Page 1 of 1

იყიდება ხევსურული ყველი

Posted: 13 ოქტ 2010, 13:02
by Naia
მუცოდან ჩამოვიდა კარაველებისთვის კარგად ცნობილი ავთო დაიაური და გასაყიდად ჩამოიტანა ხევსურული ყველი. 1 კგ-ს 7 ლარად ყიდის. ავთო ზეგ, 15 ოქტომბერს 18.30 სთ-ზე იქნება ორბელიანის (ყოფ. კოლმეურნეობის) მოედანზე, ყვავილების ბაზრობასთან.

ვიცი, რომ კარაველები ძალიან ჰყვარობენ ხევსურულ ყველს. ასე, რომ ჩამოვწეროთ ვის რამდენი კილო გვინდა და წინასწარ ვუთხრათ ავთოს. იჩქარეთ, ავთო რამდენიმე დღით ჩერდება ბარში. მერე ზამთრის მარაგი უნდა იყიდოს და ხევსურეთში დაბრუნდეს.

იყიდება ხევსურული ყველი

Posted: 13 ოქტ 2010, 13:38
by ლეონტი
1 თავს ავიღებდი მარა... ვერ მოვხვდები მაგ ადგილას , მაგ დღეს...

იყიდება ხევსურული ყველი

Posted: 13 ოქტ 2010, 15:23
by Naia
ლეონტი wrote:1 თავს ავიღებდი მარა... ვერ მოვხვდები მაგ ადგილას , მაგ დღეს...
არა უშავს, ვინც მოვხვდებით გიყიდით და წამოგიღებთ :)

იყიდება ხევსურული ყველი

Posted: 13 ოქტ 2010, 18:17
by GAMARJOBA SAKARTVELO
2 კგ ყველს მე ვიყიდი

იყიდება ხევსურული ყველი

Posted: 13 ოქტ 2010, 18:37
by popins
2 კგ.ს ავიღებ


მეცა
და თავი რამდენ გრამიანია?
თუ კილოგრამიანია? :roll:

და ბევრი ექნება ?ვუთხრა კიდევ ვინმეს?

იყიდება ხევსურული ყველი

Posted: 13 ოქტ 2010, 19:17
by Hereti
ეგ გუდის ყველს რომ ეძახიან ეგაა?

იყიდება ხევსურული ყველი

Posted: 13 ოქტ 2010, 20:57
by Tamari-ch.
Naia wrote:მუცოდან ჩამოვიდა კარაველებისთვის კარგად ცნობილი ავთო დაიაური და გასაყიდად ჩამოიტანა ხევსურული ყველი. 1 კგ-ს 7 ლარად ყიდის. ავთო ზეგ, 15 ოქტომბერს 18.30 სთ-ზე იქნება ორბელიანის (ყოფ. კოლმეურნეობის) მოედანზე, ყვავილების ბაზრობასთან.

ვიცი, რომ კარაველები ძალიან ჰყვარობენ ხევსურულ ყველს. ასე, რომ ჩამოვწეროთ ვის რამდენი კილო გვინდა და წინასწარ ვუთხრათ ავთოს. იჩქარეთ, ავთო რამდენიმე დღით ჩერდება ბარში. მერე ზამთრის მარაგი უნდა იყიდოს და ხევსურეთში დაბრუნდეს.
შეიძლება მაგ დროს მოვხვდე მანდ - 10 ლარისას (1,5 კგ) ავიღებდი..
და ვინ ვნახო და სად?
:roll:

იყიდება ხევსურული ყველი

Posted: 13 ოქტ 2010, 22:44
by ARCHILI
გაუძვირებიათ ხევსურებს ყველი, შარშან 5,5 და 6 ლარი ღირდა.


შოთა წიკლაურმა აშკარად გააფუჭა ყველის ხარისხი და ეს როგორია?

:roll:

იყიდება ხევსურული ყველი

Posted: 14 ოქტ 2010, 00:52
by guruli
ეუფ!!! :cry:
არადა, მინდა ხევსურული ყველი.

იყიდება ხევსურული ყველი

Posted: 15 ოქტ 2010, 12:00
by popins
ARCHILI

ხევსურეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია და დანარჩენ საქართველოში თუ გაიზარდა ყველაფერზე ფასი..მაგათმა რა დააშავეს?


Naia

მოკლედ მანდ ვარ 18.30 წუთზე მიუხედავად იმისა რომ სიცხე მაქვს
:(

იყიდება ხევსურული ყველი

Posted: 15 ოქტ 2010, 13:26
by Naia
ხალხ, ახლა დავრეკე ყველზე და 8 კილოს გამო არ უღირს ავთოს რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლაო :(

იყიდება ხევსურული ყველი

Posted: 15 ოქტ 2010, 22:41
by popins
ზოგი რა თარსია

:roll: