Page 1 of 2

ქართლი გაზაფხულის ფერებში 27 აპრილი

Posted: 17 აპრ 2013, 14:33
by AIRMISHOO
1. რეგიონი:
მცხეთის, კასპისა და დუშეთის რაიონები

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ლამისყანა - ქსოვრისი - მუხრანი-ზალისა-წილკანი - მჭადიჯვარი-ნარეკვავი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის ღირებულება
17-20 გელა

6. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
მუხრანი წილკანი

7. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სულ 150 კმ

8. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე

9. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ქსოვრისი
მჭადიჯვარი
თელოვანი
ლამისყანა
მუხრანი
ძალისა
წილკანი

10. საბანაკე ადგილები:
ნარეკვავის წყალსაცავთან

11. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ყველგან

12. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:

მანდილოსნებისათვის ტაძრისთვის შესაფერისი ჩაცმულობა

13. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ყველა დრო

14. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

ქსნის ციხე,სამთავისის მონასტერი.

15. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
იჭერს ყველგან

ქართლი გაზაფხულის ფერებში 27 აპრილი

Posted: 17 აპრ 2013, 14:34
by AIRMISHOO

ქართლი გაზაფხულის ფერებში 27 აპრილი

Posted: 17 აპრ 2013, 16:18
by AIRMISHOO
ლამისყანა


სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში,. ზღვის დონიდან 680 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 16 კილომეტრით.
გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ლამისყანა ქსნის ერისთავების სამფლობელოში შედიოდა. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში იგი მუხრანბატონების გამგებლობაში გადავიდა, შემდეგ კვლავ ერისთავებს დაუბრუნდა.
1728 წელს ილზოტის წყაროზე (დღეს ამ წყაროს გურამიშვილის წყაროს ეძახიან) ლეკებმა დაატყვევეს დავით გურამიშვილი. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის ჯარის ერთი რაზმი ლამისყანაში დაამარცხა იოანე ბატონიშვილმა
მარიამ და ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე - გაიხსნა 1985 წლის სექტემბერში, რომლის აღდგენა დაკავშირებული იყო დავით გურამიშვილის წყარო მემორიალის მოწყობასთან. ლამისყანის სოფლის ისტორიის მუზეუმში წარმოჩენილია მასალები სოფლის ისტორიისა - უძველესი ხანიდან დღემდე, ასევე მათი პირადი და საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი, იშვიათი წიგნები.დიდი ადგილი აქვს დათმობილი დავით გურამიშვილისა (2 დარბაზი) და მარიამ ჯამბაკურ-ობელიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. აღდგენილია მათი კარის ეკლესიაც.
ერთხანს ლამისყანის სასახლე ორბელია-აბაშიძე-ჯავახიშვილთა საზაფხულო საცხოვრებლს წარმოადგენდა. ეს იყო 1923 წლამდე. მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, თავის მეუღლესთან ერთად, თავის დროზე სოფლის დიადი მოამაგე, იძულებული გახდა ლამისყანიდან წასულიყო.

წმ. გიორგის ეკლესია დგას ორბელიანების ციხე-გალავნის გარეთ, მის ჩრდილოეთ კედელთან, შესასვლელთან. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. XIX საუკუნეში შეაკეთეს. (შეკეთების შედეგად ნაგებობას შეცვლილი აქვს თავდაპირველი სახე). ეკლესია დარბაზულია





Image


Image

ქართლი გაზაფხულის ფერებში 27 აპრილი

Posted: 17 აპრ 2013, 16:23
by AIRMISHOO
ქსოვრისის კოშკი და ქსოვრისის ღვთსმიშობლის სახ. ეკლესია

(ქართლი, მცხეთის რაიონი), XVIII ს-ისა. მრგვალი, მუხრანის "მამა-ბურჯის" ტიპისა, მაგრამ უფრო მცირე (სიმაღლით 14 მ-მდე). სართულების ფუნქციური განაწილება აქაც იმგვარია, მაგრამ საცხოვრებელი ოთახი (კვადრატული და არა ოქტოგონური) ნაკლები ზომისაა და ნაკლები პრეტენზიითაც არის დამუშავებული. კოშკი და მთელი ციხე-დარბაზი, რომელშიაც იგი შედიოდა, თავად რატიშვილებს, ე.ი. მუხრან-ბატონებზე უფრო წვრილ, ნაკლებ შემძლე ფეოდალებს ეკუთვნოდა.



