იყიდება მზის წყლის გამაცხელებლები და არამარტო-www.causo.ge

სამოგზაურო აღჭურვილობის ყიდვა-გაყიდვა

Moderators: Druides, Nika, Druides, Nika, Druides, Nika, Druides, Nika

User avatar
NeoZ
მაწანწალა
Posts: 344
Joined: 18 აგვ 2008, 10:09
Location: თბილისი, საქართველო
იყიდება მზის წყლის გამაცხელებლები და არამარტო-www.causo.ge

Post by NeoZ » 02 ივნ 2010, 14:08

დაზოგეთ მიმდინარე ხარჯები და გაუფრთხილდით ბუნებას!

Image

Image


ვისაც თავად გსურთ დარწმუნება ეფექტურობაში გვეწვიეთ ჩვენს ოფისში და ნახეთ უკვე დამონტაჟებული სისტემა მუშაობაში.

http://www.causo.ge


სურათებს განვაახლებ მოგვიანებით. საიტიც მალე დამთავრდება.
Life after road.

В любом деле ценится хороший инструмент: он не просто облегчает труд – он вызывает желание работать.


User avatar
NeoZ
მაწანწალა
Posts: 344
Joined: 18 აგვ 2008, 10:09
Location: თბილისი, საქართველო
იყიდება მზის წყლის გამაცხელებლები და არამარტო-www.causo.ge

Post by NeoZ » 03 ივნ 2010, 18:45

Hereti

სისტემების არჩევანი საკმაოდ დიდია, სურათები ნიმუშად დავდე მხოლოდ.

საიტი რომ დასრულდება იქაც იქნება ფასები.

ესეც ატვირთული

გადმოსაწერი ლინკი:Caucasus Solar SWH PL 2010.04.22.pdf
http://bin.ge/file/1040/Caucasus-Solar- ... 2.pdf.html
Life after road.

В любом деле ценится хороший инструмент: он не просто облегчает труд – он вызывает желание работать.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
იყიდება მზის წყლის გამაცხელებლები და არამარტო-www.causo.ge

Post by Hereti » 04 ივნ 2010, 19:31

160 ლიტრიანი მინდა, ხოდა რამოდენიმე ნაირი გაქვთ, უწნევო, წნევიანი გაყოფილ წნევიანი ხოოდა იქნებ მოკლედ ამიხსნა რა განსხვავებაა მაგათ შორის რადგან ფასში დიდი სხვაობაა,
კიდე ის მაინტერესებს გარანტია რამდენი წელი აქვს
და განვადება გაქვთ თუ არა
კიდევ მარტო წყალს აცხელებს თუ მაგ ენერგიის დენის წყაროდ გამოყენებაც შეიძლება??
მადლობა წინასწარ

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
იყიდება მზის წყლის გამაცხელებლები და არამარტო-www.causo.ge

Post by anano » 04 ივნ 2010, 20:29

მე დავრწმუნდი , ისრაელში თითქმის ყველა სახლის სახურავზე ნახავთ, მსგავს მოწყობილობებს...
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
იყიდება მზის წყლის გამაცხელებლები და არამარტო-www.causo.ge

Post by Hereti » 04 ივნ 2010, 20:45

გავუფრთხილდეთ ბუნებას და გაგვიფრთხილდება ის ჩვენც

Moqandake
მაწანწალა
Posts: 310
Joined: 23 ივნ 2009, 00:15
Location: საქARTველო
Contact:
იყიდება მზის წყლის გამაცხელებლები და არამარტო-www.causo.ge

Post by Moqandake » 05 ივნ 2010, 00:54

მე დამჭირდება ჩემი სახლი-სახელოსნოსთვის, როდის იქნება შესაძლებელი დეტალების და ფასების დაზუსტება?
ჩემი N. 899 257517 თუ შეიძლება რომ გამირკვიოთ.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
იყიდება მზის წყლის გამაცხელებლები და არამარტო-www.causo.ge

Post by Wanderer » 05 ივნ 2010, 10:52

NeoZ
მე უბრალოდ წარმატებას გისურვებ იმიტომ, რომ ეს არის ძალიან ძალიან მაგარი საქმე! :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
NeoZ
მაწანწალა
Posts: 344
Joined: 18 აგვ 2008, 10:09
Location: თბილისი, საქართველო
იყიდება მზის წყლის გამაცხელებლები და არამარტო-www.causo.ge

