Page 1 of 3

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას, 4-5.05.2013

Posted: 28 აპრ 2013, 02:35
by GAMARJOBA SAKARTVELO
:კარავზე: უკვე ზედიზედ მე3მედ გთავაზობთ გურიის სააღდგომო გასვლასა და ლელობურთზე დასწრება-მონაწილეობას.
რადგან 2დღიანი გასვლაა, ღამისთევა იქნება კარვებით.
ამიტომ, ვინც ჩაეწრებით, გთხოვთ, სიაში მიუთითოთ, რამდენადგილიანი კარავი მოგაქვთ და შეიტანოთ ცნობა საძილე ტომრისა და ქვეშაგების თაობაზე.

წავალთ ვარდობისთვის 4ში, შაბათს დილით და ჩამოვალთ აღდგომას, 5ში საღამოს 00.23 სთზე.

ვინც :კარვიდან: ლელობურთზე უკვე იყო და თანაც, ზედიზედ 2ჯერ, მათ ბევრი ძეგლი ნახეს. მაგრამ სიამოვნებით ვეტყოდი,
რომ ამ გასვლაშიც ბევრ ახალს ნახავს.
ჰოლო ვინც 1ლად წამოვა, ის იქნება საქართველოში ყველაზე მძაფრი და განსაკუთრებულად ქართული სანახაობის მხილველი ლელობურთის სახით.

სოფელ შუხუთში ქვემოელები და ზემოელები 16-18 კგია ბურთის ღელემდე მიტანაში ერკინებიან. ამ დროს ისეთი
უზარმაზარი ძალა წარმოიქმნება, რომ მთას რომ მიაწვეს, ადგილს შეიცვლის.

ლელობურთი, ჩვეულებისამებრ, აღდგომას იმართება. გამარჯვებული გუნდი ბურთს იმ წელს დაღუპული ახალგაზრდის
ან ყველაზე ბოლოს გარდაცვლილი ლელომობურთალის საფლავზე დებს.
ეს პატივისცემის ნიშანია.

ბურთი თამაშში სოფლის მღვდელს მამა საბას შეაქვს.
ამის შემდეგ კი იწყება ის, რაც აუცილებლად საკუთარი თვალით უნდა ნახოთ. თუმცა, სჯობს, ეს ყველაფერი თავად ნახოთ.
აგერ, უკვე რამდენი წელია, ვუყურებ ლელობურთს და ისეთივე აღფრთოვანება მიპყრობს, როგორც 1ლი ნახვისას.
ჩაეწრეთ და წამოდით.

შეკრების დრო და ადგილი:
06.06 სთ, შაბათი,
ვარდობისთვის 4, 2013

ფასი:
მინიბუსის ფასია 500 ლარი.
თანხა თანაბრად გადანაწილდება.

მიმართულება:
თბილისი-საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-აცანა-შუხუთი-თბილისი

გასავლელი მანძილი 2ვე დღეს:
მინიბუსით -779 კმ და 483 მ
ფეხით - 4 კმ და 266 მ

სანახავი ადგილები:
აკეთის მაცხოვარი
აკეთის წმინდა გიორგის ეკლესია
ასკანის ციხე
უდაბნო
ბუკისციხის ციხე
დვაბზუს ეკლესია
დიმიტრი გურიელის სასახლე
ერკეთის ეკლესია
ღომის ციხე

ცხადია, შუხუთი და ასე შემდეგ.
დანარჩენი იმის მიხედვით, თუ როგორ ვიმოქმედებთ ადგილზე.
ჯუმათი, ჯიხეთი, აჭი, ლიხაური, შემოქმედი და კიდევ სხვა მრავალი ძეგლია გურიაში, რომელთა ნახვაც ასევე დიდ შთაბეჭდილებებს შექმნის.

