Page 6 of 6

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 13 აგვ 2009, 01:51
by Archil
LEVANIKO

რას ამბობ კაცო.. აქ კარავია, ის კი არაა...

ერთთმანეთს თუ არ ვასწავლეთ და დავრჩებით უსწავლელები ;)

ცადე ხვალედა შენი შთაბეჭდილებები დაწერე. სპირტი აფთიაქშიც შეიძლება იყიდო. თუ შორსაა ვაგზალი და გეზარება..

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 13 აგვ 2009, 01:53
by LEVANIKO
ხვალე არვიცი ცოტა მოცდა მომიწევს მე ვერგავაკეთებ მამაჩემს უნდა დაველოდო ის ყველაპერს ახერხებს :D

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 13 აგვ 2009, 01:55
by Archil

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 13 აგვ 2009, 01:58
by LEVANIKO
Archil
ამაზე ხომ არამახვილებ ყურადგებას
დედა რომელიც 12 წლის ბავშვს კოვზით აჭმევს ვამპირია და საკუთარი შვილის ენერგიას ისრუტავს! :D:D

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 22 თებ 2010, 14:52
by caucasica
რა შეიძლება მოამზადოს "კაცმა" უცხოეტში ქართული ტრადიციული კერძი _ ხაჭაპურს ვერ გამოვაცხობ
ხო რეცეპტი და მომზადების წესიც.
:D

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 22 თებ 2010, 15:41
by Nephros
caucasica wrote:რა შეიძლება მოამზადოს "კაცმა" უცხოეტში ქართული ტრადიციული კერძი _ ხაჭაპურს ვერ გამოვაცხობ
ხო რეცეპტი და მომზადების წესიც.
:D
რატომ, იყიდე Feta-Käse იგივე Feta-cheese ან La feta fromage (ბერძნ. φέτα), მოკლედ იმის მიხედვით, თუ სად ხარ, კიდევ Blätterteig იგივე Puff pastry ან Pâte feuilletée. ამ მასალით უნიჭო დიასახლისიც კი ისეთ გემრიელ ფენოვან ხაჭაპურებს დააცხობს, კაი გურმანიც კი შეიძლება შეაცდინოს.

Bon appétit! :wink:

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 22 თებ 2010, 16:39
by tamuna_gudarexi
caucasica wrote:რა შეიძლება მოამზადოს "კაცმა" უცხოეტში ქართული ტრადიციული კერძი _ ხაჭაპურს ვერ გამოვაცხობ
ხო რეცეპტი და მომზადების წესიც.
:D
ნიგვზიანი ბადრიჯანი, ბაჟე (ეს ქართული კერძია, თუ არასწორად მახსოვს? :roll: ) - რამეს ჩააწყობს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მარხვაა - მოხარშულ კარტოფილს ან რა ვიცი , პრასი ნიგვზით, სტაფილოები ნიგვზიან-ბროწეულიანი გულსართით...

ხაჭაპურიც შეიძლება, როგორც ნეფროსმა თქვა, ფენოვანი ძალიან ადვილია, მაგრამ ვერ დავეთანეხმები, რომ ისეთი გამოვა, როგორც ჩვენებური ყველით და ცომით არის... :roll:

ლობიოსაც კარგად ამზადებენ ევროპაში ქართველები, თუმც მე არ მისინჯავს ეს უკანასკნელი... :roll:

უი, რეცეპტიცო...
თუკი მართლა დააპირებ აქედან რომელიმეს დამზადებას, დაწერე და რეცეპტსაც დავდებ :)

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 22 თებ 2010, 16:57
by caucasica
:D ხო ხაჭაპურს მართლ ვერ შევახვევ.
ლობიო კი კარგად გამომდის :D
მე ჩაქაფულის ან ხინკლის გაკეთება მინდა
ორივეს რეცეპტი კარგად ვიცი, ჩაქაფულისთვის ტყემალს ან ტყლაპს ვერ ვიშოვი, ხინკალს კი ბოლო ეტაპამდე ცომის მოზელა, ფარშის გაკეთება საუკეთესო ვიცი აი შეხვევით არ შემიხვევია არსადროს.
"ოსტრი" (გოგამ მომიტევოს, ან ყაურმა ქართულია ხომ.
მაგრამ ჯიგარს სად ვიშოვი ნეტავ.
ხო ღომი შეიზლება მაგრამ რომელი ყველი მოუხდება ნეტავ. შვეიცარიაში ვარ ყველი ბევრია ყველას გასინჯვას ვერ მოვასწრებ.

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 22 თებ 2010, 17:33
by Nephros
caucasica wrote::D ხო ხაჭაპურს მართლ ვერ შევახვევ.
ლობიო კი კარგად გამომდის :D
მე ჩაქაფულის ან ხინკლის გაკეთება მინდა
ორივეს რეცეპტი კარგად ვიცი, ჩაქაფულისთვის ტყემალს ან ტყლაპს ვერ ვიშოვი, ხინკალს კი ბოლო ეტაპამდე ცომის მოზელა, ფარშის გაკეთება საუკეთესო ვიცი აი შეხვევით არ შემიხვევია არსადროს.
"ოსტრი" (გოგამ მომიტევოს, ან ყაურმა ქართულია ხომ.
მაგრამ ჯიგარს სად ვიშოვი ნეტავ.
ხო ღომი შეიზლება მაგრამ რომელი ყველი მოუხდება ნეტავ. შვეიცარიაში ვარ ყველი ბევრია ყველას გასინჯვას ვერ მოვასწრებ.
თუ მაინცდამაინც იმერული გინდა, რას ვიზამთ, შეიძლება გააკეთო, მაგრამ გემრიელობისა რა მოგახსენო. აი Blätterteig-ს თუ იყიდი, (თუ ფრანგულენოვან შვეიცარიაში ხარ La pâte feuilletée-ს, იგივე გაყინული ფენოვანის ცომი) დაჭრილია უკვე და დიდი ფილოსოფია არ უნდა, - კიდეებს მოუჭერ ხელს და მიაწებებ ერთმანეთზე.

Image

იმედია ლობიოს საკმაზები გაქვს, თუმცა აზიურ მაღაზიებში ყველაფრის ნახვა შეიძლება, სულო და გულო, რაც გინდა.

აი, ჩაქაფულს რაც შეეხება: ზაფხული რომ იყოს, კი შეიძლება მაგის მოკრეფა ბოტანიკურ ბაღში, prunus divaricata, ასე ჰქვია ლათინურად, ისე ქალაქგარეთაც ბევრი არის, მარტო საქართველოში კი არაა ეს დალოცვილი ნაყოფი, sauere Pflaume-ს ეძახიან ხოლმე გერმანულად.

Metzgerei-ში ჯიგარის მეტს რას ნახავ! შენ გაკეთება თქვი!

აი ღომში თუ იმერული ყველი გიყვარს შეგიძლია Feta-Käse (La feta) გამოიყენო, თუ სულგუნი კიდევ - ყველგან ნახავ Mozzarella-ს.

სულგუნს სად შეედრება, მაგრამ აი Mozzarella
Image

ჰო, კიდევ, მჭადის გამოცხობა თუ მოგინდა, აფრიკელებისა და სამხრეთ ამერიკელების მაღაზიებში უგემრიელეს მჭადის ფქვილს იყიდი.

