Page 1 of 1

ქვემო ქართლის ლამაზ შემოდგომაზე ფოტონადირობა, 20 ოქტ.2013, კვირი

Posted: 18 ოქტ 2013, 23:40
by leo1
დღესა მასსა კვირიაკესა, 20სა რიცხვსა, გთავაზობთ შემოდგომის ფოტონადირობას ქვემო ქართლში, კერძოდ 500-1200 მეტრი სიმაღლეზე, სადაც ახლა ყველაზედ ლამაზი ბუნება გვა20ებს..
წავალთ, რა თქმა უნდა მანქანით, თუ ვინმე კიდევ შემოგვიერთდების - მაშვინ მანქანებით, ვითარმედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფოტოსანადიროდ ჯერ არ დადის...
გავაკეთებთ წრიულ მარშრუტს, დაახლოებით თეთრიწყარო-ბოლნისი-გომარეთი-ბედიანი-წალკა-ივანოვკა-ამლევი-თიფლისი. გზაშიდ დაგეგმილი მარშრუტი შესაძლებელია სურვილისამებრ გავაუმჯობესოთ.

გასლვა დილის 7.30ზე მკაცრად, ვინაითგან უკვე ადრე ღამდება. გასლვის ადგილი - საბურთალოს მაკდონალდი.
მიგვაქვს - კამერები, 1 დღის სასუსნავები.
საწვავის ფასი გაიყოფა მონაწილეებზედ, ჩემიმანქანის შემთხვევაშიდ კაცზედ 25 ტუგრიკი.

ჩემი მანქანა 4 ადგილიანია. საბარგული არ აქვს, ასერომ მსურველები უმჯობეს არს მცირე ზომის ბარგით წამოვიდნენ.

ქვემო ქართლის ლამაზ შემოდგომაზე ფოტონადირობა, 20 ოქტ.2013, კვირი

Posted: 19 ოქტ 2013, 00:16
by MIRANDA
სამწუხაროდ 20 ოქტომბერს ვერ მოვახერხებ, ძალიან საინტერესოდ და მიმზიდველად კი ჟღერს, არადა...

ქვემო ქართლის ლამაზ შემოდგომაზე ფოტონადირობა, 20 ოქტ.2013, კვირი

Posted: 19 ოქტ 2013, 10:37
by Makena
კარგი იდეაა!

ქვემო ქართლის ლამაზ შემოდგომაზე ფოტონადირობა, 20 ოქტ.2013, კვირი

Posted: 19 ოქტ 2013, 14:37
by Makuna Skhvitaridze
ველოდები საუკეთესო ფოტოებს :)