Image

Image




მუხრანი


მუხნარი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში (ახლანდელი მცხეთის რაიონის ტერიტორია).
სახელწოდება წარმოდაგება „მუხიდან“. მუხიანის ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები და შედარებით ადვილად გასახორციელებელი ირიგაცია ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობის ინტენსიურ განვითარებას. აქვე ერთმანეთს კვეთდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სამიმოსვლო გზები, რაც ზრდიდა რეგიონის ეკონომიკური სიმძლავრეს.
ანტიკურ ხანასა და განვითარებულ შუა საუკუნეებში მუხრანისა (ბარი) და თრიალეთის (მთა) კავშირმა დიდი როლი შეასრულა ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოშობაში, შემდეგ კი — საქართველოს სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში. მუხრანი თავიდანვე ქართლის მეფეთა სანადირო ადგილი იყო. აქვე ჰქონდათ მათ რამდენიმე სასახლე-რეზიდენცია. II-IV საუკუნეებში მუხრანის ცენტრი იყო ქალაქი ძალისი. VIII-IX საუკუნეებში მუხრანის ძაგანისძეთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. 1123 მეფე დავით აღმაშენებელმა მუხრანი კვლავ სამეფო დომენად აქცია. ამ პერიოდიდან მუხრანის მთავარი ციხე ვარაუდით ან ციხევდავია, ან კიდევ მტკვრის (ქსნის) ციხე. XVI საუკუნიდან სამეფო დინასტიის ქართლის ბაგრატიონთა ერთ-ერთი შტოს, საკუთრება-სათავადოა (სამუხრანბატონო). ეს ადმინისტრაციული სტატუსი ჰქონდა მას XIX საუკუნის 40-იან წლამდე.

მუხრანის ე.წ. შიოსუბნის ციხე

1756 წლისა აგრეთვე გალავანის მსგავსი იყო, მაგრამ შიგ ეკლესიაც არის და, ეტყობა, სხვა შენობებიც ყოფილა. დარჩენილ ნაგებობათა შორის ყველაზე მნიშვნეღოვანია ე.წ. "მამა-ბურჯი" ე.ი. მთავარი კოშკი, რომელსაც გალავნის ჩრდილო-დასავლეთი კუთხე უჭირავს. ბანის ჩათვლით ეს ოთხსართულიანი მრგვალი კოშკია. ქვემო სართული, ჩვეულებისამებრ, დამხმარე ფუნქციებს ასრულებდა. II და III სართულები - შეკრული კამარით გადახურული ოქტოგონები - საცხოვრებელი დარბაზებია. კედლები შელესილი და სუფთად დამუშავებული იყო. არქიტექტურის ელემენტები ამ დროისათვის ტრადიციულია - ორ-ორ იარუსად განლაგებული ღრმა ისრულ-თაღოვანი ნიშები და სარკმელები, ბუხრები და სხვ... ჩარჩოების პროფილირება, შესრულების ხარისხი განასხვავებს მუხრანის კოშკს ბევრი სხვა მაშინდელი კოშკისაგან. ეს მდიდარი ფეოდალის საცხოვრებელი კოშკის ნიმუშია. თარიღი და მშენებლის - კონსტანტინე მუხრან-ბატონის ვინაობა წარწერებიდან ირკვევა. ზემო დარბაზის დიამეტრი 6 მ-მდეა, სიმაღლე - 4,5 მ-მდე. კოშკის საერთო სიმაღლე 16,5 მ-მდე.
ციტადელის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში დგას დარბაზული ტიპის კარის ეკლესია, რომლის ფასადები მორთულია აგურის წყობით გამოყვანილი ჯვრებითა და რომბებით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. ციხის გალავანში XIX საუკუნის ორი ეკლესიაა.



