Page 2 of 4

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 31 ივლ 2014, 10:00
by shoda1121
რაც შეეხება სასტუმრო სახლებს,
599 19 41 06 (ნინა)
599 69 76 19 ასევე;
საკმაოდ კარგ ადგილასაა, ლენტეხის რაიონში სულ რომც არაფერი ნახოთ კარგი გზაა ლენტეხამდე ცაგერიდან და ღირს ავლა და დაძინება;

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 31 ივლ 2014, 10:06
by shoda1121
ოქონის წმ გიორგი, ჩიხარეში ალბათ ამ კუთხეში ყველაზე საოცარი მოხატულობითაა (ლენტეხი)
Image

Image
Image
Image

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 31 ივლ 2014, 10:12
by shoda1121
ლეჩხუმში ნაკურალეშის მოხატულობაა მაგარი
Image

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 31 ივლ 2014, 10:12
by shoda1121
Image
საფლავის ქვა ნაკურალეშში

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 31 ივლ 2014, 10:14
by shoda1121
გზად ნაკურალეშისკენ ღვირიშის ჩანჩქერია:
http://molashqre.ge/index.php?act=attac ... t&id=11051
www.youtube.com/watch?v=PT8-E6f4pnQ

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 31 ივლ 2014, 10:17
by shoda1121
გონის ეკლესიაზე ფბ-ის გვერდ ლეჩხუმზე ნახავთ ცნობებს
ისე კი ვიკიპედიიდან მისი კანკელის შესახებ დავაკოპირებ
"კანკელის ხუთი თაღი ემყარებოდა დეკორირებულ ბარიერზე აღმართულ, რთულად პროფირირებულ სვეტებს; მთელ კონსტრუქციას ორნამენტიანი კარნიზი აგვირგვინებდა. თაღედის შუა მალი, ე.წ. „აღსავლის კარი“ საკურთხეველში ერთადერთ შესასვლელს წარმოადგენს. კანკელის მოჩუქურთმებული ქვედა ნაწილი დანაწევრებულია ორნამენტირებული ზოლებითა და ლილვების კონებით ოთხ არედ, სადაც წმინდანთა სკულპტურული გამოსახულებებია. აქ მახარობლები — ლუკა და მარკოზი, მთავარანგელოზები — მიქაელი და გაბრიელი არიან წარმოდგენილი.მედალიონში ჩასმული ეს წელსზედა ფიგურები უაღრესად მნიშვნელოვანია. თითეულს ახლავს მისი ვინაობის მაჩვენებელი ასომთავრული, დაქარაგმებული წარწერა. მთავარანგელოზთა რელიეფები იდენტურია. ასევე ერთმანეთის მსგავსია მახარობელთა გამოსახულებები. ნახევარფიგურები მთლიანად ავსებენ წრიულ არეს, ოსტატი ცდილა მოურთავი არ დაეტოვებინა ფილის არც ერთი მონაკვეთი. იქ, სადაც მედალიონების არე, მთავარანგელოზთა გამოსახულებებში შევსებულია ფრთებით, მახარობლებთან დიდი გაშლილი ფოთლებია გამოკვეტილი. მთავარანგელოზთა თმა, ფრთები, მახარობელთა სამოსი, წვერი, გრაფიკული, დენადი ხაზებითაა გადმოცემული, ამასთანავე ისინი ხაზგასმულად მოცულობითია. სრულად განსხვავებულად, კონცენტრული წრეებით არის დამუშავებული მახარობელთა მხრებზე დაფენილი თმები.მთავარანგელოზთა ფიგურები დიდ მსგავსებას ამჟღავნებენ ნიკორწმინდის ტაძრის ჩრდილოეთ კარის ტამპანზე არსებულ ანგელოზთა რელიეფებთან.

გონის კანკელი იმ ეპოქას ეკუთვნის, როდესაც საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ძეგლთა უხვ დეკორატიულ გაფორმებას. მცირე ზომის, სრულიად სადა ეკლესიაში ასეთი მდიდრული, ჩუქურთმებითა და რელიეფებით ინტენსიურად მორთული, შეფერადებული კანკელის გამართვა X საუკუნის პირველ ნახევარზე მიუთითებს. ამასვე ადასტურებს კანკელის საერთო აგებულება, ჩუქურთმათა რეპერტუარი და მათი კვეთის თავისებურება, შესანიშნავი სკულპტურული გამოსახულებები და წარწერათა ასოების მონახაზები"

