა" რამდენად კარგია.
მაგალითად, IO ორკარიანი 2.0 ძრავით
წონა - 1301; სიმძლავრე - 136 ცძ; შეფარდება 9.6
ნისან საფარი
წონა - 2410; სიმძლავრე - 245 ცძ; შეფარდება 9.8
ანუ საფარიზე ერთ ცხენის ძალაზე მოდის მეტი წონა (9.8 კილო), შესაბამისად საფარი თავისი თითქმის 5იანი ძრავით და 18-22 ლიტრი ხარჯით უფრო "ნელი" იქნება ვიდრე იო (7-10 ლიტრი ხარჯით).
დასკვნები თქვენ გააკეთეთ, მანქანის შერჩევისა გაგრძელდება უსასრულოთ თუ არ დაკონკრეტდებით საკუთარ მოთხოვნებში მანქანის მიმართ - რა ტიპის მანქანა გინდა, რა მიზნებისთვის და ვისთვის (მართო შენთვის, დიდი ოჯახისთვის, ექსპდიციებისთვის და ა.შ.)

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 30 აგვ 2010, 18:54
by MIRANDA
Honda HR-V-ზე რას მეტყვით/მირჩევთ?

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 30 აგვ 2010, 19:17
by ლეონტი
Archil wrote:საშუალო ჯიპს არ გირჩევ - თავად მყავს და იმდენს ხვრიპავს, ლაშქრობაში ვერ წავსულვარ, .
რა მანქანა გაქვს თუ საიდუმლო არაა?

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 30 აგვ 2010, 21:04
by Makena
MIRANDA
თუ ჯიპი გინდა ეგ მანქანა აღარ ახსენო :wink:

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 30 აგვ 2010, 23:36
by Wanderer
MIRANDA
Honda HR-V-ზე რას მეტყვით/მირჩევთ?
ახლობელმა იყიდა ახლახანს და უკმაყოფილოა: აღმართებში უჭირს სერიოზულად.


ორი წამყვანი თვალი აქვს...


რომ ჩავჯექი რაღაც ნამეტანი სათამაშოსავით მეჩვენა... :D

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 31 აგვ 2010, 09:56
by MIRANDA
Makena wrote:MIRANDA
თუ ჯიპი გინდა ეგ მანქანა აღარ ახსენო :wink:
კარგი :D გასაგებია!
Wanderer wrote:ორი წამყვანი თვალი აქვს...
ჰო, ორიანიც არის და ოთხიანიც :)

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 31 აგვ 2010, 09:56
by MIRANDA
Makena wrote:MIRANDA
თუ ჯიპი გინდა ეგ მანქანა აღარ ახსენო :wink:
კარგი :D გასაგებია!
Wanderer wrote:ორი წამყვანი თვალი აქვს...
ჰო, ორიანიც არის და ოთხიანიც :)

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 31 აგვ 2010, 11:26
by Wanderer
MIRANDA
ორიანიც არის და ოთხიანიც
მაშინ ოთხიანზე ღირს დაფიქრება.

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 01 სექ 2010, 18:43
by Makena
ზოგადად მცირე და საშუალო ჯიპები ერთმანეთს რომ შეადარო ყველა ასპექტში საშუალო ჯიპი ჯობია ერთის გარდა, ეს არის საწვავის ხარჯი.
სხვა შემთხვევაში კი რათქმაუნდა საშუალო სიდიდის ჯიპი ჯობს, რადგან უფრო ტევადია, უფრო მძლავრია, კომფორტულია, უფრო მაღალი კლასია, მეტი რესურსი აქვს, გამავლობა უკეთესი აქვს და ა.შ.