Page 2 of 3

მგლებისგან თავის დაცვა

Posted: 06 მარ 2009, 17:05
by KSOVRELI
Image

pataputina! მოლაშქრეებს ნუ აშინებ :wink:

მაგრამ მგელს თუ მარტო გადაეყარეთ, თქვენგან მხოლოდ სველი ადგილი დარჩება............

მგლებისგან თავის დაცვა

Posted: 06 მარ 2009, 19:15
by Druides
აგერ კარგი რესურსია მგლებზე http://www.huntclub.ru/cgi/bbs/common?r=32446&l=4944

მგლებისგან თავის დაცვა

Posted: 06 მარ 2009, 22:08
by pataputina
KSOVRELI wrote: pataputina! მოლაშქრეებს ნუ აშინებ :wink:

აბა ისაო.....
მოლაშქრე კარაველს მამალი მგლისა არ ეშინია



კი არა და


აა, ჰხო....
აქ ალბათ დედალ მგლებზეა ლაპარაკი










Image

მგლებისგან თავის დაცვა

Posted: 06 მარ 2009, 23:17
by perwkli
შარშან მგელმა შეახრამუნა ჩაძIნებული ადამიანი თურმე ბორჯომში რომ პლატოს ეძახიან იქ (ბორჯომელმა მითხრა და მგონი ადგილი სწორად დავიხსომე)


ზამთარია შია მგელს და მოიცადეთ გაზაფხულდეს, სად მიგეჩქარებათ :?

მგლებისგან თავის დაცვა

Posted: 07 მარ 2009, 02:25
by lama
ამოდის, ნათდება!
ვაჟა ფშაველა

ვინ ამბობდა ამას? სად ან როდის? ღამეა. თოვლით გადალესილა მთა-ბარი; სულშეხუთულია, ისე შებოჭილი, რომ დედამიწის ძვლებს ჭყრიალი, ჭახჭახი გააქვს. ბუნება თითქოს კუბოში წევს, სუდარაში გახვეულა. არაფერი ხმა, არც მოძრაობა, არც ცელქის მთის ნაკადულის ჩხრიალი არსად ისმის. ნიავიც განგებ შეჩერებულა, რომ არ დაარღვიოს გარშემო მშვიდობიანობა, არ დაუშალოს ბუნებას ძილი, განსვენება. ტყე დაბარდნილია თოვლით, ხეებს ტანი და ტოტებიც აღარ ეტყობათ... აი ამ დროს ერთ კურუმს გორაზე მგლის ჯოგი გროვდებოდა. ზოგნი მოსულიყვნენ ადრე და სხვების მოლოდინიც ჰქონდათ. ყმუილით, ნელის ბოხის ხმით აუწყებდენ ამხანაგებს: “მოდით, ნუ დაიგვიანებთო!”.

ქვეიდან, შორს სოფლიდან გაურკვეველი ჟრიამული ისმოდა. სახლებიდან ამონადენი ბოლი ნისლად, ჯანღად ზედ გადასწოლოდა სოფელს, საბნად ეხურა, მაღლა ცა გავარვარებული, ვარსკვლავებით მოჭედილი, ხოლო პირმოკუმული, გაშტერებული დასჩერებოდა დედამიწას.

მგლები ამაღამ სოფელს უნდა ესტუმრონ. - ესაა მათი ფიქრი და განზრახვა. თავს იმიტომ იყრიდენ ერთად, რომ ტყეში აღარაფერი ეგულებოდათ საჭმელი. ერთი კვირაა მშივრები დალასლასებენ, მიწასაც კი ვეღარ თხრიდენ საჭმელად თოვლისა და ყინულისაგან. მოგროვდენ, დიდი ჯოგი გაკეთდა. ყველანი კბილებს აკაწკაწებდენ. შიოდათ, ძალიან შიოდათ! ერთმანეთს ათვალიერებდენ და ნატრობდენ, ერთს მეორის ტანზე ერთი წვეთი სისხლი მაინც შეენიშნა, რომ ამით საბუთი ჰქონოდათ ძგერებოდენ და თავისი თანამოძმე ლუკმა-ლუკმა გაეგლიჯათ. რომელ ერთს ეყოფოდა ერთი მგელი, თითო ლუკმა ხომ არც კი შეხვდებოდათ! არა, ცოტათი მაინც შიმშილის ჟინს მოიკლავდენ.

