Page 2 of 2

თბილისი–წალკა–ახალქალაქი: რა მდგომარეობაშია გზა?

Posted: 30 სექ 2010, 12:37
by Mta Mkvarebia
natalia
რა მდგომარეობაა და ახალციხიდან (ახალციხემდე ისედაც ნორმალური გზა იყო) ფარავნის ტბამდე, უფრო მეტიც, უღელტეხილამდე ახლადდაგებული გზაა, წალკის მონაკვეთზე არ დასრულებულა ჯერ მშენებლობა. ანუ კონკრეტულად თბილისიდან მიმართულება თუ გაინტერსებს, წალკის მონაკვეთია გრუნტის გზა, მერე უღელტეხილის ნაწილზე გზა მოხრეშილია და უღელტეხილზე რომ ახვალ ასფალტირებული გზაა ყველგან რამდენიმე მცირე 200-მეტრიანი მონაკვეთის გამოკლებით. ასე იყო 2 კვირის წინ. უახლეს ინფორმაციას კი ორშაბათს მოგაწვდით :).

თბილისი–წალკა–ახალქალაქი: რა მდგომარეობაშია გზა?

Posted: 01 ოქტ 2010, 14:32
by natalia
Mta Mkvarebia დიდი მადლობა. გაიხარე :)

თბილისი–წალკა–ახალქალაქი: რა მდგომარეობაშია გზა?

Posted: 04 ოქტ 2010, 10:58
by Kakha
natalia
როგორც შეგპირდი, ამ გზის გავლის შემდეგ შემიძლია ზუსტად გირთრა რაც ხდება. გზის უმეტესი ნაწილი დაგებულია. ალაგ-ალაგ მიდის გზის კეთება, თანაც პრაქტიკულად ყველა მონაკვეთზე პარალელურად და 24 საათის რეჟიმში. ის მონაკვეთები სადაც მშენებლობა მიდის უკვე მოხრეშილია და მოსწორებული.

გზაზე თამამად შეგიძლია იარო ნებისმიერი მანქანით. ანუ არანაირი ორხიდიანი და მსგავსი მანქანები არაა საჭირო.

ახალქალაქიდან თბილისამდე ალბათ 2,5 საათი დაგჭირდება.

ერთ თვეში მშენებლობა საგრძნობლად იქნება წინ წაწეული და შესაბამისად დროც კიდევ უფრო ნაკლები დაგჭირდება.