Page 2 of 4

გავატანიოთ 12-13

Posted: 10 ოქტ 2013, 19:23
by aragvispireli
1. წივწივა
2. მაია ქვლივიდძე
3. შალვა
4. chqareuli ?
5. Ledi
6. nagli ?
7. მაო - kappa
8. მაო - kappa +
9. თეო- ?

მე სამწუხაროდ ისევ პასს.... :(

გავატანიოთ 12-13

Posted: 11 ოქტ 2013, 02:43
by Ismail
ხალხო გადაირიეთ? : )

გავატანიოთ 12-13

Posted: 11 ოქტ 2013, 09:02
by shoda1121
Ismail
ხეობით არ წავლენ როგორც ჩანს; უღელტეხილი და უკან ;
თუმცა ამინდს კი კაის აცხადებს მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ აგვისტოს ბოლოს როშკის ზემოთ არხოტში გადასასვლელ უღელტეხილზე კინაღამ თითები მომეყინა ზედმეტად ალპინისტურად უნდა ჩაიცვან

http://freemeteo.com/default.asp?pid=23&gid=801178&la=1

გავატანიოთ 12-13

Posted: 11 ოქტ 2013, 09:45
by karavi87
და რა ადგილას არის ეგ ტანის ტბა ?

გავატანიოთ 12-13

Posted: 11 ოქტ 2013, 11:08
by GT.ge
karavi87 wrote:და რა ადგილას არის ეგ ტანის ტბა ?
Image

მე, ვიცი "ყვითელი" მარშუტი, რომელსაც 3 დღე სჭირდება მინიმუმ.

არის მოკლე, "წითელი" მარშუტიც, რომლითაც ალბათ წივწივა ისარგებლებს.
მთამსვლელებითვის არა, მოლაშქრეებისთვის 2 დღე მეცოტავება... თოვლი იქნება...

გავატანიოთ 12-13

Posted: 11 ოქტ 2013, 11:11
by shalva
Ismail wrote:ხალხო გადაირიეთ? : )
არ დაგვიმალო სიმართლე გვითხარი :oops: შენგან ამის გაგონება "ცოტა" დამაფიქრებელია :wink: :roll:

გავატანიოთ 12-13

Posted: 11 ოქტ 2013, 11:23
by teo-
shalva wrote:
Ismail wrote:ხალხო გადაირიეთ? : )
არ დაგვიმალო სიმართლე გვითხარი :oops: შენგან ამის გაგონება "ცოტა" დამაფიქრებელია :wink: :roll:
როგორ მიკვარს ესეთი გადარევები 8)

გავატანიოთ 12-13

Posted: 11 ოქტ 2013, 11:40
by shoda1121
GT.ge wrote:
karavi87 wrote:და რა ადგილას არის ეგ ტანის ტბა ?
Image

მე, ვიცი "ყვითელი" მარშუტი, რომელსაც 3 დღე სჭირდება მინიმუმ.

არის მოკლე, "წითელი" მარშუტიც, რომლითაც ალბათ წივწივა ისარგებლებს.
მთამსვლელებითვის არა, მოლაშქრეებისთვის 2 დღე მეცოტავება... თოვლი იქნება...
მზე არის და წვიმა არ იქნება არც თოვა, ყინვა იქნება უღელტეხილზე უბრალოდ ძალიან; ატაბედან ძალიან აღმართია, თოვლიც იქნება წინა კვირების დადებული სავარაუდოდ; იდეაში 2 დღეში ესწრება 3ში უფრო უარესი იქნება ჩემი აზრით ატაბე-ტანიე-ატაბე (+1 დღე თუ რა თქმა უნდა ატაბეშიც არ გაჩერდებიან) იმიტომ რომ ღამე უნდა დაიძინო ტანიეზე და ღამე ტანიზე ყინვა იქნება -5 -10-ის ფარგლებში სავარაუდოდ

