კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2013, 09:58

გუშინ დავბრუნდი კაპადოკიიდან და ძალიან მინდა ისევ იქ წასვლა და უფრო კარგად მოვლა.....
ბევრი რამე ვნახეთ, მაგრამ ბევრია კიდევ სანახავი იქ.
ფეხით გვიწევდა ძირითადად სიარული და ასეთი მოგზაურობისთვის 1 კვირა მაინც გჭირდება, ჩვენ კი მხოლოდ 3 დღე გვქონდა.
მეორე ფაქტორი ისაა, რომ როცა მიდიხარ სამარშრუტოთი, ფეხით სიარული აღარ გიწევს და დროში იგებ, შესაბამისად მეტსაც ნახულობ...
იჰლარას ხეობისთვის მოგვიწია მანქანის ქირაობა - ამის ეკონომიასაც გიკეთებს სამარშრუტო.
მოკლედ, უკვე ადვილია ჩემთვის დაგეგმვა, კარგად ვარ გარკვეული დეტალებში.... კიდევ ერთი პლიუსი ისაა, რომ ტრაპიზონშიც ნახულობ ბევრ საინტერესოს და ხათუსაც და ანკარას არქეოლოგიური მუზეუმიც, სტამბულიც მოხვდება ამ ტურში ....
ვიცი რაა ღირებული და სანახავი... ყველაფერი დასაანგარიშებელია და ვისაც სურვილი ექნება - წავიდეთ და დიიიიდ სიამოვნებას მიიღებთ....
წასვლით აუცილებლად წავალთ..
წინასწარ ვხსნი თემას, რომ გქონდეთ დრო მოფიქრებისთვის
და შესაბამისად ფინანსურადაც მოემზადოთ...
სავარაუდოდ ერთკვირიანი იქნება.
აუცილებელი პირობაა სამარშრუტოს ბოლომდე შევსება
- ვინაიდან დიდ თანხებზეა საუბარი. სასურველია წამოვიდნენ მოტივირებული ხალხი
ანუ იმდენად ბევრი ძეგლია სანახავი, რომ მზად უნდა იყოთ სერიოზული ემოციური და ფიზიკური ”დაღლისთვის”. :)
ოკ.......
:D
Image

დაიდო საბოლოო ფასები და მარშრუტი

გავალთ პარასკევს ღამე 3 საათზე და მთელი ღამე ერზრუმამდე გვეძინება გზაში...
ერზრუმში ვიქნებით დილის 10-11 საათზე შაბათს...
იქ ვნახავთ ერზრუმის მუზეუმს, ძალიან საინტერესო ყოფილა...
მერე უკვე გეზს ავიღებთ კაპადოკიისკენ..
ჩავალთ შაბათს საღამოს გოერემეში
შეიძლება იმ საღამოს ვნახოთ წმ.გიორგის ეკლესია გოერემეში და
მზის ჩასვლას შევხვდეთ ან საკლი კილისეზე
ან უჩისარის ციხეზე.. ორივედან მაგარი ხედებია!
გააჩნია რომელ საათზე ჩავალთ..

კვირიდან - 1 სექტემბრიდან ვიწყებთ კაპადოკიის დათვალიერებას
ჩვენი პირველი 2 დღის გეგმა ყველაზე დატვირთული იქნება:
გიორემეს მუზეუმი, წითელი და ვარდისფერი ველი (იქ უამრავი ეკლესიებია)
ჩავუშინი, (სადაც წმ.გიორგის სახლია, სადაც ის დაიბადა) და ეკლესია კლდეში...
პასაბაღი, სადაც ”სოკოებია” და წმ.სტეფანეს საფლავია
ზელვეს მუზეუმი და ა.შ... კიდევ დავამატებთ გზადაგზა...

მესამე დღეს წავალთ მიწისქვეშა ქალაქების სანახავად - დერინკუიუ, +- კაიმაკლი, გუზელიურტი (სადაც გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესიაა)
სამიდან სავარაუდოდ ვნახავთ ორს,
მერე დღის მეორე ნახევარში გავეშურებით იჰლარას ხეობაში სადაც 7 -8 კმ ფეხითაა სასიარულო და 15 ეკლესიაა ხეობის ორივე მხარეს...
იქაა ზუსტად გურჯი ხათუნის მიერ აგებული წმ.გიორგის ეკლესია კლდეში!
ყველას თუ არა, უმეტესობას ვნახავთ...
საღამოს მივდივართ ანკარასკენ და ვბანაკდებით საკარვე ადგილებში.
ღამეს ვათევთ კარვებში

მეოთხე დღეს - 4 სექტემბერს- ჩავდივართ ანკარაში ვნახულობთ ანკარის მუზეუმს, გორდიონის ნაქალაქარს - მიდასის აკლდამას..

