მომსახურება, ტურ-ოპერატორები

სამოგზაურო აღჭურვილობის ყიდვა-გაყიდვა

Moderators: Druides, Nika, Druides, Nika, Druides, Nika, Druides, Nika

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
მომსახურება, ტურ-ოპერატორები

Post by Kakha » 24 ივნ 2005, 10:57

მიუხედავად იმისა, რომ კარველების უმრავლესობას, როგორც ვხვდები ყოველგვარი ტურ-ოპერატორების გარეშე ურჩევნია ლაშქობა, მაინც მგონია, რომ თუ ნელ-ნელ შევაგროვეთ ინფორმაცია სხვადასხვა მომსახურებაზე ურიგო არ იქნება. გთავაზობთ, რომ თუ რამ საინტერესო გაიგეთ ამ თემაში გამოვდოთ.

ინტერნეტში საკმაოდ ბევრია საქართველოსში სხვადასხვა ტურების შემოთავაზება, მაგრამ მათი უმრავლესობა უცხოელ ტურისტებზეა გათვლილი, როგრც ფასით ასევე ლაშქრობათა კონცეფციით.

ახლახან გადავწყდი ერთ განცხადებას, რომელიც, მგონია, უფრო შიდა ბაზარზე უნდა იყოს გათვლილი. ამიტომაც გთავაზობთ.

უკაცრავად, დოკუმენტის გადატან-გადმოტანაში ქართული ფონტი დამეკარგა. თუ ასე წაკითხვა გაგიჭირდათ, უნდა მონიშნოთ, გადაიტანოთ ვორდში და იქ ქართულ ფონტზე გადაიყვანოთ.

ფირმა ?Vista Vision? და საქართველოს ალპინისტთა ფედერაციასთან არსებული ახალგაზრდა ალპინისტთა და მეკლდეურთა კლუბი

გთავაზობთ:

1. სათავგადასავალო პროექტი ? მოგზაურობა მითების სამყაროში?

წლის ნებისმიერ დროს! თავგადასავალთა მაძიებლებს გეძლევათ შანსი მონაწილეობა მიიღოთ უნიკალურ პროექტში, შეხვდეთ ქართული მითოსის პერსონაჟებს! ზღაპრის გმირებთან ერთად გადალახოთ დაბრკოლებები!

გამოსცადეთ თქვენი თავი!

ითამაშეთ და გაერთეთ!

იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ!

ზღაპრული გართობა და რეალური კომფორტი!


2. ტურისტულ -ეთნოგრაფიული ტურები

( 3 ? 6 დღე)

ხევსურეთი (შატილი, მუცო, არდოტი, ხახაბო)

უკანა ფშავის ხეობა

არხოტი

გუდამაყარი

მყინვარწვერი

დაისვენეთ ულამაზესი ბუნების წიაღში, გადალახეთ უღელტეხილები, გაატარეთ ღამე კარვებში, გაეცანით ქართულ ეთნოგრაფიას!

მოუწყვეთ საკუთარ თავს დღესასწაული და დაისვენეთ ეგზოტიკურ გარემოში!


3. პროფესიონალი ინსტრუქტორების ?მასტერ კლასი? ბოტანიკურ ბაღში.

გაატარეთ ერთი დღე ქართველ ალპინისტებთან ერთად! ივარჯიშეთ, გაერთეთ და ჩვენ ექსკლუზიურად თქვენთვის მოვაწყობთ ნამდვილ ალპინიადას!

მოემზადეთ ულამაზესი მარშრუტებისათვის და აღმოაჩინეთ თქვენი მწვერვალი საქართველოში!


4. საგანმანათლებლო ?შემეცნებითი ტურები.

დაისვენეთ და გაეცანით ქართულ კულტურას.

ახალი და ძველი დედაქალაქები.

ფეოდალური ციხე-კოშკები.

უნიკალური ეკლესიები და სამონასტრო კომპლექსები.

მუზეუმები და ქართული კულტურის საგანძური.

დაათვალიერეთ საქართველო ჩვენთან ერთად!


ტურების საფასურში შედის:

მგზავრობა, კვება და პროფესიონალ ალპინისტი გიდების მომსახურება.

დაინტერესებული პირები შეგვეხმიანეთ!

ტელეფონი: 877 40 20 52, 899 38 98 78.

E-mail: maimore@hotmail.com, ekagvakho@yahoo.com

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
მომსახურება, ტურ-ოპერატორები

Post by mika » 04 ივლ 2005, 10:09

მსგავსი ინფორმაცია მეც მაქვს ნანახი...........ქართველებზეა გათვლილი.....

თუშეთში მარშუტი არ მახსოვს მგონი 7დღიანი და სადღაც 140ლარი ღირდა
medical student

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
მომსახურება, ტურ-ოპერატორები

Post by Kakha » 06 ივლ 2005, 11:44

რაფტინგის სერვისი თავისი ფასებით

http://www.jomardi.ge/rafting.html

მგონი სხვა ტურ-ოპერატორებსაც აქვთ იგივე მომსახურება

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
მომსახურება, ტურ-ოპერატორები

Post by Kakha » 07 ივლ 2005, 09:19

კიდევ ერთი განცხადება, რომელიც მომეჩვენა, რომ კარველებისათვის შეიძლება საინტერესო იყოს (ზოგმა შეიძლება ისედაც იცის ამ ორგანიზაციის შესახებ).

