Page 1 of 1

წავიდეთ კახეთსა...

Posted: 21 სექ 2006, 10:34
by Eh_Dato
კახეთი ალბათ საქართველოს ერთადერთი კუთხეა, სადაც ძეგლების სანახავად მხოლოდ და მხოლოდ ტრანსპორტითაა სიარული მიზანშეწონილი... მე და ჩემი შვილის კამპანიამ გადავწყვიტეთ ამ შაბათ-კვირას (23-24 სექტემბერი) 2 დღით ჩემი მანქანით გასეირნება კახეთში. პროგრამა - ალავერდი, შუამთა, იყალთო, წინანდალი, ვაჩნაძიანთ ეკლესია, სიღნაღი, ბოდბე... ღამის გათენება კვეტერაზე. მსურველებს დიდი სიამოვნებით შემოვიერთებთ... ჩემი ტრანსპორტი შევსებულია... ჰა-ჰა ერთი ადგილი განთავისუფლდეს. გადადებით შეიძლება მხოლოდ ერთი მიზეზით გადაიდოს - თუ ამინდი გაფუჭდა.

წავიდეთ კახეთსა...

Posted: 22 სექ 2006, 10:00
by Kakha
ჰოო, ამ კვირას მეც კახეთში ვარ, მაგრამ ეთნოგრფიულ-შრომით-საქეიფო კუთხით - რთველში ვართ მთელი ოჯახი დაპატიჟებული......

წავიდეთ კახეთსა...

Posted: 22 სექ 2006, 12:22
by tekla
Eh_Dato

მაგას მიამატე გურჯაანის ყველაწმინდა, ვეჯინის ციხე, ველისციხეში ერთი VI საუკუნის ეკლესია... აღარ მახსოვს მეტი :(

ჰო, ვაზისუბანშიცაა ძველი ეკლესია...

გრემი, ნეკრესი, იყალთო, თეთრი გიურგი არ დაგავიწყდეთ ;)

Kakha

სად რთველობ? :) მეც მივრთველობ ამ შაბათს :D

წავიდეთ კახეთსა...

Posted: 22 სექ 2006, 12:23
by tekla
ისე, ეგებ რამე გამოგვივიდეს და შაბათს ან კვირას (როცა ყველა წაკახეთებულს ერთად გვეცლება) სადმე ერთობლივი მინიკარავული ექსკურსია მოვაწყოთ :)

წავიდეთ კახეთსა...

Posted: 22 სექ 2006, 14:23
by Toma
ხალხო კვეტერა სად არის?

წავიდეთ კახეთსა...

Posted: 22 სექ 2006, 16:10
by Nika
Toma
ახმეტადან თიანეთისკენ რო მიდის გზა აი მანდაა ასე 10-15 კილომეტრში ახმეტიდან. ზედ გზაზე არააა. ცოტა მარცხნივაა.

Eh_Dato
ძაან კი მინდა წამოსვლა მარა ხვალე "ბოკეს" ფუტბოლების პირველი ტურია

წავიდეთ კახეთსა...

Posted: 22 სექ 2006, 18:59
by Mrs. Robinson
Eh_Dato
როგორც ყოველთვის ახლაც კაი გზით გაგიწევიათ. ბედნიერად!!!! :)

კვეტერა მეც მინდა ამ შემოდგომაზე, ოღონდ ცოტა მერე რა.... ფერები, ფერები, ფერები, ფერები............

Toma
http://drf.org.ge/karavi/maps/K-38-067-3v.JPG
ეს რუკა ნიკამ მოგვაწოდა, ილტოს დაუყევი და დაინახავ.

წავიდეთ კახეთსა...

Posted: 22 სექ 2006, 22:46
by ninka
ძალიან კარგი ადგილები შეგირჩევიათ :D ,მაგრამ ჩვენ 6 ვართ :D

წავიდეთ კახეთსა...

Posted: 23 სექ 2006, 02:20
by Toma
Nika
Mrs. Robinson
თქვენ გაიხარეთ დიდი მადლობა.
:D