ტობავარჩხილზე მოტოციკლით

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5040
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Post by Nika » 21 თებ 2013, 13:29

maxo127
შარშან და შარშანწინ ეგრე იყო. წელს თუ გაფუჭდება გზა ჯერ ძნელი სათქმელია.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Post by Mta Mkvarebia » 22 თებ 2013, 09:55

maxo127 wrote: თუ მართლა ეგრეა 10-16 კმ–ს ფეხით კი არა ხელით გაივლი. 5 საათში ხომ გაივლის ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოქალაქე? რა უნდა იყოს ისეთი. თან ბარგიც პრაქტიკულად არ გექნება (უკან დასაბრუნებელი სურსათი და რამე).
16 კმ მაგ გზაზე ისეთია, 5 საათში გავლა რომც მოხერხო უკან დაბრუნებას ვერ მოასწრებ და ტბაზე გათენება დაგჭირდება, ტბაზე თუ ათენებ კარავი და საძილე გინდა, უკიდურეს შემთხვევაში მხოლოდ საძილე, თუ ალპურ ზონაში გარეთ ძილს შეჩვეული ხარ. ამიტომ ბარგი არ გვექნებაო რომ ამბობ, ეგ დაივიწყე :) მუხურიდან როცა ადიხარ, ტბამდე დაახლოებით 15 კმ-ში მოტო კი არადა სამხიდიანი კამაზიც მიდის, ამიტომ მოტო თუ ექსტრემისთვის კი არა, გზის შესამოკლებად გინდა, რატომ ირთულებ, კამაზით შეგიძლიათ ასვლა თუ ჯგუფი იქნებით. თან იმავე გზით უკან დაბრუნების საჭიროება არ გექნება და მარტო ოხოჯეს (პატარა ტობავარჩხილი) კი არა დიდ ტობავარჩხილსაც ნახავ და კიდევ სხვა პატარა ტბებს. ერთი კარველია შაბათ-კვირას აყავს ხალხი ტობაზე შაბათს ადიან და კვირას ბრუნდებიან, მაგრამ მხოლოდ ოხოჯეზე. მაგრამ დიდ ტობავარჩხილში არეკლილი ჭითაგვალას აჩეჩილი მწვერვალები თუ არ ნახე, თამამად ვერ იტყვი ტობაზე ვარ ნამყოფიო ;) ოხოჯედან დიდ ტობავარჩხილზე გადასასველად კიდევ ერთი (რიგით მეორე უღელტეხილის გადასვლა მოგიწევს) და მოტო თუ ქვემოთ გეყოლება დატოვებული, უკან დასაბრუნებლად ის უღელტეხილები ისევ უკან უნდა გადმოიარო, თუ კამაზით ახვალ, დიდი ტობადან უღეტეხილები აღარ გექნება გასაველი, თუმცა გზა უფრო გრძელია, დაახლოებით 30 კმ. მაგ მხრიდან მოტოთი ასვლაც არა მგონი კარგი იდეა იყოს, რადგან გზის გარკვეული მონაკვეთები კი იქნება მოტოსტვის გავლადი, მაგრამ ზოგი ისეთი ვიწრო ბილიკია, ცხენებს უჭირდათ გასვლა და მაგ ბილიკზე მოტოს ხელით ხომ ვერ ატარებ? ;) ძალა რომც გერჩოდეს, უბრალოდ ვერ მოახერხებ, შეიძლება გადაგძაოს და უფსკრულში აღმოჩნდე. შემოვლითი გზები კიდევ დაივიწყე, მანდ მსგავსი მცნება არ არსებობს.
მოკლედ ესაა ჩემი ალბომები ფეისბუქზე, ცოტა ხსნით გახსნილი მაქვს პროფილი, ამიტომ ადვილად დაათვალიერებ. მართალია მეც ყვავილებს, მთებს და ანარეკლებს ვუღებდი ;), მაგრამ 1000 ფოტომდეა ატვირთული და გზის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება არ უნდა გაგიჭირდეს. თუმცა ერთი გაითვალისწინე, განსაკუთრებით რთული მონაკვეთების ამსახველ ფოტოებს ნაკლებად ვიღებდი, უბრალოდ არ მქონდა მაგის თავი ;)

