ტობავარჩხილზე მოტოციკლით
Posted: 21 თებ 2013, 13:29
maxo127
შარშან და შარშანწინ ეგრე იყო. წელს თუ გაფუჭდება გზა ჯერ ძნელი სათქმელია.
შარშან და შარშანწინ ეგრე იყო. წელს თუ გაფუჭდება გზა ჯერ ძნელი სათქმელია.
16 კმ მაგ გზაზე ისეთია, 5 საათში გავლა რომც მოხერხო უკან დაბრუნებას ვერ მოასწრებ და ტბაზე გათენება დაგჭირდება, ტბაზე თუ ათენებ კარავი და საძილე გინდა, უკიდურეს შემთხვევაში მხოლოდ საძილე, თუ ალპურ ზონაში გარეთ ძილს შეჩვეული ხარ. ამიტომ ბარგი არ გვექნებაო რომ ამბობ, ეგ დაივიწყე მუხურიდან როცა ადიხარ, ტბამდე დაახლოებით 15 კმ-ში მოტო კი არადა სამხიდიანი კამაზიც მიდის, ამიტომ მოტო თუ ექსტრემისთვის კი არა, გზის შესამოკლებად გინდა, რატომ ირთულებ, კამაზით შეგიძლიათ ასვლა თუ ჯგუფი იქნებით. თან იმავე გზით უკან დაბრუნების საჭიროება არ გექნება და მარტო ოხოჯეს (პატარა ტობავარჩხილი) კი არა დიდ ტობავარჩხილსაც ნახავ და კიდევ სხვა პატარა ტბებს. ერთი კარველია შაბათ-კვირას აყავს ხალხი ტობაზე შაბათს ადიან და კვირას ბრუნდებიან, მაგრამ მხოლოდ ოხოჯეზე. მაგრამ დიდ ტობავარჩხილში არეკლილი ჭითაგვალას აჩეჩილი მწვერვალები თუ არ ნახე, თამამად ვერ იტყვი ტობაზე ვარ ნამყოფიო ოხოჯედან დიდ ტობავარჩხილზე გადასასველად კიდევ ერთი (რიგით მეორე უღელტეხილის გადასვლა მოგიწევს) და მოტო თუ ქვემოთ გეყოლება დატოვებული, უკან დასაბრუნებლად ის უღელტეხილები ისევ უკან უნდა გადმოიარო, თუ კამაზით ახვალ, დიდი ტობადან უღეტეხილები აღარ გექნება გასაველი, თუმცა გზა უფრო გრძელია, დაახლოებით 30 კმ. მაგ მხრიდან მოტოთი ასვლაც არა მგონი კარგი იდეა იყოს, რადგან გზის გარკვეული მონაკვეთები კი იქნება მოტოსტვის გავლადი, მაგრამ ზოგი ისეთი ვიწრო ბილიკია, ცხენებს უჭირდათ გასვლა და მაგ ბილიკზე მოტოს ხელით ხომ ვერ ატარებ? ძალა რომც გერჩოდეს, უბრალოდ ვერ მოახერხებ, შეიძლება გადაგძაოს და უფსკრულში აღმოჩნდე. შემოვლითი გზები კიდევ დაივიწყე, მანდ მსგავსი მცნება არ არსებობს.maxo127 wrote: თუ მართლა ეგრეა 10-16 კმ–ს ფეხით კი არა ხელით გაივლი. 5 საათში ხომ გაივლის ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოქალაქე? რა უნდა იყოს ისეთი. თან ბარგიც პრაქტიკულად არ გექნება (უკან დასაბრუნებელი სურსათი და რამე).
ამ ბმულზე შედი და ქსოვრელის დადებულ ტრეკს ნახავmaxo127 wrote:Mta Mkvarebia
ეხლა სულ სხვა სურათი გამოდის უკვე
ესე იგი კამაზი რომ მიდის იქედან 15 კილომეტრი ოხოჯემდეა და არა "ნამდვილ" ტობამდე? და იქედან კიდევ ერთი უღელტეხილი? კი გამოვიდა ერთი კვირის გზა ლამის.
რაღაცას ვერ ვგებულობ მაინც. წესიერი რუკაც ვერ ვნახე, ამ მისამართზე http://malxaz.dsl.ge/tv_1.jpg გუგლის სურათი ავტვირთე (წითლად ტბები მოვნიშნე, ჩემი აზრით ოხოჯე და ტობა), შეგიძლია მონიშნო გზები და ცნობილი რამე მაილსტოუნები? იგივე ქოხები მაგალითად.
აი აქ არის კიდევ ერთი ვითომ რუკა http://www.samargalo.ge/index.php?saxe=marsrutebi. მაგან სულ დამაბნია.
მე ახლა ჩინეთში ვარ ჰარბინში, მაინტერესებს კონკრეტულად რომელ ქალაქში აპირებთ შეუკვეთოთ მოტოციკლი?maxo127 wrote:მე ტობავარჩხილი ვიკითხე, თორემ იალბუზზე წყალქვეშა ნავითაც ავალ
როგორია გზა, გაისვლება მოტოთი?
ორი გეგმა გვაქვს - ან მოტოსაშუალებებით წავიდეთ, ან ვირებით!
ანუ ან ჩინეთში უნდა შევუკვეთოთ სამი მოტო და ერთი კვადრო, ან ვირები - ადგილობრივ მწარმოებლებს. რომელი ჯობია?
ისე მსურველები თუ იქნებიან შეუძლიათ შემოგვიერთდნენ, კარგი ქარხანა გვაქვს მიგნებული ჩინეთში. თუ დაინტერესება იქნება დავდებ მონაცემებს და სურათებს.
შარშან ჩამოვიყვანეთ, მარა წელს უკეთესებზე გვაქვს თვალი დადგმული