Image



Image





ძალისა


ანტიკური ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი ქართლის (იბერიის) სამეფოს ტერიტორიაზე
ძალისა. მუხრანის ველზე მდ.ნარეკვავის მარცხენა ნაპირას, სოფელ ძალისას მიდამოებში მიკვლეულ იქნა ნაქალაქარი. აქ აღმოჩნდა გათლილი ქვებით ნაგები მსხვილ შენობათა ნაშთები, რიყის ქვით ნაგები საძირკვლები ალიზის კედლებისათვის, წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელები, ქვის ბაზისები და სვეტისთავები. უკეთ შემორჩენილია აბანო, რომელიც თითქოს, სასახლის კომპლექსში შედიოდა. რომაული ტიპის აბანო სამი განყოფილებისაგან შედგებოდა ცივი, თბილი და ცხელი წყლის აბაზანებით და კარგად შემონახული გათბობის ჰიპოკაუსტების სისტემით. თბილი და ცივი აბაზანების, ასევე, უკანასკნელის მომიჯნავე გასახდელის იატაკები დაფარულია მოზაიკით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზაიკური იატაკი "დიონისეს სახლში", რომელიც უშუალოდ უკავშირდება აბანოს გასახდელს. აბანო აგებული უნდა იყოს ახ.წ. III საუკუნის დასაწყისში. ამ აბანოს მახლობლად აღმოჩნდა მეორე უფრო დიდი (ფართობით 1500 კვ.მ) უკვე საზოგადოებრივი დანიშნულების აბანო. მასში გარდა ტრადიციული სააბაზანო განყოფილებებისა, შედის ატრიუმი, ღია ეზო და ეგებ სატაძრო ნაწილიც. ყველაზე დიდ ნაგებობას ძალისაში წარმოადგენს სასახლე (მისი ნანგრევის ფართობი 2500 კვ.მ. აღემატება). მასში შედიოდა სამ ათეულებამდე სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის ოთახი, რომელთა ცენტრში მოთავსებული ყოფილა ეზო - ატრიუმი. ატრიუმის ცენტრში შეიმჩნევა ქვის შადრევნის კვალი. სადგომთა შორის გამოიყოფა დარბაზი, საძინებელი ოთახები და ორგანყოფილებიანი საპირფარეშოც საკუთარი წყალსადენითა და კანალიზაციით. საყურადღებოა, რომ სასახლეს ჰქონია ცენტრალური გათბობის სისტემის ცალკე მდგარი შენობა ჰიპოკაუსტების პრინციპზე. აბანოს გვერდით აღმოჩნდა საქართველოში პირველი საცურაო აუზი. იგი გეგმაში სწორკუთხედის ფორმისაა და ოთხივე არეს, კედლების ცენტრში ახლავს ნახევარწრიული აფსიდები (აუზის ზომებია: სიგრძე 33,4 მ. აფსიდებით 39,6 მ. სიგანე 11,5 მ. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 2,07 მ). აუზის კედლები ამოშენებულია რიყის ქვით კირხსნარზე და შიგნიდან მოპირკეთებულია კარგად გათლილი თეთრი ქვის ფილებით. ჩრდილოეთის აფსიდში, რომლითაც აუზი უკავშირდებოდა აბანოს, მოწყობილია - ცხრა საფეხურიანი ჩასასვლელი კიბე. სამხრეთ - აღმოსავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში მოწყობილია ქვის მერხები დასასვენებლად. ჩრდილო - აღმოსავლეთის კუთხეში მოთავსებული ყოფილა ტრაპი და ჩამკეტი ნაგებობა, რომელიც უკავშირდებოდა კანალიზაციის კოლექტორს. აუზის იატაკი შელესილი იყო ჰოდრავლიკური ხსნარით, ასევე იყო შელესილი, აუზის კედლები გარედან. საცურაო აუზს სამხრეთიდან მიშენებული აქვს კიდევ ერთი დიდი ნაგებობა. მას შვიდი დარბაზი ჰქონია, აქედან სამს შვერილი აფსიდები ახლავს - შუაში სამწახნაგოვანი, გვერდებზე კი ნახევარწრიული. აფსიდიანი ოთახების ჩრდილოეთის კედელში მოწყობილია ვიწრო გამჭოლი თაღები, საფიქრებელია - გათბობისათვის ცხელი ჰაერის გასატარებლად. ამ შენობის დანიშნულება ჯერ არაა დადგენილი, საფიქრებელია რომ აქ რომაული კურიების ტიპის დარბაზები იყო. ვინაიდან ამ შენობას მშებებლობისას დაუზიანებია სასახლის წყალსადენის ამდენად იგი მოგვიანო ხანისაა, ალბათ IV-V სს. ძალისას კომპლექსი თავისი შენობების მიხედვით წარმოადგენდა დიდი, მაღალი რანგის მოხელის რეზიდენციას, როგორც ირკვევა, ძალისას დასახლება ძვ.წ. მიწურულში გადაქცეულია რეზიდენციად, რომლის განვითარება მოდის ახ.წ. I-III სს. ხოლო შემდეგ საუკუნეებში იგი განადგურდა


