Page 2 of 5

როგორ ავარჩიოთ კარავი ?

Posted: 04 ივლ 2005, 20:46
by Wanderer
Mao
ყინვაგამძლე არ მინდა. საიტების ძებნა საშინლად მეზარება და იმიტომაც დავწერე აქ. მემგონი უშედეგოდ არ გავრჯილვარ. :)

როგორ ავარჩიოთ კარავი ?

Posted: 04 ივლ 2005, 21:29
by mika
Wanderer
შენ თქვი ფული .........................თუ ესე 150$ და მაღლა აპირებ კარავში მიცემას მაშინ ღირს შეამოწმო მაგ პარამეტრები...

და ისე იაფასიან კარვესბ 120ლარი და ზემოთ მემგონი საერთოდ არაფერი აწერია....ტენტი აქვს ან არ აქვს.....

და კიდევ რამდენი ლარის მიცემას აპირებ და დაგეხმარები შერჩევაში...

შერჩევის ადგილი ძირითადად საქართველოში დინამოს სტადიონია...უფრო მეტი არჩევანია.............

როგორ ავარჩიოთ კარავი ?

Posted: 05 ივლ 2005, 10:29
by David
mika

შეიძლება მეც დამჭირდეს დახმარება.

როგორ ავარჩიოთ კარავი ?

Posted: 05 ივლ 2005, 17:47
by mika
David
არაა პრობლემა ზეგ სოფელში მივდივარ და 13 ან 12 ჩამოვალ და მერე კიდევ 18 აქ აქ ვიქნები..........

მერე როცა გინდა გაგყვები..............
თუ გეჩქარება ხვალაც გაგყვები მე Mტელი დღე ტავისუფალი ვარ

როგორ ავარჩიოთ კარავი ?

Posted: 05 ივლ 2005, 17:53
by Druides
მომრგვალებული თუ იქნება უფრო კარგია ჰაერის მიმართ წინაღობა ნაკლები იქნება

როგორ ავარჩიოთ კარავი ?

Posted: 05 ივლ 2005, 18:14
by mika
koza-nostra
მაგ მომრგვალებულებს პლასტმასები უტრაკებს და ტენტი არ ეჭიმება საკაიფოდ..

ინტერნეტში უამრავი საიტია სადაც შეგიძლიათ ნახოთ კარვები................და მოიძიოთ ინფო..... ასე რომ მარტო მე და სხვებს ნუ ენდობით

როგორ ავარჩიოთ კარავი ?

Posted: 05 ივლ 2005, 18:50
by David
mika wrote:David
არაა პრაბლემა ზეგ სოფელში მივდივარ და 13 ან 12 ჩამავალ და მერე კიდევ 18 აქ აქ ვიქნები..........

მერე რაცა გინდა გაგყვები..............
თუ გეჩქარება ხვალაც გაგყვები მე Mტელი დღე ტავისუფალი ვარ
არა, ხვალ ვერ ვახერხებ. რა ჩამახვალ მერე იყოს. მააც დამპირდა დახმარებას.

როგორ ავარჩიოთ კარავი ?

Posted: 05 ივლ 2005, 18:58
by mika
David
ინგლის თუ იცი შეგიძლია ინტერნეტში მოძებნო ბლომად ინფო კარვებზე..............

ნიკას აქვს ეურელკას საიტი უთხარ პმ-ში მოგწერს. დაათვალიერე და ნახავ სხვადასხვა ჯიშის კარვბს

როგორ ავარჩიოთ კარავი ?

Posted: 05 ივლ 2005, 19:33
by Nika
რათ უნდა მაგას PM?
http://www.eurekaeurope.com

როგორ ავარჩიოთ კარავი ?

Posted: 05 ივლ 2005, 19:42
by mika
thx

როგორ ავარჩიოთ კარავი ?

Posted: 09 ივლ 2005, 14:13
by Wanderer
mika
დიდი მადლობა ! დინამოს სტადიონთან თუ იყო კარვები, არ ვიცოდი ! გავივლი აუცილებლად. შენი შეწუხება ნამდვილად არ მინდა. :)

$150 მიცემას კარავში არანაირად არ ვაპირებ ! მაქსიმუმ 120 ლარი შემიძლია გავიმეტო მაგ საქმისათვის. მეტს უბრალოდ ვერანაირად ვერ შევაგროვებ, თორე გამეტებით კი გავიმეტებდი რამენაირად. :)
მინდა, რომ კარავი რომელსაც შევიძენ, იყოს პატარა, 2-3 კაციანი. 2 კაციანი სავსებით საკმარისი იქნება. ეს კარავი უნდა იყოს მსუბუქი. ხოდა მინდა, რომ ეს კარავი რაც შეიძლება გამძლე იყოს სტიქიის მიმართ ! მესმის, რომ ასეთ ფასში კარგ კარავს ვერ ვიყიდი, მაგრამ მინდა, რომ ამ ფასში რაც კარვებია, იმათ შორის საუკეთესო ავარჩიო.

მე მაქვს ნანახი დანიურ სახლში დაახლოებით ისეთი კარავი, როგორიც ზემოთ აღვწერე.
+ -ები: სიიაფე (80 ლარი !); სიმსუბუქე (ალბათ 2 კგ!!!)
- -ები: წყალს ატარებს (400 მგ); არ ვიცი რამდენად გაუძლებს დროსა და სტიქიას; დიდია(4 კაცი თავისუფლად მოთავსდება)

წვიმასთან დაკავშირებით პრინციპში პრობლემა მოხსნილია: პარკს გადააფარებ და მორჩა. :) პარკი ისე უნდა გადაეფაროს, რომ ჰაერაცია იყოს და არ გაიგუდო. :) ანუ ფაქტიურად წყალს თუ ატარებს კარავი - ეგ ჩემთვის პრობლემა არაა ! მოკლედ, რომ შევაჯამოთ, ჩემთვის მთავარია:
1) მალე არ დაიხეს მატერია და კარკასიც რაც შეიძლება გამძლე იყოს
2) ბევრ ადგილიანი არ მინდა არაფრისდიდებით !!! მაქსიმუმ 3 კაცი უნდა ეტეოდეს !
3) რაც მსუბუქი იქნება, მით უკეთესი. ისე 8 დღიან ლაშქრობაში 7 კილოიანი კარვით ვარ ნამყოფი და დანახვისზეც ვარ ასული. ასე რომ სიმძიმე დიდი პრობლემა არაა. :)

როგორ ავარჩიოთ კარავი ?

Posted: 14 ივლ 2005, 09:24
by michinio
სალამი ხალხნო!

1 თვის წინ ვიყიდე კარავი, მარა დიდად არ ვიცი კაია თუ ცუდი :) ქვია Ontario 3, არის 3 კილო, 3 კაციანია :)

მილიმეტრები არ აწერია არც წყლის გამძლეობა და რამე... ეგენი იმენნა Методом Научного Тыка უნდა შევამოწმო, თუ არის ვთქვათ რამე ინტერნეტ რესურსი სადაც ეს ეწერება?... ისე, თქვენ ხომ არ იცით :D

როგორ ავარჩიოთ კარავი ?

Posted: 14 ივლ 2005, 11:14
by David
michinio

გუგლიზე აუკრიფე მცარმაებლის სახელწადება და რამეს ამაგიგდებს. შეიზლება ფატაებიც იყოს და რამეს გაარკვევ.

როგორ ავარჩიოთ კარავი ?

Posted: 14 ივლ 2005, 13:12
by michinio
ვნახე და 800მმ წერია წყალგაუმტარობა.. ეს რას ნიშნავს?... :) ანუ 800მმ წყალში შუძლია იყო, თუ რაა? :D

აი, ასეთია:
Image

როგორ ავარჩიოთ კარავი ?

Posted: 14 ივლ 2005, 13:38
by Wanderer
michinio
წვიმის დროს მოსული წყლის რაოდენობა იზომება მილიმეტრებში. არის სპეციალური საზომი ხელსაწყო, რომელიც დგას ღია ცის ქვეშ. ამ ხელსაწყოს ძირითადი ნაწილია ჭურჭელი, რომლესაც აქვს დანაყოფები და აწერია მილიმეტრები. როდესაც წვიმა მოვა, ჭურჭელი ნელ-ნელა აივსება, მივა რაღაც დონემდე ანუ წვიმის დროს თვითოეულ მომენტში რაღაც მილიმეტრს გიჩვენებს. ამ დროს ამბობენ ხოლმე, რომ მოვიდა ამდენი და ამდენი მილიმეტრი ნალექიო. თოვლის დროს მემგონი მოსულ თოვლს ადნობენ და ისე ზომავენ მილიმეტრებს.

ეხლა რაც შეეხება კარავს. 800 მმ ნიშნავს, რომ ეგ კარავი გაუძლებს 800 მმ ოდენობის ნალექს. ანუ ნელ-ნელა იჯღინთება და როდესაც ნალექი მაგ ოდენობას მიაღწევს, წყალს გამოატარებს და დასველდები. :)

ეხლა პრობემა რაშია. ის ხელსაწყო კაი ზომავს ზომავს, მაგრამ ჩვენ როგორ გავზომოთ ? ვერც ვერანაირად. :) მხოლოდ შეგვიძლია, რომ ვივარაუდოთ. როგორ და აი ასე: 2000 მმ რომელ კარავსაც აწერია, ის კარავი რაგინდ ხანგრძლივი წვიმაც არ უნდა იყოს, მაინც არ გაატარებს წყალს. ანუ 800-იანი პატარ-პატარა წვიმებში კარგია, მაგრამ დიდი და ინტენსიური წვიმების დროს წყალს მაინც გამოატარებს. :)