Page 2 of 12

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 07 სექ 2007, 03:14
by Archil
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:რაღაც ვერაფერი წავიკითხე ალკოჰოლზე
ხუმრობ? მაგი რა დასაწერია, მაგი ისედაც ყველამ იცის.... :lol: :lol: :lol:

ისე, ლაშქრობისას სპირტიან სასმელებს თავისი დოზა და მნიშვნელობა აქვს. ძირითადად არაყი გამოიყენება, ანუ სპირტიანი სასმელი და ნაკლებად ღვინო და ლუდი (ნუ, ლოკოკინასათვის შეიძლება, ძალიან უყვარს ლუდი :) )

არაყი გამოიყენება გასათბობად, ზოგ შემთხვევაში გასამხნევებლადაც (ცოტა რომ გაქვს დარჩენილი გზა და სხეული ტეხვას რომ გიწყებს, მაშინ მხნეობას გმატებს და ხალისით გადიხარ ბოლომდე), ვირუსების და ბაქტერიებისგან თავის დასაცავად, მარილთან ერთად არაყი საუკეთესო ანტიბაქტერიული საშუალებაა. კუჭის აშლილობისას მაშინათვე შველის, რაც სალაშქრო სიტუაციაში სწორედაც დროულია.

ყველაზე მნიშვნელოვანი - როცა რამე ადგილს მიაღწევ, აუცილებლად უნდა დალოცო იქაური სალოცავები და ადგილის დედა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხიფათს უნდა ელოდო. ისე, თუ სასმელი არ გაქვთ, წყლით მაინც უნდა დაილოცოთ, თორემ მახსოვს როგორ დაგვსეტყვა აბუდელაურმა, როცა ღამის 2 საათზე დაბანაკებულებს გამომრჩა ადგილის დედა და წმინდა სალოცავები დამელოცა.

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 07 სექ 2007, 03:21
by Archil
Rivium wrote:აუ ხალხო საძილე ტომარა აუცილებელია ლაშქრობაში? :cry:
საჭიროა, თუმცა მის გარეშედაც შეიძლება გაძლოს კაცმა.
ჩარგალში, როდესაც კარავში ვეღარ შევძელი ძილი (ჩემს საძილეს კოტეტბელსაც ვუნაწილებდი, ზურგი მეყინებოდა და ისევ გარეთ გასვლა ვარჩიე), ცეცხლის გვერდით წამოვწექი მიწაზე, ცეცხლის სითბო გაყინვისაგან მიცავდა და უფრო თბილოდა, ვიდრე კარავში ნახევრად საძილეში გახვეულს.

ისე, კარვის გარეშეა შესაძლებელი გაძლება, ცელოფანს გადააფარებ საძილეს და აგრძელებ ძილს, მაგრამ სჯობია საძილე გქონდეს და არ გქონდეს კარავი, ვიდრე პირიქით. როცა ორივე გაქვს, კარგია :) თუმცა მე კარავში მხოლოდ წვიმის დროს შევდივარ.

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 08 სექ 2007, 00:49
by GAMARJOBA SAKARTVELO
Archil wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:რაღაც ვერაფერი წავიკითხე ალკოჰოლზე
ხუმრობ? მაგი რა დასაწერია, მაგი ისედაც ყველამ იცის.... :lol: :lol: :lol:

ისე, ლაშქრობისას სპირტიან სასმელებს თავისი დოზა და მნიშვნელობა აქვს. ძირითადად არაყი გამოიყენება, ანუ სპირტიანი სასმელი და ნაკლებად ღვინო და ლუდი (ნუ, ლოკოკინასათვის შეიძლება, ძალიან უყვარს ლუდი :) )

არაყი გამოიყენება გასათბობად, ზოგ შემთხვევაში გასამხნევებლადაც (ცოტა რომ გაქვს დარჩენილი გზა და სხეული ტეხვას რომ გიწყებს, მაშინ მხნეობას გმატებს და ხალისით გადიხარ ბოლომდე), ვირუსების და ბაქტერიებისგან თავის დასაცავად, მარილთან ერთად არაყი საუკეთესო ანტიბაქტერიული საშუალებაა. კუჭის აშლილობისას მაშინათვე შველის, რაც სალაშქრო სიტუაციაში სწორედაც დროულია.

ყველაზე მნიშვნელოვანი - როცა რამე ადგილს მიაღწევ, აუცილებლად უნდა დალოცო იქაური სალოცავები და ადგილის დედა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხიფათს უნდა ელოდო. ისე, თუ სასმელი არ გაქვთ, წყლით მაინც უნდა დაილოცოთ, თორემ მახსოვს როგორ დაგვსეტყვა აბუდელაურმა, როცა ღამის 2 საათზე დაბანაკებულებს გამომრჩა ადგილის დედა და წმინდა სალოცავები დამელოცა.
კგ რჩევაა შენის მხრიდან

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 08 სექ 2007, 10:12
by Wanderer
Archil
თუმცა მე კარავში მხოლოდ წვიმის დროს შევდივარ.
და მაშინ როდესაც შეგიშვებენ... :D :D :D :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 09 სექ 2007, 20:49
by Archil
Wanderer wrote:Archil
თუმცა მე კარავში მხოლოდ წვიმის დროს შევდივარ.
და მაშინ როდესაც შეგიშვებენ... :D :D :D :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
როცა დამჭირვებია, ყოველთვის შევუშვივარ, ასე რომ შენ მაგაზე ნუ ნაღვლებ და ნუ ოფტოპიკობ.... ძალიან ჩამორჩი სიტუაციას, აპგრეიდი გჭირდება ჩემო კარგო... ;)

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 19 სექ 2007, 11:29
by Domeniko
კარგი სიაა, თუმცა მე დავამატებდი კაპრონის ძაფს, სადგისს, და მსხვილ ნემსს, ეს იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ზურჩანთის სამაგრი გაუწყდა, ხდება ხოლმე, სამწუხაროდ :(

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 19 სექ 2007, 16:27
by გვალდა
კარგია შოკოლადი, 85%-კაკაო შემცველობით. გზადაგზა რო ეცუცქნავები. :lol:

P.S. და კუტასეპტის სადეზინფექციო ხსნარი, იდეალურია ჭრილობის ეგრევე შესახორცებლად, ვინიცობაა და ლურსმანს დააბიჯე, ხელი გაიჭერი...

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 19 სექ 2007, 18:42
by Archil
Domeniko

მახათი კაი იდეაა, ზოგჯერ საჭიროა....


შოკოლადის გარდა კაია ქიშმიში, ზოგჯერ ჩამიჩსაც რომ ეძახიან, კიდევ მიწის თხილი, ჩურჩხელა, შოკოლადის სხვადასხვა სასუსნავები - ლუნა, და ეგეთები... კამფეტები. ასე კაია ყავის წაღება და ცივი ყავის მომზადება - მასტიმულირებელი ეფექტი აქვს.

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 20 სექ 2007, 12:03
by Naia
და კიდევ აუცილებელია: ლეომიცეტინი, ვალიდოლი და სპირტი :)

რა იცი რა ხდება :roll:

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 20 სექ 2007, 12:23
by Archil
ლეიკოპლასტირები მართლა საჭიროა, უფრო ხშირადაა საჭირო, ვიდრე ვალიდოლი. სიარულისას გაფხაჭნები, კანის გადახეხვები და ეგეთები მოსული პონტია და მაგ დროს ლეიკოპლასტირის გადაკვრა შველის

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 20 სექ 2007, 12:26
by Naia
Archil wrote:ლეიკოპლასტირები მართლა საჭიროა, უფრო ხშირადაა საჭირო, ვიდრე ვალიდოლი. სიარულისას გაფხაჭნები, კანის გადახეხვები და ეგეთები მოსული პონტია და მაგ დროს ლეიკოპლასტირის გადაკვრა შველის
ვალიდოლი რომ არ მქონოდა ხადას ხეობაში ცეცხლიჯვარზე ვერ ავაღწევდი :)

არ დაგამძიმებთ, სასარგებლო რამეა, თუ თქვენ არა სხვას გამოადგება ;)

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 20 სექ 2007, 13:52
by Archil
Naia

თუ არ ვცდები აბუდელაურზეც გამოგვადგა მაგი. მაგის წინააღმდეგი ნამდვიალდ არ ვარ, უბრალოდ ლეიკოპლასტირი მე უფრო ხშირად დამჭირვებია და .. (ვალიდოლი არცერთხელ :) )

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 20 სექ 2007, 14:38
by Druides
მართალია საქართველოში არა მაგრამ სადაც წყლის პრობლემააა წყლის გამწმენდი სხვადასხვა საშუალებები

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 21 სექ 2007, 01:29
by Mao
Archil
ver dagetanxmebi tsivi yavis taobaze!!!!!!!!!!!!!!!!!!
tsudia!

ლაშქრობაში წასაღები ნივთების სია

Posted: 21 სექ 2007, 13:23
by Archil
Mao

გამიგია რომ ცივი ყავა გულზე ურხევს ხოლმე, თუმცა მე რომ დამილევია, ენერგიას მმატებს და...

მეტი დაწერე პლიიზ, თუ იცი რაა მისი ნაკლი