Page 1 of 1

ჟურნალისტებს

Posted: 26 ივნ 2006, 16:20
by გვალდა
ეჰ რა ცუდია ჟურნალისტი რომ არ ვარ :(

ეხლა რა ხდება:
14-17 ივლისს სვანეთში ტარდება სამთო სათხილამურო ტურნირი ჟურნალისტებს შორის. სამწუხაროდ, მხოლოდ ჟურნალისტებს ექნებათ მონაწილეობის უფლება. თუმცა ტურნირის საყურებლად ბევრი მიდის. მეც დიდი სურვილი მაქვს მაგ დროისთვის სვანეთში ვიყო, თუ ეროვნულ გამოცდებს დავუძვერი ხელიდან. მონაწილეობას ვერ მივიღებ მაგრამ ამ გაგანია ზაფხულში საკუთარ ჭიას როგორ გავახარებ, სასრიალო ადგილების მეტი რაა? ?! :lol:

ჟურნალისტებო, თუ სურვილი გაქვთ წახვიდეთ სვანეთში, მონაწილეობა მიიღოთ ტურნირში და რამე პრიზსაც გამოკრათ ხელი, დაურეკეთ თამუნა ჯიშკარიანს 463262.

ჟურნალისტებს

Posted: 26 ივნ 2006, 16:38
by lama
გვალდა
მე მაგ დროს უკვე ჩემს სოფელში ბეჩოში ვიქნები მესტიის რაიოპნში და აუცილებლად წავალ საყურებლად :wink: :D

ჟურნალისტებს

Posted: 26 ივნ 2006, 20:03
by guruli
გვალდა
დაურეკეთ თამუნა ჯიშკარიანს
სალამი. ჯიშკარასაც იცნობ? :lol: მოკლედ, სვანების მაფია, რა!
და იდეა მართლა კარგია. თან, მე და ჯიშკარა ერთად ვმუშაობთ და წესით, უნდა მივდიოდე, მაგრამ ეს ფეხი რაღა ამ ზაფხულს ამტკივდა... :( :( :( lama
მე მაგ დროს უკვე ჩემს სოფელში ბეჩოში ვიქნები მესტიის რაიონში
იცოდე, შეთქმულებას გიწყობენ კარავზე - გული რომ უფრო იოლად გაგიხეთქონ, ჯერ დაგპირდებიან ბეჩოში წამოსვლას, მაგრამ ბოლო მომენტში ყველა გიგანებს. დამიჯერე, დასტურ ვიცი ეს ინფორმაცია, რადგან დღეს ასეთი რამ მე თვითონ შევთავაზე კოტეს და კიდევ რამდენიმე კარაველს... :wink:

ჟურნალისტებს

Posted: 27 ივნ 2006, 11:17
by გვალდა
guruli
სალამი ბატონო :D შენს იმ გაზეთში ხარ ესე იგი. :) ჯიშკარიანს პირადად არ ვიცნობ. ეს განცხადება იმედის ოფისში ვნახე მიჭიკარტებული და დავურეკე. მაგრამ რა ხეირი :D

ჟურნალისტებს

Posted: 04 ივლ 2006, 18:42
by Mrs. Robinson
გვალდა
აქ რომ არ მენახა ეს განცხადება, სტენდზე არც შემიმჩნევია. :wink:
სვანეთში მოვლილი ტრასები არ იქნება და გაუკვალავში სრიალზეა საუბარი თუ იცი?
ბაკურიანში შეჯიბრზე ვერ წავიდნენ ჟურნალისტები უდროობის გამო და ახლა მაგას მოახერხებენ?? ძალიან ვეჭვობ... :wink:

ჟურნალისტებს

Posted: 10 ივლ 2006, 16:55
by dimitri
"ახალი თაობა" იტყობინება გარემოს დაცვის სამინისტრომ და საპატრიარქომ გააფორმა ხელშეკრულება. 'ხატის ტყის" ინსტიტუტის აღდგენა? ვინმემ რამე ხომ არ იცით რა ხდება?

ჟურნალისტებს

Posted: 12 ივლ 2006, 18:04
by guruli
გვალდა
სალამი ბატონო შენს იმ გაზეთში ხარ ესე იგი.
კი, კი, იქ ვარ. საბედნიეროდ, ჩემი გაზეთი ეხმაურება თქვენს ტურნირს - ჩვენი თანამშრომელი გამოდის (თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა მანამ). თვითონ ჯიშკარაც მოდის, მაგრამ ეგ არ ისრიალებს.

ჟურნალისტებს

Posted: 19 ივლ 2006, 11:09
by გვალდა
guruli
მოჰყევით აბა ჟურნალისტებო როგორ ჩაიარა ზაფხულის თოვლში სრიალმა?

ჟურნალისტებს

Posted: 19 ივლ 2006, 13:22
by guruli
გვალდა
guruli
მოჰყევით აბა ჟურნალისტებო როგორ ჩაიარა ზაფხულის თოვლში სრიალმა?
მე არ ვყოფილვარ, თორემ - დიდი სიამოვნებით, ჯიშკარა კიდე ჯერ იალბუზზე იყო, ახლა კი სვანეთში გაუტია, სისხლმა უყივლა. :D :D :D

ჟურნალისტებს

Posted: 10 ნოე 2006, 20:12
by niamori
ვაი სირცხვილი... ჯიშკარა ამბობს რომ იალბუზზე არასდროს ყოფილა. ისე კი უნდა ტსასვლა ვიზას თუ ჩაურტყავენ რუსეთში გადასასვლელად :))) მაშინ მყინვარწვერზე იყო... მეორედ ავიდა წვერზე :))) მეხუთე მცდელობიდან.. და მერე სვანეში უშბის ძირს ეახლა მხოლოდ :)))