Page 1 of 2

აგვისტოში ძუღურში არავის გინდათ?

Posted: 22 ივლ 2014, 00:25
by guruli
მოკლედ, მეგობრებო და თანაკარველნო - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აგვისტოში ძალიან მინდა წასვლა ძუღურში. თემას ვხსნი იმ იმედით, რომ იქნებ ვინმე დასასვენებლად თუ არა, შაბათ-კვირას საექსკურსიოდ მაინც წამოვიდეს.

ძუღური მდებარეობს ცაგერში, ლაშიჭალის ხეობაში, კურორტ ლაშიჭალის ზევით. ესაა დღეს მიტოვებული და გავერანებული კურორტი, სადაც ადის მხოლოდ ჯიპები და მათი წინაპარი ცხენ-ჯორი. :) იქაურობა ცნობილია მრავალმხრივი სამკურნალო წყაროებით და სწორედ ამიტომ მინდა წასვლა 1 კვირით მაინც. თუ ამდენი ხნით არ წამოხვალთ, შეგიძლიათ, დამტოვოთ და დამაგდოთ იქ, როგორც კეთროვანებს ან ავაზაკებს ტოვებდნენ ადრე უკაცრიელ კუნძულებზე, და წამოხვიდეთ თბილისში. :D :D

როგორც ამბობენ, იქ კოტეჯები ან ამგვარები არაა და ვაპირებ, ვიცხოვრო კარავში. არადა, ზაფხულში თურმე ბევრი დამსვენებელი ადის, რადგან იქაურ წყაროებს ლამის ჯადოსნურ შესაძლებლობებს მიაწერენ - დიაბეტიდან დაწყებული, კუtჩნაწლავისა და საჭმლის მონელებებლი სისტემით დამთავრებული, უხდება ყველაფერს, ხოლო ზოგიერთზე ამბობენ, სილამაზის ელექსირიაო. :D თუმცა მე სამკურნალოდ მივდივარ და არა სილამაზისთვის - შაქარი აღმომაჩნდა, რომელიც მალევე კი დავუბრუნე ნორმას, მაგრამ პერიოდულად მაინც თამაშობს. შაქარს ღვიძლის პრობლემებიც თურმე თან ერთვის (ყოველ შემთხვევაში, იმ ტიპისას, რომელიც მე აღმომაჩნდა - შედარებით იოლი ფორმაა). საბედნიეროდ, ესეც დროზე აღმოვაჩინე, საწყის სტადიაზე და მინდა, გენერალურად ვიზრუნო ჯანმრთელობაზე.
ამბობენ, რომ ძუღურში ულამაზესი ბუნებაა, თუმცა ნეტ-ში მისი მხოლოდ ერტი ფოტო მოვიპოვე და დავდებ ბოლოში. მოკლეედ, ვფიქრობ აგვისტოს შუაში წასვლას და თუ ვინმე ჯიპიანი წამოხვალთ, საწვავით მე დაგაფინანსებთ, ხოლო თუ დასვენებაშიც შემომიერთდებით, მთლად უკეთესი.
ესეც ძუღურის ფოტო.
Image

აგვისტოში ძუღურში არავის გინდათ?

Posted: 22 ივლ 2014, 10:33
by tsqnafunia
guruli
ეს ყელაფერი კარგი, მაგრამ შენს ექიმს უთხარი?

აგვისტოში ძუღურში არავის გინდათ?

Posted: 22 ივლ 2014, 10:45
by GT.ge
მეგობარ ფორუმზე ეს თემა ვნახე... http://forum.ge/?f=2&showtopic=34282973&st=0 - აზრზე მოსასვლელი უნფოა, ცოტა ფოტოებიც დევს.

აგვისტოს დასაწყისში ვგეგმავ ლეჩხუმის მონახულებას... დიდი ალბათობით, გზად ძუღურსაც გავივლი, დამაინტერესა. :)

Image

აგვისტოში ძუღურში არავის გინდათ?

Posted: 22 ივლ 2014, 21:39
by guruli
tsqnafunia
guruli
ეს ყელაფერი კარგი, მაგრამ შენს ექიმს უთხარი?
არა. უნდა მეტქვა? :cry:
არადა, დღესაც ვნახე ექიმი. :cry:
GT.ge - დიდი მადლობა. ანუ, გამოდის, ტყეში უნდა ვიცხოვრო. ორბელიდან რამსიშორეზე ყოფილა! :cry:

აგვისტოში ძუღურში არავის გინდათ?

