Page 3 of 3

რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Posted: 08 აგვ 2009, 22:14
by ARCHILI
G wrote:მოკლედ, საჭირო ზომის ხარისხიანი ზურგჩანთა, კარგად მორგებული ტანზე + სწორად ჩალაგებული ბარგი და თუ მთლად ქაღალდის არ ხარ, მოიგდე კაცურად და ატარე :)
მთავარია, თვითონ არ მოგიგდოს...

:lol: :lol: :lol:

სამცხეში ისეთი ჩანთა მქონდა, ფერდობზე მდგომმა ცალი ხელით რომ ავწიე, სიმძიმემ გადამხარა და ჩანთიანად დავგორდი...

მაგრამ...

გამიგია...

ეგ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც დრუიდი ათრევდა და ნიკა კიდევ 67...

გამიგია, რა...

მინახავს კიდეც...

:)

რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Posted: 08 აგვ 2009, 22:18
by G
ARCHILI wrote:
G wrote:მოკლედ, საჭირო ზომის ხარისხიანი ზურგჩანთა, კარგად მორგებული ტანზე + სწორად ჩალაგებული ბარგი და თუ მთლად ქაღალდის არ ხარ, მოიგდე კაცურად და ატარე :)
მთავარია, თვითონ არ მოგიგდოს...

:lol: :lol: :lol:

სამცხეში ისეთი ჩანთა მქონდა, ფერდობზე მდგომმა ცალი ხელით რომ ავწიე, სიმძიმემ გადამხარა და ჩანთიანად დავგორდი...

მაგრამ...

გამიგია...

ეგ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც დრუიდი ათრევდა და ნიკა კიდევ 67...

გამიგია, რა...

მინახავს კიდეც...

:)

ახალბედებს ნუ "შევაშინებთ" შე კაცო :) ზურგჩანთასთან "ჭიდაობის" სურვილი და შნო ყველას კი არ ექნება ;)

ნუ ჩადებენ იმაზე მეტს რისი თავიც არ აქვთ, გადამეტი რეტიაო :)


და ბოლოს: არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო :)

რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Posted: 08 აგვ 2009, 22:21
by ARCHILI
ახალბედებისათვის ერთი კაი რჩევა:

წამოიღონ პატარა ჩანთა და მასზე უშნოდ დაამაგრონ ის ყველაფერი, რისი თრევაც არ სურთ...

ნუ...

ცხადია, ნებისმიერი კარაველი მას ამ რაღაცეებს გამოართმევს და ათრევს თავად...

:lol:

ოღონდ არსად თქვათ ეს რჩევა რომ მოგეცით...

:wink:

რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Posted: 08 აგვ 2009, 22:25
by G
ARCHILI wrote:ახალბედებისათვის ერთი კაი რჩევა:

წამოიღონ პატარა ჩანთა და მასზე უშნოდ დაამაგრონ ის ყველაფერი, რისი თრევაც არ სურთ...

ნუ...

ცხადია, ნებისმიერი კარაველი მას ამ რაღაცეებს გამოართმევს და ათრევს თავად...

:lol:

ოღონდ არსად თქვათ ეს რჩევა რომ მოგეცით...

:wink:

:lol: მასე ხომ სულ წახდა პერსპექტიული ახალგაზრდობა :D

რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Posted: 09 აგვ 2009, 03:15
by Archil
gion

ნუ გიკვირს მაგ ზურგჩანთების, ჩვენ მასე დავდივართ და მალე შენც მასე ივლი, გასაკვირი არაფერია.

ანუ როგორ იწყება...

გამოცდილება მერე მოდის და ძველად თუ რაღაცას დებდი ზურგჩანთაში, მერე იძახი ეს რაღა ჯანდაბად მინდაო...

ანუ

პირველ დღეს ზურგჩანთას მაგრად გრძნობ, გამძიმებს, ვერ დადიხარ, ხელს გიშლის აშკარად სიარულში.

მეორე დღე უმჯობესია დილიდანვე იგრძნო ზურგჩანთა მხრებზე, თორემ შუადღეზე თუ მოიიდე,უფრო გაგიჭირდება.. დღის ბოლოს უკვე ეჩვევი ზურგჩანთას, თუ ქამრები მხრებს გტკენდა, მაგასაც უკვე ეჩვევი და არა უჭირს რა.. თუმცა მაინც გრძნობ.

