Page 17 of 19

ერთად შევიძინოთ ბათინკები

Posted: 12 ნოე 2009, 01:29
by Int3lig3nt
meleksealpinisti
ვახ, რა არის აქ გაუგებარი...

"ამ გვერდში" ამ თემის გვერდს ვგულისხმობ

აჰა, კონკრეტულად დავაკოპირებ მთავარს:
ბმულზე შავია, მაგრამ მე ყავისფერი ვიყიდე.
ყავისფერი ბათინკის ფოტო კი დევს აქ და მეტი რაღა ვქნა :D

ერთად შევიძინოთ ბათინკები

Posted: 12 ნოე 2009, 12:33
by TuTa
ვინმემ თუ იცით, გადამზიდავი კომპანიის ტრასპორტირების ღირებულება ემატება განსაბაჟებელი ოდენობის გაანგარიშებისას?

ანუ, მაგალითისთვის, თუ ნივთების ღირებულებაა 280 ლარი და ბარამის ტრანსპორტირების თანხა 50, ეს ნივთები დაექვემდებარება განბაჟებას?

რაღაც სხვადასხვა ინფორმაცია მივიღე ამასთან დაკავშირებით და ვერ გავერკვიე :roll: :)

ერთად შევიძინოთ ბათინკები

Posted: 12 ნოე 2009, 13:10
by Tengo
TuTa

ნებისმიერი საქონელი ნბაჟდება საბაჟო ღირებულებით, ანუ საქონლის ღირებულებას დამატებული ტრანსპორტირების ხარჯი, ანუ ყველა ის ხარჯი რომელიც გაწეული იყო საქონლის საბაჟოზე მოსვლამდე.

ახალი კანონმდებლობის მიხედვით განბაჟებას ექვემდებარება ყველა ის საქონელი (ერთგაროვანი საქონელი, თუ ერთ ერთეულზე მეტია, ანუ 2 წყვილი ფეხსაცმელი, 3 ცალი მაისური და 1 ქურთუკი ერთად (ანუ ტანსაცმელი) და ა.შ.) რომლის ჯამური საბაჟო ღირებულება შეადგენს 300 ლარზე მეტს.

იმ შემთხვევაში თუ საქონელს თავისი ინვოისი არ ახლავს, მაშინ საბაჟოს ექსპერტი თვითონ აფასებს საქონელს საქართველოში არსებული საბაზრო ფასების მიხედვით, რაც ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე საზღვარგარეთ რეალურად გადახდილი თანხის ღირებულება.

იმედია ბოლომდე არ დაგაბნიე ამ საკითხში.

ერთად შევიძინოთ ბათინკები

Posted: 12 ნოე 2009, 14:29
by TuTa
@Tengo@

უღრმესი მადლობა:) ძალიან ამომწურავი პასუხია, მაგრამ მაინც დავაკონკრეტებ და ერთ კითხვას კიდევ დაგისვამ:wink:

თუ 280 ღირებულების 4 ნივთი აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისაგან და ბარამის ტრანსპორტირების თანხასთან ერთად (+50 ლარი) 330 გამოდის, არ მომიწევს განბაჟება?

პს. მაინდამაინც ოთხივე ერთად ჩამოდის, არადა თითქმის ორი კვირის სხვაობით შევუკვეთე ორ პარტიად :twisted:

ერთად შევიძინოთ ბათინკები

Posted: 13 ნოე 2009, 14:34
by TuTa
გამოვიტანე, ყველანაირი პრობლემის გარეშე :)

გადავურჩი განაბაჟებას, უფ, როგორ მეზარებოდა :wink:

ერთად შევიძინოთ ბათინკები

Posted: 13 ნოე 2009, 16:33
by baqo
თუ იცით 250 ევროიან ერთ წყვილ თხილამურს ბათინკის გარეშე რამდენი მოუწევს რო განვაბაჟო?

ერთად შევიძინოთ ბათინკები

Posted: 13 ნოე 2009, 17:07
by TuTa
baqo

მე როგორც გავარკვიე, თუ ტვირთი ექვემდებარება განბაჟებას, ხარჯებია: ნივთის საბაჟო ~ ღირებულების 18%, დეკლარაცია ~ 50 ლარი, სასაწყობო (წონის და შენახვის პერიოდის მიხედვით), მოსაკრებელი ~ 2%, და საბროკერო მომსახურება 50–100 ლარი ტვირთის მოცულობის და სირთულის მიხედვით.

ერთად შევიძინოთ ბათინკები

Posted: 13 ნოე 2009, 17:31
by baqo
TuTa დიდი მადლობა, რო ჩამოვიტან გაგასინჯებ თხილამურს :D

ერთად შევიძინოთ ბათინკები

Posted: 13 ნოე 2009, 17:51
by TuTa
baqo

:lol: :lol: :lol: არაფრის

ხო ისე ინფორმაციისთვის, განსაბაჟებლად ტერმინალზე მოგიწევს წასვლა და რა დროს წაგართმევს ეს პროცედურები, წინასწარ ვერ განსაზღვრავ :roll:

იქნებ კიდევ ერთხელ დაფიქრდე გიღირს თუ არა შეკვეთა :wink:

ერთად შევიძინოთ ბათინკები

Posted: 13 ნოე 2009, 18:16
by baqo
ნაცნობს მოაქვს და ტერმინალზე წასვლა არ მომიწევს :D აქ ეგ თხილამურები სამჯერ მეტი ღირს.

ერთად შევიძინოთ ბათინკები

Posted: 13 ნოე 2009, 23:19
by Int3lig3nt
TuTa wrote:გამოვიტანე, ყველანაირი პრობლემის გარეშე :)

გადავურჩი განაბაჟებას, უფ, როგორ მეზარებოდა :wink:
გილოცავ :).
მაგარი შვებაა, გამომიცდია :D.

ერთად შევიძინოთ ბათინკები

Posted: 14 ნოე 2009, 12:08
by TuTa
Int3lig3nt

გაიხარე:)

baqo

თუ მასე ყოფილა, კარგ შენაძენს გისურვებ :wink:

ერთად შევიძინოთ ბათინკები

Posted: 01 დეკ 2009, 10:13
by caucasica
ინტერნეტით ყიდვაში საერთოდ ვერ ვერკვევი თქვენი დახმარება მინდა

http://www.cabelas.com/cabelas/en/templ ... hasJS=true

ან
http://www.forestry-suppliers.com/produ ... sp?mi=2688
ამის ყიდვა მინდა 5 ცალის, მინდა რაც შეიძლება ჩქარა 10 დღე მაქ ჩამომივიდეს
რომელი ქართული ან უცხოური გადამზიდავი კომპანია მუშაობს აქ

და განბაჯებაშიც თუ დამეხმარებიან?

ერთად შევიძინოთ ბათინკები

Posted: 01 დეკ 2009, 12:04
by keto
caucasica
10 დღეში სავარაუდოდ ვერ ჩამოიტანენ, როგორც წესი 2 კვირა სჭირდება ხოლმე აქამდე ჩამოსვლას, შეიძლება რამდენიმე დღით მეტიც.
რამდენიმე გადამზიდავია, www.usa2georgia.com, www.onex.ge, www. logix.ge, www.fromusa.us, ნებისმიერს დაუკავშირდი და გაგარკვევენ ყველაფერში, პირობები თითქმის ერთნაირი აქვს ყველას.

ერთად შევიძინოთ ბათინკები

Posted: 02 დეკ 2009, 01:30
by Int3lig3nt
caucasica
განბაჟება აუცილებლად დასჭირდება.

ჩამოტანა 10 დღეში შესაძლებელია, თუკი 1-2 დღიან შიფინგს აირჩევ (რომელიც ბევრად ძვირი ღირს) და თან ისეთ დღეს დაამთხვევ ყიდვას, რომ ოთხშაბათს მიიტანონ გადამზიდთან.
იმიტომ, რომ გადამზიდები ხუთშაბათს გზავნინან და შემდეგ ოთხშაბათს უკვე შეგიძლია გამოიტანო.

თუმცა განბაჟება რადგან უნდა, საბაჟოს პროცედურების დრო დაემატება.
ეს პროცედურები, აზრზე არ ვარ, რა დროს მოითხოვს. ალბათ ინდივიდუალურია და ნივთზე, მებაჟეზე და ბროკერზეა დამოკიდებული.

თუ გასაგებად ვერ დავწერე, PM-ით ან მობილზე (893377105) დამეკონტაქტე და დეტალურად აგიხხსნი :).