Page 1 of 18

ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Posted: 28 სექ 2006, 02:24
by gobe
ძვირფასო კარ(ა)ველებო,
მგონი დადგა დრო, ამ თემაზეც დავფიქრდეთ.
აბა ჰე... :wink:

ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Posted: 28 სექ 2006, 23:33
by meko
გადასარევი იდეააა, მეც თქვენთან მიგულეთ. თუ წამოსვლით ვერ წამოვალ, რაიმე სახით ჩენს წვილს მაინც შევიტან მაგ კეთილ საქმეში :)

ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Posted: 29 სექ 2006, 17:22
by tekla
წინადადება შემომაქვს მომავალ შაბათ-კვირას წავიდეთ ხევსურეტში. რამდენიმე ადამიანს უკვე აქვს სურვილი და საშუალება, მომაწოდონ ტანსაცმელი და/ან სხვა სახის დახმარება. დროებით სახლში წავიღო თუ თქვენ მოგაწოდოთ რამენაირად?

ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Posted: 29 სექ 2006, 17:43
by gobe
tekla,
მე პირადად არ ვიცი როგორ მოვახერხებ, თუმცა ძალიან დიდი სურვილი კი მაქვს... ისე კი, ვფიქრობ უკეთესი ხომ არ იქნება 14-15 ოქტომბერს წასვლა, თუნდაც შემოდგომის ზღაპრულ ფერებში უკეთესად აღქმის თვალსაზრისით.

მართლა არ ვიცი, როგორ წამოვალ,
მაგრამ მე მუდამ თქვენს გვერდით ვდგავარ.
ხან მოტივტივე ხის ნაფოტი ვარ...
ხანაც მდინარის მდუმარე ქვა ვარ.

:wink:

ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Posted: 29 სექ 2006, 18:47
by Gvalva
tekla

თუ შეგიძლია, შენ წაიღე და შენთან იყოს წასვლამდე რაა

ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Posted: 29 სექ 2006, 19:54
by iduka
გამარჯობათ კარაველებო! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ კარგი საქმის კეთებაში. როგორც გავიგე 20 ოქტომბერს შეიძლება "შატილობა" გაიმართოს. უკეთესი იქნება, თუ ამ დღეს დაემთხვვა თქვენი ვიზიტი ხევსურეთში. (ეს ჩემი მოკრძალებული აზრია). ამ ინფორმაციას უფრო დაგიზუსტებთ.

ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Posted: 29 სექ 2006, 20:00
by gobe
iduka,
როგორც გავიგე 20 აგვისტოს შეიძლება "შატილობა" გაიმართოს.
გაგიმარჯოს! გაიხარე!!!
ალბათ 20 ოქტომბერი იგულისხმე, ხომ?

ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Posted: 29 სექ 2006, 21:21
by zura N.
გამარჯობათ კარაველებო როგორ ხართ? :) მე ჯერ არ ვიცი წამოვალ თუ არა, ალბათ უფრო წამოვალ. სანამ წავიდოდით იქნებ ერთხელ კიდევ შეგვევლო PSP-ში და დახმარება გვეთხოვა წამლებით ანდაკელი ოჯახისათვის, თან სურათები მიგვეტანა როგორც ვაპირებდით პირველი ღონისძიების დაგეგმისას :roll: . ან იქნებ ავერსისთვის გვეთხოვა დახმარება :roll:


თუ გადაიდო წასვლა ცოტა ხნით, იქნებ 20-21-22-ში წავსულიყავით 3 დღით შატილობაზე? :roll:
არადა რა კარგი იქნებოდა :roll:, ეხლა რო ვიყავით 2 დღით სულ ვჩქარობდით, არადა ხომ ყველას გვინდოდა მაშინ კიდევ ერთი დღე დარჩენა. :wink:

ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Posted: 29 სექ 2006, 23:05
by Nika
ვაუ 20 ოქტომბერი ეს უკვე წაექსტრიმო იქნება. შეიძლება მოთოვოს კიდევაც მაგ დროს.

ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Posted: 30 სექ 2006, 10:22
by iduka
gobe wrote:iduka,
როგორც გავიგე 20 აგვისტოს შეიძლება "შატილობა" გაიმართოს.
გაგიმარჯოს! გაიხარე!!!
ორი ვარიანტია: ალბათ 20 ოქტომბერი იგულისხმე, ხომ?
კი შემეშალა :oops: 20 ოქტომბერია სწორე.

ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Posted: 30 სექ 2006, 19:35
by tekla
Gvalva

OK, იმ კვირაში მომაქვდიან ალბათ :)

ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Posted: 30 სექ 2006, 19:49
by tekla
Nika wrote:ვაუ 20 ოქტომბერი ეს უკვე წაექსტრიმო იქნება. შეიძლება მოთოვოს კიდევაც მაგ დროს.
მომწონს ასეთი პერსპექტივა :D

ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Posted: 02 ოქტ 2006, 09:39
by gobe
წამლებთან დაკავშირებით ვნახოთ რა აჯობებს. ამ ჯერზე, ვფიქრობ, "ავერსს" ხომ არ მივმართოთ თხოვნით? თუმცა, "გურული" იძახდა, რაღაც მეც შემიძლია ვცადოო და ვნახოთ. ჯერ არ გამოჩენილა, შეიძლება არც არის თბილისში. თუმცა, დავურეკავ და გავარკვევ.

ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Posted: 02 ოქტ 2006, 12:05
by tekla
საზეიმო ყრილობის თარიღი ხომ არ დაგვენიშნა? :)

ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Posted: 02 ოქტ 2006, 16:27
by Archil
gobe

წამლები შეიძლება მეც ვქნა... მითხარით რაა საჭირო და ... PSP და Aversi აქეთ გვამარაგებენ და...