Page 1 of 4

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 24 ივლ 2014, 13:49
by ლეონტი
თბილისი-ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილი-უშგული-მესტია-ჯვარი-ზუგდიდი-ანაკლია-თბილისი.
რჩევები ხალისიანად მიიღება, მიზანია გზაზე ყველაფრის ნახვა, რასაც გავიგებთ, დინჯად და აუჩქარებლად, ღამისთევა კარვებში ან კლდის ქვეშ, მღვიმეებში.
სულ 968კმ.
http://vin.ge/?action=map
ვიწყებ გეგმის შედგენას.
2 აგვისტოს: შეკრება სამთო ქიმიასთან დილით 8 საათზე. გავალთ ნელა ვივლით და გზაში შევჩერდებით საჭიროებისამებრ. გავივლით ქუთეისს, წყალტუბოს და ავუყვებით ზევით. აქ არ ვიცი რა შეგვხვდება სანახავი. ადგილზე გავარკვევთ ზოგადად კი ესაა:
ცაგერის რაიონის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები:
1 ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი
2 ცაგერის წმ.მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძარი.
3 სოფელ მურის წმ.მაქსიმე აღმსარებლის ეკლესია მოსასტერი(მე-7 საუკუნე)
4 სოფელ გვესის სამნავიანი ბაზილიკა (მე-8 საუკუნე)
5 სოფელ ალპანის გამოქვაბულთა კომპლექსი (შუა საუკუნე)
6 სოფელ ალპანის წმ.გიორგის ეკლესია (შხუდალა)
7 სოფელ გაგულეჩის მაცხოვრის ანჩისხატის ეკლლესია (21-ე საუკუნე)
8 სოფელ გონის წმინდა გიორგის ეკლესია.
9 ზედა საირმის წმინდა გიორგის ეკლესია (1766წ)
10 ზოგიშის ღვთისმშობლის (ან მაცხოვრის) ეკლესია (შუა საუკუნე).
11 ზუბის გამოქვაბულთა კომპლექსი (შუა საუკუნე).
12 ზუბის წმინდა გიორგის ეკლესია (21-ე საუკუნე)
13 თაბორის ფერისცვალების ციხე-კოშკი , ეკლესია (მე-5 – მე-6 საუკუნე)
14 ისუნდერის ღვთისმშობლის ეკლესია( მე-19–საუკუნე)
15 ლაილაშის წმინდა გიორგის ეკლესია (შუა საუკუნე)
16 ლაილაშის დადიანების კომპლექსი და ეკლესია(მე-16 საუკუნე)
17 ლასურიაშის მტავარანგელოზის სამლოცველო
18 ლასხანას მთავარანგელოზის ეკლესია
19 ლაჯანას მთავარანგელოზის ეკლესია
20 მახურის სამება (მე-19 საუკუნე)
21 მცხეთის (ცხეთა) წმ. გიორგის ეკლესია (მე-12 საუკუნე)
22 ნაკურალეშის წმ.გიორგის ეკლესია (მე-12 საუკუნე)
23 ნასპერის ღვთისმშობლის ეკლესია (მე-19 საუკუნე)
24 საირმის ღვთისმშობლის მონასტერი (უდაბნო)(შუა საუკუნე)
25 სანორჩის ღვთისმშობლის ეკლესია
26 ტვიშის წმ.გიორგის ეკლესია
27 უცხერის (ჩიქოვანების) ღვთისმშობლის ეკლესია(შუა საუკუნე)
28 ხვამლის გამოქვაბულთა სამოსანსტრო კომპლექსი (შუა საუკუნე)
29 ხვამლის წმ.გიორგის ეკლესია (შუა საუკუნე)
30 წილამიერის ღვთისმშობლის ეკლესია (მარიამწმიდა)
31 ორბელის მღვიმე
32 ტვიშის ვერძისტავის ჩანჩქერი
33 საირმის ქვის სვეტები
34 ღვირიშის ღელის ჩანჩქერი
35 ცაგერის ხვამლის ქვაბული (ისტორიული საქართველოს განძსაცავი)
36 თაბორის ცეხე-ეკლესია (IX-X საუკუნე)
37 ლეშკაშის ციხე(შუა საუკუნე)
38 ჩხუტელის მურის ციხეები (3) (შუა საუკუნე)
39 გვესოს ციხე (შუა საუკუნე)
40 ზუბის ციხე(შუა საუკუნე)
41 ზუბის ქვაწითელსა ციხე(შუა საუკუნე)
42 ისუნდერის ციხე (შუა საუკუნე)
43 ორხვის ქვარიანების ციხე (შუა საუკუნე)
45 ქ.ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
46 ბარდნალის ლადო ასათიანის სახ-მუზეუმი
47 სპათაგორის არჩილ გელოვანის სახლ-მუზეუმი
48 ზოგიშის სევერიან ისიანის მუზეუმი
ცაგერის მნიციპალიტეტში არის მე-7 საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და ფილოსოფოსის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და მონასტერი.
აქვე შეგვიძლია ვნახოთ ბეტონის ემულსიის და ასფალტის ქარხნები, მსურველების შემთხვევასი ავიყვანთ გიდს ტექნოლოგიების ღრმა ცოდნით.(ხუმრ)
http://www.youtube.com/watch?v=WmzUGCHaYwA

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 24 ივლ 2014, 18:18
by Ketevan Guliashvili
მსურველი ვარ. დრო მაწყობს. ჩემი გამოცდილებით ულამაზესი იყო წვირმი და მის გამოტოვებას არავის ვურჩევდი /კარგი ამინდის შემთხვევაში/.