Posted: 23 ივლ 2014, 10:36
by tsqnafunia
guruli

უი, გუშინაც იყავი? არ უთქვამს :D პაციენტებზე სახლში არ ლაპარაკობს :D
ჰკითხე მაინც.


ისე საინტერესო ადგილია, დასასვენებლად არა, მაგრამ გასვალ რომ დაგვეგეგმა, კარგი იქნებოდა. იფიქრე შენ მაგაზე.

აგვისტოში ძუღურში არავის გინდათ?

Posted: 23 ივლ 2014, 11:24
by guruli
tsqnafunia
დასასვენებლად არა, მაგრამ გასვალ რომ დაგვეგეგმა, კარგი იქნებოდა. იფიქრე შენ მაგაზე.
ვისი გასვლა - კულინარების? :) :) მაგათ სამზარეულოში თუ დაუგეგმავ გასვლას, ეგება და წამოვიდნენ, თორემ ისე ძუღურში კი არა, ზაქის მწვადებისთვის ვერ დავძარი ანანურში ასასვლელად. :) :)
პ.ს. კი, გუშინ ვიყავი ექიმთან - საკონსულტაციოდ შევირბინე.

აგვისტოში ძუღურში არავის გინდათ?

Posted: 23 ივლ 2014, 11:40
by GT.ge
guruli wrote:tsqnafunia
guruli
ეს ყელაფერი კარგი, მაგრამ შენს ექიმს უთხარი?
არა. უნდა მეტქვა? :cry:
არადა, დღესაც ვნახე ექიმი. :cry:
GT.ge - დიდი მადლობა. ანუ, გამოდის, ტყეში უნდა ვიცხოვრო. ორბელიდან რამსიშორეზე ყოფილა! :cry:
დაახლოებით 16 კმ მიჩვენა ორბელიდან.

Image
ტყეში ხარ... :)

პ.ს. მეგობარმა მოლეშქრემ ნახა ეს თემა და გირჩია, ფსიქოთერაპევტთან მივიდესო...

აგვისტოში ძუღურში არავის გინდათ?

Posted: 23 ივლ 2014, 13:04
by tsqnafunia
guruli
ოო, ირაკლი, ნუ წუწუნებ. აგერ დაგიდო გიორგიმ რუკაც და დაგეგმე აქ


პ.ს. კულინარებით გიდგას სული, თორემ რით იხალისებდი? :)))

აგვისტოში ძუღურში არავის გინდათ?

Posted: 24 ივლ 2014, 00:08
by ლეონტი
აგვისტოს დასაწყისში მეც მინდა მანქანით ლეჩხუმი ვნახო, მერე ლენტეხიც, გადავიდე სვანეთის ქედზე და ზემო სვანეთში,ძუღურამაც დამაინტერესა

აგვისტოში ძუღურში არავის გინდათ?

Posted: 24 ივლ 2014, 11:07
by guruli
GT.ge
პ.ს. მეგობარმა მოლეშქრემ ნახა ეს თემა და გირჩია, ფსიქოთერაპევტთან მივიდესო...
მადლობა-თქო, მაგრამ ნუ აეკიდება ეს ამდენი რაღაც, თორემ მე მაგის გარეშეც ვუძლებ, ხოლო ე მაგას ფსიქოტერაპევტიც ვერ უშველის.
tsqnafunia
პ.ს. კულინარებით გიდგას სული, თორემ რით იხალისებდი?
ეგეც მართალია. :lol: :lol:
შემოდგომაზე ხადას დავგეგმავ და ნახე, იქ რა წუწუნი ატყდება. :D
ლეონტი
აგვისტოს დასაწყისში მეც მინდა მანქანით ლეჩხუმი ვნახო, მერე ლენტეხიც, გადავიდე სვანეთის ქედზე და ზემო სვანეთში,ძუღურამაც დამაინტერესა
აუცილებლად ნახე - ძაან მაგარი ადგილი ჩანს.

აგვისტოში ძუღურში არავის გინდათ?

Posted: 29 ივლ 2014, 21:51
by leo1
საინტერესოა!

აგვისტოში ძუღურში არავის გინდათ?

Posted: 29 ივლ 2014, 21:51
by leo1
საინტერესოა!

აგვისტოში ძუღურში არავის გინდათ?

Posted: 29 ივლ 2014, 21:51
by leo1
საინტერესოა!

აგვისტოში ძუღურში არავის გინდათ?

Posted: 29 ივლ 2014, 21:51
by leo1
საინტერესოა!

აგვისტოში ძუღურში არავის გინდათ?

Posted: 29 ივლ 2014, 21:51
by leo1
საინტერესოა!