ბუნებისდაცვითი, არასამთავრობო ორგანიზაცია

“საქართველოს ახალგაზრდა ნატურალისტთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება” ახორციელებს ექსტრემალურ, ეკო-ტურისტულ პროგრამას:

“შემოიარე საქართველო ფეხით – აღმოაჩინე, შეიმეცნე, გაუფრთხილდი”

კავშირი დაფუძნებულია 2004 წელს. მისი იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა #2. ორგანიზაციის საწესდებო მიზნებს წარმოადგენს საქართველოს ბიოგეოგრაფიული რესურსების დაცვა, აღწერა და პოპულარიზაცია; ასევე საბუნებისმეტყველო, ნატურალისტური კულტურის ამაღლება საქართველოში და ახალგაზრდა ნატურალისტების სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა.

საზოგადოების დამფუძნებლები უკანასკნელი წლების განმავლობაში საინიციატივო ჯგუფის სახელით დიდ ყურადღებას აქცევდნენ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის – მთიანი ხევსურეთის ბიომრავალფეროვნებას, მის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და ეთნოგრაფიულ თავისებურებებს. საინიციატივო ჯგუფი აქტიურად ურთიერთობდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, შესწავლილი აქვს დასახლებული პუნქტების ანატომია და ამ რეგიონისათვის დამახასიათებელი თავისებურებები.

პირობითად ხევსურეთის რეგიონი დაყოფილია ორ ნაწილად: პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი. რეგიონი ფლობს უნიკალურ ფლორისტულ და ფაუნისტურ კულტურას, ენდემიკას, ახასიათებს მეტად საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობა (სუბალპური და ალპური ზონები), აღინიშნება ღირშესანიშნავი ისტორიული ძეგლებით და წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს ეკო-ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.

პროექტის მიზანია ხევსურეთის ბიოგეორგაფიული რესურსებისა და ისტორიულ-ეთნოგრაფიული კულტურის პოპულარიზაცია; ეკო-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; ამის საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობის ალტერნატიული შემოსავლის წყაროების შექმნა, რაც ამ მხარის ყოველმხრის გაძლიერებას განაპირობებს.

პროგრამა ხორციელდება პირიქითა - შატილის მარშრუტით (სოფ. არდოტი, მუცო, ხახაბო, არჭილო, ანდაქი, ხონისჭალა, შატილი, ლებაისკარი, ყისტანი) და პირაქეთა – არხოტის მარშრუტი (სოფ. ბარისახო, როშკა, აბუდელაურის ტბები, ჭიმღა, ახიელი, ამღა) ხევსურეთში; ერთი ტურის ხანგრძლივობაა 10 დღე, ჯგუფები 24 ადამიანით.


მოგზაურობის განრიგი - 2005 წელი


ნაკადი #
ა)განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა
ბ)ინსტრუქტაჟის თარიღი
ც)გამგზავრების თარიღი
დ)ჩამოსვლის თარიღი

#1
ა)20 ივნისი
ბ)25 ივნისი
ც)27 ივნისი
დ)6 ივლისი

#2
ა)4 ივლისი
ბ)9 ივლისი
ც)11 ივლისი
დ)20 ივლისი

#3
ა)18 ივლისი
ბ)23 ივლისი
ც)25 ივლისი
დ)3 აგვისტო

#4
ა)1 აგვისტო
ბ)6 აგვისტო
ც)8 აგვისტო
დ)17 აგვისტო




პირობები: ცხოვრება – კარავში, ძილი – საძილე ტომარაში, მოგზაურობა - ქვეითი, კვება - საველე პირობებში.


ყველაზე ექსტრემალური და დაუვიწყარი მოგზაურობა თქვენს ცხოვრებაში





გისურვებთ წარმატებას


www.gyns.org.ge

E-mail. admin@gyns.org.ge



ინფორმაცია: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2;

tel.: + 995 99 76 12 81; +995 99 36 88 93; +995 77 79 37 10

*******************************************

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
მომსახურება, ტურ-ოპერატორები

Post by ilia » 07 ივლ 2005, 11:51

Kakha
დიდი მადლობა კახა.