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 24 ივლ 2014, 21:23
by ლეონტი
აუცილებლად ვნახავთ წვირმს, ამინდებს კარგს გვპირდებიან 1 დღე წამოწვიმებით. რადგან მარშრუტი ჩემთვის უცხოა, სწორედ რჩევების საფუძველზე განვსაზღვრავთ ინტერესებს. ქეთევან კარგია თუ გცალია და გადაწყვეტ.
1 .ლეონტი+++, ქეთევან გულიაშვილი ---1 მანქანა.
2.

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2014, 21:52
by leo1
საინტერესოა!!!

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2014, 12:11
by ლეონტი
შემოგვიერთდი რომელიმე დღეებში თუ მოიცლი

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2014, 17:27
by shoda1121
საირმის ქვის სვეტები გზაზეა )
ასევე ორბელის ციხე

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2014, 17:29
by shoda1121
ნაკურალეშის წმ.გიორგის ეკლესია (მე-12 საუკუნე)
ეს აუცილებელი სანახავია ალპანის მხრიდან ადის გზა, უფრო სწორად ღვირიშიდანაც ადის მაგრამ აქედან ჯობია, ულამაზესი ფრესკებია და ხედები; გზად აღვის ჩანჩქერიცაა საკმაოდ დიდი;

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2014, 17:30
by shoda1121
სოფელ გონის წმინდა გიორგის ეკლესია.
ესეც ჯობია ალპანიდან ჩახვიდეთ ქუთაისიდან რიონის ხეობით ამოსვლას;
უძველესი კანკელი აქვს, საკმაოდ საინტერესო ძეგლია! ფეხით მოგიწევთ სოფლის ზემოთ მოზრდილ გორაზე ასვლა 4კმ დაახლოებით;

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2014, 17:32
by shoda1121
ბარდნალის ლადო ასათიანის სახ-მუზეუმი ეს გზიდან ახლოსაა და ღირს მისვლა მარტო იმ ლექსიდან გამომდინარე:
ცაგერის წმ.მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძარი აქ წმინდანის საფლავია, მურის ციხის ძირშია და მწვანე თეატრიც იქვეა;

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2014, 17:33
by shoda1121
მცხეთის (ცხეთა) წმ. გიორგის ეკლესია (მე-12 საუკუნე): ორბელიდანაა ასასვლელი საკმაოდ მაღლა გუმბათიანი ეკლესიაა; ისე ზოგადად ლეჩხუმში ყველა სოფელი მთასაა შეფენილი და გზაც არაა კარგი, საკმაოდ დიდ დროს მოუნდებით; (მაგალითად ნაკურალეშზე მანქანა კი ავა მაგრამ დრო საკმაოდ დიდი უნდა )

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2014, 17:35
by shoda1121
ხვამლზე ოყურეშიდან ჯობია ასვლა, და 2 დღე უნდა ასვლა-ჩამოსვლას და საკმაოდ ღირს; ისე ორხიდიანი მანქანებიც ადის;
ლეჩხუმში ცხენისწყლის ხეობაში ძალიან ლამაზია ახალჭალას კურორტი მაგრამ მანდ 20კმ-იანი გზა მიდის ცაგერიდან ზემო და ქვემო ლუხვანოს გავლით და თან საჯიპე;

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2014, 17:37
by shoda1121
პს. ცაგერიდან საკმაოდ ახლოა ლენტეხი და ღირს ერთი ღამე რომ გაათიოთ ცენტრში არის საკმაოდ კარგი სასტუმრო სახლები და მოგწერთ თუ გინდათ სახელებს, ლენეტეხში შერეული ტყეა, მჟავე წყლები და ძეგლებიცაა რამოდენიმე მშვენიერი;

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2014, 17:37
by shoda1121
უკაცრავად მგონი ბევრი დავპოსტე ამ თემაში )

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 31 ივლ 2014, 09:21
by ლეონტი
shoda1121 დიდი მადლობა ძვირფასი ამბებისთვის (ინფორმაციისთვის), ისიც დაწერე ბარემ სახელებს მოგწერთო რომ თქვი.

ავტომობილით ძალიან ნელა, ხშირი გაჩერებებით. 2-10 აგვისტო

Posted: 31 ივლ 2014, 09:58
by shoda1121
ლეონტი
ლენტეხის ძეგლებს რაც შეეხება:
ტვიბის თარინგზელი და ასევე ტვიბის გადასახვევთან გზაზევე ეკლესიაა (რომელიც ადგილობრივებს უნდა გააღებინოთ) ეს 2 რომ ნახოთ ეგეც კარგია გზად ჩანჩქერს და ხეობას გაივლით და იმის იქით შედარებით ცუდი გზებია;
თუ მაინც გადაწყვეტთ ტვიბს გასცდეთ ჩიხარეშშია ოქონის წმინდა გიორგის ეკლესია ულამაზესის ფრესკებით; ასევე ჩუკულშია ორი ეკლესია; ჩიხარეშს იქით კი ორხიდიანით ზესხოში (ალპინისტურ ბანაკში) შეიძლება ასვლა და უშგულში
თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ლენტეხი ძეგლებით შედარებით ღარიბია, მაგრამ ულამაზესი შერეული ტყე აქვს შემოდგომაზეც ლამაზი იქნება მე გაზაფხულზე ვიყავი მაშინ როცა საოცარი სიმწვანე იყო და მთებზე თოვლი