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 16 მარ 2010, 18:35
by caucasica
:D მოკლედ მოვამზადე და მოწონება დავიმსახურეეე :oops:
მეც მომეწონა ცოტა სხვანაირი გამომივიდა ვიდრე ტრადიციული ქართული
აი რეცეპტსაც შემოგთავაძებთ
საქონლის ხორცის ცხარე წვნიანი
კეთდება ასე:
ვიღებ საქონლის ახალ ხორცს (ცხიმი ზომაზე უნდა ქონდეს და თეთრი უნდა იყოს!), სასურველია საფარავს. ვათავისუფლებ ძვლისგან და ვრეცხავთ.
მერე ვჭრი საშუალო ნაჭრებად. ვდებ "სქელ" ქვაბში და ვშუშავ ძალიან ნელ ცეცხლზე.
მაგრამ აქ არის "საიდუმლო": როდესაც ხორცი წყალს გამოუშვებს და დაიწყებს ამ წყალში ხარშვას, ცეცხლი და ხუფი ისე უნდა შეაშველოთ, რომ ეგ წყალი არ ამოშრეს, სანამ ხორცი არ დარბილდება (ცეცხლი ძალიან ნელი, მბჯუტავი უნდა იყოს, ხუფი მაგრა დახურული, წყალი გარედან არც ერთ ეტაპზე არ დაამატოთ!).
როდესაც ხორცი დარბილდება, ეგ წყალი, რომელშიც იხარშებოდა, გადაასხით ცალკე ჭურჭელში და შეინახეთ (ეგაა "სეკრეტი":))
მერე: დაუმატეთ კარაქი (1 კგ ხორცზე 100 გრამი) და შუშეთ უკვე კარაქში. ხო, დააყარეთ მარილი, რომ შემდეგ ხარშვაში არ ჩდაიშალოს!
ოდნავ რომ მოშუშდება, ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი და ახლა ხახვთან ერთად შუშეთ. ხახვის მერე (არ აცალოთ ხახვს მოშუშება) ჩაყარეთ სიგანეში დაჭრილი ტკბილი წიწაკა (Sweet Pepper ) და ყველაფერი ეს ნელ ცეცხლზე შუშეთ კარაქში. თუ ატყობთ, რომ კარაქი ცოტაა, ოდნავ დაუმატეთ). + ეს მე დავუმატე და მოუხდა 250 გრ. ხმელი ბარდა
ცალკე ჯამში: პამიდორს გააცალეთ კანი (მდუღარე გადაასხით), დაჭერით წვრილად, ისე, რომ წვენთან ერთად გამოვიდეს თითქმის ბლანტი მასა, დაუმატეთ წვრილ რგოლებად დაჭრილი ცხარე კახური ან მეგრული (ჩილის) წიწაკა, მსხვილ კუბიკებად დაჭრილი პიკული (მჟავე კიტრის კონსერვი), წვრილად დაჭრილი ნიორი, ბლომად რეჰანი, ცოტა წითელი წიწაკა ცოტა პეტრუშკა,ქინძი და საშუალო რაოდენობით ნიახური. ეს ყველაფერი ერთად აურიეთ და როდესაც შეატყობთ, რომ ქვაბში ხახვი და ბულგარული მზადაა, ამ მასას შიგ გადაუძახეთ ცხადია, გემოვნებით დაუმატეთ მარილი. და (აუციელებელია!) დაუმატეთ 1- 1/2 სუფრ. კოვზი ტომატის პასტა.
როცა წმოდუღდება, დაამატეთ ის ცალკე, სულ დასაწყისში გადანახული ხორცის ნახარში
5 წუთის დუღილის მერე თქვენ მიიღებთ გემრიელ, სურნელოვან და საჭმელად გამზადებულ კერძს რომელსაც ;საქონლის ხორცის წვნიანი ქვია;,ესთავისთავად ძალიან კარგი რამაა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის "საქონლის ხორცის ცხარე წვნიანი"
იმისთვის რომ "საქონლის ხორცის წვნიანი " გადაიქცეს ოსტრად, უნდა დავახუროთ ხუფო და ძალიან, ძალიან ნელ, მბჯუტავ ცეცხლზე დავადგათ მინიმუმ 45 წთ-თ - 1 საათით.
ინგრედიენტები: 1კგ ხორცზე 1 კგ ხახვი 1 კგ პამიდორი, 2-3 ბულგარული წიწაკა, 2-3 მოზრდილი პიკული, 100 გრ კარაქი, წიწაკა უქენით ისე, რომ გამოვიდეს ცხარე!
ცახდია, მიირთვით ცხელ მდგომარეობაში!

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 25 ივნ 2010, 01:04
by idler
Image

აი ჩემი :D

ესე დიდი ცეცხლი აქვს მარა რაღაცას რო ვდგავ ზედ მერე ძაან ცოტა ცეცხლი აქვს

ნახცრეტები გავუდიდე მარა მაინც ალბათ ჰაერი არ ყოფნის ? :roll:

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 25 ივნ 2010, 09:52
by Archil
idler

წვრილი ნახვრეტებიც დაამატე ზემოთ, გვერდზე გაუკეთე კიდევ ერთი რიგი დიდი ნახვრეტების, და შეუბერავს გემრიელად :)

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 25 ივნ 2010, 14:55
by idler
Archil
ზევიდან აქვს ნახხვრეტები წვრილად თან ძაან ბევრი მარა მაინც არ შვება გვერდებს გავუკეთებ ეხლა :)

