Page 1 of 3

ნუნისის ტყეში დასაკარგავად... 7-8 სექტემბერი, 2013 წ.

Posted: 27 აგვ 2013, 13:16
by GT.ge
ამხანაგო კარაველნო,
გთავაზობთ 1,5 დღიან გალაშქრებას ნუნისის მიმართულებით.

გეგმის წინასწარი მონახაზი შემდეგია:

შაბათს, 7 სექტემბერს, 16:00 სთ-ზე, მატარებლით გავემგზავრებით დასავლეთის მიმართულებით...
19:07 სთ-ზე ვიქნებით მოლითის რკ. სადგურში.
ნუნისამდე გზად გავივლით ზვარეს და დავბანაკდებით ღვთოშობლის ეკლესიის მიმდებარედ 20:57 სთ-ზე.
რა თქმა უნდა, დავანთებთ დიიიდ კოცონს... შევწვავთ ახალქალაქის კარტოფილს და გზად, ზვარეში მოპარულ სიმინდს... გემრიელად ვივახშმებთ.

კვირას, დილით ავდგებით 8:01 სთ-ზე... მსუბუქად ვისაუზმებთ... ავიბარგებით გოგირდის აუზისკენ... შემდეგ მოვძებნით ნოეს კიდობანს... ავუყვებით ლიხის ქედს და გეზს ავიღებთ ქვიშხეთის მიმართულებით...
ქვიშხეთიდან წამოვალთ რომელიმე სახეობის საზ.ტრანსპორტით...

თბილისში ვიქნებით 22:53 სთ-ზე.

სახლის კარებზე ვაკაკუნებთ 23:23 სთ-ზე.

ტრანსპორტის ხარჯი დაახლოებით 9,35 ჰაჩკუ;
თან ვიქონიებთ 1,5 დღის საკმარის საკვებს და წყალს.
ალკოჰოლი სიამოვნების მიხედვით, 3-3 ყანწი რომ შეგვხვდეს ვახშმობისას.

საჭიროა კარავი, საძილე ტომარა, საგებელი, ფანარი, მოსახერხებელი ფეხსაცმელი, საწვიმარი, ხანჯალი, მზისგან დამცავი კრემი, ქუდი, სათვალე, გამოსაცვლელი ტანსაცმელი (თბილი მცივანთათვის), წინდებიც.

აუცილებელია ნორმალურ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა. მოგვიწევს ტყეში ჩანთებით აღმართის ავლა ლიხის ქედზე ასვლისას...

შაბათ საღამოს დაკარგვის, გაუჩინარების საშიშროება არაა და გასავლელი იქნება ფიქსირებული 6,137 კმ.
კვირას კი დამოკიდებული იქნება ჩვენზე... მინ. 11,359 კმ... მაქს... 20,457, თუ ხაშურამდე ვინმე გადაწყვეტს ფეხით წასვლას.

გასვლა შედგება მიუხედავად ამინდის პროგნოზისა, თუ იქნა ერთი მსურველიც კი.


პ.ს. ალბათ შესაძლებელი იქნება გოგირდის აუზთან დაბანაკებაც. გავიკითხავ უბანში.

პ.ს.2. ამ მარშუტზე არ ვყოფილვარ... დაკარგვის/დასველების/დათვის ხახაში ჩავარდნის შემთხვევაში, ყველა პასუხისმგებელია თავის თავზე.


1. GT.ge
2. :?:

ნუნისის ტყეში დასაკარგავად... 7-8 სექტემბერი, 2013 წ.

Posted: 27 აგვ 2013, 13:20
by GT.ge
Image

რომელიმე ფერზე გავივლით...

ნუნისის ტყეში დასაკარგავად... 7-8 სექტემბერი, 2013 წ.

Posted: 27 აგვ 2013, 16:47
by GT.ge
როგორც გავარკვიე, ნუნისიდან დედაბერას მთაზე (1838 მ.) ადის დანიშნული ბილიკი... რაც, არ ისე სასიამოვნო ინფორმაციაა დაკარგვის მსურველთათვის.

ბუნება არის შეუდარებელი, ბრწყინვალე... ამიტომ, და არა მარტო ამიტომ... "გახსოვდეთ, რომ იმყოფებით დაცულ ტერიტორიაზე. გთხოვთ მოიქცეთ შესაბამისად და პატივი სცეთ ეროვნულ პარკს, რომელიც წარმოადგენს მრავალი სახეობის არსებობის ბუნებრივ გარემოს. გახსოვდეთ ბევრი სახეობისათვის ეს პარკი წარმოადგენს ერთადერთ თავშესაფარს. მკაცრადაა აკრძალული ნადირობა და მცენარეების შეგროვება. გთხოვთ თქვენი მოქმედებით არ დააფრთხოთ ცხოველები და არ დააზიანოთ მცენარეები. ნუ დატოვებთ, დაწვავთ ან დამარხავთ ნაგავს პარკის ტერიტორიაზე. ცეცხლის დანთება ნებადართულია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. ცეცხლი არ დატოვოთ დანთებული. თავშესაფრებში და საგუშაგოებში მოწევა აკრძალულია. გთხოვთ დაიცვათ სისუფთავე და წესრიგი. და ბოლოს, ნუ იხმაურებთ, არამედ დატკბით ბუნების უმშვენიერესი ხმებით."