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 31 ივლ 2014, 10:19
by shoda1121
გონის ქვემოთ წყალტუბოს და ლეჩხუმის საზღვარზე ხვამლის ფონზე საკმაოდ კარგი მოხატულობიანი ეკლესიაა:
დერჩის ნათლისმცემელი (ვიკი)
''შიგნით ეკლესიის კედლებს მთკიანად ფარავდა მოხატულობა.იგი დღეისათვის ნაწილობრივ განადგურებულია.გადარჩენილი სცენების ფერადოვანი გამა ჩამქრალია.მხატვრობა რამდენიმე რეგისტრად ნაწილდება.ცენტრალური აფსიდის კონქში ორ მთავარანგელოზს შორის, წარმოდგენილია ფეხზე მდგომი ღვთისმშობელი ყრმით ხელში. მის ქვემოთ :"ზიარების" ტრადიციული კომპოზიციაა. საკურთხევლის ქვედა რეგისტრში მხატვარს გამოუსახავს "მსხვერპლის თაყვანისცემა". ძირითადი ნავის კამარაში ცენტრალური გამოსახულების – ჯვრის აქეთ–იქეთ ამაღლების სცენის ორი ვარიანტია განაწილებული. ამ რეგისტრის ქვემოთ მოცემულია შვიდი ძირითადი სადღესწაულო სცენა : ხარება, შობა, მირქმა, ნათლისღება, "ლაზარეს აღდგინება", "იერუსალიმად შესვლა", და ჯვარცმა. მათ შორის თავისუფალ ადგილებს წმინდანთა გამოსახულებები იკავებენ.სამხრეთ კედლის ქვედა ნაწილში მოცემულია სცენა ეკლესიის პატრონის (რაზეც ეკლესიის სახელობა მიგვითითებს) –– იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებიდან.საკურთხევლის წინ დადგმული კანკელის თაღედი მედალიონებით არის შემკული.ზედა მწკრივში მახარობელთა სიმბოლოებია მოცემული.ქვევით,წმინდანთა ნახევარფიგურული გამოსახულებებია.ეს რიგი უწყვეტად გადადიოდა ჩრდილოეთ მინაშენის კანკელზე,რომელიც დღეისათვის დაზიანებულია. ამ მინაშენის კონქში "ვედრებაა" წარმოდგენილი,ქვეშ კი ოთხი საეკლესიო მამა.ჩრდილოეთ კედელს ქტიტორთა რიგი მიყვებოდა, რომელთაგან დღეს მხოლოდ სამი ფიგურაღაა შემორჩენილი. შუაში ახალგაზრდა მამაკაცი,აქეთ–იქეთ კი მანდილოსნები.საერო პირის კიდევ ერთი ფიგურაა დასავლეთის მინაშენის პილასტრზეც.წარწერა არც ერთს არ შემორჩენია.

ეკლესიის მოხატულობიდან დახვეწილი ნახატითა და მჟღერი კოლორიტით გამოირჩევა ამავე მინშენის კედლებზე გამოსახული "განკითხვის დღის" ვრცელი კომპოზიცია. სამხრეთ მინაშენის კონქში ქამოდგენილია "საყდარი განმზადებული",ხოლო კედლებზე სხვა სცენებთან ერთად დახატულია ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი."
თუ წყალტუბოდან წამოხვალთ ისე ცუდი გზა კია, არ დაგავიწყდეთ შეიაროთ ზარათში სადაც ასევე პატარა და ძალიან კარგი ძეგლია;
ოფურჩხეთის პოლიციიდანაა გადასასვლელი ხიდზე და იქვეა

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 31 ივლ 2014, 10:21
by shoda1121
ისე კი ლენტეხში ბუნების, მოხატულობის, მისასვლელი გზის და მასთან კიდევ ერთი კარგი ძეგლის სიახლოვის გამო გამოვარჩევდი ტვიბს: 1-2კმ იქნება ფეხით ალბათ ძალიან ლამაზ ტყეში

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 31 ივლ 2014, 10:25
by shoda1121
თუ კიდევ რამე შეკითხვა გექნებათ სიამოვნებით დაგეხმარებით, კარგად ვიცნობ ამ კუთხეს და ცუდადაა კარავის მიერ შესწავლილი;
--
ისე კი ფბ გვერდი ლეჩხუმი საკმაოდ კარგია სურათების და ინფორმაციისთვის იმ ძეგლებზე რაც გიწერიათ, ყველას ნამდვილად ვერც მოივლით და არც ღირს )

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 01 აგვ 2014, 14:26
by ლეონტი
shoda1121 მადლობა ძვირპასი ინფორმაციიზა

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 01 აგვ 2014, 17:23
by shoda1121
ლეონტი wrote:shoda1121 მადლობა ძვირპასი ინფორმაციიზა
ყოველთვის მზად )
წარმატებები!

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 10 აგვ 2014, 23:08
by Ketevan Guliashvili
ჩამოვედით.

ძალიან კმაყოფილები!


მრავალფეროვანი, ინფორმატული გასვლის მერე ისევ შთაბეჭდილებებში ვარ.

მადლიერი ვარ ლეონტისი რომ ასეთ გასვლაში წამიყვანა.

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 11 აგვ 2014, 09:38
by shoda1121
Ketevan Guliashvili
სად იყავით რა ნახეთ დაწერეთ) ძალიან მაინტერესებს

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 11 აგვ 2014, 12:37
by Ketevan Guliashvili
დღე პირველი - პრომეთეს იგივე ყუმისთავის მღვიმე

Image

Image

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 12 აგვ 2014, 18:01
by Ketevan Guliashvili
დღე მეორე

ცაგერის ეკლესია.

Image


მაქსიმე აღმსარებლის საფლავი

Image