https://www.facebook.com/media/set/?set ... 462&type=3

https://www.facebook.com/media/set/?set ... 462&type=3

https://www.facebook.com/media/set/?set ... 462&type=3

https://www.facebook.com/media/set/?set ... 462&type=3

https://www.facebook.com/media/set/?set ... 462&type=3
Image

User avatar
maxo127
ბილიკზე მოარული
Posts: 44
Joined: 02 მარ 2007, 19:47
Contact:
ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Post by maxo127 » 23 თებ 2013, 05:18

Mta Mkvarebia
დიდი მადლობა პასუხისთვის და ფეისბუკის ასეთი გვერდისთვის.
ვნახე სურათები და ერთი ყური კი ჩამოვაგდე, მაგრამ ორივე არა :)

თუ 15 კმ-ზე კამაზით მიისვლება, ე. ი. მოტოთიც მიხვალ და კვადროთიც უპრობლემოდ. დანარჩენს ფეხითაც გაივლი. რა თქმა უნდა ღამისთევით - სხვანაირად რა აზრი აქვს, დასასტუკებლად ხომ არ მიდიხარ. ანუ ერთნახევარი დღის საგზალი გინდა მარტო და მართლა არაა ბევრი ბარგი. საძილე და კარავი ხომ არც ითვლება ბარგში, ადგილს იკავებს ეგაა.

მარტო ოხოჯეს ნახვაზე საუბარიც არ არის. შეიძლება სილამაზით არც ჩამოუვარდებოდეს ტობავარჩხილს, მარა ტობა მაინც ბრენდია :)

არც კამაზი არ განიხილება, მითუმეტეს თუ ორჯერ მეტის გავლა მოგიწევს რაც კამაზით ილაყუნებ იმის შემდეგ. მაგას ისევ ფეხით ან ვირებით წასვლა ჯობია. აი ცხენები როგორ მიყავთ ეგეთ ადგილებზე ეგ კი არ მესმის, თუნდაც მეგრული, მაინც ცხენია. ცხენი კუხნაში გამიგია მე. უკაცრავად, მინდორში.

ახლა მთავარია ის ქვიანი ჩანჩქერები სადაა - მე-15 კმ-მდე (ტობადან) თუ იმის მერე (ყველაზე "ცუდი" რაც ვნახე, ასეთი ადგილებია)?
http://www.facebook.com/photo.php?fbid= ... =800%2C600

საერთოდ ქრონოლოგია რამდენადაა დაცული შენს სურათებში? მაგალითად ეს სურათი სადაა გადაღებული:
http://www.facebook.com/photo.php?fbid= ... =600%2C800
რა იმდენი ხალხი დადის მანდ, რომ ასეთი მკაფიო ბილიკია?

ეს ვერ გავიგე - "კამაზით შეგიძლიათ ასვლა... თან იმავე გზით უკან დაბრუნების საჭიროება არ გექნება და მარტო ოხოჯეს (პატარა ტობავარჩხილი) კი არა დიდ ტობავარჩხილსაც ნახავ" - რატომ არ გექნება ეს საჭიროება კამაზით თუ ახვალ, სხვა შემთხვევაში კი გექნება?

და კიდევ - "15-კმ-იან ვარიანტში" ოხოჯეზე ვერ ხვდები?
მოკლედ მე ასეთი სცენარი მესახება ეხლა: მიხვალ მე15 კმ-ზე საღამოსთვის, დაიბანაკებ, ღამეს გაათევ, დილით დამალავ რაც ზედმეტია და შეუდგები უღელტეხილს, ნაშუადღევს მილასლასდები ტბასთან, გაცოცხლდები, გაათევ ღამეს, მეორე დღეს შუადღეს წამოხვალ უკან და კაი დაღამებულზე მიაღწევ ბანაკს. მანამდე და იმის მერე რა ხდება ჯერ არ ვიცი.

