ვეცდები, აგიხსნათ ის მაღაზია, სადაც დღეს თერმოსები ვნახე და მომეწონა.
ესე იგი, მოქმედება ხდება გლდანში, ბაზრობის ტერიტორიაზე.

მაგ ბაზრის უკან, ხორცის და ყველის სექციების უკან არის რაღაც გრძელი შენობა - სახლია თუ რა არის, არ ვიცი (არასოდეს დავკვირვებივარ

), მაგრამ ბაზრის მხარეს მთელ სიგრძეზე მაღაზიებია ჩაყოლებული. ერთ ბოლოში სურსათის ძალიან დიდი მაღაზიაა, მეორე მხარეს კი სამრეწველო საქონლის ასევე დიდი მაღაზია. სუპერ-ბრენდების საქონელი არ აქვთ, მაგრამ ხარისხზე მომუშავე მაღაზიაა. ყოცველ შემთხვევაში, რაც ჩვეულებრივ ბაზრობებზეა, იმაზე ბევრად უკეთესი საქონელიც აქვთ და შედარებით იაფადაც. აი, მანდ ვნახე თერმოსებიც. ერთი მომეწონა განსაკუთრებით - 1-ლიტრიანი იყო, ფართო თავით და არა ვიწრო ყელით, როგორც ჩვეულებრივ, ღირდა 24 ლარი. მსუბუქიც იყო. მე იმას ვამბობ, რაც ყველაზე მეტად მომეწონა, თორემ ძალიან დიდი არჩევანია - ბევრად იაფიანებიც არის და უფრო ძვირიანებიც, ტევადობითაც სხვადასხვაა. გირჩევთ წასვლას და არა მხოლოდ მაგისთვის. მანდ ისეთი ფასებია, ლილოში არს ღირს წასვლა.
