Page 1 of 4

ვყიდი ჩემს ნივას

Posted: 27 სექ 2008, 17:45
by Kakha
ვყიდი ჩემს ნივას - ზოგიერთებს გინახავთ ჩვენს ლაშქრობებში.
1998 წლის გამოშვება, თეთრი ფერის, კარგ მდგომარეობაში - არაა ნაავარიევი და ძრავი არაა გახსნილი. გავლილი აქვს 115 000. სულ ჩემს ხელში იყო და ყურადღება არ მოკლებია.

ვყიდი იმოტომ რომ ვიყიდე პაჯერო :!:

ახლა ვნახე მსგავსი მანქანების ფასი და შესაბამისად 4000 აშშ მინდა

ვყიდი ჩემს ნივას

Posted: 27 სექ 2008, 19:29
by Varvara
Kakha

პრობლემები რამე აქვს? და ინჟექტორზეა თუ არა?

ვყიდი ჩემს ნივას

Posted: 27 სექ 2008, 21:53
by kotetbeli
Kakha
ცოტა არ იყოს და, იაფი ხო არაა?
ეგ თანხა ჯერ ახლავეა მგონი იაფი და აცივდება თუ არა, მაგრად მოიმატებს ფასი... :wink:

ვყიდი ჩემს ნივას

Posted: 27 სექ 2008, 23:17
by Kakha
Varvara
პრობლემები არ აქვს, როგორც დავწერე მართლა კარგ მდგომარეობაშია. კარბურატორზეა. ბენიზნი ხარჯი ტრასაზე 10 ლიტრი და ქალაქში კი ადის 13 ლიტრამდე
kotetbeli
ვერ დაველოდები სიცივეებს. პაჯერო უკვე ვიყიდე. ფული ვისესხე ამ ნივის იმედით.

თუ ვინმეს დაგაინტერესებთ პმ-სი მომწერეთ.

გარდა ამისა, თუ რა მდგომარეობაშია და როგორ დადის შეიგიძლიათ მაგალითად ამ ზაფხულის სვანეთის მეორე გასვლის წევრებს კითხოთ, ანდა თუშეთის სექტემბრის დასაწყისის გასვლის მონაწილეებს.

ვყიდი ჩემს ნივას

Posted: 28 სექ 2008, 02:40
by lama
მე მომსწრე ვარ უძლიერესი მანქანაა

ზუგდიდიდან ჰონდა სივიკი ვათრიეთ "ბუქსირით" და საერთოდ არ დატყობია

მართლაც ღირს მისი შეძენა

სანდოა და ძლიერი

ბევრსაც არ წვავს :)

ვყიდი ჩემს ნივას

Posted: 28 სექ 2008, 12:33
by Kakha
დღეს დილას ბაზარში მყავდა ჩემი ფაქიზო ჰოდა გაიყიდა - მოდერატორს ვთხოვ წაშალოს თემა.

ვყიდი ჩემს ნივას

Posted: 28 სექ 2008, 13:17
by Archil
ეჰ, კაი მანქანა იყო მართლაც :)

ვყიდი ჩემს ნივას

Posted: 28 სექ 2008, 13:30
by ilia
Kakha wrote:დღეს დილას ბაზარში მყავდა ჩემი ფაქიზო ჰოდა გაიყიდა - მოდერატორს ვთხოვ წაშალოს თემა.
ამ თემის მოდერი მარტო გვალვაა, მაგი კი იცით რომ მოუცლელია.

ისა დააა...................... :roll: , რომელი პაჯერო იყიდე და ფოტო შეიძლია რომ დააგდო.

ვყიდი ჩემს ნივას

Posted: 28 სექ 2008, 13:32
by Mta Mkvarebia
ilia wrote: ..ამ თემის მოდერი მარტო გვალვაა, მაგი კი იცით რომ მოუცლელია.
..
მაშ ნიკაზე რატომაა თემა გაფორმებული? :roll: საგადასახადოს ამბავია? :wink:

რომელი პაჯერო იყიდა კახამ მეც მაინტერესებს :roll: ვულოცავ, მშვიდობაში და ბედნიერებაში, ჩვენთან ერთად მოგზაურობებში გაეცვითოს საბურავები :D

ვყიდი ჩემს ნივას

Posted: 28 სექ 2008, 16:56
by kotetbeli
Kakha

გილოცავ ახალ პაჯეროს! სიხარულში და ბედნიერებაში! მზით (გზით) გაცვითე! :)

ვყიდი ჩემს ნივას

Posted: 28 სექ 2008, 17:14
by Ivane Goliadze
Kakha
svaneTSi unda wavideT kidev

awi ukve Seni axali pajeroTi :)

ვყიდი ჩემს ნივას

Posted: 28 სექ 2008, 17:25
by Kakha
მოკლედ პაჯეროს სურათი ხვალ იქნება - რომ ვნახე მივხვდი რომ სწორედ ასეთი მანქანა მინდოდა - 5 კარიანი (ანუ დიდი) პაჯერო რომელშიც 7 კაცის სავარძელია (ეჭვი მაქვს საჭიროების შემთხვევაში გაცილებით მეტი ჩაეპრესება), 2.5 ტურბოდიზელი, მაგრამ რაც მთავარია, აწეული (ანუ როგორც ამას ეძახიან "დალიფტული"), წინ ჯალამბარით, თავზე დიდი საექსპედიციო საბარგულით და ორი კომპლექტი საბურავებით თავისივე დისკებზე - ზაფხულის მტ და ზამთრის მს

ვყიდი ჩემს ნივას

Posted: 28 სექ 2008, 18:07
by Mta Mkvarebia
Kakha
:shock: , რა მაგარია! მაშინ კი შეელეოდი ნივას. კიდევ ერთხელ გილოცავ :D

ვყიდი ჩემს ნივას

Posted: 28 სექ 2008, 18:22
by navigator
Kakha
პაჯეროს ამბავიც მოგვიყევი რა, მეც ვფიქრობ, რამე უნდა ვიყიდო.

ვყიდი ჩემს ნივას

Posted: 28 სექ 2008, 20:54
by Nika
აუ აქ მე მაქ მოდერის ფუნქციები თურმე. მარა რაღაც კითხვები წავიდა და მაშინ არ დავხურავ.

navigator
ეგეთ მანქანას უნდა "ჩაუსაფრდე" ყოველ დღე არაა ხოლმე.