Page 1 of 3

ბოჭორმა ,უჯარმა, სიონის ტბა და უამრავი ყოჩივარდა როგორც ჩემს

Posted: 03 მარ 2014, 23:12
by kolonkelidze
გასვლის თარიღი: 9 მარტი კვირა.

ძალიან მომენატრეთ კარაველებო! თქვენთან ერთად ბევრი რამის სწავლა მომენატრა! მინდა რომ ეს ლაშქრობა გამოვიდეს .თქვენი იმედი მაქ:) ხოდა ვისაც მოგენატრათ კარავული ლაშქრობები , ვისაც გაზაფხული, ცისთვალები და ყოჩივარდები მოგინდათ და მოგენატრათ , წავიდეთ და ძალიან მაგრი დრო გავატაროთ. მეიმედებით

ბოჭორმა ,უჯარმა, სიონის ტბა და უამრავი ყოჩივარდა როგორც ჩემს

Posted: 03 მარ 2014, 23:21
by kolonkelidze
1. რეგიონი:
კახეთი, სგარეჯოს რაიონი (უჯარმა)
მცხეთა-მთიანეთი, თიანეთის რიონი (ბოჭორმა-სიონი)

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ცხვარიჭამია-სიონი--ბოჭორმა-უჯარმა-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
საშუალო



5. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
160 კმ მთელ წრიული გზაზე

6. ფეხით გავლილი მანძილი:
უჯარმა - 300 მეტრი
ბოჭორმა- 4,2 კმ
სიონი 1, 4 კმ

7. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
უჯარმა - გალავანს შიგნით მოქცეული ეკლესია, გალავნის კედლები აღმოსავლეთით,
რომელიც შედარებით დაბლაა ამოშენებული. ხედები მდინარე იორზე
ბოჭორმა - უნიკალური ეკლესია გალავნის შიგნით, ციხის კოშკი და პატარა საყდარი. ხედები გომბორზე
სიონი - ტბა, იგივე წყალსაცავი

8. საბანაკე ადგილები:
უჯარმა - ციხემდე 100 მეტრში, სამანქნო გზასთან
ბოჭორმა - გალავნის შიგნით, აგრეთვე, ციხემდე 2,1 კმტში, მანქანების სადგომთან
სიონი სოფელი სიონის მხრიდან საბანაკე ადგილი ბევრგანაა.
არაჩვეულებრივი ადგილები აღმოჩნდა ხევსურთსოფელის მხრიდან, ინდურების ფერმიდან 500-700 მეტრში
ტბის მთელ სანაპირო ზოლზე

9. სასმელი წყალი მარშრუტზე:
უჯარმა ციხესთან უცნობია, ციხემდე 2 კმტში სოფელ უჯარმის ცენტრში წყალი ონკანიდან მოედინება.
ბოჭორმა გალავნის შიგნით მდებარე გუმბათიან ეკლესიასთან ჭაა
სიონი - წყალია სოფლებში, ტბის ნაპირებთან სასმელი წყალი შორსაა

10. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
უჯარმა - განსაკუთრებით არაფერი
ბოჭორმა - მოხერხებული ფეხსაცმელი, სასმელი წყალი
სიონი - ანკესები, საცურაო კოსტიუმები, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, წვიმისგან დამცავი აღკაზმულობა

11. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
უჯარმა
სოფელ უჯარმის მოსახლეობა
ბოჭორმა
სიონი
თიანეთის რაიონის გამგეობა (8 248) 9-14-14

12. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
უჯარმა - ბოჭორმის გზაზე ღვთისმშობლის ეკლესიის ნახვა შეიძლება.
ბოჭორმა - 1 კმტში მდებარე სოფელ გრძელველში ეკლესიაა
სიონის ტბა - სოფელ საყდრიონის ადრესაუკუნეების დარბაზული ეკლესია, დევენაანთხევის ეკლესი საყდრიონის ჩრდილოეთით, საბუდარის ტყე ცხვარიჭამია-სიონის
გზაზე, მამკოდა თბილისი-სიონის გზაზე