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
მომსახურება, ტურ-ოპერატორები

Post by toga » 20 მაი 2006, 10:01

Kakha
ძაან კაი ინფორმაცია მოგვაწოდე :shock:

User avatar
Qurumi
ბოდიალა
Posts: 226
Joined: 30 მაი 2006, 15:29
მომსახურება, ტურ-ოპერატორები

Post by Qurumi » 24 აგვ 2007, 14:29

ხალხო ხომ იცით toga ამდენს არ წაიკითხავდა, უბრალოდ ილიას მიბაძა და მიტო უხდის მადლობას კახას. გატყუებენ ხალხო

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5268
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
მომსახურება, ტურ-ოპერატორები

Post by teo- » 28 მარ 2008, 14:16

ee ra magaria :P


marika
ასფალტზე მოარული
Posts: 14
Joined: 09 აგვ 2007, 19:10
მომსახურება, ტურ-ოპერატორები

Post by marika » 23 ივნ 2008, 23:32

ტაო-კლარჯეთის ტურზე რა აზრის ხართ? ივლისის ბოლოს. 4-5 დღიანი. ყველა დიდი ძეგლის მონახულება. საფასურში სასტუმრო, მგზავრობა და კვება შევა. სურვილის მიხედვით ერთი დღე შეიძლება ქართულ ლოფელში, იქაურ ქართველებთან გავატაროთ. საფასური დაახლოებით 300 ლარი.

User avatar
tornikke
ბილიკზე მოარული
Posts: 22
Joined: 21 აპრ 2007, 00:10
Location: Tbilisi
Contact:
მომსახურება, ტურ-ოპერატორები

Post by tornikke » 24 ივნ 2008, 00:35

პირველი პოსტი კი საინტერესოა, მაგრამ, თარიღი რო ვნახე, 2005 წელს არის დაპოსტილი. ეხლა გვინდა 4-5 კაცს თუშეთში ან პირაქეთა ხევსურეთში წასვლა, 4-5 დღით. ხოდა რამე კომპანია,( ქართველებისთვის, და არა ის დღე 100 $ რო ღირს, უმეტესობა, ასეთი ვნახე) ხომ არ იცით. კარავი და სპალნიკები მაგათი რო იყოს. :) ძალიან დიდი მადლობელი დაგრჩებით თუ გამომეხმაურებით ვინმე. მადლობა წინასწარ

marika
ასფალტზე მოარული
Posts: 14
Joined: 09 აგვ 2007, 19:10
მომსახურება, ტურ-ოპერატორები

Post by marika » 24 ივნ 2008, 00:50

თორნიკე 4 დღით, ანუ იქ რომ სამი ღამე გაატაროთ, მგზავრობით, კოშკში ცხოვრებით და კვებით დაგიჯდებათ 200 ლარი ერთ ადამიანს. 2 ღამეს შატილში გაატარებთ, ერთს არდოტში. ან თუ გენდომებათ სამივე ღამეს შატილში. ნახავთ შატილს, ანატორს, მუცოს, არდოტს და თუ სურვილი გექნებათ ბახაოს და ანდაქს. ასეთი შემოთავაზება საინტერესოა? ოღონდ ტური რომ შედგეს აჯობებს თუ 10 ადამიანი იქნებით.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
მომსახურება, ტურ-ოპერატორები

Post by Kakha » 26 ოქტ 2010, 16:19

Club K2

Leselidze St. 30/2, Tbilisi, Georgia; Phone:+995 32 99 09 35; +995 74 40 90 80; +995 99 29 81 65; +995 95 90 95 25; E-mail: geo.k2club@gmail.com

კლუბი k2 ყოველ შაბათ–კვირას საქართველოს მაშტაბით აწყობს ორდღიან გასვლით სათავგადასავლო ტურებს, რომელიც მოიცავს ექსტრემალური და არაექსტრემალური სპორტის სახეობებს სხვა პროგრამებთან ერთად: Rope Swing, სპელეო–ტური (მღვიმე), ველო–ტური, დაივინგი, პარაპლანით ფრენა, ბოულინგი, წყლის თხილამურები, კარტინგი, ჯომარდობა, ლაზერული ბრძოლები, კლდეზე ცოცვა, სამოგზაურო და სამთო ტურები, ზამთრის სახეობები.

ყოველ სახეობასთან ერთად ეწყობა კარვების ბანაკი, იმართება საღამოს გასართობ–შემეცნებითი პროგრამა: კარაოკე, ტურში აღბეჭდილი ფოტო და ვიდეო მასალის ჩვენება, საღამოს მუსიკალური წამყვანი, ვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები. გამარჯვებულებს და მონაწილეებს გადაეცემათ სხვადასხვა სახის პრიზები და ფასდაკლების ბარათები.

კლუბი უზრუნველყოფს ტურს კვებით, მგზავრობით, სათანადო აღჭურვილობით, პროფესიონალი გიდებითა და ინსტრუქტორებით, ფოტოგრაფებით და ოპერატორებით.

k2 სათავგადასავლო ტურები გათვლილია სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციაზე, საქართველოს კუთხეებში მოგზაურობასა და აქტიურ დასვენებაზე, მონაწილეების დამეგობრებასა და გუნდური პრინციპით გამარჯვებაზე.

თითოეულ ტურს ეძღვნება ვიდეო და ფოტომასალით აწყობილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლიათ ინდივიდუალურ პირებს (თვრამეტი წლიდან) და ორგანიზაციებს (კორპორატიული ტურები).

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]