Page 1 of 2

ბორჯომ - ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 21-22 ივნისი

Posted: 17 ივნ 2014, 22:33
by nkiviladze
გასვლა/შეკრების ადგილი: 21 ივნისს, შაბათს დილის 7:00 საათზე ვიკრიბებით სამთო ქიმიის შენობასთან, სადაც მოვა ჩვენი მძღოლი დიტო ძია და წაგვიყვანს ბორჯომში. გზად შევივლით ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში და დავრეგისტრირდებით. შემდეგ ვაგრძელებთ გზას აწყურამდე(ვიზიტორთა ცენტრიდან 27 კმ-ში), საიდანაც ვიწყებთ ლაშქრობას.

რეგიონი: ბორჯომისა (ლიკანი) და ახალციხის (აწყური) რაიონები

ხანგრძლივობა: 2 დღე

სირთულე: რთული

ფეხით გასავლელი მანძილი: 34 კმ.

შაბათი დღე 1: ფეხით სავალი მანძილი: აწყურის მცველთა საგუშაგო - ამარათის ტურისტული თავშესაფარი 16 კმ. საშუალოდ 6-7 საათი, ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში

კვირა დღე 2: ამარათის ტურისტული თავშესაფარი - აწყურის მცველთა საგუშაგო. 18 კმ. საშუალოდ 6-7 საათი.

ლაშქრობის ღირებულება: მინიბუსი - 330 ლარი
ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში - 1ადამიანი/ 1 დღე - 10 ლარი
ან კარვის შემთხვევაში: საკარვე ადგილი - 1ადამიანი/ 1 დღე - 5 ლარი
გამყოლის საფასური (აწყურის საგუშაგოდან გამოგვყვება რეინჯერი) - კაცზე დაახლოებით 5 ლარი.
ხარჯები გადანაწილდება თანაბრად, ლაშქრობის მონაწილეთა შორის, კაცზე დაახლოებით 30-35 ლარი.

მონაწილეთა რაოდენობა: 20 ადამიანი

ლაშქრობის ორგანიზატორები: ნინო კივილაძე, თორნიკე დავითაშვილი

სასმელი წყალი მარშრუტზე:
მე-2-მე3 ბილიკზე წყალი მარშრუტის დასაწყისში 2 ადგილას გვხვდება, მაგრამ როგორც კი აღმართები იწყება, ამარატის თავშესაფრამდე სასმელი წყალი არ გვხვდება, მწყემსების საზაფხულო სოფელ ოჭორაში ასევე შეგიძლიათ შეავსოთ წყლის მარაგი.

საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, გამოსაცვლელი სამოსი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი, საძილე ტომარა.

უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც კვირას ადრიანად გასვლის შემთხვევაში შეიძლება ინახოს:
ბილიკის მარშრუტი ბოლომდე- სამეცხვარეოს მთამდე.

მარშუტის მონახაზი:
Image

ბორჯომ - ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 21-22 ივნისი

Posted: 17 ივნ 2014, 22:39
by nkiviladze
ლაშქრობის მონაწილეთა სია:
1. ნინო კივილაძე
2. თორნიკე დავითაშვილი
3. ლინუკა ჯოჯუა
4. ნინო კივილაძე +
5. მაია ქვლივიძე
6. თამუნა ზარქუა
7. ზვიად ზარქუა

ბორჯომ - ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 21-22 ივნისი

Posted: 17 ივნ 2014, 23:41
by nagli33
მინდა მაგრამ ვერ შემოგიერთდებით ამ გემრიელ გასვლაში
დაკარგვა არ გაბედოთ უჩემოდ :)

ბორჯომ - ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 21-22 ივნისი

Posted: 18 ივნ 2014, 09:38
by GT.ge
მშვენიერია!
ხალისიანი ბოდიალი...

ბორჯომ - ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 21-22 ივნისი

Posted: 18 ივნ 2014, 11:10
by nkiviladze
მადლობა GT.ge :) შემდეგ კვირას შენი თანამგზავრები ვიქნებით!

ნაგლი, არ დავიკარგებით უშენოდ, გპირდები :) თუ რამეა, მერე იყოს - ჯუთაშიც ვერ დავიკარგებით, რომ ძალიან გვინდოდეს )) მოგვიწევსს ცოტა ლოდინი)

ბორჯომ - ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 21-22 ივნისი

Posted: 18 ივნ 2014, 13:14
by shoda1121
nkiviladze
მე ლომის მთაზე მივალ მაგ დროს : 20 კაცამდე ზოგი გამოცდილი და ზოგიც გამოუცდელი მოლაშქრეებით )

ბორჯომ - ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 21-22 ივნისი

Posted: 18 ივნ 2014, 14:53
by nkiviladze
წარმატებული და ხალისიანი გასვლა, შოდა! ;) კარგი ამინდებია გამოცხადებული

ბორჯომ - ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 21-22 ივნისი

Posted: 18 ივნ 2014, 15:25
by shoda1121
nkiviladze wrote:წარმატებული და ხალისიანი გასვლა, შოდა! ;) კარგი ამინდებია გამოცხადებული
დიდი მადლობა, ნინო )
შეიძლება ღამე იწვიმოს ცოტა ) თორე სხვაგვარად მშვენიერი ამინდებია!

ბორჯომ - ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 21-22 ივნისი

Posted: 18 ივნ 2014, 21:00
by shoda1121
წარმატებული გასვლა თქვენც ასევე, შეიძლება სადმე შევხვდეთ კიდეც :-)

ბორჯომ - ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 21-22 ივნისი

Posted: 19 ივნ 2014, 13:13
by Nika
ძალიან მაგარია ამ გზის აღმოსავლეთი ნაწილი (უკანა გზაზე). თან თუ ცვალებადი ამინდი იქნება ნისლებში როგორ იკარგება ხოლმე კლდეები ...

ბორჯომ - ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 21-22 ივნისი

Posted: 19 ივნ 2014, 22:39
by nkiviladze
მადლობ, ნიკა! კვირას გუმანში გვაქვს ადრე ადგომა და სამეცხვარიოს ნახვაც. ყოჩაღი ჯგუფია, ყველა სპორტულ ფორმაშია და კარგი მოლაშქრე. ვეცდებით გეგმა-მაქსიმუმს :)
სამეცხვარიოზე არ ვარ ნამყოფი და იმედი მაქვს წელს ვნახავ იქაურ სილამაზეს

ბორჯომ - ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 21-22 ივნისი

Posted: 19 ივნ 2014, 22:42
by nkiviladze
ჩვენი სია შედგა. დღეს ვხურავ. რადგან 10ნი ვართ, არ ღირს ტრანსპორტის ქირაობა, ვსარგებლებთ მატარებლით და ხაზის ტრანსპორტით.
1. ნინო კივილაძე
2. თორნიკე დავითაშვილი
3. ლინუკა ჯოჯუა
4. ნინო კივილაძე +
5. მაია ქვლივიძე
6. იაგო მჭედლიშვილი
7. ზურა ლეჟავა
8. თამო გახოკიძე
9. სოფო დათუკიშვილი
10. ბაცკი (თუ ქარმა დაუბრუნა თავისი წაღებული ნივთები-საძილე ტომარა, საგებელი და ჩანთა:)

ბორჯომ - ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 21-22 ივნისი

Posted: 20 ივნ 2014, 17:37
by Nika
სამეცხვარიოც???

ხოო ეგ ნამეტანია IMHO. თუ პირველ დღეს ტურისტულ თავშესაფარში დაასრულებთ, მაშინ მეორე დღეს 32 კმ გექნებათ სასიარულო.

ბორჯომ - ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 21-22 ივნისი

Posted: 20 ივნ 2014, 18:42
by teo-
აუ ვეღარ მოვდივარ მეე:((((((((((((

ბორჯომ - ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 21-22 ივნისი

Posted: 22 ივნ 2014, 15:17
by GUGUA
წარმატებულ ლაშქრობას გისურვებთ :P :P :P :P :P