Image


Image

ქართლი გაზაფხულის ფერებში 27 აპრილი

Posted: 17 აპრ 2013, 16:28
by AIRMISHOO
წილკანი

სოფლის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. აქ იყრიდა თავს ქართლ-კახეთისა და ერწოს გზები. VI საუკუნეში წილკანში მოღვაწეობდა ისე წილკნელი, ერთ-ერთი 12 ასურელი მამათაგანი. ტრადიცია მას მიაწერს სარწყავი არხის - „წილკნის რუს“ მშენებლობას. მთიანეთში ქრისტიანობის გავრცელების დროს შეიქმნა წილკნის საეპისკოპოსო. მასში შედიოდა მუხრანი, ბაზალეთი, მთიულეთი, გუდამაყარი და ხევი. VIII-IX საუკუნეებში წილკანი ხან ქართლის, ხან კახეთის შემადგენლობაშია. მის მითვისებას ცდილობდნენ მუხრანის ერისთავები ძაგანისძეები. XI საუკუნეში ერისთავის ძმამ მოდესტომ წილკნის საეპისკოპოსოს ყმა-მამული მიიტაცა. დავით აღმაშენებელმა მოტაცებული მიწები კვლავ საეპისკოპოსოს დაუბრუნა. XI საუკუნის 60-იან წლებში ბაგრატ IV-მ წილკანთან დაამარცხა და გააქცია განძის ამირა ფადლონი. XVII-XVIII საუკუნეებში წილკანი თურქთა, ყიზილბაშთა და განსაკუთრებით ლეკთა თარეშმა დიდად დააზარალა.