Post by NeoZ » 05 ივნ 2010, 20:05

Hereti
160 ლიტრიანი მინდა, ხოდა რამოდენიმე ნაირი გაქვთ, უწნევო, წნევიანი გაყოფილ წნევიანი ხოოდა იქნებ მოკლედ ამიხსნა რა განსხვავებაა მაგათ შორის რადგან ფასში დიდი სხვაობაა,
კიდე ის მაინტერესებს გარანტია რამდენი წელი აქვს
და განვადება გაქვთ თუ არა
კიდევ მარტო წყალს აცხელებს თუ მაგ ენერგიის დენის წყაროდ გამოყენებაც შეიძლება??
მადლობა წინასწარ
ბოდიშს გიხდი დაგვიანებული პასუხისათვის, მაღაზიას ვამთავრებთ ეხლა, რომელსაც მომდევნო კვირაში გავხსნით საბურთალოს 43-ში.

უწნევო სისტემა:

ავზი არის ღია ტიპის, ანუ მასში წნევა არ არის, თუმცა თერმოსულია რათა შეინარჩუნოს მიღებული ტემპერატურია, ისევე როგორც ყველა სხვა ტიპის სისტემის ავზი. წყალი შედის ზევიდან, წყლის შესვლას აკონტროლებს შევსების მაჩვენებელი, რომელიც ავტომატურად ავსებს წყლის ავზს დაყენებული პარამეტრის მიხედვით. წყლის მოხმარება ხდება მისი თვითდინებით.

ამ ტიპის სისტემაში წყალი ჩადის ვაკუუმურ მილებში და ცხელდება მზის ენერგიით. ფიზიკის კანონის მიხედვით ცხელი წყალი მსუბუქია და ადის ავზში ზემოთ, ხოლო შედარებით ცივი მძიმეა და ჩადის მილებში, ასეთი ბუნებრივი ცირკულაციით ცხელდება წყალი ავზში.

ამ ტიპის სისტემა გვაქვს დამონტაჟებული მაღაზიის სახურავზე და გახსნის შემდეგ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს და ნახოს მუშაობაში.


წნევიანი ინტეგრირებული:

ვაკუუმურ მილებში მოთავსებულია სპილენძის დალუქული მილები, რომელშიც არის სპეციალური სითხე. აღნიშნული სითხე გაცხელებისას ადის მილის ზედა ნაწილში, რომელიც მოთავსებულია ავზში და გადასცემს წყალს სითბოს. სისტემის სიმძლავრის მიხედვით ასეთი ვაკუუმური და შესაბამისად სპილენძის მილების რაოდენობა განსხვავებულია. ავზში არის სპილენძის სპირალი, რომელშიც წნევით გადის გამავალი წყალი და იგი ამ სპირალში გავლის დროს იღებს ავზში არსებულ ტემპერატურას.

წნევიანი გაყოფილი

ვაკუუმურ მილებში მოთავსებულია სპილენძის დალუქული მილები შედის სპილენძის რადიატორში, რომელიც უკავშირდება ცალკე მდგომ დახურული ტიპის (წნევიან) ავზს ცალკე კონტურით. როდესაც სპილენძის რადიატორში უფრო მაღალი ტემპერატურაა ვიდრე ავზში, საცირკულაციო ნასოსი ირთვება და ახდენს გაცხელებული წყლით ავზში არსებული წყლის გაცხელებას.

ავზზე მიერთებულია შემავალი ცივი წყალი და გამავალი ცხელი წყალი, სისტემაში წნევით.

ყველა ტიპის სისტემას მოყვება დენის გამაცხელებელი რომელიც დგება ავზზე და გვაძლევს საშუალებას მოვიხმაროთ ცხელი წყალი მაშინა კი როდესაც რამოდენიმე დღე არ არის მზე (კრიზისი მზის წყლის გამაცხელებელი სისტემებისათვის).

ყველა ტიპის სისტემას მოყვება მართვის პულტი, რომლითაც პროგრამირდება მუშაობის პრინციპი (აუცილებელი ცხელი წყალი დროის კონკრეტულ მონაკვეთში).

მონტაჟი თბილისის ფარგლებში საშუალოდ ღირს 300-დან 500 ლარამდე, დამოკიდებულია მანძილზე ავზიდან სისტემაში ჩართვის წერტილამდე.

მზის წყლის სისტემები და მზის ელექტრო სისტემები ცალ-ცალკე სისტემებია.

მაშინ როდესაც წყლის სისტემები ხელმისაწვდომია ჩვეულებრივი მომხმარებლებისათვის და მათი შეძენის და ექსპლუატაციის მიზანი და შედეგი ძირითადად ცხელი წყლის მიღებაზე გამოყენებული გაზის და დენის ხარჯის შემცირება და რეალური ეკონომიაა, ელექტრო სისტემების ფასიდან გამომდინარე ჯერ-ჯერობით (სანამ ტექნოლოგია ძვირია) მათი მოხმარება მიზანშეწონილია შემდეგ ადგილებზე:

1. დაშორებული ადგილები ცენტრალური ელექტრო სისტემიდან:
ა. სასტუმრო სახლები დაცულ ტერიტორიებზე და ნაკრძალებში;
ბ. სასაზღვრო პუნქტები;
გ. გადამცემი და სარელეო ანძები;
დ. ცენტრებს მოწყვეტილი სახლები, სკოლები, ადმინისტრაციული
შენობები, სასტუმროები და ა.შ.


2. ისეთი ადგილები სადაც ელ. ენერგიის მოხმარება მხოლოდ დროის მოკლე მონაკვეთშია საჭირო, ხოლო ცენტრალურ ელექტრო სისტემაში ჩართვა რთული და/ან ძვირია.

გარანტია

2 წელი სერვისზე და ნაწილებზე. ადგილზე გვაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ რომელიმე დეტალის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მისი გამოცვლა ან შეკეთება მოხდეს ოპერატიულად.

Moqandake
მე დამჭირდება ჩემი სახლი-სახელოსნოსთვის, როდის იქნება შესაძლებელი დეტალების და ფასების დაზუსტება?
ჩემი N. 899 257517 თუ შეიძლება რომ გამირკვიოთ.
ძალიან კარგი, ორშაბათს დაგირეკავენ.

Wanderer

მე უბრალოდ წარმატებას გისურვებ იმიტომ, რომ ეს არის ძალიან ძალიან მაგარი საქმე!
დიდი მადლობა!

Hereti
გავუფრთხილდეთ ბუნებას და გაგვიფრთხილდება ის ჩვენც
ნამდვილად.

სხვათაშორის, უნდა ავღნიშნო რომ მზით გამთბარ წყალს აქვს რელაქსაციური დანიშნულება, დადებითად მოქმედებს კანზე და ზოგადად ორგანიზმზე.
Life after road.

В любом деле ценится хороший инструмент: он не просто облегчает труд – он вызывает желание работать.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
იყიდება მზის წყლის გამაცხელებლები და არამარტო-www.causo.ge

Post by Hereti » 05 ივნ 2010, 23:19

NeoZ
გაიხარე ძმაო აუცილებლად მოგაკითხავთ

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
იყიდება მზის წყლის გამაცხელებლები და არამარტო-www.causo.ge

Post by navigator » 07 ივნ 2010, 09:42

NeoZ
მოუთმენლად ველი ფასებს...
აცხა ღორებო Image

User avatar
NeoZ
მაწანწალა
Posts: 344
Joined: 18 აგვ 2008, 10:09
Location: თბილისი, საქართველო
იყიდება მზის წყლის გამაცხელებლები და არამარტო-www.causo.ge

Post by NeoZ » 07 ივნ 2010, 13:26

navigator

http://bin.ge/file/1040/Caucasus-Solar- ... 2.pdf.html

ჩემს მეორე პოსტში იყო, იყოს აქაც :)

რაც შეეხება განვადებას, ჩვენი კომპანია არის http://energocredit.ge/?page_id=23&language=ge პროგრამის ავტორიზებული მომწოდებელი და ჩვენს პროდუქციაზე შეგიძლიათ აიღოთ სესხი პროგრამაში ჩართული ბანკებიდან და შემდეგ მიიღოთ BP-ს სუბსიდია ინვოისის 15%-ის ოდენობით.

http://energocredit.ge/?page_id=2303&language=ge
Life after road.

В любом деле ценится хороший инструмент: он не просто облегчает труд – он вызывает желание работать.


User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
იყიდება მზის წყლის გამაცხელებლები და არამარტო-www.causo.ge

Post by nusa » 07 ივნ 2010, 13:41

Hereti

წინა წერილიდან:

ვროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო 35 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი განახლებადი ენერგიის, სამრეწველო ენერგო ეფექტურობის და შინამეურნეობების ენერგო ეფექტურობის პროექტებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით. ამ ინსტრუმენტის ფარგლებში კრედიტების მიღება უკვე შესაძლებელია თიბისი ბანკისაგან, ქართუ ბანკისაგან და ბანკი რესპუბლიკასგან.

http://energocredit.ge/?page_id=23&language=ge

:)
Image


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]