Page 2 of 2

2014 წ. პირველი კარვული შეკრება 10 ან 12 იანვარი

Posted: 11 იან 2014, 15:50
by Naia
აქაც დავწერ ყოველი შემთხვევისთვის: მეგობრებო, გუშინდელ შეკრებაზე მოგვრჩა ძალიან ბევრი საჭმელი და სასმელი ამიტომ ილიას აზრად მოუვიდა დღესაც შევკრებილიყავით ნამცეცობაზე. ზოიმ ლესელიძეზე მდებარე თავისი მომავალი კაფის ფართი შემოგვთავაზა და გადაწყდა, რომ დღეს 8 საათზე იქ ვიკრიბებით. ვინც გუშინ არ შემოგვიერთდით, იქნებ დღეს იფიქროთ მოსვლაზე

კაფეს ადგილმდებარეობას რაც შეეხება: ლესელიძეზე რომ TBC ბანკია, იმის მოპირდაპირე მხარეს შედის პატარა ქუჩა, ხოდაშენის ქუჩა.

ჩაიცვით თბილად, შენობაში გათბობა ჯერ არ არის :)

დეტალებზე შეეხმიანეთ ილიას!