Page 1 of 2

აქცია- "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე" 06.04.2013

Posted: 27 მარ 2013, 20:28
by kiki
ძვირფასო მეგობრებო, ბავშვებისთვის სისხლის გაღება ჩვენი სამოქალაქო ვალია!

გთავაზობთ ერთად კარავი.გე-ს სახელით შევუერთდეთ სისხლის ბანკს, რომლიც შემდეგში მოხმარდება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციას.

ამიტომ გთავაზობთ შევიკრიბოთ 6 აპრილს, შაბათს 10:00 სთზე იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკში, მისამართი: ლუბლიანასქ .2/6

მინიმუმი, რაც შეგვიძლია მათთვის გავაკეთოთ არის სისხლის ჩაბარება

ასე, რომ ველი თქვენგან აქტიურობას


http://www.youtube.com/watch?v=-irUH5wrLYQ

სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 18-დან 60 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, ასევე ბოლო ათი წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი), არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი), არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24-36 საათის განმავლობაში.


ასევე
სისხლის ბანკში მოსულ ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდება შემდეგი კვლევები: სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი, სისხლის საერთო ანალიზი, აივ ინფექცია, ჰეპატიტი C, ჰეპატიტი B და სიფილისი.

აქცია- "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე" 06.04.2013

Posted: 27 მარ 2013, 20:29
by kiki
1. კიკი
2. :arrow:

აქცია- "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე" 06.04.2013

Posted: 27 მარ 2013, 20:41
by teo-
სისხლის ჩაბარება ადრეც მინდოდა მარა ჩემმა სტომატოლოგმა გადამაფიქრებინა, ესე მითხრა სისხლის გადასხმა ძალიან ასუქებსო . იქნებ ჩვენმა ექიმმა კარაველებმა გვიპასუხონ თუ იციან

და მე კიდე ყოველთვის მბრკავენ დაბალწნევიანი რო ვარ

აქცია- "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე" 06.04.2013

Posted: 27 მარ 2013, 20:51
by kiki
teo- wrote:სისხლის ჩაბარება ადრეც მინდოდა მარა ჩემმა სტომატოლოგმა გადამაფიქრებინა, ესე მითხრა სისხლის გადასხმა ძალიან ასუქებსო . იქნებ ჩვენმა ექიმმა კარაველებმა გვიპასუხონ თუ იციან

ვააა, რას არ გაიგებს კაცი :))

მე აგვისტოს ომის დროს ჩავაბარე და რაიმე რადიკალური ცვლილება არ შემინიშნავს წონასთან მიმართებაში :)

აქცია- "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე" 06.04.2013

Posted: 27 მარ 2013, 20:58
by teo-
kiki
ვიცი მახსოვს და ამ ექიმმა იმაზე მოაყოლა რო ერთი მსუქანი გოგო შემოვიდა ისიც ექიმი და ჩემი ჯგუფელიაო ესე და ესეოო.. და ექიმების აზრი მაინტერესებს ჩემმა პოსტმა ხალხი რო არ დაფრთხოს :))

აქცია- "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე" 06.04.2013

Posted: 27 მარ 2013, 22:07
by Ketevan Guliashvili
კი დღეს ნინი85 მიყვებოდა კიკიმ და მან რომ ჩააბარეს სისხლი. კარგი იდეაა.

აქცია- "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე" 06.04.2013

Posted: 27 მარ 2013, 22:20
by Ketevan Guliashvili
1. კიკი
2. ქეთი
3. :arrow:

აქცია- "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე" 06.04.2013

Posted: 27 მარ 2013, 23:16
by kiki
1. კიკი
2. ქეთი
3. Keti Tsukhishvili
4. :arrow:

აქცია- "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე" 06.04.2013

Posted: 28 მარ 2013, 11:44
by Makuna Skhvitaridze
1. კიკი
2. ქეთი
3. Keti Tsukhishvili
4. მაკუნა სხვიტარიძე
5.

აქცია- "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე" 06.04.2013

Posted: 28 მარ 2013, 11:45
by Makuna Skhvitaridze
პირველად და დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას...

აქცია- "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე" 06.04.2013

Posted: 28 მარ 2013, 14:35
by kiki
Makuna Skhvitaridze wrote:პირველად და დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას...

გაიხარე, კარგი გოგო ხარ :)

აქცია- "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე" 06.04.2013

Posted: 28 მარ 2013, 17:04
by karavi87
მე ბოტკინი მაქვს გადატანილი და ივარგებს ჩემი სისხლი?

აქცია- "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე" 06.04.2013

Posted: 28 მარ 2013, 20:05
by kiki
karavi87 wrote:მე ბოტკინი მაქვს გადატანილი და ივარგებს ჩემი სისხლი?

10 წელი უნდა იყოს გასული ბოტკინის მოხდიდან :)

აქცია- "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე" 06.04.2013

Posted: 28 მარ 2013, 20:49
by Ketevan Guliashvili
karavi87
ახლა მეც დავინტერესდი და ექიმის პასუხი ვიპოვნე ერთ-საიტზე, შეიძლებაო.

და კიდევ ასეთი რამე ვიპოვნე:

занимаюсь легкой атлетикой. Тренеровки 6 дней в неделю, в некоторые дни по 2 тренеровки. Очень хочу сдать кровь. Как это отразиться на моём самочувствии во время тренировок? Это не будет вредно для меня? Как отразиться на тренеровочном процессе?
Ответ: При такой продуктивной спортивной жизни осуществлять донации весьма проблематично. Интенсивные физические нагрузки потребляют большое количество ресурсов организма. Доставка же кислорода и питательных веществ к клеткам осуществляется с током крови. Даже обычному человеку (не спортсмену) государство законодательно предоставляет отдых в день донации и еще день после донации, чтобы организм восстановился и отдохнул. Вам придется приостановить тренировки на день-два или существенно снизить нагрузки.

აქცია- "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე" 06.04.2013

Posted: 28 მარ 2013, 20:50
by Ketevan Guliashvili
მართალია რუსულადაა მაგრამ ძალიან ბევრ კითხვაზე კვალიფიციური პასუხია.

http://www.ospk.ru/faq/contra/