Page 1 of 3
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ
Posted: 23 აგვ 2009, 23:51
by guruli
გუშინ რაღაც საქმეზე სამგორში მოვხვდი და ნავთლუღის ბაზარშიც შევიარე. სალაშქრო აღჭურვილობების დასაზვერად იქ წასვლა დიდი ხანია, მინდოდა და ვიფიქრე, ბარემ აქვე ვარ და მივალ-მეთქი...
ჩვენთვის საინტერესო რამე-რუმეების გვარტიანი არცევანია, მაგრამ სულ სამხედრო საქონელია. საწვიმრები ჰქონდათ ბევრნაირი - გრძელებიც და მოკლეებიც. მე გრძელკალთებიანები მაინტერესებდა, რომელთა ფასები 20-30 ლარის ფარგლებშია. გამყიდველები კი ირწმუნებიან, რომ წყალგაუმტარია, მაგრამ ცოტა მიჭირს ასე ბრმად ნდობა და ვერაფერს გეტყვით. გარეგნულად ისე ეტყობა, მართლაც არ უნდა ატარებდეს წყალს, მაგრამ სოფელში რაღაც მაგდაგვარები გვქონდა (ოღონდ არა სამხედრო) და ძლიერ წვიმას ვერ უძლებდა. თუმცა ეგ იქნებ მართლაც უკეთესი ხარისხია - ვერ გეტყვით. ცხადია, რაკიღა სამხედროა, არაა ისე მოხერხებული და რბილი. პირიქით - ცოტა მოუხეშოა, მაგრამ წვიმას თუ არ გაატარებს, ისე უხეში ნაღდად არაა, ვერ ჩაიცვა.
ზურგჩანთების არჩევანიც დიდი იყო. მე ყველაზე დიდები შევათვალიერე - რამდენიმედღიანში გამოსადექი. 50 ლარი ღირდა, მაგრამ ზურგზე რკინები ჰქონდა და ვინმემ თუ იცით, ეგ მოხერხებულია ლაშქრობებში?

ზურგს არ გატკენს?
საძილეებიც ჰქონდათ - რამდენიმე სახის. მე ყველაზე პატარა შევათვალიერე, 30 ლარი ღირდა. -5გრადუსიანიაო, მითხრეს და მართლაც სქელი იყო, თბილი. ისე იხვეოდა, რომ პატარა ჩანთად იქცეოდა, წონა კი სულ რაღაც 1 კილო თუ იქნებოდა. თან, შიგნით ბალიშისმაგვარი დანამატიც ჰქონდა. მოკლედ, მომეწონა - თბილიც იყო, მჩატეც და ისე იკვრებოდა, შეგეძლო, ზურგჩანთაზე გარედან მიგებნია - შიგნით ადგილს არ დაიკავებს.
იყო სამხედრო პარალონებიც - ორნაირები. ყველაზე სქელები 20 ლარი ღირდა.
წყლის მათარებიც იყო, მაგრამ ფასი არ მიკითხავს.
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ
Posted: 24 აგვ 2009, 00:23
by zura N.
1 კილო? დავიჯერო მეტიარ იქნებოდა სამხედრო საძილეები?
რაც შეეხება ზურგჩანთის რკინებს, მე არასდროს მიტარებია ეგეთი და ზუსტად ვერ გეტყვი მაგრამ ნიკას(N67-ს), ტობავარჩხილზე ქონდა სამხედრო ზურგჩანთა რკინებით და მგონი კარგი იყო... ზურგზე სწორად გაზის ჩანთა და საკმაოდ მოსახერხებელია როგორც მე ვიცი..

ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ
Posted: 24 აგვ 2009, 00:50
by LEVANIKO
ერთი მარტო ზურგჩანთა მაგლია ყველაფერი ვიშოვე უკვე ალბათ მომიწევს მანდ წასვლა თუ იაფებია
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ
Posted: 24 აგვ 2009, 01:21
by ლობო
საცვიმრები ზონზების ჯობია : ) ეგენი ზედმეტად უხერხული სატრევია...
ზურგცჰანტა მოხერხებულია საკმაოდ მაგრამ მაინც არ გირსჰევ.. მოგზაურსჰია 110 ლარად და გირს დამატება ტანხის.. ტუ კომფორტია კომფორტი იკოს
საზილე მსჰვენიერი უნდა იკოს...
სამხედრო პარალონებს 20 ლარად დინამოზეც იზლევიან მაგაზიასჰი.. ტუ 15 მოგცემენ კაია მაგრამ განაგლდნენ ცოტა..
კველაფერს ჯობია ტუ კაცს დრო აკვს მანდ გაცჰერდეს ცოტა ხანს და ვინმე ჯარისკაცი ტუ სჰემობიდიალდება ცჰასაბარებლად კაპიკებად გაზლევენ...სჰეგიდლია სჰეუტანხმდე კიდეც კველაფერზე რაც გინდა ნუ ზომიერების ფარგლებსჰი

ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ
Posted: 24 აგვ 2009, 01:21
by zura N.
LEVANIKO
რაც გურულმა თქვა ეგ ფასები ზალიან იაფია განსაკუთრებიტ ზურგჩანთების თუ კარგებია...
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ
Posted: 24 აგვ 2009, 02:20
by guruli
zura N.
1 კილო? დავიჯერო მეტიარ იქნებოდა სამხედრო საძილეები?
რომელზწეც მე ვლაპარაკობ, ის მართლა არ იქნებოდა მეტი - პატარა შეკვრა იყო, თორემ დიდებიც ჰქონდათ - კილოზე ბევრად მეტიც იქნებოდა, რამდენიმე კილოგრამი და კარგა მოზრდილი ფუთაც იყო.
ნიკას(N67-ს), ტობავარჩხილზე ქონდა სამხედრო ზურგჩანთა რკინებით და მგონი კარგი იყო... ზურგზე სწორად გაზის ჩანთა და საკმაოდ მოსახერხებელია როგორც მე ვიცი..
მგონი, აქაც ურჩევდნენ ვიღაცას რომელიღაც თემაში, პლასმასით არ იყიდოთ, რკინებიანი იყიდეთო.
რაც გურულმა თქვა ეგ ფასები ზალიან იაფია განსაკუთრებიტ ზურგჩანთების თუ კარგებია...
კარგი რამდენადაა, არ ვიცი, მაგრამ თავის ზომასთან შედარებით, ზურგჩანთები ძაან იაფი იყო.
ლობო
კველაფერს ჯობია ტუ კაცს დრო აკვს მანდ გაცჰერდეს ცოტა ხანს და ვინმე ჯარისკაცი ტუ სჰემობიდიალდება ცჰასაბარებლად კაპიკებად გაზლევენ...სჰეგიდლია სჰეუტანხმდე კიდეც კველაფერზე რაც გინდა ნუ ზომიერების ფარგლებსჰი
ეგრე აჯობებს, სამხედრო თუ გყავს ვინმე სანაცნობოში, შეუთანხმდე და დაგითრევს.
ის საწვიმრები რომ დასველდება, ცოტა ძნელი სათრევი მართლაცაა, მაგრამ წვიმას თუ გაუძლებს, ჯანდაბას - ვათრევ.

ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ
Posted: 24 აგვ 2009, 02:49
by LEVANIKO
zura N.
ხო მე ყველაპერი მაქ უკვე ერთი ზურგჩანთის ყიდვა მომიწევს აქ დანარჩენი ჩამომიტანეს გერმანიიდან
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ
Posted: 24 აგვ 2009, 09:52
by გვალდა
guruli
მე მაქვს სამხედრო საწვიმარი, აბსოლიტურად წყალგაუმტარი. როგორია იცი? რომ დაკეცავ, პატარა, მხარზე გადასაკიდ ჩანთად იქცევა. რომელიც რუგზაკსი ჯიბეში შეგიძლია ჩაჩურთო

მსუბუქია. მაგრამ კოჭებამდე არ არის. თუ ასეთია, შეგიძლია ენდო.
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ
Posted: 24 აგვ 2009, 11:27
by ლობო
გვალდა
ჰო მეც ეგეტი მაკვს სჰარვლის ჯიბესჰი სჰემიდლია ცჰავიდო ოგონდ სამხედრო არაა.. ესეტები ბევრია ზონზებსჰი და მოზრდილ და მოუჰესჰავ საცვიმარს მირსჰევნია რავისი...
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ
Posted: 24 აგვ 2009, 11:28
by ლობო
ანუ ეს სიფრიფანაა და ზაან ზაფჰულისაა ტორემ ისე ერტი ტბილი ზამტრისტვისაც მაკვს სპალნიკისჰელაა დაკეცილი

ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ
Posted: 24 აგვ 2009, 11:36
by t.d
რაც შეხება ზურგჩანთას ძმაკაცი მყავს სამხედრო მას ქონდა ეგ ჩანთა Gუშინ ჩემთან ერთად სალაშQროდ და იდიალურია რკინები კარგად ჯდება ზურგზე და გეხმარება კიდეც წონას ანახევრებს და ადვილი სატარებელია.
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ
Posted: 24 აგვ 2009, 11:41
by guruli
გვალდა
guruli
მე მაქვს სამხედრო საწვიმარი, აბსოლიტურად წყალგაუმტარი. როგორია იცი? რომ დაკეცავ, პატარა, მხარზე გადასაკიდ ჩანთად იქცევა. რომელიც რუგზაკსი ჯიბეში შეგიძლია ჩაჩურთო მსუბუქია. მაგრამ კოჭებამდე არ არის. თუ ასეთია, შეგიძლია ენდო.
სამწუხაროდ, მასეთი არ იყო. შენ აქ იშოვე თუ ჩამოატანინე?
t.d
იდიალურია რკინები კარგად ჯდება ზურგზე და გეხმარება კიდეც წონას ანახევრებს და ადვილი სატარებელია.
საინტერესოა.
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ
Posted: 24 აგვ 2009, 11:50
by გვალდა
guruli
აქ ვიშოვე, სამხედროებმა მაჩუქეს

ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ
Posted: 24 აგვ 2009, 11:57
by burdiani
guruli wrote:
ზურგჩანთების არჩევანიც დიდი იყო. მე ყველაზე დიდები შევათვალიერე - რამდენიმედღიანში გამოსადექი. 50 ლარი ღირდა, მაგრამ ზურგზე რკინები ჰქონდა და ვინმემ თუ იცით, ეგ მოხერხებულია ლაშქრობებში?

ზურგს არ გატკენს?
არა მაგარი კარგია, მე ჩამოვიტანე ირანიდან გაზაფხულზე ეგეთი ძალიან კომფორტულია, რბილი და ზურგზე კარგად ზის, 85+15 კგ და 38 დოლარი მივეცი რავიცი აბა სახმარად მაგარია ძალიან

ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ
Posted: 24 აგვ 2009, 13:16
by Truli
ჰმ.... საძილეზე უნდა გავიდე მაქეთ...