წილკანში დგას წილკნის ტაძარი, რომელიც საეპისოკოსო საყდარს წარმოადგენდა. ტაძარი აშენდა IV საუკუნის დასასრულს - V საუკუნის პირველი ნახევარში და წარმოადგენდა დარბაზულ ეკლესიას. V-VI საუკუნეების მიჯნაზე ის მოაქციეს ახალი, სამნავიანი ბაზილიკის შემადგენლობაში. განვითარებულ ფეოდალურ ხანაში ორივე ნაგებობა ახალი, გუმბათოვანი ტაძრის ფარგლებში მოექცა.მოხატულობა მხოლოდ გუმბათშია შემორჩენილი. ის XVI-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება. შესრულებულია ბაცი შინდისფერი, მოწითალო, ყვითელი და ლურჯი ფერებით. გამოსახულებანი პატარა ზომისაა, ნახატი - უხეში.
ტაძარს გარს ერტყმის გალავანი, რომელიც XVIII საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული. ამ გალავნის გარეთ, ჩრდილოეთით და დასავლეთით, შემორჩენილია უფრო ძველი გალავნის ნაშთები. სათოფურები მხოლოდ აღმოსავლეთის და სამხრეთის კედლებშია შემორჩენილი. გალავნის ყოველ კუთხეში გეგმით წრიული თითო კოშკი დგას. XIX საუკუნეში სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის შესასვლელზე დააშენეს სამრეკლო.




Image


Image





მჭადიჯვარი

მჭადიჯვარი, სოფელი დუშეთის რაიონში, მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 700 მ, დუშეთიდან 14 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1256 ადამიანი. სოფლის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია (რამდენიმე გორანამოსახლარი). ვარაუდობენ, რომ მჭადიჯვარი უძველესი დროიდან გრემისხევის ცენტრი იყო. სოფლის შუაში, მდინარე ნარეკვავის მარჯვენა მხარეს დგას ხუროთმოძრვრული ანსამბლი - ეკლესია და ციხე. სამხრეთი და დასავლეთი კარის წარწერების მიხედვით ეკლესია 1668 წელს აუგია დომენტი კათოლიკოსს. ეს ცენტრლურ გუმბათოვანი ნაგებობა ერთ-ერთი უდიდესია გვიანდელ შუა საუკუნეების ტაძართა შორის. ნაგებია ძირითადად აგურით. ეკლესიას აღმოსავლეთი და სამხრეთი მხრიდან ეკვრის ციხე, რომელიც სამხრეთი კარის თავის წარწერის მიხედვით, სოფლის მოშენების მიზნით სახლთუხუცეს კონსტანტინე მუხრანბატონს აუშენებია 1746 წელს. ციხის კუთხეებში აღმართულია მასიური კოშკები, რონმელთაგან ერთ-ერთი ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეზეა მიდგმული. კოშკებსა და გალავანს დატანებული აქვს სათოფურები, სალოდეები და საზარბაზნეები. შემდგომში დაღესტნელი ფეოდალების გამუდმებული თავდასხმების შედეგად სოფელი გაპარტახდა. 1754 წელს მჭადიჯვრის ციხესთან ქართველთა და დაღესტნელთა ლაშქრებს შორის დიდი ბრძოლა გაიმართა.


Image

Image



თელოვანი

სოფელია მცხეთის რაიონში, მცხეთიდან 25 კმ-ზე, ზღვის დონიდან 920 მ-ზე. მის აღმოსავლეთით 2-3 კმ-ზე მთის ფერდზე დგას ჯვარპატოსნის ეკლესია, რომელიც თარიღდება VIII- IX სს-ით. ეკლესია (9,7X10,5 მ) ტრიკონქის ტიპისაა. ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში, კონსტრუქციული და დეკორატიული ელემენტებისათვის კირქვის ან შირიმის თლილი კვადრებია გამოყენებული. XVIII ს-ში იგი შეუკეთებიათ. განუახლებიათ გუმბათის კონუსი. გაუმაგრებიათ დასავლეთ მკლავის კედლები, ამოუშენებიათ დასვლეთი სარკმელი და სამხრეთი კარი, დასვლეთით მიუშენებიათ სამრეკლო. 1925-54 წწ. ეკლესიას რესტავრაცია გაუკეთდა .ეკლესიაში შემორჩენილია IX-X საუკუნეების მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. IX საუკუნის მოხატულობა შემორჩენილია მხოლოდ საკურთხეველში.



