Page 2 of 6

ახალბედებს რას ურჩევთ?

Posted: 07 სექ 2004, 10:07
by Giorgi
ვონდერერ საგოლ :) გიზმო ბუცებით და წელზე გამობმული 10 კილოგრამიანი გირებით ნაღდად არ ვივლით. დრო ალბათ იმდენი რამდენიც მარშრუტამდე მისვლა დაუკან ჩამოსვლას დასჭირდება. მოკლედ მეტი არავის არ უნდა წამოსვლა??? ხალხნო დავეხმაროთ გიზმოს :) და იოკოს თავისთავად.

ახალბედებს რას ურჩევთ?

Posted: 07 სექ 2004, 16:35
by Gvalva
გიზმო, შენ არ ინერვიულო. მთავარი ეგაა.
მშვიდად მიყევი შენს წინ მიმავალს.

კარგი ის წავიკითხე შენს პოსტებში, რომ სიარული შემიძლიაო.

რამდენი საათი დაჭირდება ლაშქრობას ამას ვერავინ ვერ გეტყვის, და პრინციპში არც არავის აინტერესებს. ისე ნუ იზამ რომ რამე შეხვედრა დაგეგმო 19.23 საათზე, მაინც ვერ ივარგებ შეხვედრისთვის რომც ჩამოუსწრო. ასე რომ გასვლისთვის რომელ საათზეც დაგიბარებენ იქედან, სანამ სახლის კარებს მიაგნებ იქამდე ივარაუდე.

ახალბედებს რას ურჩევთ?

Posted: 07 სექ 2004, 19:53
by g1Zm0
OK! მზად ვარ :) ისღა დაგვრჩა შეხვედრის ადგილი დავთქვათ! კიდევ ვინმე თუ აპირებთ?

ახალბედებს რას ურჩევთ?

Posted: 08 სექ 2004, 14:39
by Giorgi
გვალვა მოკლედ ასე ვქნათ. ამ შაბათს ვიკრიბებით დიდუბეში 10 ან 11 ზე ოღონდ დილას :) აქ მობილურს დავწერ და თუ დავიკარგეთ ერთმანეთისგან გადმომირეკავთ. ეხლა რაც შეეხება სად და როგორ.

მივდივართ არმაზში ან შეგვიძლია ეგ მარშრუტი შევცვალოთ ზედაზენით...რაც უფრო საინტერესოა ჩემი აზრით. ყველას გვაცვია ან ბატინკები ან ბოტასები. ქუსლებიანი კეტები, და შპილკები არ მოსულა :) თხლად გეცვათ, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის ერთი ჯემპრი ჩააგდეთ სადმე. დანარჩენი რა?!...შეგიძლიათ პატარა მოზაკუსკო საჭმელიც გამოაყოლოთ. დანარჩენი თქვენ იცით :)

მე აქ ვარ.

P.შ :) ჩემი მობილი 8-99-23-53-42 გიო

ახალბედებს რას ურჩევთ?

Posted: 08 სექ 2004, 20:49
by g1Zm0
ვოუ-ვოუ - აბა კვირასო?! შაბათს მე ვერ წამოვალ :( აუ - ტეხავს... აუ - როგორ ტეხავს...

ახალბედებს რას ურჩევთ?

Posted: 09 სექ 2004, 07:34
by g1Zm0
ეხლა მოვტვინე, რომ 11 სექტემბერი შაბათია და არა კვირა :( ტეხავს. კვირაზე არ გადავდოთ?

ახალბედებს რას ურჩევთ?

Posted: 09 სექ 2004, 09:26
by Giorgi
კვირას არ მეცლება

ახალბედებს რას ურჩევთ?

Posted: 09 სექ 2004, 12:51
by g1Zm0
შაბათს მაგარი დაკავებული ვარ :( მაშინ იქნებ მომავალ კვირას (კვირას!) ვცადოთ? ვანდერერიც წამოვიდოდა ალბათ... გვალვა, რაც იტყვი? გადავდო გადაუდებელი საქმეები ასეთი შემთხვევისთვის, თუ მაინც შემდეგ კვირას დაველოდოთ?

ახალბედებს რას ურჩევთ?

Posted: 09 სექ 2004, 13:29
by Gvalva
გიზმო, გამოუცდელად (არმაზში წასვლის გარეშე) რომ წამოხვიდე ორ დღიანში ვითომ ძალიან გაგიჭირდება?

აბა შენი "CV" კიდევ ერთხელ გაგვაცანი :), გასაუბრებას ჩაგიტარებთ და იქნებ პირდაპირ ლაგოდეხზე გადავიდეთ. :lol:

ახალბედებს რას ურჩევთ?

Posted: 09 სექ 2004, 19:30
by g1Zm0
გაძლებით კი გავძლებ, მაგრამ ამ ორდღიანი ლაშქრობის დროს ღამე სად გავათიო - კარავი არა მაქვს :(

ახალბედებს რას ურჩევთ?

Posted: 10 სექ 2004, 09:36
by Giorgi
კარგით მომავალი შაბათ კვირა იყოს. ჩემთვის სულერთია , ერთადერთი მაგ დღეებში მცალია მარტო, სხვა დროს ძირითადად ოფისში, საგადასახადოში და ბანკში ვატარებ. მოკლედ შემომეხმიანეთ და მითხარით რას გადაწყვიტავთ.
გვალვა გასაუბრებას შენ ჩაატარებ? :)

ახალბედებს რას ურჩევთ?

Posted: 10 სექ 2004, 10:31
by g1Zm0
აქ ერთადერთი პრობლემა შეიძლება შეიქმნას ორდღიან ლაშქრობასთან დაკავშირებით - კვება (ხო - ნუ კარავი ხომ თავისთავად). რაღაცა პსიქოლოგიური გართულება მაქვს, მგონია რომ თუ არ შევჭამ დროზე და საჭირო რაოდენობით - გავხდები :shock: ამასთან დაკავშირებით თქვენ რას შვებით საერთოდ. ალბათ რაღაცა განსაკუთრებულ კვების რეჟიმზე გადადიხართ... ეხლა ფაფას და სუპს ხომ არ წაიღებთ თან. მანდ რას ჭამთ ხოლმე?

ახალბედებს რას ურჩევთ?

Posted: 10 სექ 2004, 16:48
by Giorgi
მაგაზე ნუ იდარდებ გიზმო, მთავარია საქმე პახოდამდე მივიდეს. თორე ასე რომ გავაგრძელოთ ყოველთვის ვინმეს არ ეცლება :) შენზე არ მიიღო.

ახალბედებს რას ურჩევთ?

Posted: 13 სექ 2004, 09:27
by Gvalva
გვალვა გასაუბრებას შენ ჩაატარებ?
:D ონლაინ გასაუბრებას ვაპირებდი და მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია, თუ ძალიან არ გავწურავთ ამ ადამიანს.

გიზმო, ჭიაყელებს და ხოჭოებს ვჭამთ ხოლმე როცა რეჟიმი გვერღვევა :P

ახალბედებს რას ურჩევთ?

Posted: 13 სექ 2004, 11:05
by g1Zm0
გვალვა, к вашим услугам :) უბრალოდ ეხლა გართულებები მაქვს ინტერნეტთან - ანგარიშზე საათები აღარ დამრჩა, მაგრამ ცოტა ხანში ალბათ გამოსწორდება. ხოჭოებო და ჭიაყელები მაგარია :)