გავატანიოთ 12-13

Posted: 11 ოქტ 2013, 11:45
by shoda1121
მოკლედ, კარგი ნამდვილად მინუს 10იანი საძილე, კარგი ალპინისტური აღჭურვილობა (სათვალე, ხელთათმანი, გამაშები, ფეხსაცმელი, თბილი ტანსაცმელი) და ასეთი ამინდის პირობებში არ იქნება პრობლემა; ატაბემდე რამენაირად უნდა მიგიყვანოთ ტრანსპორტმა თუნდაც ტაქსმა იმიტომ რო 2 დღეში შეძლოთ უღელტეხილის გადავლა, დაბანაკება და გადმოვლა;

გავატანიოთ 12-13

Posted: 11 ოქტ 2013, 13:15
by GT.ge
შოდა, ღამე სადაც არ უნდა დაბანაკდნენ, ყველგან ყინვა იქნება...
ზესხო 1800 -> უღელტეხილი 3000 _ ტანიე 2400 და უკან... უღელტეხილზე გადმოსვლას მოასწრებენ?

გავატანიოთ 12-13

Posted: 11 ოქტ 2013, 15:20
by shoda1121
GT.ge
ატაბე-ტანიეს 1 გზას დასჭირდება შემცირებული დღის პერიოდში კარგი სიარულით გამთენიიდან შებინდებამდე 1 სრული დღე (უღელტეხილი რომ გადაიარო); ასევე გადმოსვლას (იდეაში გადმოსვლა იოლია მხოლოდ 800ს იღებ და სიმაღლეებს აგდებ): მით უმეტეს რომ დასვენებას ვერ ასწრებ; დაბანაკება აუცილებელია შეზღუდული დროიდან გამომდინარე; ტანიე 2240მეტრზეა: დაახლ. უშგულის ზემოთ საბანაკე ადგილი რომაა იმის სიმაღლეზე;
ზამთრის საძილე თუ გაქვს სრულიად შესაძლებელია დაბანაკება -5 -10 იქნება ალბათ (ყველა რასაც -10 აწერია არ არის მინუს 10 გრადუსიანი ისე)

გავატანიოთ 12-13

Posted: 11 ოქტ 2013, 15:27
by shoda1121
მოლაშქრეს ჰქონდა სხვათა შორის უღელტეხილით ტანიეს ტბაზე გასვლა; ატაბეში იყვნენ რამოდენიმე დღე ამინდს ელოდებოდნენ (ამჯერად ამინდი ნამდვილად კარგია)- შემდეგ 1 დღეში გადავიდნენ დაბანაკდნენ და ისევ გადმოვიდნენ.

გავატანიოთ 12-13

Posted: 11 ოქტ 2013, 15:28
by shalva
shoda1121 wrote:GT.ge
ზამთრის საძილე თუ გაქვს სრულიად შესაძლებელია დაბანაკება -5 -10 იქნება ალბათ (ყველა რასაც -10 აწერია არ არის მინუს 10 გრადუსიანი ისე)

ჩახუტება და ამბავი ვერ უშველის მაგ ამბავს? :roll: :wink:

გავატანიოთ 12-13

Posted: 11 ოქტ 2013, 15:30
by shoda1121
shalva wrote:
shoda1121 wrote:GT.ge
ზამთრის საძილე თუ გაქვს სრულიად შესაძლებელია დაბანაკება -5 -10 იქნება ალბათ (ყველა რასაც -10 აწერია არ არის მინუს 10 გრადუსიანი ისე)

ჩახუტება და ამბავი ვერ უშველის მაგ ამბავს? :roll: :wink:
სადმე გაიკითხე და წესიერ ზამთრის საძილეს როგორ ვერ იშოვი :)

გავატანიოთ 12-13

Posted: 11 ოქტ 2013, 15:41
by shalva
წესიერი ზამთრის საძილე არ ვიცი მაგრამ მეტეოზე რომ გვეძინა მე,თამუსიას და ნაგლის გარეთ წყალი გაიყინა ბოთლში და მე ვერაფერი ვიგრძენი სიცივის არადა აშკარად არ ვთვლი ჩემ საძილეს ზამთრისად