კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 აგვ 2013, 18:56

გაუმართლებლად მიმაჩნია ღამით გრძელ მანძილებზე სიარული. გარდა იმისა, რომ მე2 დღეს უკვე აღარაფრის ნახვის თავი გაქვს, იზრდება მძღოლის მიერ საგზაო შემთხვევის საფრთხე. თუ მაინც ღამით მგზავრობა გადაწყვიტეთ, 2 მძღოლით მაინ წადით.
გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულის ძნ ცხელ დროს ირჩევთ სამოგზაუროდ და შესაბამისად მოემზადეთ.
სასიამოვნო გასვლას გისურვებთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 აგვ 2013, 19:02

გაითვალისწინეთ, რომ თურქეთში 2შაბათობიტ მუზეუმები დაკეტილია. მათ შორია სტამბულის აია სოფია. ვერ ვიტყვი, რომ ცისტერნების ნახვა აუცილებელია, მაგრამ დრო და ფულო თუ დაგრჩებათ, იქვეა, აია სოფიასთან, ისევე, როგორც ლურჯი მეჩეთი, ბაზარი და თოფქაფი.
აი, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და დოლმაბახჩე კი მაქედან შორს არის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by Tamari-ch. » 07 აგვ 2013, 21:09

ბოლო სია:

ვინც 100% მოდის ვფერადდებით
1. Tamari-ch. (სტამბული უნდა)
2. Tamari-ch.-ის + -
მომაქვს 2 კაციანი კარავი, 2-3 კაციანი კარავი და კიდევ 4 კაციანი კარავი (მაძლევს დათო შაორშა, ინტელა და ვენტო)
3. მიშა ხმალაძე (სტამბული უნდა) აქვს 3 კაციანი კარავი
4. ჩემი + შალვა
5. doroTea (სტამბული უნდა)
აქვს 3 კაციანი კარავი
6. ბაჩო
7. ჩემი + (ლელა)
8. დეიდა კამა. (სტამბული უნდა)
9. დეიდა კამას მეორე + გვანცა
10. თათია
11. თეონა -
აქვს 3 კაციანი კარავი
12. დეიდა კამას + თამუნა (სტამბული უნდა)
13. lolika (სტამბული უნდა)
14. ნინო (ლედის +)

15.-17.Tamari-ch.-ის + (ნატა და ნატას+)(სტამბული უნდათ)

18. ჩემი + სოფო
19. ლედის + თორნიკე
20. Ekaterine Garsevanidze

შეგვიძლია ვიქირავოთ 20 კაციანი სამარშრუტოც ასე რომ ჯერ ჯერობით ყველა ვეტევით...

თხოვნა იქნება
წამოიღეთ არა ლარები, არამედ გადაახურდავეთ ფული
180 დოლარი და 67 თურქული ლირა (ეს სტამბულის გზისაა) მძღოლისთვის
(ჯამში ეს 345 ლარია)
35 ევრო გიორემეს სასტუმროსათვის (ეს სამი დღის თანხაა)
(ეს 74 ლარია)
საკემპინგე ადგილებზე იანგარიშეთ მაქსიმუმ 60 ლირამდე...
თუ კარვებში ვიძინებთ - 25-30 ლირა (სამი ღამის)
ვფიქრობ რომ კარვებში ცოტა დაგვეხარჯება
როგორც თამაზმა მითხრა საკარვე ადგილი 5 დოლარი (10 ლირა) ღირსო.

დაახლოებით 220 თურქულ ლირამდე მუზეუმებისათვის
ეს 190-200 ლარია

დაიმარაგეთ და ნელ ნელა იყიდეთ თურქული ლირები...
თურქულ ბანკში ცუდი კურსია, შედარებით უკეთესი კურსია გადასახურდავებელ სალაროებში.

