Page 2 of 3

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 27 ოქტ 2009, 13:32
by diffenbaxia
lasharela
ეჭვი მაქვს თქვენ ჩემი დის მეგობარი ხართ :wink: 2 დღის წინ ანალოგიური ინფორმაცია მივიღე სატელეფონო საუბრიდან. )))

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 27 ოქტ 2009, 13:36
by lasharela
ვისაც არ უნდა კითხოთ ყველა ანალოგიურ ინფორმაციას მოგაწვდით )

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 27 ოქტ 2009, 14:28
by burdiani
lasharela wrote: ამ ჯერზე მე შეიძლება ჩემი "ხოდით" წავიდე. თუმცა თუ სურვილი გაქვს შემიძლია დაგაკავშირო იქ წამსვლელ ჯგუფთან :)
???????
დააკონკრეტე რა :)

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 27 ოქტ 2009, 14:42
by Truli
lasharela
შენი ხოდით როგორ? იცნობ იქაურებს? ტრანსპორტი?
რა ჯდებ ა ისე ეგ ყველაფერი?

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 27 ოქტ 2009, 15:08
by lasharela
იქაურებს კი ვიცნობ მარა ჩემი ხოდით ანუ მანქანით.

ჯგუფს რაც შეეხება 22ში აპირებენ გასვლას და იმ ღამით ლაგოდეხის ტურბაზაში დაბინავდებიან რომ მეორე დილით 6საათზე უკვე საზღვარზე იყვნენ, რადგან გიორგობას დიდი რიგია ხოლმე მანდ და რიგს უნდათ რომ ასცდნენ. გარდა კახის, ქურმუხის და ილისუსი აპირებენ გიშის ნახვასაც. ჯგუფში ძირითადად გეოგრაფები იქნებიან. მოკლედ კაი ხალხია ;) ჯდება 90 ლარი თუ არ ვცდები.

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 27 ოქტ 2009, 15:18
by Truli
lasharela
ოკ, მაქამდე მოვიფიქრებ და გეტყვი.

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 27 ოქტ 2009, 16:09
by burdiani
lasharela wrote:იქაურებს კი ვიცნობ მარა ჩემი ხოდით ანუ მანქანით.

ჯგუფს რაც შეეხება 22ში აპირებენ გასვლას და იმ ღამით ლაგოდეხის ტურბაზაში დაბინავდებიან რომ მეორე დილით 6საათზე უკვე საზღვარზე იყვნენ, რადგან გიორგობას დიდი რიგია ხოლმე მანდ და რიგს უნდათ რომ ასცდნენ. გარდა კახის, ქურმუხის და ილისუსი აპირებენ გიშის ნახვასაც. ჯგუფში ძირითადად გეოგრაფები იქნებიან. მოკლედ კაი ხალხია ;) ჯდება 90 ლარი თუ არ ვცდები.
სტუდენტები ალბათ? :)

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 27 ოქტ 2009, 18:04
by lasharela
კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში მოქმედებდა საკვირაო სკოლა. ეს სურათები ჰერი ბოშუნეების დახატულია
Image Image

რამდენიმე წლის წინ ტაო-კლარჯეთში მოგზაურობა ისეთივე რთული იყო, როგორც ახლა აღმოსავლეთ ჰერეთში წასვლაა. დღეს ტაო-კლარჯეთში წასვლა საკმაოდ მარტივია რადგან იქ ბევრი ქართველი ჩავიდა, თურქეთის მთავრობამ დაინახა რომ ამ ნაკადს ვერ შეაჩერებდა, თან ტურიზმის და შემოსავლების მხრივაც სასარგებლო აღმოჩნდა მათთვის და სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ართვინის ვილაიეთში შეინიშნება ტენდენცია რომ ადგილობრივმა ქართველებმა კი არა, ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა თურქებმაც კი დაიწყეს ელემენტარული ქართულის სწავლა.