ნუნისის ტყეში დასაკარგავად... 7-8 სექტემბერი, 2013 წ.

Posted: 28 აგვ 2013, 10:12
by GT.ge
დავაზუსტე... გოგირდის აუზი მდებარეობს მონასტრამდე 2 კმ-ში... ანუ, მგზავრობით დაღლილებს შეგვეძლება ცოტა ხნით შესვენება, გაგრილება...

ნოეს კიდობანთანაა ჩანჩქერი...
Image

ნუნისის ტყეში დასაკარგავად... 7-8 სექტემბერი, 2013 წ.

Posted: 28 აგვ 2013, 10:13
by GT.ge
Image

ნუნისის ტყეში დასაკარგავად... 7-8 სექტემბერი, 2013 წ.

Posted: 28 აგვ 2013, 10:14
by GT.ge
Image

ნუნისის ტყეში დასაკარგავად... 7-8 სექტემბერი, 2013 წ.

Posted: 28 აგვ 2013, 10:20
by GT.ge
დასაბანაკებელი ადგილი.

Image

ნუნისის ტყეში დასაკარგავად... 7-8 სექტემბერი, 2013 წ.

Posted: 28 აგვ 2013, 18:47
by Nika
ყვითელი რაცაა მანდ გზა საერთოდ არაა. და არ გირჩევთ ეგრე გადასვლას. ზვარედან არის გადასასვლელი რამდენიმე გზა ქვიშხეთში.
1) ადიხარ მთ. ზვარისთავზე და იქიდან გადადიხარ ბულბულისციხეში.
2) არ ადიხარ მთაზე უვლი მას ჩრდილოეთიდან და უკლვე როცა სოფ. წიფის თავზე აღმოჩნდები ემრე გადადიხარ სოფ. მონასტერში.
3) ზვარიდანაც და ნუნისიდანაც არის გზა ნასოფლარ პატარა ხარაგაულში. აქედან არის გზა როგორც ზვარისთავზე ასევე პირდაპირ მოკლეზე ბულბულისციხესი.

ბოდიალი და დაკარგვა თუ გინდათ მეორე გზა არის ოპტიმალური.

უღრან ტყეში თუ გინდათ სიარული აუყევით ზანავი-ნუნისი ბილიკს ქედამდე. ქედზე იმის მაგვირად რომ დედაბედასკენ წახვიდეთ გაყევით ქედს აღმოსავლეთისკენ.

ნუნისის ტყეში დასაკარგავად... 7-8 სექტემბერი, 2013 წ.

Posted: 29 აგვ 2013, 10:17
by GT.ge
Nika wrote:უღრან ტყეში თუ გინდათ სიარული აუყევით ზანავი-ნუნისი ბილიკს ქედამდე. ქედზე იმის მაგვირად რომ დედაბედასკენ წახვიდეთ გაყევით ქედს აღმოსავლეთისკენ.[/b]
სავარაუდოდ ასე მოვიქცევი.
თუ, იქნება დედაბერას მთაზე ასვლა შესაძლებელი და იქიდან ქედს გაყოლა აღმოსავლეთისკენ, ვცდი...
ადგილზე რეინჯერებსაც დაველაპარაკები და გადავწყვიტავ...
ნუნისიდან, უკან ზვარეში დაბრუნება და ბულბულისციხეში გადასვლა ამჯერად არ მინდა.

გაიხარე. გმადლობ.


1. GT.ge
2. შალვა
3. შალვა + ?
4. GT.ge + (თამუნა)
5. ?

ნუნისის ტყეში დასაკარგავად... 7-8 სექტემბერი, 2013 წ.

Posted: 29 აგვ 2013, 10:41
by GT.ge
Image

ფოტო აღებულია nunisi.ge-დან

ნუნისის ტყეში დასაკარგავად... 7-8 სექტემბერი, 2013 წ.

Posted: 29 აგვ 2013, 12:06
by GT.ge
Image

ნუნისის ტყეში დასაკარგავად... 7-8 სექტემბერი, 2013 წ.

Posted: 29 აგვ 2013, 12:39
by GUGUA
1. GT.ge
2. შალვა
3. შალვა + ?
4. GT.ge + (თამუნა)
5. ?
6. GUGUA
7. NINIKELA

ნუნისის ტყეში დასაკარგავად... 7-8 სექტემბერი, 2013 წ.

Posted: 29 აგვ 2013, 12:41
by GUGUA
შევწვავთ ახალქალაქის კარტოფილს :o მწვადიც მივაყოლოთ

ნუნისის ტყეში დასაკარგავად... 7-8 სექტემბერი, 2013 წ.

Posted: 29 აგვ 2013, 12:45
by GUGUA
კაი უნდა გამოვიდეს,,,სასმელი ცჰემზე იყოს

ნუნისის ტყეში დასაკარგავად... 7-8 სექტემბერი, 2013 წ.

Posted: 29 აგვ 2013, 13:46
by GT.ge
GUGUA wrote:შევწვავთ ახალქალაქის კარტოფილს :o მწვადიც მივაყოლოთ
ვნაჰოთ... ვნაჰოთ... :)

1. GT.ge
2. shalva
3. shalva + ?
4. GT.ge + (თამუნა)
5. datoforesti
6. GUGUA
7. NINIKELA
8. :?: