გაზაფხულური ვაშლოვანობა 2013 26-28 აპრილი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
გაზაფხულური ვაშლოვანობა 2013 26-28 აპრილი

Post by leo1 » 13 აპრ 2013, 00:31

ბევრი ჩვენგანი ყოფილა ვაშლოვანში ულამაზეს შემოდგომაზე მაგრამ სურვილი გვაქვს ახალაყვავებულ და გამწვანებულ გაზაფხულზეც გავიმეოროთ იგივე და მოვიხილოთ ვაშლოვანის გასა20არი ადგილები.


მარშრუტის აღწერილობა და მანძილები

თბილისი–დედოფლისწყარო – მანქანით. დედოფლისწყარო – ნაკრძალი – მანქანით; ვისაც სურვილი ექნება ნაკრძალში – ფეხით გასეირნება მეგზურთან ერთად დაახლოებით 2 საათი – მძღოლების გარდა, ისინი მანქანით უნდა წამოვიდნენ ვითარმედ ფეხით მოსიარულეებს დახვდნენ. ნაკრძალი–დედოფლისწყარო – მანქანით, დედოფლისწყარო–თიფლისი – კახური ურმით.
ნაკრძალშიდ მოვიხილავთ ყველაფერს გარდა ტახტი–თეფას მიმართულებისა ვინაიდან იგი სულ სხვა მხარეს მდებარეობს. გაზაფხულის ტახტი–თეფა დაიგეგმება ცალკე გასვლად – ივრის ხეობასთან კომბინაციაშიდ.
გასავლელია დაახლოებით 450-500 კმ, აქედან 40-45% ველურ ბუნებაშიდ.

ღამისთევა

პირველ ღამეს (პარასკევიდან შაფათსზედ) გავათენებთ დედოფლისწყაროს ოჯახურ სასტუმროშიდ ქალბატონ ნელისთან, რომელსაც ბევრი ალბათ ვიცნობთ. ფასი: უსაძილეოდ – 30 ტუგრიკი. ვინც საძილით დაიძინებს იატაკსზედ – 20 ტუგრიკი. ამაში ორივე შემთხვევაშიდ შედის საუზმეც.
მეორე ღამეს გავათენებთ ბუნგალოებშიდ, სადაც თითოეულსი არის 2 საწოლი, მაგრამ დაძინება შეიძლება საძილეშიც. ბუნგალოს მთლიანი ფასი – 80 ტუგრიკი + ვინაიდან საძილიანინ ხალხიც იქნება, უნდა გადავიხადოთ კარვის ადგილის ღირებულება 5 ტუგრიკი (5 ტუგრიკი ალბათ თითო საძილეზა ან მთლიანად კარავზე – ჯერ ვერ დამიდგინეს ზუსტად).

სასუსნავები/წყალი

ვინაიდან მარშრუტი 2 სრულდღიანია, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სასუსნავების მალე ფუჭებადობას. სასურველია ისეთი საკვები შევიძინოთ/მოვიხმაროთ რომელიც სიცხეში ვარგისიანობას შეინარჩუნებს. სასუსნავები ყველამ დაგეგმეთ 2 დღეზე გათცალისწინეით (შაფათი და კვირიაკე), ხოლო პარასკევ ღამით თუკი ვინმე შესცოდავს და ძილის წინ მაინც მოიხმარს საკვებს – შეუძლია ასევე ისარგებლოს ქალბატონი ნელის რამე–რუმეებით.
ალკოჰოლური სასმელის მოხმარების შემთხვევაში საუკეთესო დროა შაფათი საღამო, ბუნგალოს ირგვლივ.
წყალი – ყველამ თავისთვის –2 დღის სამყოფი (შეიძლება დედოფლისწყაროსი ავსება)
კარგი იქნება ცხელი წყლის თერმოსების წამოღება რომ ჩაი-ყავა კარგად მოვიხმაროთ ხოლმე მთელი დღის განმავლობაშიდ.


სამოსი, აღჭურვილობა, სხვადასხვა.

სავარაუდო სამოსი – სიცხისთვის – მაისური, ასევე გასათვალისწინებელია თბილი სამოსი, ვინაიდან ღამე ფრიად ცივა. თუ წვიმა წამოვიდა – საწვიმარი სამოსი.
ასევე – მზისგან დამცავი სათვალე, საცხისი (კანის+ტუჩის), მზისგან დამცავი ქუდი. ფეხსაცმელი – ვინც სიარულს აპირებს სასურველია ჩექმა.

ფინანსები:

– მეგზური 100 ტუგრიკი /გაიყოფა ყველაზე
– დედოფლისწყაროს ღამისთევა – 30 ან 20 ტუგრიკი თვიტოეულ მონაწილეზედ
– ბუნგალოს ღამისთევა – ბუნგალო 80 ტუგრიკი (2 საწოლი) + 5 ლარი ნსაძილიანი მონაწილე (სავარაუდოდ). ანუ ვისაც მაინცდამაინც საწოლსიდნ უნდა – 40 ტუგრიკი, თუ ყველა საძილესიდ იქნება, მაშვინ ბუნგალოს თანხაც გაიყობა მონაწილეებზედ. იქნება 2,3 ან 4 ბუნგალო.
– საწვავ–საპოხი მასალა (ბენზინი, დიზელი, გაზი). ჩემი ვარაუდით იქნება კაცზე სადღაც 40–55 ტუგრიკი მანქანის მადიდან გამომდინარე. თუ გაზიანი მანქანნა მაშვინ რათქმა უნდა ამისი ნახევარი.
– სასუსნავები – ყველას ინდივიდუალურად, ფასი თვიტონ დაითვალეთ გამოცდილებიდან გამომდინარე.

რომ შევაჯამო –– სასუსნავების გარდა გამოდის 85 ტუგრიკიდან 100 ტუგრიკამდე (თუ ბუნგალოში აპარტამენტებით 120 ტუგრიამდე)

საორგანიზაციო საკითხები /სია

გასლვა – 26 აპრილი საღამოს 8სთ.14 წთ, ივერია რედისონთან, სმარტის დიდი დუქნის ახლოს ტერიტორიიდან.
მარშრუტის სპეციფიკიდან გამომდინარე, გასლვა ძირითადად დამოკიდებულია მესაჭე კარაველებზე და/ან მესაჭე პლუსებზე. იდეების კიდობანში თემის დადების განმავლობაში, წინასწარი სურვილი ბევრმა მანქანამ გამოთქვა, მაგრამ, ”ვაგლახ” ითქმის თუ ”ჩვენი სირცხვილი”, საქმე საქმეზე რომ მიდგა, აღარავის უნდა თავისი მანქანის ხრეშიან გაზაზედ ტარება და მგზავრის როლს არჩევენ.
აქედან გამომდინარე, ამ თემაში, როგორც კარავის წესებიდან გამონაკლისი, ეკიპაჟის მესაჭეები თვითონ ჩაწერენ თავიანთ მგზავრებს თუ პლუსებს, ხოლო კიდევ იქნება მგზავრთა სია, რომელებიც ჩაეწერებიან ადგილების რაოდენობის მიხედვით.
გასათვალისწინებელია 1 ადგილი მეგზურისთვის – სავარაუდოდ თუ ვინმეს გაზის მანქანა ჰყავს – იმასთან რადგან საწვავის თანხა მეტ–ნაკლებად ყველა მონაწილეზედ თანაბრად გადანაწილდეს.
ჩაწერის დროს ყველამ მიაწერეთ მობ ტელეფონის ნომერი რამეთუ საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
თუ ვინმე მთელი ეკიპაჟით ეწერება, მაშინ მესაჭის ნომერი საკმარისია

სასაზღვრო საშვები

საშვები შაბათს დილით ადრე ვერ ესწრება. აქედან გამომდინარე უნდა გაკეთდეს რამდენიმე დღით ადრე ემეილით. ყველამ გამომიგზავნეთ სკანირებული ან ფოტო აპარატით გადაღებული პირადობის მოწმობა, 2ვე გვერდი იმეილზე leo0101@yahoo.com
თან ყველამ იქონიოს პირადობის მოწმობა - წინააღმდეგ შემთხვევაში მოწმობის დამტოვებელი ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას, რამეთუ დაიჭერენ ვითარცა აზერბაიჯანში გადაძრომის მსურველს.


მესაჭეებისათვის:

მანქანის ტიპი – აუცილებლად 4–4ზე, არაა სასურველი ძალიან პარკეტის ყველგანმავალები. ვერ ივლის ისეთი ნახევრადყველგანმავალები როგორიცაა ფორესტერი, ერ–ვე–ერი, აუთლენდერი და ა შ.
კარგია - იოები, სი-არ-ვი, ვიტარა, პაჯერო და მისთანები
სასურველია – დამატებითი სათადარიგო საბურავი.
აუცულებლად იქონიეთ:
– გამძლე საბუქსირე (არა ისეთი ელიავაზე რომ იყიდება ძროხების დასაბმელად)
- სასმელი წყლის ხელშეუხებელი მარაგი ეკიპაჟზე გათვალისწინებით (7-8 ლიტრი მაინც),
- საწვავის კანისტრა (ვისაც საშუალო და პატარა ბაკები აქვს)
დედოფლისწყაროში არის ბენზინ/დიზელის სადგური, მეგაზეებმა გაზის სადგურის არსებობა შეამოწმეთ ოფროუდერების გვერდზე გაზის სადგურების ბაზაში.

გასლვის დაგეგმვა

გასლვა დაიგეგმა სამსახურებიანი ხალხის ინტერესის გათვალისწინებით, ასევე დროის მაქსიმალურად მოხერხებით გამოყენების აზრით. გასლვა იქნება 48საათიანი (2 სრული დღე) – პარასკევ სამსახურის მერე საღამოდან კვირა საღამომდე. პირველი ღამე დავიძინებთ დედოფლისწყაროში და შაბათ სდილით უთენია დავიწყებთ მოგზაურობას. მეორე ღამე - დავიძინებთ ნაკრძალში–ველურ ბუნებაშიდ ბუნგალოში, შემდგომ მთელი კვირიაკე დღე ვიმოგზაურებთ და დავბრუნდებით თიფლისშიდ. ასანიშნავია, რომ, როგორც გამოცდილებამ გვაჩვენა, 2შაბათს დილით გასლვის შემთხვევაშიდ დედოფლისწყაროში ჩასლვაზე და საბუთების გაფორმებაზე იმდენი დრო მიდის, რომ აქტიური დღის ნახევარი იკარგება, თანაც – მძღოლები ძლიერ იღლებიან მთელი დღე საჭის ტრიალით. თუ ვინმე რაღაც მიზზის გამო ვერ ასწრებს პარასკევს დათქმულ დროზე მოსლვას – რა თქმა უნდა მას საშუალება აქვს რომ იმავე დღეს მოგვიანებით დაგვეწიოს.
ასევე – შაბათს დილით ადრე გასვლის ინტერესიდან გამომდინარე დაგეგმილია შაბათ დილას ოჯახურ სასტუმროში საუზმე.
Last edited by leo1 on 23 აპრ 2013, 10:40, edited 2 times in total.

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
გაზაფხულური ვაშლოვანობა 2013 26-28 აპრილი

Post by leo1 » 13 აპრ 2013, 00:34

პირადობის მოწმობები აუცილებელია!!!

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
გაზაფხულური ვაშლოვანობა 2013 26-28 აპრილი

Post by leo1 » 13 აპრ 2013, 10:10

..
Last edited by leo1 on 23 აპრ 2013, 18:12, edited 2 times in total.

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
გაზაფხულური ვაშლოვანობა 2013 26-28 აპრილი

Post by leo1 » 14 აპრ 2013, 00:20

თინა ხარაიშვილს უნდოდა ჩაწერა პირწიგნაკიდან... ტინა შეგიძლია თამამად ჩაეწერო, ან კიდევ - ვინმე კარაველს თხოვო და ჩაგწერს

სავარაუდოდ - ბუნტურს უნდა წამოსლვა 4X4 ველოსაპეტითა

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
გაზაფხულური ვაშლოვანობა 2013 26-28 აპრილი

Post by Nika » 14 აპრ 2013, 08:27

როგორ მინდა :(

მანქანა კი დაიქოქა მაგრამ ჯერ ვერაა მთლად ჯანზე. დღეს გავარკვევ რაშია საქმე.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
გაზაფხულური ვაშლოვანობა 2013 26-28 აპრილი

Post by leo1 » 14 აპრ 2013, 09:54

Nika wrote:როგორ მინდა :(

მანქანა კი დაიქოქა მაგრამ ჯერ ვერაა მთლად ჯანზე. დღეს გავარკვევ რაშია საქმე.
ნ--------
თვის ბოლომდის იმედია მოწესრიგდება!

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
გაზაფხულური ვაშლოვანობა 2013 26-28 აპრილი

Post by Nika » 15 აპრ 2013, 16:20

მოწესრიგდა. მაგრამ მოვიცლი თუ არა ეგ არ ვიცი ჯერ. 1 თვე უმანქანობის გამო იმდენ ადგილზე წასასვლელი დამიგროვდა.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]