Image

Image

ქართლი გაზაფხულის ფერებში 27 აპრილი

Posted: 17 აპრ 2013, 16:31
by AIRMISHOO
გრემისხევის წყალსაცავი

Image


Image


Image


Image

ქართლი გაზაფხულის ფერებში 27 აპრილი

Posted: 18 აპრ 2013, 00:43
by AIRMISHOO

წამომსვლელთა სია

1-8 მიშო
9 grand mama
10 grand mama +
11. inushka:*
12.tata vekua(?)
13. xato kopaleishvili
14. juli tabatadze
15.თეო ბიბილაშვილი
16. maia kvlividze
17 elene lobjanidze
18 salome tau
19 lela xucishvili
20 kaxa surmanidze
21 mishka xucidze
22
23
24
25

ქართლი გაზაფხულის ფერებში 27 აპრილი

Posted: 18 აპრ 2013, 13:34
by deida kama
როდის არის ეს გასვლა და რითი მიდიხართ?

ქართლი გაზაფხულის ფერებში 27 აპრილი

Posted: 18 აპრ 2013, 14:46
by AIRMISHOO
deida kama wrote:როდის არის ეს გასვლა და რითი მიდიხართ?


gasvla 27 aprilsaa, shabat dges. mikroavtobusit mivdivart :)

ქართლი გაზაფხულის ფერებში 27 აპრილი

Posted: 18 აპრ 2013, 18:53
by deida kama
არადა ეხლა კვირას მეგონა და გამიხარდა : ((((

ქართლი გაზაფხულის ფერებში 27 აპრილი

Posted: 21 აპრ 2013, 17:56
by llev
მოვდივარ :)

1-8 მიშო
9 grand mama
10 grand mama +
11. inushka:*
12.tata vekua(?)
13. xato kopaleishvili
14. juli tabatadze
15.თეო ბიბილაშვილი
16. maia kvlividze
17 elene lobjanidze
18 salome tau
19 lela xucishvili
20 kaxa surmanidze
21 mishka xucidze
22 llev
23

ქართლი გაზაფხულის ფერებში 27 აპრილი

Posted: 22 აპრ 2013, 12:24
by CheLo
1-8 მიშო
9 grand mama
10 grand mama +
11. inushka:*
12.tata vekua(?)
13. xato kopaleishvili
14. juli tabatadze
15.თეო ბიბილაშვილი
16. maia kvlividze
17 elene lobjanidze
18 salome tau
19 lela xucishvili
20 kaxa surmanidze
21 mishka xucidze
22 llev
23 მე

ქართლი გაზაფხულის ფერებში 27 აპრილი

Posted: 22 აპრ 2013, 23:55
by AIRMISHOO
1-6 airmisho 100%
7-8 გია ლიაპრტელიანი 100%
9 grand mama 100% jude
10 grand mama + ?
11.ინუშკა100%
12 ხათო კოპალეიშვილი 100 %
13ჯული ტაბატაძე 100%
14. ჯული ტაბატაძე+ 100%
15. მაია ქვლივიძე 100%
16 ლევან სვიმონიშვილი 100% Ilev
17 სალომე ტაუ 100%
18ლელა ხუციშვილი 100%
19 კახა სურმანიძე 100 %
20 კახა სურმანიძე+ 100%
21ლადო ცერცვაძე ?
22 თეო ბიბილაშვილი ?
23 მიშკა ხუციძე ?
24 ელენე ლობჟანიძე ?
25 ელენე ლობჟანიძე+?
26 მაია პაპაშვილი
27 chelo
ნ------------------

ქართლი გაზაფხულის ფერებში 27 აპრილი

Posted: 23 აპრ 2013, 18:53
by leo1
რაღა ოსეთის საზღვრის ირგვილვ სიარული???
ფრთხილად იყავით

ქართლი გაზაფხულის ფერებში 27 აპრილი

Posted: 25 აპრ 2013, 00:45
by sipragio
leo1
დიდი ბოდიშის მოხდით.. ოსეთის არა, ჩრდილო საქართველოსი

გაქვთ 1 ადგილი?