საღმოსკენ მივდივართ საკარევ ადგილებისკენ და ვბანაკდებით კარვებში
მეორე დილით ადრე (5 სექტემბერს) მივდივართ სტამბულში და იქ ვნახავთ: აია სოფიას, ჰორას მუზეუმს, სტამბულის არქეოლოგიურ მუზეუმს, მიწისქვეშა ცისტერნებს, ტოპკაპის ციხე-სასახლე, გავისერინებთ ბორანზე ბოსფორის სრუტეში, შეიძლება კიდევ ერთი ეკლესია მოესწროს....

6 სექტემბერს ვნახულობთ ხათუსას - ხეთების დედაქალააქს (ულამაზესია), ხათუსასთან ალაკაჰოუიკის ენეოლითური დასახლებაცაა -
+კორუმის მუზუემს
უკან ვბრუნდებით 7 -8 სექტემბერს ტრაპიზონით და ვნახულობთ პატარა აია სოფიას და სუმელას...
ზღვის პირასაც გავჩერდებით სამსუნში და ტრაპიზონში

ჰო იქეთ გზაზე როცა ტაოს გავივლით ბანაა მგონი გზაზე, შეიძლება ეგეც ვნახოთ...

ანუ წავალთ
30 აგვისტოს ანუ პარასკევს ღამე 3 საათზე - 8 სექტემბრამდე

რაც შეეხება ფასებს,
მძღოლმა დაიანგარიშა ანკარასაც - მაგის მარშრუტში ანკარა არ იყო ჩართული
მარტო გზა+ბენზინი დაჯდება 180 დოლარი კაცზე
ამას დაემატება სტამბულის ფასიც - 67 ლირა...


+ მუზეუმების თანხა - ჯამში საშუალოდ 200-220 ლირამდეა
ერზრუმის მუზეუმის ბილეთის ფასი არ ვიცი (+- 10+-5)

გიორემეს მუზეუმი - 15 ლირა
იჰლარას მუზეუმი 8 ლირა
ჩავუშინის კლდის ეკლესია მგონი 8 ლირა იყო
დერინკუიუ - 15 ლირა
გიუზელიურტი - ?
ზელვეს მუზუემი - 8 ლირა


სტამბულში:
აია სოფია 25 ლირა (ეს დაახლოებით 20 ლარია)
ცისტერნები - 10 ლირა
ჰორას მუზეუმი 15 ლირა
სტამბულის არქეოლოგიური მუზეუმი - 10 ლირა

ხათუსას მუზეუმი - ?
მიდასის აკლდამა - ?
ანკარას მუზეუმი - ?
გორდიენის არქეოლოგიური მუზეუმი - ?
ალაკაჰუიუკი - ?

სუმელა - ?
მცირე აიასოფია მგონი 10 ლირაა

ბორანი სტამბულში ჯდება 3 ლირა :D

+ სასტუმროები
გიორემეში დავჯავშნეთ 35 ევროიანი სასტუმრო (სამი დღის)

+ უკან როცა დავბრუნდებით 1 ღამე უნდა გავათენოთ ტრაპიზონში
ალბათ იქაც 20 დოლარი იქნება სასტუმრო
სასტუმროებზე დაიანგარიშეთ მაქსიმუმ 75 დოლარი.

შეიძლება კარვების გაშლაც - საკარვე ადგილი ბევრად იაფი დაჯდება.....

სართო ჯამში 700 ლარამდე ადის ხარჯები

თხოვნა იქნება

წამოიღეთ არა ლარები, არამედ გადაახურდავეთ ფული

180 დოლარი და 67 თურქული ლირა მძღოლისთვის

35 ევრო გიორემეს სასტუმროსათვის
კემპინგების თანხა ჯერ დაუზუსტებელია
როგროც ფორუმებზე წერენ 10 ლირაა ერთი კარავი
იქვე იქნება სასტუმროებიც - დაახლოებით 20 ლირაა საწოლი)

დაახლოებით 200 თურქულ ლირამდე მუზეუმებისათვის დაგვჭირდება

დაიმარაგეთ და ნელ ნელა იყიდეთ თურქული ლირები...
თურქულ ბანკში ცუდი კურსია, შედარებით უკეთესი კურსია გადასახურდავებელ სალაროებში.
Last edited by Tamari-ch. on 15 აგვ 2013, 08:43, edited 23 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by ketuna4 » 20 ივნ 2013, 18:36