დაგიწერთ დღევანდელი სავალიუტო კურსს:
1 დოლარი = 1,65 ლარი
1 ევრო = 2,1743 ლარი
1 თურქული ლირა = 0,85 ლარი
1 ლარი = 1, 165 ლირა
1 დოლარი = 1, 93 ლირა
1 ევრო = 2,53 ლირა
1 ევრო = 1.3116 დოლარი
1 დოლარი = 0.7624 ევრო

http://currency.boom.ge/

ხალხ მჭირდება ყველა წამომსვლელის პირადობების (აიდი ბარათის) ან საზღვარგარეთის პასპორტის ქსეროასლები...
... ესენი თითქმის ყველამ მომიტანა...

წამოსაღები ნივთების სია:

წამოიღეთ კუპალნიკები - ზღვის პირას პლიაჟზე გავჩერდებით,
საწვიმარი,
ქუდი (აუცილებლად),
წამოიღეთ ლეპტოპები - სასტუმროში ვაიფაი არის...
შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ სკაიპით ახლობლებს...
ფანარი,
მადუღარა
სამგზავრო ბალიში,
თბილი ტანისამოსი (საღამოს გრილა)
საკვებიდან: არფუჭებადი: - შებოლილი ძეხვი, ბუბლიკები, ორცხობილა, კარამელის კამფეტები (მე პირადად ძალიან გამომდგა), ყავა, პირადი წამლები

პ.ს.
გოგა ორშაბათს ვიქნებით ორთახისარში და სოღანლიში
და არა სტამბულში.
ღამე არ ვივლით, ავარია არ დაგვემართება და საერთოდ რამე პოზიტიური დაწერე ხოლმე,
ისე - გამიხარდებოდა...

:P
Last edited by Tamari-ch. on 09 აგვ 2013, 09:16, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 აგვ 2013, 23:36

წამოიღეთ კუპალნიკები, ბუბლიკები
თამარიჩ, შევრცხვით სახალხოდ?
კუპალნიკებისა და ბუბლიკების დაწერა შეიძლებოდა?
აი, მისი მართებული შესატყვისები:
კუპალნიკი - საცურაო კოსტიუმი ან მკდ - საცურაო
ბუბლიკი - ბლითი
რას იტყვი, შემდეგში მათ სწორად დაწერაზე?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 08 აგვ 2013, 00:02

Tamari-ch. wrote:
პ.ს.
გოგა ორშაბათს ვიქნებით ორთახისარში და სოღანლიში
და არა სტამბულში.
ღამე არ ვივლით, ავარია არ დაგვემართება და საერთოდ რამე პოზიტიური დაწერე ხოლმე,
ისე - გამიხარდებოდა...

:P
კეთილ და გულშემატკივრულ რჩევაზე დადებითი რა უნდა იყოს?
რაც დავწერე, გამოცდილი მაქვს და ვიცი, რა განცდებამდე მიჰყავს გადარბენებსა და არასაკმარის ძილს ხანგრძლივ გასვლებში.
ჩემის მხრივ, სასიამოვნო გასვლას გისურვებთ.
თუ რამე კონკრეტული დახმარება დაგჭირდებათ, მიმსახურეთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by Tamari-ch. » 08 აგვ 2013, 13:13

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:

ყურადღებით თუ წაიკითხავდი გოგა,
ნახავ რომ ღამისთევა თითქმის არ გვიწევს
და არც გადარბენები.
მხოლოდ სტამბულიდან უკან წამოსვლისას და ისიც როცა ყველაფერს ვნახავთ, ყველაფერს მოვილევთ
ანუ მერე უკვე აღარსად ვირბენთ და არც დავიღლებით.
პირიქით პლიაჟზე ვიქნებით და დავისვენებთ
:P
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 08 აგვ 2013, 18:16

ძნც კგ.
იმედია, ფრიად ისიამოვნებთ.
გურჯი ხათუნის აგებული ტაძარი ნანახი არ მაქვს და მაინტერესებს.
ეს ის გურჯი ხათუნია, თამარის შვილიშვილი რომ იყო? დედოფალ რუსუდანის უფროსი შვილი?
თუ ასეა, რადგან ერზერუმშიც მიდიხართ, აზცილებლად ნახეთ ჩიფთა მინარე, იგივე წყვილი მინარეთი, რომელიც ასევე გურჯი ხათუნიმ ააგებინა და მხარის 1-1 ღირსშესანიშნაობად ითვლება.
ისე, 1ობ საინტერესო და კულტურის დიდი ქომაგი იყო და სელჩუკურ თურქეთში დიდი გავლენაც ჰქონდა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by Tamari-ch. » 08 აგვ 2013, 21:34