რაიმე ცოტა დაწვრილებითი რუკა არა გაქვთ იმ ადგილების, სავალიც რომ იყოს აღნიშნული ზედ?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Post by Mta Mkvarebia » 23 თებ 2013, 15:50

maxo127
უკან დაბრუნების საჭიროებაში იმას ვგულოისხმობ, რომ თუ მოტოთი ახვალ, სადამდეც მიხვალ, მერე მაგ მოტოსთვის ხომ უნდა დაბრუნდე უკან იმავე გზით? ხომ არ გადააგდებ? :) კამაზი თუ აგიყვანს, შენი ტრანსპორტი არ გეყოლება ქვემოთ დატოვებული და შეგეძლება სულ სხვა გზით მაგალითად სქურის ან ჯვარის გავლით დაბრუნდე უკან. ეს უკანა გზა დაახლოებით 30 კმ-იანია, მაგრამ უღელტეხილების გადავლა აღარ გიწევს. მაგ გზაზე ცოტა ქვემოთ დაგიწერ. ახლა მუხურიდან ასასვლელ გზაზე გეტყვი, ანუ საიდანაც ჩვენ ვიყავით. ჩემს ფოტოებში ტობას გზა იწყება ერთერთ სახლში რომ ფოტოები გვაქვს გადაღებული იქიდან. მანდ ფეხით სიარულს რომ ვიწყებთ უკვე, ქოხის ფონზე ხომ გვაქვს ფოტოები გადაღებული. მაგ ქოხს ეზახიან მეორე ქოხს, შენ რომ ბერნარის რეპორტაჟი ნახე , მასაც აქვს ეგ ქოხი მოხსენიებული, იქიდან იწყება ტობას ბილიკი, რადგან მაქამდე კამაზი თავისუფლად ადის. აქედან 12-15 კმ იქნება პირველ ტბამდე ანუ ოხოჯემდე. ფოტოები თანმიმდევრულადაა დადებული, ქრონოლოგია დაცულია. მაგ ქვიანი ჩანჩქერი მესამე ქოხამდე გვხვდება. მეორე ფოტოზე რომ მკითხე (ალბათ ბილიკის სიადვილე მოგეწონა) მაგ ფოტო მესამე ქოხის მერეა გადაღებული. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ადგილ-ადგილ კარგი სავალი იქნება შენი მოტოსთვის, მაგრამ ეჭვი მაქვს მაგ კარგ სავალამდე ვერ მიხვალ, ბილიკები ყველგან მასე გამოკვეთილი არაა, ქვიანი ადგილები ბევრგან გვხდება, თუმცა რა ბევრგან თითქმის სულ ქვიანია გზის დიდი ნაწილი. არაფერს ვამბობ უღელტეხილზე, რომელიც ნაშალით და უზარმაზარი ლოდებითაა მოფენილი და მასეთი 2 უღელტეხილი უნდა გადაიარო (ფოტოებიდან შეიძლება ისეთი ძნელადგადასალახი არ ჩანდეს, მაგრამ, როგორც დაგიწერე რთული მონაკვეთების დროს აპარატის ჩანთიდან ამოღების თავიც არ მქონდა. მოტოთი მანდ გადასვლა წარმოუდგენელია. თუ მოტო ქვემოთ გეყოლება დატოვებული, მაგ უღელტეხილები ისევ უკან უნდა გადმოიარო. შენი გეგმა არაა რეალობას მოკლებული , ვგულისხმობ 1 ღამის ოხოჯეზე გათენებას, მეორე ღამის დიდ ტობაზე გათენებას და მესამე დღეს უკან დაბრუნებას, მაგრამ ამ შემთხვევაში იმავე დღის საღამომდე მუხურამდე ჩამოსვლა ჩვეულებრივი ტემპით მოსიარულე ადამიანს გაუჭირდება, თუმცა შეუძლებელი არაა, რამდენიმე კარველმა სწორედ ასე გააკეთა, ერთ დღეში ჩამოვიდნენ უკან. თემაც დევს სადღაც. აი ბმული ვიპოვე: http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4979 შენი გეგმა რეალური ჩანს, მაგრამ ერთგან წერ დღენახევრის საგზალი მექნებაო, დღენახევარში ვერანაირად ვერ ჩაეტევი :). და საერთოდაც იქ რომ მოხვდები, არ ღირს გადარბენაზე ყოფნა, ჩვენ მეორე ღამეც გავათენებთ დიდ ტობაზე და ჭითაგვალას გადაღმა მყოფი 2 პატარა ტბაც ვნახეთ. ამის გარდა მაგ ტბებისკენ მიმავალ გზაზე უღელტეხილივიტ შემაღლებულ ადგილზე რომ მიხვალ კარგ ამინდში უშბას და იალბუზის დანახვასაც შეძლებ. ტობას მეორე მხრიდან თუ მოუვლი, საიდანაც მდინარე მაგანა იღებს სათავეს, იქ გორაკზე ასული შავ ზღვას დაინახავ (ჩვენ ნისლის ტბა გვხვდებოდა ყოველ დილით, თუმცა შავი ზღვის კონტურები მაინც ჩანდა ჰორიზონტზე, ფოტოებზეც კი ჩანს. მოკლედ ცოტა რომ დაგეხმაროს დროის გათვლაში, გეტყვი, ჩვენი განრიგი ასეთი იყო. პირველი ღამე გავათენეთ სოფელ მუხურში. იქიდან კამაზით ავედით მეორე ქოხამდე. დაახლოებით 25 კმ მოვჭერით გზის, თუმცა ამ 25 კმ-ის გავლას კამაზი 5 საათი მოუნდა, აღმართების გამო საათში 5 კმ სიჩქარით დადიოდა. გზის მეორე ნახევარი სულ აღმართებია, ამიტომ მაგ ადგილების ფეხით გავლა დიდ დროს წაგვართმევდა. თან ხედებიც დიდი ვერაფერია მაგ მონაკვეთზე. შურუბუმუს მღვიმე და ერთი ჩანჩქერია მხოლოდ. მეორე ქოხთან დაახლოებით დღის 2 საათზე მივედით, სანამ ჩამოვბარგდით და ცხენებს ბარგი ავტვირთეთ კი გახდა 3 საათი (ცხენები იქ დაგვახვედრეს, რადგან წინასწარ ვიყავით შეთანხმებული) 3 საათზე რომ დავიწყეთ სიარული უკვე ღამე იყო ოხოჯესთან რომ მივედით. თუ უფრო ადრე შეგეძლებათ მეორე ქოხიდან გამოსვლა, ჯობია ასე მოიქცეთ,რომ ჩვენსავით არ დაგემართოთ. შეიძლება მუხურში ჩასვლისთანავე ამოხვიდეთ მეორე ქოხთან, ღამე იქ გაათენოთ და დილით დაიძრათ ოხოჯესთან. ჩვენ უღელტეხილზე დაგვარამდა ნაწილს და იძულებული გავხდით ძალიან ნელა გვევლო რომ ლოდებზე ფეხი არ გადაგვბრუნებოდა. თან თოვლიანი მონაკვეთიც გვქონდა გადასავლელი და ფეხი ცურდა. მესამე ღამე ოხოჯეზე გავათენეთ. დღისით კარგად დავათვალიერეთ მისი მიმდებარე მიდამოები, ტბას შემოვუარეთ, უკან ლამაზი ჩანჩქერებია, მერე დაახლოებით 12 საათისთვის დავიწყეთ დიდი ტობასკენ სიარული, ჯერ ერთ მთაზე ავედით და გადავედით, მერე მეორე მთას მოვუარეთ გარშემო და იქიდან უკვე გამოჩნდა მეორე უღელტეხილი, ისიც თოვლიანი. უღელტეხილზე გადავედით და ტბაზე დაახლოებით 16 საათისთვის მივედით. მესამე ღამე დიდ ტობაზე გავათენეთ. შემდეგი დღე ტობაზე და მის გარშემო პატარა ტბების ნახვას დავუთმეთ. მეოთხე ღამეც ტობაზე გავათენეთ და შემდეგ დილას დავიძარით ჯვარის მიმართულებით. იქ უკვე სულ თავდაღმართი იყო, უღელტეხილები აღარ გვხვდებოდა, თუმცა აღმართებიც ბლომად იყო. ერთი ყველაზე დიდი აღმართის ავლისას შეუსვენებლად სიმაღლეში 600-700 მეტრის აკრეფამ მოგვიწია. თუმცა თუ მარტო დიდი ტობავარჩხილი გაინტერესებს მაშინ შეგიძლია სქურიდან ახვიდე, 35 კმ იქნება დაახლოებით, აღმართები და ვიწრო ბილიკები გექნება გასავლელი ერთი-ორგან მდინარეც გადასაკვეთი (მოტოთი როგორ მოახრეხებ არ ვიცი მუხლს ზემოთ, ბარძაყებამდე მაინცაა წყალი, მაგის ფოტოებიც მიდევს ) ჩვენ ჯვარის გზით დავბრუნდით და მე პირადად ძალიან ვინანე, რადგან მუხლამდე ტალახში ვიარეთ, ტალახმა ფეხსაცმლის თასმები დამიწყვიტა და პარკები მქონდა ფეხზე შემოხვეული. სქურის გზაზე შარშანწინ ვარ ნამყოფი, მაშინ გარკვეული, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ავედით ტობაზე, ჯვარის და სქურის გზა ერთ ადგილას ერთდება, ამიტომ ჯვარისკენ რომ გადავუხვიეთ და მას მერე ვიარეთ დაუსრულებელ თავდაღმართში, ტალახიან ბილიკებზე, მასთან შედარებით ხომ ვიცოდი სქურის გზა როგორი კარგი სავალი იყო და ამიტომ დამწყდა გული. თუმცა აღმართებიც ბლომადაა სქურის გზაზე და დარმართებიც, მაგრამ ფაქტიურად ძველ სამანქანო გზას მიუყვები, ვიწრო ბილიკი არაა. თუმცა მოტოთი არც მანდ გაგიადვილდება ალბათ თუ ქვიან მონაკვეთებს უფრთხი, გზის დიდი ნაწილი ქვიანია. აი მაგ გასვლის თემის ბმული, ფოტოებისთვის გადასახედად. ისე ტალახი მანდაცაა (დასაწყისსი), მაგრამ ჯვარის გზასთან შედარებაც არაა. http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5168 .
Image

User avatar
maxo127
ბილიკზე მოარული
Posts: 44
Joined: 02 მარ 2007, 19:47
Contact:
ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Post by maxo127 » 24 თებ 2013, 04:37

Mta Mkvarebia

ეხლა სულ სხვა სურათი გამოდის უკვე :(
ესე იგი კამაზი რომ მიდის იქედან 15 კილომეტრი ოხოჯემდეა და არა "ნამდვილ" ტობამდე? და იქედან კიდევ ერთი უღელტეხილი? კი გამოვიდა ერთი კვირის გზა ლამის.

რაღაცას ვერ ვგებულობ მაინც. წესიერი რუკაც ვერ ვნახე, ამ მისამართზე http://malxaz.dsl.ge/tv_1.jpg გუგლის სურათი ავტვირთე (წითლად ტბები მოვნიშნე, ჩემი აზრით ოხოჯე და ტობა), შეგიძლია მონიშნო გზები და ცნობილი რამე მაილსტოუნები? იგივე ქოხები მაგალითად.

აი აქ არის კიდევ ერთი ვითომ რუკა http://www.samargalo.ge/index.php?saxe=marsrutebi. მაგან სულ დამაბნია.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5040
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Post by Nika » 24 თებ 2013, 11:05

maxo127
ზუსტ მანძილები ასეთია (openstreetmap-ზე დადებული ტრეკებიდან დავითვალე)
1) მანქანის ბოლო გაჩერება-ოხოჯე 8.5 კმ
2) ოხოჯე-ტობავარჩხილი 3.4 კმ და მეორე ბილიკიცაა 3.5 კმ

წყარო
http://www.openstreetmap.org/?lat=42.74 ... 3&layers=M
ყავსიფრად მონიშნულ გზაზე მანქანა ადის. რუხი ფერის უკვე ბილიკია. პატარა დტა ოხოჯე, დიდი ტობავარჩხილი
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

giorgi_barca
ბოდიალა
Posts: 137
Joined: 30 სექ 2010, 14:08
ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Post by giorgi_barca » 26 თებ 2013, 18:47

maxo127 wrote:Mta Mkvarebia

ეხლა სულ სხვა სურათი გამოდის უკვე :(
ესე იგი კამაზი რომ მიდის იქედან 15 კილომეტრი ოხოჯემდეა და არა "ნამდვილ" ტობამდე? და იქედან კიდევ ერთი უღელტეხილი? კი გამოვიდა ერთი კვირის გზა ლამის.

რაღაცას ვერ ვგებულობ მაინც. წესიერი რუკაც ვერ ვნახე, ამ მისამართზე http://malxaz.dsl.ge/tv_1.jpg გუგლის სურათი ავტვირთე (წითლად ტბები მოვნიშნე, ჩემი აზრით ოხოჯე და ტობა), შეგიძლია მონიშნო გზები და ცნობილი რამე მაილსტოუნები? იგივე ქოხები მაგალითად.

აი აქ არის კიდევ ერთი ვითომ რუკა http://www.samargalo.ge/index.php?saxe=marsrutebi. მაგან სულ დამაბნია.
ამ ბმულზე შედი და ქსოვრელის დადებულ ტრეკს ნახავ
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=90

User avatar
maxo127
ბილიკზე მოარული
Posts: 44
Joined: 02 მარ 2007, 19:47
Contact:
ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Post by maxo127 » 26 თებ 2013, 23:00

ბოდიში რომ ვერ შემოვედი ამდენი ხანი, ძალიან აბურდული რეჟიმი მაქვს.

Nika
giorgi_barca
Mta Mkvarebia
დიდი მადლობა, თქვენი წყალობით უკვე ვიცი რასთან მაქვს საქმე.

ახლა მთავარია მოტოების ჩამოყვანა არ ჩამეფუშოს და არა მგონია რამემ შემიშალოს ხელი. სადამდეც მივალთ მივალთ, მერე ფეხითაც დანაჩენს. თუ არა და დავზვერავ მაინც.

სხვათა შორის იალბუზზე პირველად რომ მოტოთი ავიდა 79 წელს, ბერბერაშვილი ყოფილა. ნუ მთლად მეგრელი არა, მარა ქართველი ხომ იყო :)
ამას წინთ ვიღაც ქალბატონი ევერესტზეც გაქაჩულა, მარა სადღაც 5000-დან უკან ჩამობუნძულდა.

User avatar
maxo127
ბილიკზე მოარული
Posts: 44
Joined: 02 მარ 2007, 19:47
Contact:
ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Post by maxo127 » 04 სექ 2013, 04:08

აი ესეც - მსოფლიოს იტორიაში პირველი ყურშა ტობავარჩხილზე 8)

Image

ყოველ შემთხვევაში პირველი დოკუმენტირებული ყურშა.

დანარჩენი დასკვნები:

1. მაგარია ტობა

2. მოტოსი ტობაზე მხოლოდ წაღება შეიძლება, თუ გულით გინდა. მოტოთი წასვლა იმისათვის რომ რამე გაიადვილო, ან დააჩქარო - არ გამოვა.

3. Я сюда еще вернууууус... (Машина времени)

დიდი მადლობა ყველა რჩევებისა და ინფორმაციისათვის.

დაწვრილებით აქ (ლინკად ვერ გავიგე როგორ დავდო და მისამართს ვდებ)
http://malxaz.ge/index.php?option=com_c ... Itemid=142
ნაწილ-ნაწილ იქნება შევსება, როგორც მოვიცლი.

Makuna Skhvitaridze
ბილიკზე მოარული
Posts: 46
Joined: 10 აგვ 2011, 16:26
ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Post by Makuna Skhvitaridze » 04 სექ 2013, 09:20

maxo127 wrote:მე ტობავარჩხილი ვიკითხე, თორემ იალბუზზე წყალქვეშა ნავითაც ავალ :)

როგორია გზა, გაისვლება მოტოთი?

ორი გეგმა გვაქვს - ან მოტოსაშუალებებით წავიდეთ, ან ვირებით!

ანუ ან ჩინეთში უნდა შევუკვეთოთ სამი მოტო და ერთი კვადრო, ან ვირები - ადგილობრივ მწარმოებლებს. რომელი ჯობია?

ისე მსურველები თუ იქნებიან შეუძლიათ შემოგვიერთდნენ, კარგი ქარხანა გვაქვს მიგნებული ჩინეთში. თუ დაინტერესება იქნება დავდებ მონაცემებს და სურათებს.
შარშან ჩამოვიყვანეთ, მარა წელს უკეთესებზე გვაქვს თვალი დადგმული
მე ახლა ჩინეთში ვარ ჰარბინში, მაინტერესებს კონკრეტულად რომელ ქალაქში აპირებთ შეუკვეთოთ მოტოციკლი?

Makuna Skhvitaridze
ბილიკზე მოარული
Posts: 46
Joined: 10 აგვ 2011, 16:26
ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Post by Makuna Skhvitaridze » 04 სექ 2013, 09:20

maxo127 wrote:მე ტობავარჩხილი ვიკითხე, თორემ იალბუზზე წყალქვეშა ნავითაც ავალ :)

როგორია გზა, გაისვლება მოტოთი?

ორი გეგმა გვაქვს - ან მოტოსაშუალებებით წავიდეთ, ან ვირებით!

ანუ ან ჩინეთში უნდა შევუკვეთოთ სამი მოტო და ერთი კვადრო, ან ვირები - ადგილობრივ მწარმოებლებს. რომელი ჯობია?

ისე მსურველები თუ იქნებიან შეუძლიათ შემოგვიერთდნენ, კარგი ქარხანა გვაქვს მიგნებული ჩინეთში. თუ დაინტერესება იქნება დავდებ მონაცემებს და სურათებს.
შარშან ჩამოვიყვანეთ, მარა წელს უკეთესებზე გვაქვს თვალი დადგმული
მე ახლა ჩინეთში ვარ ჰარბინში, მაინტერესებს კონკრეტულად რომელ ქალაქში აპირებთ შეუკვეთოთ მოტოციკლი?

User avatar
maxo127
ბილიკზე მოარული
Posts: 44
Joined: 02 მარ 2007, 19:47
Contact:
ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Post by maxo127 » 04 სექ 2013, 10:13

Makuna Skhvitaridze

ნინბოსთან ახლოს იყო ეგ ქალაქი, არც მახსოვს სახელი
ჩამეშალა ეგ, ვერ მოვაგროვე ხალხი

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Post by guruli » 04 სექ 2013, 10:59

maxo127 - გილოცავთ სენ და ყურშას ოცნების ასრულებას.
გადავიკითხე შთაბეჭდილებები. ველოდები გაგრძელებას.

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2286
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Post by tamuna_gudarexi » 04 სექ 2013, 14:16

maxo127
მეტად საინტერესო და სახალისოა, ყურშას და შენი თავგადასავალი. მეც, გურულივით, ველი გაგრძელებას :)
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
maxo127
ბილიკზე მოარული
Posts: 44
Joined: 02 მარ 2007, 19:47
Contact:
ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Post by maxo127 » 06 სექ 2013, 05:02

guruli
tamuna_gudarexi
დიდი მადლობა :) აუცილებლად იქნება გაგრძელება

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]