Page 3 of 7

ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Posted: 04 ივლ 2014, 08:51
by nkiviladze
1. GT.ge (2 კაციანი კარავი)
2. GT.ge + (GT.geს კარავში)
3. nagli
4. Tinatin Muzashvili
5. tsqnafunia (ეკა სოფრომაძის კარავში)
6. Dito Kaulashvili (2 კაციანი კარავი)
7. Dito Kaulashvili + (დიტოს კარავში)
8. მარიამ უფლისაშვილი
9. ეკა სოფრომაძე (2 კაციანი კარავი)
10. ეკა სოფრომაძე +
11. ნინო კივილაძე ?
...
17. Ledi Smile

ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Posted: 04 ივლ 2014, 10:16
by Kakha
ხალხო, ცროლის მთავზე ვარ ასული ატაბედან, ანუ პრაქტიკულად უღელტეხილთან ვიყავი. წყალი არასად მინახავს.

ახლა თავს ვერ დავდებ, რომ უღელტეხილზე სადმე არაა, რადგან არ ვყოფილვარ, მაგრამ რელიეფი რაც ვნახე ნაკლებად მაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ წყალი შეგხვდებათ.

გირჩევთ საკამარისი წყალი წაიღოთ.

ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Posted: 04 ივლ 2014, 10:37
by GT.ge
Kakha wrote:ხალხო, ცროლის მთავზე ვარ ასული ატაბედან, ანუ პრაქტიკულად უღელტეხილთან ვიყავი. წყალი არასად მინახავს.

ახლა თავს ვერ დავდებ, რომ უღელტეხილზე სადმე არაა, რადგან არ ვყოფილვარ, მაგრამ რელიეფი რაც ვნახე ნაკლებად მაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ წყალი შეგხვდებათ.

გირჩევთ საკამარისი წყალი წაიღოთ.
ეგრეა, სავალ გზას რომ დავხედე... ქედზე მოგვიწევს სიარული და წყალი არ იქნება.
მარაგი დაბლიდანვე უნდა ავიღოთ.


ვის მოგაქვთ ჭაჭა, დასწერეთ
ტრადიციულად, 0,5 ლ-ს მე წამოვიღებ.
2,0-2,5 ლ.ლ. იქნება საკმარისი.

ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Posted: 04 ივლ 2014, 10:46
by GT.ge
1. GT.ge (2 კაციანი კარავი)
2. GT.ge + (GT.geს კარავში)
3. nagli
4. Tinatin Muzashvili
5. tsqnafunia (ეკა სოფრომაძის კარავში)
6. Dito Kaulashvili (2 კაციანი კარავი)
7. Dito Kaulashvili + (დიტოს კარავში)
8. მარიამ უფლისაშვილი (GT.geს კარავში)
9. ეკა სოფრომაძე (2 კაციანი კარავი)
10. ეკა სოფრომაძე + (კამკამიძე ზვიადი, უკარვოდ)
11. ნინო კივილაძე ?
12. ეკა სოფრომაძე + (მაღლაკელიძე მაკა, ეკას კარავში)
...
17. Ledi Smile

ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Posted: 04 ივლ 2014, 10:57
by Kakha
კიდევ ერთი რჩევა თუ არ მიწყენთ - მთლად ატაბესთან კი ნუ დაბანაკდებით პრიველ საღამოს, არამედ ატაბედან ქვემოთ ჩადით, სადამდეც მანქანა მიგიყვანთ, ანუ წყლის პირას, კიდევ უკეთესი თუ მანქანა გადაგიყვანთ წყალზე. არაა ისეთი არაფერი, წესით უნდა გადაგიყვანოთ და მერე მოძებნეთ საბანაკე ადგილი. იპოვით. ამით დაახლოებით ორ კილომეტრს მაინც მოიგებთ. ორი კილომეტრის არ გავლა ბარგით შეღავათია, ძალებისა და დროის დაზოგვაა, მით უმეტეს რომ წინ უგრძესი აღმართი გელოდებათ და თუ მზიანი ამინდი იქნა ჩრდილსაც ვერსად იპოვით.

მშვიდობით იარეთ.

ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Posted: 04 ივლ 2014, 11:54
by nkiviladze
პატივცემულო ორგანიზატორო :) მადლობა ამ ნანატრი გასვლისთვის!

თუ შეიძლებოდეს, დაახლოებით როგორია გათვლები დაგვიწერე :

ფეხით სავალი მანძილის შესახებ
(დღეების მიხედვით დაახლოებით რამდენ - რამდენი საათის სავალია საშუალოდ /ან რამდენი კილომეტრია)

რა რელიეფი გველის - მე როგორც ვვარაუდობ აღმართი ალბათ, ხომ?

დაახლოებით სირთულე როგორი იქნება, რომ მორალურად შევემზადოთ და მუხლები ავილესოთ :)

ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Posted: 04 ივლ 2014, 11:59
by nagli33
ლაშქრობის დაწყებიდან უახლოეს წყლამდე ნახევარი ლიტრი წყალი საკმარისი იქნება მოლაშქრეს რომ ჰქონდეს, თუ ეხლა ვიღაცამ თევზი სელიოტკა ჭამა და 15 წუთში ერთხელ 2 ლიტრი წყალი მოუნდა რა ვუყოთ ახლა :)

კაი წყალსაც მოვნიშნავ

ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Posted: 04 ივლ 2014, 12:10
by nagli33
Image

ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Posted: 04 ივლ 2014, 12:21
by GT.ge
Kakha wrote:კიდევ ერთი რჩევა თუ არ მიწყენთ - მთლად ატაბესთან კი ნუ დაბანაკდებით პრიველ საღამოს, არამედ ატაბედან ქვემოთ ჩადით, სადამდეც მანქანა მიგიყვანთ, ანუ წყლის პირას, კიდევ უკეთესი თუ მანქანა გადაგიყვანთ წყალზე. არაა ისეთი არაფერი, წესით უნდა გადაგიყვანოთ და მერე მოძებნეთ საბანაკე ადგილი. იპოვით. ამით დაახლოებით ორ კილომეტრს მაინც მოიგებთ. ორი კილომეტრის არ გავლა ბარგით შეღავათია, ძალებისა და დროის დაზოგვაა, მით უმეტეს რომ წინ უგრძესი აღმართი გელოდებათ და თუ მზიანი ამინდი იქნა ჩრდილსაც ვერსად იპოვით.

მშვიდობით იარეთ.
გაიხარეთ!
დიდი მადლობა!
თქვენს რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებთ.

nkiviladze
გასავლელი მანძილი კმ-ებით ჯერ ზუსტად არ ვიცი... უღელტეხილზე ბარგით, ფოტოსესიებით, კოტრიალით, წახემსებით, დინჯი სიარულით მაქს 7 სთში უნდა ვიყოთ.
უღელტეხილიდან ტბამდე 4 სთ დაგვჭირდება.
ვიმეორებ, ეს დროა მაქსიმუმი.
ვივლით ორგანიზებულად დინჯი ტემპით.
ანუ, დილით რომ გავალთ 7 სთზე, ტბაზე უნდა ვიყოთ 18 სთმდე.
დასაწყისიდანვე აღმართია...
ვიწყებთ ასვლას 1780დან, ავდივართ 3050ზე და ჩამოვდივართ 2240ზე.

ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Posted: 04 ივლ 2014, 12:31
by nagli33
ლედის ფოტო ალბომიდან

Image

Image

Image

ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Posted: 04 ივლ 2014, 12:40
by GT.ge
Image

უღელტეხილს იქეთ მაღალი ბალახი შეიძლება დაგვხვდეს... ამინდის მიუხედავად, სასურველია გეცვათ გრძელსახელოებიანი ტანისამოსი. ტბაზე უხვად იქნება მწერები... დაკბენის შემთხვევაში, სპირტი, მალამო გამოგადგებათ.

ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Posted: 04 ივლ 2014, 13:23
by nkiviladze
GT.ge
მადლობა ინფორმირმაციისთვის, ახლა კიდე მეტად ვხვდები, რა გემრიელი გასვლა გველის!!!! მალე მოვიდეს 25-27 ივლისი!!!!!!!! :)

პ.ს. მგონი სია ისე მალე გადაივსება, მეორე მინიბუსი არ დაგჭირდეს :)

ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Posted: 04 ივლ 2014, 13:25
by GT.ge
nkiviladze
გაიხარე!

გამორიცხულია, მეორე მინიბუსს მე არ წავიყვან, 17 კაცი სრულებით საკმარისია. ;)

ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Posted: 04 ივლ 2014, 13:37
by tsqnafunia
GT.ge
აუ, რა მომისწრია სიაში ჩაწერაააა! :wink:

ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Posted: 04 ივლ 2014, 13:50
by nagli33
1. GT.ge (2 კაციანი კარავი)
2. GT.ge + (GT.geს კარავში)
3. nagli
4. Tinatin Muzashvili
5. tsqnafunia (ეკა სოფრომაძის კარავში)
6. Dito Kaulashvili (2 კაციანი კარავი)
7. Dito Kaulashvili + (დიტოს კარავში)
8. მარიამ უფლისაშვილი (GT.geს კარავში)
9. ეკა სოფრომაძე (2 კაციანი კარავი)
10. ეკა სოფრომაძე + (კამკამიძე ზვიადი, უკარვოდ)
11. ნინო კივილაძე ?
12. ეკა სოფრომაძე + (მაღლაკელიძე მაკა, ეკას კარავში)
13, Ledi
14,?
15,?
16 ?
17 ?

_________________