გურჯი ხათუნის აგებული ტაძარი ნანახი არ მაქვს და მაინტერესებს.
აი ესაა - იჰლარას ხეობაშია
https://www.facebook.com/photo.php?fbid ... =3&theater
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 აგვ 2013, 05:16

Tamari-ch. wrote:
გურჯი ხათუნის აგებული ტაძარი ნანახი არ მაქვს და მაინტერესებს.
აი ესაა - იჰლარას ხეობაშია
მშვენიერია.
ტაძარში ქართული ფრესკები, წარწერები ან ჩუქურთმები თუ არის და ითვლება თუ არა, რომ ქართული ტაძარია?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by ლეონტი » 09 აგვ 2013, 11:02

დაახლოებით 220 თურქულ ლირამდე მუზეუმებისათვის
2 კვირის წინ შევედი სამსუნის მუზეუმში, 3 ლირა ღირდა.
იგივე ფასი გამომართვეს ორდუში, მუზეუმში, და იგივე სტანდარტული ბილეთი მომცეს 3 ლირიანი გირესუნში მუზეუმში.
გამოდის რომ თქვენ 220:3=73.3 მუზეუმი უნდა ნახოთ?
ამდენი მუზეუმი თუ აქვთ თურქებს, Tamam!, Aferin!.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by Tamari-ch. » 09 აგვ 2013, 11:10

ლეონტი
აია სოფია 25 ლირი
ჰორა - 15 ლირი
დოლმაბახჩე - 40 ლირი
ანკარის არქეოლოგიური მუზეუმი 40 ლირი

:P

დანარჩენს აღარ დავწერ ლეონტი....

220 შეიძლება არც ეყოთ....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by ლეონტი » 09 აგვ 2013, 11:13

დაიმარაგეთ და ნელ ნელა იყიდეთ თურქული ლირები...
თურქულ ბანკში ცუდი კურსია, შედარებით უკეთესი კურსია გადასახურდავებელ სალაროებში.

აქ თურქული ლირის ყიდვისას დაახლოებით 100 დოლარში 20 ლირას კარგავ.
თურქეთში ბანკში დავახურდავე სამსუნშიც და ორდუშიც 100 დოლარში 191 ლირა მომცეს.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by Tamari-ch. » 09 აგვ 2013, 11:17

ლეონტი
ქართულ ლარებს ახურდავებენ ერზრუმის ბანკებში? და რა კურსით?
აქ რომ იყიდო დოლარი და მერე ახურდავო თურქეთში
უფრო წაგებული დარჩები.. ჯობია ისევ ლირების ყიდვა...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by ლეონტი » 09 აგვ 2013, 11:27

ქართული ლარი არ შემითავაზებია, მაგრამ ყველგან იღებენ , მაგალითად სასტუმროებში,სადაც შევთავაზე დოლარებს ან ევროებს და ხურდას გიბრუნებენ ლირებში სწორედ ამ კურსით:
100$=191ლირა.
Last edited by ლეონტი on 09 აგვ 2013, 12:10, edited 1 time in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by ლეონტი » 09 აგვ 2013, 11:55

ისე გოგა მართალს ამბობს, პანიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებით, მეოთხე დღეს დაღლა იწყება და თავდაპირველი აღფრთოვანება გადის, ტვინი რთავს თავდაცვის მექანიზმს, ემოცია ითიშება, მეხსიერებაც ანუ მძაფრი აღქმა, განცდა და ყოველივე ამის დამახსოვრება უკვე ნაკლებად ხდება. ასევე გინდება კედლებზე წარწერის გაკეთება სტილში: ზდეს ბილ ვოვა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]