ამინდი:
28-30 გრადუსი სითბო, ცვალებადი მოღრუბლულობა შაბათს

გასათვალისწინებელი პირობები და რჩევები:
კარავი, საძილე ტომარა, ქვეშაგები, 2 დღის საგზალი, არა1ჯერადი პირადი ჭურჭელი, საწვიმარი, პირადი ჰიგიენის ნივთები, სააღდგომო ლიტურგიისთვის შესაფერი სამოსი.

სასარგებლო ბმულები :კარავიდან:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4965

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5571

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას, 4-5.05.2013

Posted: 28 აპრ 2013, 02:53
by GAMARJOBA SAKARTVELO
მიიღება შენიშვნები და მოასაზრებები.
გასვლა მონაწილეთა ნებისმიერი ოდენობის შემთხვევაში შედგება.
არც ამინდის გამო გადაიდება

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას, 4-5.05.2013

Posted: 28 აპრ 2013, 02:55
by GAMARJOBA SAKARTVELO
თუ შეიძლება, სია ჩამოვწეროთ.
+ების წამოსვლა შეზღუდული არ არის.
პირიქით, სასურველიც არის.
გთხოვთ, სიაში ?ით არ ჩაეწეროთ.
ასევე, სიიდან ამოწერას არ ვართ.
არ დაგავიწყდეთ ფოტოაპარატის წამოღება.
ძნ საინტერესო ძეგლებისა და ლელობურთის სცენების გადაღება გელით

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას, 4-5.05.2013

Posted: 28 აპრ 2013, 02:57
by GAMARJOBA SAKARTVELO
წელს ლელობურთზე სიურპრიზია მოსალოდნელი.
ასევე, თუ გონივრულად გადავანაწილებთ დროს, 1 სიურპრიზს შემოგთავაზებთ.
შარშან ასეთი სიურპრიზი გეგუთის ციხე იყო, რაც :კარავისთვისაც: სიახლე იყო.
ვნახოთ, ვნახოთ, რა იქნება წელს.

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას, 4-5.05.2013

Posted: 28 აპრ 2013, 02:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
ახლა გამახსენდა, რომ 2012 წლის ლელობურთის გასვლაზე შემოქმედის ეპარქიის წინამძღვარმა მეუფე
იოსებმა რეზიდენციაში მიგვიღო და გულუხვად გაგვიმასპინძლდა.
ვნახოთ, ეგებ წელსაც შედგეს ეს სტუმრობა

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას, 4-5.05.2013

Posted: 29 აპრ 2013, 12:49
by nikushanikusha
GAMARJOBA SAKARTVELO

გოგა, საავსებით გეთანხმები წინა გასვლასთან დაკავშირებით, მართლაც დაუვიწყარი იყო.

ისე გემრიელად დავიღალე ლელობურთაობისას... იფ.. იფ :D

დარწმუნებული ვარ წელსაც ძალიან კარგი იქნება, ამჯერად რომელ მხარეს უნდა მიეხმაროთ? :lol:

ძეგლები მართლა განსხვავებულია წინანდელთან შედარებით.

შენიშვნა, მოსაზრების სახით: წინა გასვლიდან ყველაზე კარგად სარკინეთის დედათა მონასტერი დამამახსოვრდა და აი რის გამო:

თუ გახსოვთ იქ ერთი წყარო იყო, რომელსაც სასწაულთმოქმედად თვლიდნენ. მისი მაკურნებელი ძალა ხშირად გამოვლენილა თვალის პრობლემებთან დაკავშირებით.