13. რუქა:
უჯარმა
http://nona.net/features/map/placedetai ... 77/Ujarma/

ბოჭორმა
http://www.fallingrain.com/world/GG/0/Bochorma.html

სიონი
http://www.fallingrain.com/world/GG/42/Sioni.html

ბოჭორმა ,უჯარმა, სიონის ტბა და უამრავი ყოჩივარდა როგორც ჩემს

Posted: 03 მარ 2014, 23:31
by teo-
მე წამოვალ 90%

ბოჭორმა ,უჯარმა, სიონის ტბა და უამრავი ყოჩივარდა როგორც ჩემს

Posted: 03 მარ 2014, 23:31
by teo-
მე წამოვალ 90%

ბოჭორმა ,უჯარმა, სიონის ტბა და უამრავი ყოჩივარდა როგორც ჩემს

Posted: 03 მარ 2014, 23:33
by kolonkelidze
ტური იგეგმება შაბათს , 9 მარტს და სავარაუდო ღირებულებაა კაცზე 13 ლარი .
სამარშუტოს ვუხდით 250 ლარს:)

ბოჭორმა ,უჯარმა, სიონის ტბა და უამრავი ყოჩივარდა როგორც ჩემს

Posted: 03 მარ 2014, 23:36
by kolonkelidze
მიხარია თეო! :)მაშინ დავიწყოთ სიის შევსება

სია
1 კოლონკელიძე
2 კოლონკელიძე +

კეთილი იყოს შემდეგი მსურველის ნაკვალევი ამ სიაში;)

ბოჭორმა ,უჯარმა, სიონის ტბა და უამრავი ყოჩივარდა როგორც ჩემს

Posted: 04 მარ 2014, 00:33
by teo-
1 კოლონკელიძე
2 კოლონკელიძე +
3თეო-

ბოჭორმა ,უჯარმა, სიონის ტბა და უამრავი ყოჩივარდა როგორც ჩემს

Posted: 04 მარ 2014, 00:49
by okulone
მეც მინდა მაგრამ ჯერ არ ვიცი მეცლება თუ არა

ბოჭორმა ,უჯარმა, სიონის ტბა და უამრავი ყოჩივარდა როგორც ჩემს

Posted: 04 მარ 2014, 00:49
by okulone
1 კოლონკელიძე
2 კოლონკელიძე +
3თეო-
4 okulone ?

ბოჭორმა ,უჯარმა, სიონის ტბა და უამრავი ყოჩივარდა როგორც ჩემს

Posted: 04 მარ 2014, 01:12
by marmenio
შაბათს სპექტაკლზე მივდივართ, ბილეთი უკვე აღებული გვაქვს. თუ კვირას შეიძლება გადადება, აუცილებლად შემოგიერთდებოდით :)

ბოჭორმა ,უჯარმა, სიონის ტბა და უამრავი ყოჩივარდა როგორც ჩემს

Posted: 04 მარ 2014, 01:22
by marmenio
შორე, რა კარგი გოგო ხარ, ასე მგონია კარავს სული ჩაბერე. მიყვარხარ.

ბოჭორმა ,უჯარმა, სიონის ტბა და უამრავი ყოჩივარდა როგორც ჩემს

Posted: 04 მარ 2014, 01:40
by teo-
marmenio
თუ არ გადაიდება კვირასაც სადმე წავიდეთ :lol:

ბოჭორმა ,უჯარმა, სიონის ტბა და უამრავი ყოჩივარდა როგორც ჩემს

Posted: 04 მარ 2014, 13:41
by tamuna_gudarexi
მეც ძალიან მინდა კარავთან ერთად, რა ხანია!
იმედია, წამოვალ. ჯერჯერობით კითხვის ნიშნით ჩავეწერები.

1 კოლონკელიძე
2 კოლონკელიძე +
3თეო-
4 okulone ?
5. tamuna_gudarexi ?

ბოჭორმა ,უჯარმა, სიონის ტბა და უამრავი ყოჩივარდა როგორც ჩემს

Posted: 04 მარ 2014, 16:13
by kolonkelidze
marmenio wrote:შორე, რა კარგი გოგო ხარ, ასე მგონია კარავს სული ჩაბერე. მიყვარხარ.
ეჰ ეს რომ უშველიდეს კარავს:)...ჰოდა მომეცით სტიმული და ერთად შევუბეროთ სული და ისევ ავაგიზგიზოოთ :D

ბოჭორმა ,უჯარმა, სიონის ტბა და უამრავი ყოჩივარდა როგორც ჩემს

Posted: 04 მარ 2014, 16:15
by kolonkelidze
marmenio wrote:შაბათს სპექტაკლზე მივდივართ, ბილეთი უკვე აღებული გვაქვს. თუ კვირას შეიძლება გადადება, აუცილებლად შემოგიერთდებოდით :)
თუ სხვებისთვის არ იქნება პრობლენა კვირას რომ წავიდეთ, მაშინ გადავდოთ:) მეც დავაზუსტებ და დავწერ ამის შესახებ