Tamari-ch.
ძალიან მაგარი იქნება და დიიიიდი სიამოვნებით წამოვალ თუ სექტემბერში იქნება

okulone
მაწანწალა
Posts: 826
Joined: 30 ივლ 2008, 21:20
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by okulone » 20 ივნ 2013, 21:43

Tamari-ch.
ძალიან საინტერესო ტურია :)

doroTea
ბოდიალა
Posts: 268
Joined: 25 თებ 2007, 22:11
Location: Tbilisi
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by doroTea » 20 ივნ 2013, 22:11

ძალიან კარგი და მრავალფეროვანი ტური გამოვა! :)
eZie sasufeveli RvTisa!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by Tamari-ch. » 21 ივნ 2013, 11:00

სავარაუდო წამომსვლელები:
ეს რა თქმა უნდა არაა საბოლოო სია - მიახლოებითი, რომ ვიცოდე ვინაა მსურველი.
18 ადგილია.



1. Tamari-ch.
2. Tamari-ch.-ის +
3. ketuna4
4. okulone ?
5. doroTea
6. Sofo Karkusashvili
7.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by Nephros » 21 ივნ 2013, 15:24

სავარაუდო წამომსვლელები:
ეს რა თქმა უნდა არაა საბოლოო სია - მიახლოებითი, რომ ვიცოდე ვინაა მსურველი.
18 ადგილია.



1. Tamari-ch.
2. Tamari-ch.-ის +
3. ketuna4
4. okulone ?
5. doroTea
6. Sofo Karkusashvili
7. Nephros (თუ წასვლა დაიგეგმება 9 სექტემბრის მერე და სექტემბრის ბოლო კვირას არ დაემთხვევა. მოკლედ კარგი იქნება, თუ ახალ წელს დაემთხვევა :))
8. Nephros-ის +
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

nikea
ბილიკზე მოარული
Posts: 43
Joined: 17 სექ 2009, 15:10
Location: tbilisi
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by nikea » 21 ივნ 2013, 19:05

1. Tamari-ch.
2. Tamari-ch.-ის +
3. ketuna4
4. okulone ?
5. doroTea
6. Sofo Karkusashvili
7. Nephros (თუ წასვლა დაიგეგმება 9 სექტემბრის მერე და სექტემბრის ბოლო კვირას არ დაემთხვევა. მოკლედ კარგი იქნება, თუ ახალ წელს დაემთხვევა )
8. Nephros-ის +
9.ნიკეა (მეც სექტემბერი მაწყობს)_________________
me var gza.......

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by stranger » 21 ივნ 2013, 21:45

სავარაუდო წამომსვლელები:
ეს რა თქმა უნდა არაა საბოლოო სია - მიახლოებითი, რომ ვიცოდე ვინაა მსურველი.
18 ადგილია.

1. Tamari-ch.
2. Tamari-ch.-ის +
3. ketuna4
4. okulone ?
5. doroTea
6. Sofo Karkusashvili
7. Nephros (თუ წასვლა დაიგეგმება 9 სექტემბრის მერე და სექტემბრის ბოლო კვირას არ დაემთხვევა. მოკლედ კარგი იქნება, თუ ახალ წელს დაემთხვევა )
8. Nephros-ის +
9.ნიკეა (მეც სექტემბერი მაწყობს)_________________
10.stranger (სექტემბერი)

deida kama
მაწანწალა
Posts: 313
Joined: 31 მარ 2008, 15:08
Location: samxretis miyruebuli kunchuli
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by deida kama » 21 ივნ 2013, 21:54

1. Tamari-ch.
2. Tamari-ch.-ის +
3. ketuna4
4. okulone ?
5. doroTea
6. Sofo Karkusashvili
7. Nephros (თუ წასვლა დაიგეგმება 9 სექტემბრის მერე და სექტემბრის ბოლო კვირას არ დაემთხვევა. მოკლედ კარგი იქნება, თუ ახალ წელს დაემთხვევა )
8. Nephros-ის +
9.ნიკეა (მეც სექტემბერი მაწყობს)_________________
10.stranger (სექტემბერი)
11.დეიდა კამა. სექტემბერში ჩემთვისაც უკეთესია

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by imerkhevli » 22 ივნ 2013, 00:31

მოგესალმებით, ძვირფასო კარაველებო! იმდენი ხანია არსად ვყოფილვარ კარაველებთნ ერთდ, რომ ბევრს ვეღარც ვიცნობ :(