ჰერეთში ძალიან ნელა მიიწევს საქმე წინ. იქ გამოღმა საქართველოდან ძალიან ცოტა სტუმარი ჩადის. წლევანდელ მაისის გიორგობაზე წინა წლებთან შედარებით (პირველად) სტუმართა კლებაც კი დაფიქსირდა. ადგილობრივ ჰერებზე ძალიან დიდია მთავრობის ზეწოლა, თითოეული ნაბიჯის გადადგმა უდიდესი ბრძოლის ფასად უწევთ. როგორც ქვევრმა აღნიშნა ძალიან რთულია იქ ქართული ლიტერატურის გავრცელება, არადა მოწყურებულები არიან. 6მაისს და 23ნოემბერს ჰერები ძალიან ამაყები არიან. ჯერ ერთი იმით რომ გამოღმა ქართველებს მასპინძლობენ და მეორე იმით რომ აზერბაიჯანელებს, ლეკებს, მუღალებს ანახებენ რომ ისინი მარტონი არ არიან. მოკლედ მათ მართლაც აქვთ საამაყოდ საქმე- აქედან ჩადიხარ და იქ დიდ საქართველოს გახვედრებენ. ჩვენგან განსხვავებით...

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 28 ოქტ 2009, 01:10
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჰერეთში მცხოვრებ ქართველს, რომელსაც გულით უყვარს საქართველო და მთელი არსებით მართლამადიდებელია,
რომ უთხრა ინგილო ხარო, რბილად რომ ვთქვა, ყურებს აგიწევს.
ვფიქრობ, რომ მართალიც იქნება. ეს სიტყვა მის გრძნობებს შეურაცხოფს.
და კიდევ, როდესაც თემა ჰერეთს ეხება, მით უფრო უადგილოა "ხოდებზე" საუბარი, თუნდაც ბრჭყალებში ჩასმული იყოს.
თქვი, რა, "სვლა"...

ბოდიში.
ცოტა გაბრაზებული ვარ

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 28 ოქტ 2009, 01:14
by Tengo
lasharela
დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით, თუ ამის საშუალება იქნება, რა თქმა უნდა

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 28 ოქტ 2009, 01:51
by lasharela
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:...როდესაც თემა ჰერეთს ეხება...
:))))) ხოდისა არ იყოს და მგონი არც "თემა"-ა ქართული წარმომავლობის სიტყვა. ზოგადად კი შენიშვნა მიღებულია ;)

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 28 ოქტ 2009, 02:01
by lama
lasharela
მომეწონა პასუხი :)

:D:D:D:D:D

უკაცრავად გაბრაზებული ვარ :(

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 28 ოქტ 2009, 02:04
by lasharela
სამწუხაროდ ჰერების საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავ მაჰმადიანია (ინგილოა). თუმცა მე ქურმუხის ტაძარში მინახავს გოგო მაჰმადიანური ქართული სოფლიდან, რომელიც სოფლისა და ოჯახისგან მალულად ატარებდა ჯვარს და ქურმუხშიც ჩუმად იყო გამოპარული. დარწმუნებული ვარ ასეთი მალული მაგრამ გულით ქრისტიანი ბევრია იქ მცხოვრებ მაჰმადიან ქართველებს შორის. სამწუხაროდ ვერ ვპოულობ იმ ახალგაზრდა ჯვრიანი გოგოს ფოტოს, თუ მოვიძიე სახეს დავუფარავ და აქ დავდებ

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 28 ოქტ 2009, 02:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
lasharela wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:...როდესაც თემა ჰერეთს ეხება...
:))))) ხოდისა არ იყოს და მგონი არც "თემა"-ა ქართული წარმომავლობის სიტყვა. ზოგადად კი შენიშვნა მიღებულია ;)
თუ შენ მეტყვი, "თემა" ქართულად როგორ არის, სიამოვნებით გავითვალისწინებ.
"საკითხს" ვფიქრობდი, მაგრამ მთლად სწორი არ არის.

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 28 ოქტ 2009, 02:54
by lasharela
GAMARJOBA SAKARTVELO
თემა [ბერძ. thema]-1. საგანი, საკითხი, რომელსაც ეხება თხრობა, გამოკვლევა, საუბარი და მისთ.