Page 1 of 1

მინდა Pajero IO-ს კარებზე დასამაგრებელი საწვიმარი(ვეტრავიკი)

Posted: 16 ოქტ 2010, 11:31
by amigo
ჩემს პაჯერო იო-ს არ აქვს საწვიმარი. კარების თავზე რომ არის ხოლმე დამაგრებული აი ის. ამის გამო წვიმიან ამინდში ფაქტიურად ფანჯარას ვერ ვწევ ქვემოთ, მომენტალურად შემოდის წყალი, თან ამ მანქანას ისეთი ფორმა აქვს რომ წყალი პირდაპირ მოჟონავს გემრიელად :(

ვეძებე ბაზრობებზე და ვერსად ვნახე ეს საწვიმარი. ხომ არ იცით ვინმემ სად შეიძლება შევიძინო? 4 კარიანი პაჯერო იო მყავს.

მინდა Pajero IO-ს კარებზე დასამაგრებელი საწვიმარი(ვეტრავიკი)

Posted: 16 ოქტ 2010, 11:48
by keto
ადრე www.myauto.ge-ზე ვნახე 80$ ყიდდა ვირაც. გადაათვალიერე ავტონაწილების განყოფილება, იქნებ იყოს ისევ. თუ არადა თემქაზე იმ აფერისტ გელას ექნება, დაურეკე, 9მაგ ფასს გეტყვის ოღონდ :?

მინდა Pajero IO-ს კარებზე დასამაგრებელი საწვიმარი(ვეტრავიკი)

Posted: 16 ოქტ 2010, 11:52
by keto
http://myauto.ge/parts_details.php?part_id=1848271
აქაა, ოღონდ მარტო მარჯვენა მხარე.

მინდა Pajero IO-ს კარებზე დასამაგრებელი საწვიმარი(ვეტრავიკი)

Posted: 16 ოქტ 2010, 21:30
by Naia
უი, მაგას მეც ვეძებ. თან მარტო მარჯვენას, მაგრამ 80$ ცოტა არ იყოს ძვირია...

მინდა Pajero IO-ს კარებზე დასამაგრებელი საწვიმარი(ვეტრავიკი)

Posted: 16 ოქტ 2010, 23:28
by keto
Naia

მოიცა, არც შენსას არ აქვს?? :shock: ჰო, ცოტა კი არა, ძალიან მეძვირება, 2 ცალი პლასტმასია რა

მინდა Pajero IO-ს კარებზე დასამაგრებელი საწვიმარი(ვეტრავიკი)

Posted: 17 ოქტ 2010, 01:16
by Naia
keto
ჰქონდა, მაგრამ ყინულზე სრიალის დროს დამიზიანდა :D

მინდა Pajero IO-ს კარებზე დასამაგრებელი საწვიმარი(ვეტრავიკი)

Posted: 17 ოქტ 2010, 13:35
by Mariam
მიცუბიშის ნაწილებს მე ამათთან ვყიდულობ ხოლმე. ძვირია თუ იაფია არ ვიცი, უბრალოდ რამდენჯერმე სხვაგან ვერ ვიშოვე და ამათ ჰქონდათ.

899 97 79 34 ვალერი
899 10 01 12 ლევანი

ქუთაისის თუ სამტრედიის თუ რაღაცის ქუჩა რომაა წერეთლის გადაკვეთაზე, იქ აქვთ მაღაზია.

ბოლო დროს ქვევრს სადღაც სანზონაში დაჰყავს ხოლმე ჩვენი მანქანა, როცა რამე დასჭირდება. მე არ ვყოფილვარ და ზუსტი მისამართი არ ვიცი. როგორც ამბობს, უამრავი დაშლილი იო აქვთო და რამე რომ დასჭირდებათ, რომელიმე მანქანას მოაძრობენ და დაგიყენებენო. მარტო იო-ზე მუშაობენო მგონი.
გიორგი რომ ჩამოვა იტალიიდან, დეტალებს დავაზუსტებ.

მინდა Pajero IO-ს კარებზე დასამაგრებელი საწვიმარი(ვეტრავიკი)

Posted: 17 ოქტ 2010, 16:41
by keto
Mariam
Naia
ეს ლევანი ოფროუდერი Lევანია, ნაი, ჩვენ რომ ვიცნობთ ის. იქ, სანზონაში მართლა ყველაფერი აქვთ, მაგრამ საშინლად მეძვირეები არიან :((

მინდა Pajero IO-ს კარებზე დასამაგრებელი საწვიმარი(ვეტრავიკი)

Posted: 17 ოქტ 2010, 23:20
by navigator
ლევანის ახლები აქვს, ცხადია ისე იაფად ვერ მოგცემთ როგორც ნახმარს, მარა არც ნაგავს შეგტენით ძვირად, არ მოგატყუებთ.

მინდა Pajero IO-ს კარებზე დასამაგრებელი საწვიმარი(ვეტრავიკი)

Posted: 17 ოქტ 2010, 23:46
by nagli33
Mariam wrote:მიცუბიშის ნაწილებს მე ამათთან ვყიდულობ ხოლმე. ძვირია თუ იაფია არ ვიცი, უბრალოდ რამდენჯერმე სხვაგან ვერ ვიშოვე და ამათ ჰქონდათ.

899 97 79 34 ვალერი
899 10 01 12 ლევანი

ქუთაისის თუ სამტრედიის თუ რაღაცის ქუჩა რომაა წერეთლის გადაკვეთაზე, იქ აქვთ მაღაზია.

ბოლო დროს ქვევრს სადღაც სანზონაში დაჰყავს ხოლმე ჩვენი მანქანა, როცა რამე დასჭირდება. მე არ ვყოფილვარ და ზუსტი მისამართი არ ვიცი. როგორც ამბობს, უამრავი დაშლილი იო აქვთო და რამე რომ დასჭირდებათ, რომელიმე მანქანას მოაძრობენ და დაგიყენებენო. მარტო იო-ზე მუშაობენო მგონი.
გიორგი რომ ჩამოვა იტალიიდან, დეტალებს დავაზუსტებ.

ხო სანზონაშია კაი გემრიელი ბაზრობა (დაშლილები 2):D
ფეიქრების ქუჩაა,

მინდა Pajero IO-ს კარებზე დასამაგრებელი საწვიმარი(ვეტრავიკი)

Posted: 21 ოქტ 2010, 10:30
by amigo
გმადლობთ გამოხმაურებისთვის,

სანზონაში გელას არ აქვს, მითხრა, მხოლოდ 2 კარიანი პაჯერო იოსთვის მაქვსო :(
ქუთაისის ქუჩაზეც არ აქვთ (ლევანთან) :(

nagli33
ფეიქრების ქუჩაზე არ ვიცი, მე სანზონაში ლუკოილის ბენზოგასამართი სადგურის უკან რომ არის დაშლილები იქ ვურეკავ ხოლმე გელას. ფეიქრების ქუჩა გლდანის ხიდებთან არ არის?

მინდა Pajero IO-ს კარებზე დასამაგრებელი საწვიმარი(ვეტრავიკი)

Posted: 21 ოქტ 2010, 14:04
by Kakha
amigo
კი, მანდაა ფეიქრების ქუჩა სადაც ამბობ, გლდანის ხიდებთან. მთავარი გზის რომელიც სანზონას აკავშირებს გლდნთან (სახელი დამავიწყდა) პარალელურია ქუჩაა მტკვრის მხარეს.