მესამე დღეს უკვე საჭმლის ნაწილი შეჭმულია, ეს კაია, რადგან ზურგჩანთა შემსუბუქდა და ეს ფსიქოლოგიურ სტიმულს გაძლევს (თორემ 2-3 კილო რა ბედენაა). ზურგჩანთას უკვე ვეღარ გრძნობ ზურგზე, ზოგჯერ ხელსაც იკიდებ, არის ადგილზე თუ არაო..

მეოთხე დღეს უკვე სხვებს ეხმარები ზურგჩანთის წაღებაში, შენსას ვეღარ გრძნობ თუ საერთოდ რაიმე წონა აქვს, მარა გახსოვს რომ ზურგჩანთა გაქვს..

მეხუთე, მეექვსე და ასე შემდეგ...

შარვალი რომ გაცვია, მაგის წონას ხომ ვერ გრძნობ? ანდა ჩექმისას? მასე ხდება ზურგჩანთაც. უკვე დაჯდომისას აზრადაც არ მოგდის რომ მისი მოხსნა საჭიროა, უკვე ისე გაქვს მიჩვეული. ქამრები სწორად გაქვს მოჭიმული და ტანზე კარგად გადგას. ზურგჩანთა შენი ნაწილი ხდება, საგნებს ზურგჩანთის მოუხსნელად იღებ...

და ასე შემდეგ...

ლაშქრბის დასრულების მეორე დღე..
გრძნობ რომ რაღაც გაკლია, მხრებში მოღუნული დადიხარ და წონასწორობის ცენტრი დაკარგული აგქვს. რაღაცა არის, რაც აკლია შენ სხეულს












ეს შენი ზურგჩანთაა !!

რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Posted: 09 აგვ 2009, 09:43
by Nika
15 კილო 3 დღიანისთვის ნორმაა. კარავი თუ სხვას მიაქვს ამ დროს :lol:

რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Posted: 09 აგვ 2009, 11:04
by gion
Archil
ისე კარგად გაქვს აღწერილი შენი სხეულის და ზურგჩანთის შერწყმის პროცესი,
ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის :lol: :lol: :lol:

რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Posted: 09 აგვ 2009, 12:34
by mika
მე 15 კგ მეტის დარება არ მსიამოვნებს 15 კგ ვერ ვგრზნობ ტობაზეც ეგრე იყო, 15 კგ პარგლებში, საჭმელი ცხენს მიქონდა,

მთავრია ტანსაცმელი იყოს ხელოვნური ყველაფერი საცვლების 1 მაისურის და ქინდების გარდა, და ეგ მაქსიმუმ 1.5კგ გამომდის, ეხტრა სჰოეს არ მიმაქვს ხოლმე იმიტომ რომ ჩემი ბოტას ბატინკა მალე შრება, მარტო ძაან მჩატე "შლოპანცი" მდინარე რომ გადავიდე და დაბანაკების დროსაც ეგ მაცვია, სიცივეშიც არ შემცივებია, ისე ზოგჯერ ეხტრა სჰოეს ზაან მოსახერხებელია მაგრამ მე ძონის სიმცირისკენ ვიხრები.
ერთადერთი საძილე მაქვს 2 კგ მდე, ჩანთაც 2 კგ მდეა, თუ საჭმელი მიგაქვს ისიც გააჩნია მაქსიმუმ 10 კგ გამოდის,

მხრებით არ უნდა ატარო თვირთი წელით უნდა ატარო და ჯოხები ქონდეს რომ წონა გადაინაწილოს, მე მუხლების პრობლემა მაქვს ორივე მუხლის სახსარში, და ჯოხებით სიარულის დროს ვერ ვგრძნობ ვერაფერს, ხობის წლის ხეობაში რომ ვეშვებოდის სადრაც 1600მ ჩამოვედით მაშინ ვიგრძენი მარტო ყრუ ტკივილი მუხლებში ეგ იყო და ეგ, ბოლო დღე იყო და ეგ არაპერი...


ასე რომ მაქსიმალურად შეამცირეთ თვირთის წონა 100გრამსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს...

