სომხეთი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
deida kama
მაწანწალა
Posts: 313
Joined: 31 მარ 2008, 15:08
Location: samxretis miyruebuli kunchuli
სომხეთი

Post by deida kama » 01 ოქტ 2014, 22:26

11- 14 შედგება არაკომერციული ტური სომხეთში. კლტურული და ისტორიული ძეგლები ჩვენი სამიზნე გახდება, ვეწვევით მუზეუმებს, გავერთობით მეგობრულ წრეში, დავისვენებთ და კარგად გავატარებთ დროს. სამი ღამე ერევანში ვრჩებით, რაც გართობა-დასვენების დამატებით საშუალებას გვაძლევს. ტურს არ აქვს გასტრონომიული აქცენტი, მაგრამ აუცილებალდ დავაფასებთ სომხურ სამზარეულოსაც. მოკლედ ვიმოგზაურებთ დროსა და სივრცეში - ქვის ხანიდან თანამედროვეობამდე, არარატიდან არეგაწამდე.
ტურს ორგანიზებას უწევს მოხალისე-მეგობართა წრე, ამიტომ ის მთლანად არაკომერციულია და მხოლოდ თვითღირებულება დაგვიჯდება - საორიენტაციო ფასი 250 ლარია. რაც გულისხმობს მიკროავტობუსის დაქირავებას (70-90 ლარი - მგზავრთა რაოდენობაზე და მინივენის ტიპზეა დამოკიდებული), დარჩენას ერევნის ერთ-ერთ ჰოსტელში (წინასწარი მოლაპარაკებით ფასი 45-50 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს სამი ღამისთვის), საბაგიროების და მუზეუმების ბილეთების საფასურს, კვება გადარბენით და სტაციონარულად (შაბაშები რესტორანში, დოლი, გარმონი და დუდუკი არ შედის).
რადგან ტური ორიენტირებულია დროის და სახსრების ოპტიმალურ გადანაწილებაზე, აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია მხოლოდ იმან გაიაროს ვინც უცილობლად შემოგვიერთდება და ბოლო დღეს არ გევქცევა სურპრიზად ტრადიციული, სამამულო „გადაგდება“ - არამკითხემოაბამეთა და ფარისეველი ხალხის გამოხტომებისგან, პატიოსან მოგზაურთა ჯიბის და ნერვების დასაცავად სპეციალური პროაქტიული ბარიერი აღიმართება.
მაშ ასე: 11 ოქტომბერი - შეკრება თბილისში 06:30 სპორტის სასახლესთან, მაკდონალდსის მიმდებარედ - იქონიეთ საზღვარგარეთის პასპორტი, მოქმედების 6-თვიანი ვადით. ვადაგასული პასპორტები და პირადობის მოწმობები საზღვარზე არ მიიღება. წამოიღეთ ერთი დღის საკმარისი ხემსი საკვებად, პირველ დღეს ბევრი ობიექტის მონახულება გვიწევს და ტრაპეზიც სახელდახელოდ მოგვიწევს. თან გქონდეთ თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - ზოგი ლოკაცია ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღლა გვაქვს დაგეგმილი და შესაბამისად გვარიანად ეციაება. აქვე გაითვალისწინეთ არარატის ველისთვის დამახასიათებელი თბილი შემოდგომის სპეციფიკაც.
პირადი ჰიგიენის ნივთები, ბარგი კომპაქურად, საკმარისი ფინანსები, კეთილგანწყობა და გაბადრული სახეები თავისთავად იგულისხმება. სომეთში მიმოქცევაშია ეროვნული ვალუტა დრამი, რომლის შეძენაც თბილისში ჯობია ვაგზლის მიმდებარე ჯიხურებში დინამოზე ან ბანკებში. სასტუმროს დამატებით მოველაპარაკები წინასწარ თუ ურჩევიათ აშშ დოლარის მიღება. დრამი საკმაოდაა დევალვილებური და ანგარისშის დროს ყურადღებით იყავით მისი კურსის გამო. პოზიორობის მოყვარულთ ყოველთვის მოგეცემათ თქვენი ენერგიის რეალიზების საშუალება ფოტოობიექტივთან, თუმცა მოგზაურთა ხროვის სხვა, ნაკლებად მედიააქტიური წევრების სიმშვიდე და დროში გაწერილი სამოგზაური გეგმა არ უნდა გადავაყოლოთ შეხტომა-შეთამაშება და ტუჩებდაპრაწვა-კუსკუნობის ფოტოდემონის მაცდუნებელ ხრიკებს.

პირველი დღე:
თბილისი >>> ახტალა >>> ჰაღპატი (ახპატი)>>>სანიანი>>>ქობაირი>>>ჰევანქი >>>სევანვანქი სევანის ტბაზე>>>ერევანი.
სულ 350 კილომეტრი.

მეორე დღე:
ერევანი>>> ზორაც ქარერის ობსერვატორია (კარახუნჯი)>>>თათევის მონასტერი>>ერევანი
სულ 510 კილომეტრი.

მესამე დღე:
ერევანი>>>ერებუნის ურარტული ციხე და მუზეუმი>>>ხორ ვირაფის ეკლესია საზღვართან, არარარის ძირში>>>ზვარტნოცის ეკლესიის ნანგრევები და ისტორიულ-კულტურული მუზეუმი>>>
ეჩმიაძინის კომპლექსი>>>მეწამორის მსოფლიოში უძველესი მელითონეობის საწარმო და მუზეუმი
მეწამორიში>>>ერევანი
სულ 190 კილომეტრი.

მეოთხე დღე:
ერევანი>>>გარნისის მითრას ტაძარი>>>გეღარდის მონასტერი>>>ერევანი>>>ამბერდის ციხე 2300 მეტრზე ზღვისდონიდან
სულ 150 კილომეტრი.

დაბრუნება თბილისში.
ნ----------------------------
მთლიანობაში გასავლელია 1500 კილომეტრი, საფეხმავლო მონაკვეთები მინიმალურია.

P.S. ატვირთულია ფოტოები, ალბომებს ლოკაციების მოკლე აღწერა ახლავს. იქვეა დასახელებები ინგლისურ ენაზე და შესაძლებლობა გაქვთ გუგლის მეშვეობით მეტი ინფორმაცია მოიძიოთ.



https://www.facebook.com/events/1475349082750908/

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]