საგულისხმო სანახავი იყო ამ დროს მგლების კრება: ზოგი იწვა თოვლზე, სხვა დაყუნტებულიყო, რიგიც იდგა ფეხზე კუდებდაშვებული, ხოლო ყველას პირები ჰქონდა დაღებული. ასე თათბირობდენ თარეშის, ლაშქრობის შესახებ.

- კარგი დრო გავიდა, კარგი, ბიჭებო! როგორ ბნელა! აბა, ვისაც იმედი აქვს თავისა, ეხლა უნდა ეცადოს, - ამბობდა მოხუცი მგელი ტოტია.

- ოღონდაც, ოღონდაც - სთქვა მეორემ, - თუ სხვას ვეღარას მოვიგდებთ გარეთ, ძაღლები მაინც მოვიტაცოთ. ხომ იცით ჩემი ამბავი? თქვენ ჩაგასაფრებთ, მე გამოვიტყუებ, გავუთამაშებ, ჩავუკვდებ-მოვუკვდები ქედანას, შემოგაგდებთ ზედ და მაშინ თქვენ იცით, როგორც გაირჯებით!

- რა შვილებმა არ ვიცით ჩვენც, როგორ უნდა ჭამა ლეშისა, - სთქვეს სხვებმა სიცილით. თათბირობდენ ფარეხის გატეხაზე. ცხვრის მოგონებაზე ყველამ დაღებული, ცეცხლით ანთებული ლაშები უფრო დააღეს და ნაკვერჩხლებად გამოაჩინეს დიდრონი კბილები. გაჰკრეს, გაუსვეს კბილი-კბილს: აჩქამდა კბილები და საერთო, საშინელ ცეცხლად დაენთო, არე-მარე გაანათა.

აიშალნენ იმ იმედით, რომ გაძღებოდენ, დაეშვნენ თავქვე, წინ ჩაუძღვათ ტოტია, წალიკი დააკრეს გორის პირს - ჩამომწკრივდენ, იმედი უღვივოდათ გულში, მაგრამ დახეთ, რომ ბედმა უმუხთლა. რასაც არ მოელოდენ, ის მოხდა; მოხდა ის, რითაც იმათი საქმე ფუჭდებოდა, იშლებოდა; წელი მოსწყდათ. რა მოხდა განა ასეთი? ამათ სიბნელის იმედი ჰქონდათ ხომ, მაგრამ ცოტათ შენიშნეს, რომ აღმოსავლეთით ცის პირი ნათდებოდა. ყველანი შეჯგუფდენ ერთად და მიაპყრეს იქით თვალები. ცოტა ხნის შემდეგ მთვარემ წვერი ამოჰყო. ამოვიდა მთვარე და გაანათა ტყე, მთა, ბნელი კუნჭულები; გაანათა ჯურღმული. შეჯგუფებული მგლები ბრაზმორეულნი იძახდენ: “ამოდის, ამოდის, ნათდება!” მთვარისაკენ მიპყრობილ მგლების თვალებიდან ზიზღის, სიძულვილის, სისხლის ძიების ისრები იყო გაძაფული. როგორ სწყევლიდენ მის ამოსვლას!

- გაგიხმეს ფეხი, გაგიწყრეს ღმერთი! ვაი შენ, ვაი შენ გაჩენის დღესა! - ამბობდენ მგლები და თან კბილებს უღრჭენდენ: “ახ ნეტავი, ხელში კი ჩაგვაგდებინა, შეგვეჭამა, რომ მოგვესპო მაგისთვის სიცოცხლე”. ყველაზე უფრო წყრებოდა, ბორგავდა ერთი ბებერი მგელი.

- ბევრჯელ მომიკალ გული. - ამბობდა იგი, ბევრჯელ დამაღონე, შე წყეულო, შე შეჩვენებულო; ბევრჯელ დამაღონე, გამიმწარე სიცოცხლის დღენი. ბევრის ცხოველის სისხლით ბევრჯელ შევიღებე ცხვირ-პირი, ტოტები და მკერდი; მთელ ორ კვირას დავუმშვენებივარ ამ სისხლსა და ჩემ ტანზე მისი დანახვით სიყმილის ჟინი მომიკლავს. ნეტავი, მთვარევ, ერთხელ შენთვისაც გამესვა ჩემი ბასრი კბილი, ნეტა შენის სისხლითაც დაემშვენებინა მხარბეჭი და თითები ლეგჩოხა ბიჭს ტოტიას.

დანარჩენებიც ამასვე ფიქრობდენ კვლავ ლაშდაღებულნი და შეჩერებოდენ მთვარეს: მთვარე კი ამოდიოდა ზევით და ზევით, ამომაღლდა ცაზე; გაანათა ტყეში ხისა და კლდის ძირები, ბნელი ხევები, აგრეთვე გაანათა სოფლად ბნელი კუნჭულები ციხე-კოშკებისა და ძველთა შენობათა ნანგრევებისა, სასაფლაოს შავ ქვებს თავის სხივის სანთელი დაუნთო; მადლიანად და ცხოვლად იყურებოდა სასაფლაოც-კი. გაცრუვდა ყოველი იმედი დავლისა, თარეშობისა. დღის სასწორი ღამეა. რაღა ქნან? იმედი გადაუწყდათ, სასოება დაჰკარგეს, ერთმანეთს-ღა დაუწყეს თვალიერება; ფიქრობდენ, არჩევდენ, ვინ არის ჩვენში სახარჯი, შესაჭმელიო. ერთი მზად იყო მეორეს ძგერებოდა და შუაზე გაეგლიჯა.

მოხუცი ტოტია, თავპირდასიებული ჯაგს უკან ეყუნთა, ფიქრებში იყო გართული; იმას ბევრი შიმშილი უნახავს და ბევრი ვაება გამოუცდია, მაგრე რიგად იმიტომ არ იყო შეწუხებული, ახლაც სხვისა იმედით ნადირობდა; ახალგაზრდა მგლები უზიარებდენ იმას საზრდოს.

- ტოტიავ, ეი, არ გესმის?! რას გარინდებულხარ, ვერა ხედავ რა ამბავია? ვიღუპებით შიმშილით, ლამის მგლის ნათესაობა, ჯილაგი გაწყდეს პირისაგან ქვეყნისა. რასა სწერს შენი კარაბადინი, ბიძიავ? - უთხრა მას ერთმა მგელმა და თან ტოტი გაუქნია თავში.

- რას სჩადი, შე ბრიყვო, შე გაუზრდელო ვირო? - სთქვა წყრომით მოხუცმა მგელმა. სხვა მგლებმაც ყურები აცქვიტეს, იგრძნეს საქმის ვითარება.

- ჰოდა რა?! - იღრიალა ყველამ ერთად: - ძალიან კარგად გიშვრება, შენისთანა ბრიყვზე ერთი ტოტის დაკვრა კიდევაც ცოტაა. კბილი გაუსვით მაგას, კბილი; ეს სინათლე სულ მაგის ბრალია! - ღმუოდენ ყველანი. დიდხანს აღარ აცალეს და თათებს კბილებიც მიაშველეს...

- ბიჭო, ჭკვიანად, ჭკვიანად! რას ჩადით, თქვე ბრიყვებო? - ღმუთუნებდა ტოტია და უღრენდა კბილს ხან ერთს, ხან მეორეს, მაგრამ იმისი ღრენა ვის შეაშინებდა? ერთ წამში გათავდა ტოტიას სიცოცხლე; ლეშთან ერთად გათავდა მისი სულიც. ბეწვიც აღარსად ეგდო იმის მრავალტანჯულის ტყავისა. ოდნავ თუ სადმე ნასისხლარს შეამჩნევდით, ის იყო. მგლებს ცოტათი გული დაუმშვიდდათ, მაგრამ კიდევ შიოდათ. შეხედეს ერთმანეთს, შეეშინდა ერთს მეორისა, ალბათ იმიტომ - ახლა მე არ შემჭამონო. შეეშინდათ და გაფრთხენ. ერთი მეორეს გაურბოდა, ჯაგიანებში ჩხლაკა-ჩხლუკი ისმოდა და თან თოვლის ჭყრიალი... მთვარე კი ამოვიდა, ამოცურდა მაღლა, თითქმის შუა ცაზე, ნათლად კაშკაშებდა და იქიდან, როგორც დარაჯი, უფთხობდა ქვეყანას მტერსა... მგლები კი გარბოდნენ უგზო-უკვლოდ ტყეში და ყველას პირზე ეკერა: “განათდა, განათდა!”.


1896 წ.