ვეწერები სიაში და იმედი მაქვს, არაფერი შეიცვლება :)

1. Tamari-ch.
2. Tamari-ch.-ის +
3. ketuna4
4. okulone ?
5. doroTea
6. Sofo Karkusashvili
7. Nephros (თუ წასვლა დაიგეგმება 9 სექტემბრის მერე და სექტემბრის ბოლო კვირას არ დაემთხვევა. მოკლედ კარგი იქნება, თუ ახალ წელს დაემთხვევა )
8. Nephros-ის +
9.ნიკეა (მეც სექტემბერი მაწყობს)_________________
10.stranger (სექტემბერი)
11.დეიდა კამა. სექტემბერში ჩემთვისაც უკეთესია
12. imerkhevli

mousvenari
ბოდიალა
Posts: 196
Joined: 13 თებ 2010, 12:52
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by mousvenari » 22 ივნ 2013, 22:59

ოჰ, აგვისტოს მეორე ნახევარში გადასარევი იქნებოდა, სწავლის პერიოდს თუ დაემთხვევა, ვერა, მაინც...კაცი იმედით ცოცხლობს
1. Tamari-ch.
2. Tamari-ch.-ის +
3. ketuna4
4. okulone ?
5. doroTea
6. Sofo Karkusashvili
7. Nephros (თუ წასვლა დაიგეგმება 9 სექტემბრის მერე და სექტემბრის ბოლო კვირას არ დაემთხვევა. მოკლედ კარგი იქნება, თუ ახალ წელს დაემთხვევა )
8. Nephros-ის +
9.ნიკეა (მეც სექტემბერი მაწყობს)_________________
10.stranger (სექტემბერი)
11.დეიდა კამა. სექტემბერში ჩემთვისაც უკეთესია
12. imerkhevliბს....
13. მოუსვენარი??
თუ მაინცდამაინც სექტემბერი, იქნებ პირველი კვირა?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by Tamari-ch. » 22 ივნ 2013, 23:35

თუ მაინცდამაინც სექტემბერი, იქნებ პირველი კვირა?
სავარაუდოდ კი,
იმედია ამინდები არ გვიმტყუნებს...
ახლა ვადგენთ მარშრუტს...
სულ იქნება გასავლელი იქეთ და აქეთ დაახლოებით 4 000 კმ.


ანუ მე მინდა ასეთი რამ გავაკეთო:

წავალთ დაახლოებით ასეთ მარშრუტზე

Image


ასო N-თანაა ხათუსა.

კიდევ ერთი კარგი იდეა დამებადა...
კაპადოკიიდან შეგვიძლია გადავფრინდეთ სტამბულში შიდა ავიარეისით.
როგორც დავადგინე სულაც არაა ძვირი.. პირიქით უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მარშრუტკით რომ ვიჩაქჩაქოთ სტამბულამდე....
და იმავე დღეს ღამის რეისით დავბრუნდებით...
დავაზუსტებ ფასებს...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

deida kama
მაწანწალა
Posts: 313
Joined: 31 მარ 2008, 15:08
Location: samxretis miyruebuli kunchuli
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by deida kama » 23 ივნ 2013, 12:46

აუ აქ რომ ვერ წამოვიდე მოვკვდები,თამარიჩ რაღაც ძალიან კარგი ტური უნდა იყოს :roll:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by Tamari-ch. » 23 ივნ 2013, 15:39

deida kama
უმაგრესი....

სიურპრიზებიც იქნება...

;)
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

jude
ბილიკზე მოარული
Posts: 69
Joined: 21 ივლ 2010, 22:54
Location: მ ზ ი ა ნ ე თ ი
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by jude » 23 ივნ 2013, 18:32

1. Tamari-ch.
2. Tamari-ch.-ის +
3. ketuna4
4. okulone ?
5. doroTea
6. Sofo Karkusashvili
7. Nephros (თუ წასვლა დაიგეგმება 9 სექტემბრის მერე და სექტემბრის ბოლო კვირას არ დაემთხვევა. მოკლედ კარგი იქნება, თუ ახალ წელს დაემთხვევა )
8. Nephros-ის +
9.ნიკეა (მეც სექტემბერი მაწყობს)_________________
10.stranger (სექტემბერი)
11.დეიდა კამა. სექტემბერში ჩემთვისაც უკეთესია
12. imerkhevliბს....
13. მოუსვენარი??
14. jude( ნატალია)
... ისეთი მარშუტია რომ..<3 (სექტემბერი)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]