უცნობი თბილისი I - 16.02.14
Posted: 15 თებ 2014, 14:39
კაი ხანია ამ ტიპის გასვლების გაკეთებას ვგეგმავ.
მთელი თუ არა, უმეტესი საქართველო მოვლილი გვაქვს კარველებს, მაგრამ ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ საკუთარ დედაქალაქს არ ვიცნობთ ბოლომდე.
მით უმეტეს, როცა არ არის სალაშქრო ამინდი ან ისე უცებ გამოგიჩნდა თავისუფალი კვირა დღე, რომ რაღაც დიდის დაგეგმვა-მომზადებას ვერ ასწრებ, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის დავგეგმავ მსგავს გასვლებს.
ამჯერად ვნახავთ ორთაჭალა-კრწანისის ეკლესია-მონასტრებს.
კონკრეტულად:
1. თაბორის ფერისცვალების მამათა მონასტერი
2. წირანავორის (?) ეკლესია
3. გრიგოლ ხანძთელის მამათა მონასტერი
4. ღირსი მამა საბა განწმენდილის მონასტერი
5. წმინდა სპირიდონის ეკლესია.
შეკრების დრო და ადგილი: 12:00 მეტეხის ხიდი
ფეხით გასავლელი მანძილი 10 კმ-მდე.
სირთულე - მარტივი (ალაგ საშუალო სირთულის, თაბორის და ხანძთელის მონასტერი შემაღლებულზეა).
თან იქონიეთ სასმელი და საკვები ნივთიერებები.
ნალექს არ გვპირდებიან, თუმცა სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ საწვიმარი წამოიღოთ.
არავის არ დაველოდებით, 12:10 წუთზე დავიძრებით და დაგვიანებულებს შეუძლიათ გზაში დაგვეწიონ.
წამომსვლელთა რაოდენობა მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ მაინც ჩამოვწერ სიას წარმოდგენისთვის:
1-2. ზღარბელიგენტი
3-4. მთვარეული და გიორგი
5. მირანდა
6. ხათახუთინა
7. ?