Image

და ეს შუაში რეზბა თუ რაც ქვია რათ უნდა ვერ გავიგე :D

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 25 ივნ 2010, 20:02
by ნიმფა
caucasica wrote::D მოკლედ მოვამზადე და მოწონება დავიმსახურეეე :oops:
მეც მომეწონა ცოტა სხვანაირი გამომივიდა ვიდრე ტრადიციული ქართული
აი რეცეპტსაც შემოგთავაძებთ
საქონლის ხორცის ცხარე წვნიანი
კეთდება ასე:
ვიღებ საქონლის ახალ ხორცს (ცხიმი ზომაზე უნდა ქონდეს და თეთრი უნდა იყოს!), სასურველია საფარავს. ვათავისუფლებ ძვლისგან და ვრეცხავთ.
მერე ვჭრი საშუალო ნაჭრებად. ვდებ "სქელ" ქვაბში და ვშუშავ ძალიან ნელ ცეცხლზე.
მაგრამ აქ არის "საიდუმლო": როდესაც ხორცი წყალს გამოუშვებს და დაიწყებს ამ წყალში ხარშვას, ცეცხლი და ხუფი ისე უნდა შეაშველოთ, რომ ეგ წყალი არ ამოშრეს, სანამ ხორცი არ დარბილდება (ცეცხლი ძალიან ნელი, მბჯუტავი უნდა იყოს, ხუფი მაგრა დახურული, წყალი გარედან არც ერთ ეტაპზე არ დაამატოთ!).
როდესაც ხორცი დარბილდება, ეგ წყალი, რომელშიც იხარშებოდა, გადაასხით ცალკე ჭურჭელში და შეინახეთ (ეგაა "სეკრეტი":))
მერე: დაუმატეთ კარაქი (1 კგ ხორცზე 100 გრამი) და შუშეთ უკვე კარაქში. ხო, დააყარეთ მარილი, რომ შემდეგ ხარშვაში არ ჩდაიშალოს!
ოდნავ რომ მოშუშდება, ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი და ახლა ხახვთან ერთად შუშეთ. ხახვის მერე (არ აცალოთ ხახვს მოშუშება) ჩაყარეთ სიგანეში დაჭრილი ტკბილი წიწაკა (Sweet Pepper ) და ყველაფერი ეს ნელ ცეცხლზე შუშეთ კარაქში. თუ ატყობთ, რომ კარაქი ცოტაა, ოდნავ დაუმატეთ). + ეს მე დავუმატე და მოუხდა 250 გრ. ხმელი ბარდა
ცალკე ჯამში: პამიდორს გააცალეთ კანი (მდუღარე გადაასხით), დაჭერით წვრილად, ისე, რომ წვენთან ერთად გამოვიდეს თითქმის ბლანტი მასა, დაუმატეთ წვრილ რგოლებად დაჭრილი ცხარე კახური ან მეგრული (ჩილის) წიწაკა, მსხვილ კუბიკებად დაჭრილი პიკული (მჟავე კიტრის კონსერვი), წვრილად დაჭრილი ნიორი, ბლომად რეჰანი, ცოტა წითელი წიწაკა ცოტა პეტრუშკა,ქინძი და საშუალო რაოდენობით ნიახური. ეს ყველაფერი ერთად აურიეთ და როდესაც შეატყობთ, რომ ქვაბში ხახვი და ბულგარული მზადაა, ამ მასას შიგ გადაუძახეთ ცხადია, გემოვნებით დაუმატეთ მარილი. და (აუციელებელია!) დაუმატეთ 1- 1/2 სუფრ. კოვზი ტომატის პასტა.
როცა წმოდუღდება, დაამატეთ ის ცალკე, სულ დასაწყისში გადანახული ხორცის ნახარში
5 წუთის დუღილის მერე თქვენ მიიღებთ გემრიელ, სურნელოვან და საჭმელად გამზადებულ კერძს რომელსაც ;საქონლის ხორცის წვნიანი ქვია;,ესთავისთავად ძალიან კარგი რამაა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის "საქონლის ხორცის ცხარე წვნიანი"
იმისთვის რომ "საქონლის ხორცის წვნიანი " გადაიქცეს ოსტრად, უნდა დავახუროთ ხუფო და ძალიან, ძალიან ნელ, მბჯუტავ ცეცხლზე დავადგათ მინიმუმ 45 წთ-თ - 1 საათით.
ინგრედიენტები: 1კგ ხორცზე 1 კგ ხახვი 1 კგ პამიდორი, 2-3 ბულგარული წიწაკა, 2-3 მოზრდილი პიკული, 100 გრ კარაქი, წიწაკა უქენით ისე, რომ გამოვიდეს ცხარე!
ცახდია, მიირთვით ცხელ მდგომარეობაში!

აუუუ, ნერწყვი მომადგა... :D გავიდეს ერთი მარხვა :)