გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას, 4-5.05.2013
Posted: 28 აპრ 2013, 02:35
:კარავზე: უკვე ზედიზედ მე3მედ გთავაზობთ გურიის სააღდგომო გასვლასა და ლელობურთზე დასწრება-მონაწილეობას.
რადგან 2დღიანი გასვლაა, ღამისთევა იქნება კარვებით.
ამიტომ, ვინც ჩაეწრებით, გთხოვთ, სიაში მიუთითოთ, რამდენადგილიანი კარავი მოგაქვთ და შეიტანოთ ცნობა საძილე ტომრისა და ქვეშაგების თაობაზე.
წავალთ ვარდობისთვის 4ში, შაბათს დილით და ჩამოვალთ აღდგომას, 5ში საღამოს 00.23 სთზე.
ვინც :კარვიდან: ლელობურთზე უკვე იყო და თანაც, ზედიზედ 2ჯერ, მათ ბევრი ძეგლი ნახეს. მაგრამ სიამოვნებით ვეტყოდი,
რომ ამ გასვლაშიც ბევრ ახალს ნახავს.
ჰოლო ვინც 1ლად წამოვა, ის იქნება საქართველოში ყველაზე მძაფრი და განსაკუთრებულად ქართული სანახაობის მხილველი ლელობურთის სახით.
სოფელ შუხუთში ქვემოელები და ზემოელები 16-18 კგია ბურთის ღელემდე მიტანაში ერკინებიან. ამ დროს ისეთი
უზარმაზარი ძალა წარმოიქმნება, რომ მთას რომ მიაწვეს, ადგილს შეიცვლის.
ლელობურთი, ჩვეულებისამებრ, აღდგომას იმართება. გამარჯვებული გუნდი ბურთს იმ წელს დაღუპული ახალგაზრდის
ან ყველაზე ბოლოს გარდაცვლილი ლელომობურთალის საფლავზე დებს.
ეს პატივისცემის ნიშანია.
ბურთი თამაშში სოფლის მღვდელს მამა საბას შეაქვს.
ამის შემდეგ კი იწყება ის, რაც აუცილებლად საკუთარი თვალით უნდა ნახოთ. თუმცა, სჯობს, ეს ყველაფერი თავად ნახოთ.
აგერ, უკვე რამდენი წელია, ვუყურებ ლელობურთს და ისეთივე აღფრთოვანება მიპყრობს, როგორც 1ლი ნახვისას.
ჩაეწრეთ და წამოდით.
შეკრების დრო და ადგილი:
06.06 სთ, შაბათი,
ვარდობისთვის 4, 2013
ფასი:
მინიბუსის ფასია 500 ლარი.
თანხა თანაბრად გადანაწილდება.
მიმართულება:
თბილისი-საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-აცანა-შუხუთი-თბილისი
გასავლელი მანძილი 2ვე დღეს:
მინიბუსით -779 კმ და 483 მ
ფეხით - 4 კმ და 266 მ
სანახავი ადგილები:
აკეთის მაცხოვარი
აკეთის წმინდა გიორგის ეკლესია
ასკანის ციხე
უდაბნო
ბუკისციხის ციხე
დვაბზუს ეკლესია
დიმიტრი გურიელის სასახლე
ერკეთის ეკლესია
ღომის ციხე
ცხადია, შუხუთი და ასე შემდეგ.
დანარჩენი იმის მიხედვით, თუ როგორ ვიმოქმედებთ ადგილზე.
ჯუმათი, ჯიხეთი, აჭი, ლიხაური, შემოქმედი და კიდევ სხვა მრავალი ძეგლია გურიაში, რომელთა ნახვაც ასევე დიდ შთაბეჭდილებებს შექმნის.
ამინდი:
28-30 გრადუსი სითბო, ცვალებადი მოღრუბლულობა შაბათს
გასათვალისწინებელი პირობები და რჩევები:
კარავი, საძილე ტომარა, ქვეშაგები, 2 დღის საგზალი, არა1ჯერადი პირადი ჭურჭელი, საწვიმარი, პირადი ჰიგიენის ნივთები, სააღდგომო ლიტურგიისთვის შესაფერი სამოსი.
სასარგებლო ბმულები :კარავიდან:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4965
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5571