ხო კიდე ცანთაზე გარედან მიკრობა რაგაცეების არა არის სასურველი იმხელა ჩანთა უნდა იყოს რომ ცაეტისო ყველაფერი შიგნით პარალონით და სპალნიკის ჩატVლით

რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Posted: 09 აგვ 2009, 12:38
by ARCHILI
მე მუხურში შევამცირე ტვირთოს წონა და გაძეძგილი ჩანთიდან პასპორტი და პირადობის მოწმობები ამოვიღე...

:lol:

რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Posted: 09 აგვ 2009, 13:10
by Archil
mika

მართალი ხარ, გარედან მიკვრა არააა სასურველი.

მაგას გარდა როგორ ჩააწყობ ზურგჩანთას, მაგას აქვს დიდი მნიშვნელობა.

მძიმე ნივთები ქვემოთ უნდა იყოს, შედარებით მჩატე ზემოთ. ზურგთან შედარებით რბილი უნდა დაიდო. სიმძიმე სიმეტრიულად უნდა იყოს გადანაწილებული მარცხენა-მარჯვენა მხარეს, ცალ მახრეს რომ არ გადაგქაჩოს.

ქამრების მოჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ წელზე და მკერდზე არ გაქვს კარგად შეკრული, მარტო მხრებით წელში გაწყდები. სწორად უნდა იდგე, ისე უნდა იყოს ქამრებ მოჭერილი, არც წინ გადახრილი უნდა იყო, არც უკან. დაიღლები უბრალოდ უფრო ადვილად.

ჯოხებზე სრულიად გეთანხმები, მეც მაგრად მიადვილებს. ორი ჯოხით სიარულიც მაგარია.

რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Posted: 09 აგვ 2009, 14:03
by G

რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Posted: 09 აგვ 2009, 14:30
by mika
Archil

G

მეც ეგ მინდოდა მეტქა მძიმეები უნდა იყოს შუაში ან ზევით ქვევედა განყოპილებაში რომელიც იზოლირებულია იქ უნდა იყოს ყველაზე მცატე რაგაღეები.

თუ ქვედაში მძიმეები გაქვს ეგ მხრებს აწვებააG

რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Posted: 09 აგვ 2009, 21:08
by Duckling
:D ამ თემაზე გამახსენდა. მანგლისში მივდიოდით და ძალიან მძიმე მეჩვენა ჩანთა, ვამტკიცებდი 25 კილოგრამი არისთქო. მერე ავწონე სახლში და სულ 7 ყოფილა :D :D

მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბევრია დამოკიდებული იმაზე თუ როგორი ხარისხისაა ჩანთა. კარგ ჩანთანს ჩემი აზრით სიმძიმე აქვს კარგად გადანაწილებული და ვერ გრძნობ იმდენად მის სიმძიმეს. ჩემი კი უბრალო ჩანთა იყო...ასე რომ მოლაშქრისთვის მართლა აუცილებელია ხარისხიანი ჩანთა, თორემ იქნება მერე ესე როგორც ჩემთან 7 კგ 25 რომ მეგონა :)

რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Posted: 13 აგვ 2009, 10:13
by Mystery
Archil
ასეთი საფუძვლიანი ახსნის შემდეგ კითხვები აღარ რჩება.

რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Posted: 13 აგვ 2009, 12:12
by Tamusia
პირადად მე, რაც დრო გადის, ჩემი ზურგჩანთა მით უფრო მჩატე ხდება, გამოცდილებას ვაბრალებ.

თავიდან დიდი, ლაშქრობული ზურგჩანთით დავდიოდი 2-3 წელი. ეხლა ჩემი ზურგჩანთის შემყურეს ყველას უკვირს, ამ წელზე მოსაკრავ ჩანთაში რა გეტევაო? :D

ვილაგებ მხოლოდ ძალიან საჭირო ნივთებს და ცოტას; ისეთ ტანსაცმელს, რომელიც შედარებით თბილია და შედარებით ნაკლებ ფართობს მოითხოვს. ჩალაგებასაც, ცხადია, ცოდნა უნდა.

ისიც არის, რომ მძიმე ტვირთის ტარებას სხვა დისკომფორტების ატანა მირჩევნია. ბოლოს და ბოლოს ლაშქრობაში საქმე რამდენიმე დღესთან გვაქვს. თუნდაც ათი იყოს