ჰოოოდა, მეც არ დავაყოვნე და წინა ღამის უძილარ თვალებზეც მოვისვი წყლიანი ხელი. არ ვიცი რას დავაბრალო მომდევნო 1-2 თვის განმავლობაში საერთოდ ის არ მახსოვდა თვალები თუ მქონდა :lol: :lol: :lol:

ეს იმის ფონზე, რომ ყოველღამე თვალების მეწვოდა ძალიან :oops:

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას, 4-5.05.2013

Posted: 29 აპრ 2013, 22:33
by GAMARJOBA SAKARTVELO
nikushanikusha wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

გაიხარე. ერკეთში (და არა სარკინეთში) მართლაც არის საწაულმოქმედუ წყარი.
თუ შეძლებ, წელსაც შემოგვი1დი

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას, 4-5.05.2013

Posted: 30 აპრ 2013, 01:58
by guruli
GAMARJOBA SAKARTVELO
ერკეთში (და არა სარკინეთში) მართლაც არის საწაულმოქმედუ წყარი.
ვაა, გადამრევთ თქვენ - ჩოხატაურელი ვარ და მასეთი რამე არ გამიგონია ერკეთში. :D
პ.ს. ნიკუშამ სარკინეთი რომ დაწერა, კი გამიკვირდა, იქით სად ნახეს სარკინეთი-მეთქი. :D

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას, 4-5.05.2013

Posted: 30 აპრ 2013, 11:15
by GAMARJOBA SAKARTVELO
guruli wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ერკეთში (და არა სარკინეთში) მართლაც არის საწაულმოქმედუ წყარი.
ვაა, გადამრევთ თქვენ - ჩოხატაურელი ვარ და მასეთი რამე არ გამიგონია ერკეთში. :D
პ.ს. ნიკუშამ სარკინეთი რომ დაწერა, კი გამიკვირდა, იქით სად ნახეს სარკინეთი-მეთქი. :D
ეს წყარო ერკეთის ტაძრის გვერდით არის. იღუმენია მარიამმა მიაკვლია მონათხრობით.

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას, 4-5.05.2013

Posted: 30 აპრ 2013, 21:40
by GAMARJOBA SAKARTVELO
უჩვეულო პასიურობაა.
აბა, გავაქტიურდეთ.
გასვლა არ გადაიდება

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას, 4-5.05.2013

Posted: 01 მაი 2013, 09:44
by CheLo
გოგა ამ ტურის დაგეგმვა მეც მინდოდა თან 4 დღიანის (სამეგრელო მივაბი) თუმცა კარავი ისეთი მკვდარია 1 კაციც ვერ ვიპოვნე = ))) შენი წყალობით შარშან ვიხილე ეს ზღაპრული თამაში და წელსაც მინდოდა წასვლა.. წარმატებებს გისურვებ თუმცა მეეჭვება აქ ვინმე იპოვნო.. შარშან 13 კაცი ძლივს მოვგროვდით

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას, 4-5.05.2013

Posted: 01 მაი 2013, 11:27
by shoda1121
GAMARJOBA SAKARTVELO
CheLo
კარავი მკვდარია მაგრამ ავტოტურად გადაკეთება ამ გასვლის არ გაუჭირდება გოგას! იმედია ასეც მოხდება რადგან ისეთი ძეგლებია რომ უმჯობესია მათზე კარავზე თემა გაიხსნას!
==
პს. ასკანის ციხიდან ხედები მაინტერესებს ძალიან

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას, 4-5.05.2013

Posted: 01 მაი 2013, 13:26
by Ketevan Guliashvili
წამომსვლელთა სია:

1. გამარჯობა საქართველო
2. ქეთი გულიაშვილი

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას, 4-5.05.2013

Posted: 01 მაი 2013, 14:24
by ნინი_85
ძალიან მინდა წამოსვლა და თუ მოვახერხე ალბათ პლიუსიც მეყოლება :)

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას, 4-5.05.2013

Posted: 02 მაი 2013, 06:19
by GAMARJOBA SAKARTVELO
პასიურობის მიუხედავად, გასვლა მაინც შედგება.
მხოლოდ, ვფიქრობ, 2ის ნაცვლად 1დღიანი გასვლა ჰომ არ გავაკეთო.
ყველა შემთხვევაში, ლელობურთსა და რამდენიმე ძეგლს ვნახავთ.
ასევე, თუ ცოტანი ვიქნებით, მინიბუსის ნაცვლად მანქანით წავალთ