მგლებისგან თავის დაცვა

Posted: 07 მარ 2009, 12:51
by Archil
lama

ეს შენ ხარ ლამა? ამდენი დაწერე? არ მჯერა :shock:

მგლებისგან თავის დაცვა

Posted: 07 მარ 2009, 19:06
by smile traveller
მგელიოოოოო :P
აბა მგელი? :roll:
:D :D :D
მე მინახავს მგელი :shock: მაგრამ მგონი ნამდვილი არ იყო :D :roll:

მგლებისგან თავის დაცვა

Posted: 07 მარ 2009, 19:42
by burdula
smile traveller wrote:მგელიოოოოო :P
აბა მგელი? :roll:
:D :D :D
მე მინახავს მგელი :shock: მაგრამ მგონი ნამდვილი არ იყო :D :roll:
ხო მითია მითი :roll:

მგლებისგან თავის დაცვა

Posted: 07 მარ 2009, 21:14
by ძუნა
მადლობა ყველას!!
მაჩეტეებით შეიარაღებულები ვიქნებით და რამე შანსი გვექნება რამე რომ იყოს?
:D :D

სადღაც 10 კაცი მივდივართ...
დღე მგელი ხომ არ დაგესხმება თავს ისე?

მგლებისგან თავის დაცვა

Posted: 07 მარ 2009, 22:03
by smile traveller
burdula wrote:
smile traveller wrote:მგელიოოოოო :P
აბა მგელი? :roll:
:D :D :D
მე მინახავს მგელი :shock: მაგრამ მგონი ნამდვილი არ იყო :D :roll:
ხო მითია მითი :roll:


არა მითიც არა მაგრამ... რავიცი ხევსურეთში კი დაგვფეთიანა და :roll:

მგლებისგან თავის დაცვა

Posted: 08 მარ 2009, 03:48
by lama
Archil
არა

მე არა

ვაჟა-ფშაველაა

მისმა გენიალურმა კალამმა მოჩხაპნა ეს გენიალური მოთხრობა

მგლებისგან თავის დაცვა

Posted: 08 მარ 2009, 11:40
by Archil
lama

შენ ხომ აკრიფე, მე მაგი გამიკვირდა, თორემ ვაჟასი რომაა, კი ვიცი კაცო...

მგლებზე ლობოს ვკითხოთ, მაგი უვლიდა ერთი ხანობა ზოოპარკში მგლებს და მაგათი ფსიქოლოგია დაამუღამა :)

ეხლა იქით აშინებს, თავანი დროზე ჩამოიტანეთო :lol: :lol: :lol:

მგლებისგან თავის დაცვა

Posted: 09 მარ 2009, 10:06
by ლეონტი
ძუნა wrote:მადლობა ყველას!!
მაჩეტეებით შეიარაღებულები ვიქნებით და რამე შანსი გვექნება რამე რომ იყოს?
მგელი თუ ცოფიანია, სპეციალისტის თქმით უბრალო კბილით გაკაწვრის სემთხვევაშიც კი გადარჩენის შანსი არ არსებობს.
ხოლო თუ ჯანმრთელია მგელის დაგლეჯილი ძნელად თუ გამორჩება, რადგან კბილებში სპეციფიური ბაქტერიები აქვს-ო.
:!:
ამ წლებში ბავშვი დაგლიჯა სახეზე, და მეორემ ჯოხით ძლივს გააგდო , მაგრამ მერე გავიგე ბავშვს მიუხედავად მკურნალობისა სახე გაუსივდა და გარდაიცვალაო.
:cry:

მგლებისგან თავის დაცვა

Posted: 09 მარ 2009, 12:18
by Gvalva
ძუნა

გამომრჩა თუ სად მიდიხართ არ გითქვამთ? :)

იქაური მგლების დიალექტს გასწავლიდით ;)

მგლებისგან თავის დაცვა

Posted: 10 მარ 2009, 17:31
by pataputina
სოფელ გლდანში მგლებმა 12 ცხვარი დაგლიჯეს


სოფელ გლდანში, გიორგობიანების ოჯახში მგლებმა 12 ცხვარი დაგლიჯეს.
გიორგობიანების ოჯახის გომურში გამთენიისას 4 მგელი შეიპარა და 12 ცხვარი დაგლიჯა.
ოჯახის უფროსმა შენიშნა, რომ მათგან სამი მგლის ლეკვი იყო. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოფელში მგლების გამოჩენის ეს პირველი შემთხვევა არ არის.


http://www.ipn.ge/ge/index.php?news=14700&hd_line=1


:roll: