Page 10 of 12

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 26 მაი 2010, 00:28
by GAMARJOBA SAKARTVELO
საქართველოში ღორის გრიპის 100 000 ვაქცინა შემოუტანით

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 26 მაი 2010, 00:34
by teo-
GAMARJOBA SAKARTVELO
ვა ეხლა??
ყოჩაღ


:lol:

არადა რომელიმე ქვეყანა ექსპერიმენტს ატარებს :lol:

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 12 აგვ 2010, 03:51
by GAMARJOBA SAKARTVELO
დამაიდებელი ცნობა, რომელიც ტელეკომპანია რ2მა გაავრცელა:

`ეიჩ-1 ენ-1-ის` პანდემია დასრულდა
11.08.10 15:44
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ `ღორის გრიპის` პანდემია დასრულებულად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მარგარეტ ჩანის განცხადებით, ვირუსი არც ისე საშიში აღმოჩნდა, როგორც ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

მისივე თქმით, `ეიჩ-1 ენ-1-ს` არც მუტაცია განუცდია, რაც იმას ნიშნავს, რომ შარშან შექმნილი ვაქცინა მის შესაჩერებლად ეფექტური რჩება.

ღორის გრიპის პანდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2009 წელს გამოაცხადა. პირველი შემთხვევები მექსიკაში გამოვლინდა და ორ თვეში 100-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. ოფიციალური მონაცემით, მსოფლიოში ღორის გრიპით 18500 ადამიანი დაიღუპა.

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 13 აგვ 2010, 19:00
by meleksa
აქამდე "მძვინვარებდა"? :roll:

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 21 აგვ 2010, 01:04
by GAMARJOBA SAKARTVELO
meleksa wrote:აქამდე "მძვინვარებდა"? :roll:
რა ვიცი, აბა?
არაოფიციალურად ღორის გრიპით 100 000 ადამიანი მინც დაავადა.
32 (ოფიციალურად) კი გარდაიცვლა

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 28 ნოე 2010, 01:41
by GAMARJOBA SAKARTVELO
ღორის გრიპის თაობაზე მსოფლიოში ახალი მოთქმაა.
თემას პრესა.გე ეხმაურება.
იხილეთ ბმული
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=2092
და წერილი:

[დავით კირვალიძე]

“ღორის გრიპი” ბრუნდება.

ზამთრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ.

26 წლის ქალბატონს ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. ჯანდაცვის მინისტრი მომხდარის მიუხედავად აცხადებს, რომ პანდემიის საშიშროება არ არსებობს და ამავე მიზეზით სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობას ვერ ხედავს. ამასთან სანდრო ურუშაძის თქმით, ქვეყანაში საჭირო მედიკამენტების საკმარისი რაოდენობაა.

მინისტრი მოსახლეობას სთხოვს, ვირუსის პირველივე გამოვლენისთანავე სამედიცინო პერსონალს მიმართოს. სამინისტროს ინფორმაციითვე, ვირუსმა სეზონური გრიპის სახე მიიღო და მისი შემთხვევების მატებას დეკემბრის ბოლოდან ელოდებიან.

ე.წ. “ღორის გრიპის” გავრცელების საშიშროების გამო 033-ის ექიმებმა სპეციალური ინსტრუქტაჟი მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო თათბირზე გადაუადებელი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებიც გადაეცათ.

საჭიროების შემთხვევაში ღორის გრიპით ინფიცირებულ პაციენტებს რეგიონებიდან თბილისში გადმოიყვანენ. უკვე მომზადებულია სპეციალური პალატები, სადაც მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში ინფიცირებულებს მოათავსებენ.
საქართველოში H1N1 ვირუსის პირველი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შემთხვევების გახშირებას დეკემბრის ბოლოსთვის ელოდებიან.

აქართველოში “ღორის გრიპის” გამწვავებას ერთ თვეზე მეტია ელოდებიან. დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე შოთა ცანავას ჯერ კიდევ შუა ოქტომბერში აცხადებდა, რომ საქართველოში შემოდგომა-ზამთრის პერიოდში H1N1-ის ვირუსის გამწვავება მოსალოდნელი იყო.

“ეს იქნება ისეთივე ჩვეულებრივი გრიპი, როგორც სხვები, ხოლო ვირუსის ეპიდემიურობა არაა გამორიცხული, თუმცა, განსაკუთრებით საგანგაშო შედეგები არ ივარაუდება”, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

“ვირუსის სრული იზოლირება შეუძლებელია. თუ ნებისმიერ ორგანიზებულ კოლექტივში ვირუსით დაინფიცირებული გამოჩნდება, უნდა მოვხდანოთ მისი იზოლირება ჯანმრთელი ადამიანებისგან დასაცავად. ვირუსის თავიდან ასაცილებლად საჭიროა პირბადეების სწორად და კარგად გაკეთება. დაუშვებელია მისი მრავალჯერადი გამოყენება”, - ამბობს ცანავა.

ე.წ. ღორის გრიპი შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება: თავის ტკივილი, ტემპერატურის მატება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს 2000-მდე მოქალაქე დაინფიცირდა, აქედან 40-მდე გარდაიცვალა. თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ამ ადამიანებს “ღორის გრიპი” სულაც არ ჰქონდათ და ჯანდაცვის სამინისტრომ ვითარების დრამატიზირება მოახდინა.

სხვათა შორის, ვირუსების და კონკრეტულად გრიპის ვირუსების «დაბრუნების» შემთხვევები ადრეც მრავალგზის დაფიქსირებულა. მაგალითად, ამ გაზაფხულზე რუმინეთის ერთ-ერთ რაიონში, უკრაინის საზღვართან კერძო მეფრინველეობის ფერმაში ე.წ. ფრინველის გრიპის აფეთქება დაფიქსირდა.

ეს ევროპაში 2010 წელს ვირუსის აფეთქების ოფიციალურად დადასტურებული პირველი შემთხვევა იყო. ამ დრომდე ე.წ. ქათმის გრიპის ბოლო აფეთქება გერმანიაში 2009 წლის მარტში დაფიქსირდა.

ქათმის გრიპით უპირატესად ფრინველები ავადდებიან. თუმცა მათთან მჭიდრო კონტაქტის შედეგად დაავადება ადამიანებსა და სხვა ძუძუმწოვრებს ადვილად გადაეცემა. ადამიანებში დაავადება მძიმედ ვითარდება და ხშირად ლეტალური შედეგით სრულდება. ამ დრომდე ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 29 ნოე 2010, 09:31
by ლეონტი
მე მაქვს ვირუსთან ბრზოლის შემდეგი სტრატეგია:
პირველივი მწვავე ნიშნების დროს ვყიდულობ გომის წიწაკის არაყს და ვსვამ რამდენიც შემიძლია, ძირითადად 0.75 ბოთლის 60-70 %. მერე ვიძინებ.
თუ მეორე დღეს შემიბრუნა ვიმეორებ.
შედეგი 100% იანია, რადგან ვირუსს ვერცერთი მედიკამენტი ვერ ანადგურებს, სპირტი და წიწაკა კი კლავს.
ერთი ეგაა რომ ღვიძლი არ უნდა გქონდეს ავადმყოფი, რაც სასმელის მონელების საშუალებას იძლევა და თავადაც დაზიანებას არ განიცდის.

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 29 ნოე 2010, 09:33
by Kavtaradze
ახ ქაქოი ხაროში პროცეს დარაგოი ლეონტი

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 29 ნოე 2010, 15:41
by mariamooo
ლეონტი wrote:მე მაქვს ვირუსთან ბრზოლის შემდეგი სტრატეგია:
პირველივი მწვავე ნიშნების დროს ვყიდულობ გომის წიწაკის არაყს და ვსვამ რამდენიც შემიძლია, ძირითადად 0.75 ბოთლის 60-70 %. მერე ვიძინებ.
თუ მეორე დღეს შემიბრუნა ვიმეორებ.
შედეგი 100% იანია, რადგან ვირუსს ვერცერთი მედიკამენტი ვერ ანადგურებს, სპირტი და წიწაკა კი კლავს.
ერთი ეგაა რომ ღვიძლი არ უნდა გქონდეს ავადმყოფი, რაც სასმელის მონელების საშუალებას იძლევა და თავადაც დაზიანებას არ განიცდის.
ცოტათი უფრო იოლი მეთოდი არ არსებობს? :D ლიმნიანი ჩაის გარდა... მაგას ვერ შევძლებ, არადა მაგრად მიჭირს ახლა ვირუსების საკითხში :(:(

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 30 ნოე 2010, 00:43
by Archil
უკრაინული პერცოვკა მაგარი რამეა.

უკრაინაში ზამთარში, სიცივეში, ტანში სიცივეს რომ ვიგრძნობდი, ჩავურტყავდი პერცოვკას და მერე თუ გინდა ყინვაში გადი, ჯანზე მოყავდი მაგრად. ჯიგარი რამეა მე და ჩემმა ღმერთმა

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 02 დეკ 2010, 11:05
by ლეონტი
Kavtaradze wrote:ახ ქაქოი ხაროში პროცეს დარაგოი ლეონტი
ფრავილნა, ვსემ ფრაცესამ ფრაცეს.
ა ქაგდა ბუდიმ ლიჩითსია?

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 02 დეკ 2010, 11:34
by აცაბაცა
ია ფაჩთI კაჟდიი დენ თაქ ლეჩუს თოლქო ადნამუ სკუჩნოვატო მოჟეტ სააბარაზიმ???

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 02 დეკ 2010, 14:47
by ლეონტი
დრუგ, ნა თრაიხ სქინემსია?

Image

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 02 დეკ 2010, 15:37
by აცაბაცა
შუაში რომ წევს კაცური კაცია.... აბა მაგიდაზე ძილი რა კაცობაა???

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 04 დეკ 2010, 20:36
by arcivi9
ლეონტი wrote:დრუგ, ნა თრაიხ სქინემსია?

Image
საინტერესოა, რას აკეთებს ამ დროს ქალაქის დასუფთავების სამსახური? არ მუშაობენ? :roll: